imedi /  04 ნოემბერი 2020, 17:42 / სანდო წყარო

ბრიტანულმა კომპანიამ, „Swril Wine Group“-მა ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტურები ჩაატარა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ბრიტანულმა კომპანიამ „Swril Wine Group“-მა ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტურები ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღვინის ონლაინ ტური 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას "Swril Wine Group"-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა, რომელმაც ტურის მონაწილეებს საქართველო, მისი ტრადიციები, ღვინის კულტურა და ისტორია გააცნო.

„ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის პროდუქციას.

აღნიშნული კომპანიების ღვინოები, რომელიც დიდ ბრიტანეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაგზავნილი, "Swril Wine Group"-ის მიერ ტურის მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნა. სარა ებოტის შეფასებით, ტურის ბრიტანელ და ქართველ მონაწილეებს შორის ონლაინ-დიალოგი საინტერესო, პროდუქტიული გამოდგა და ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ქართულ ღვინო შეფასდა როგორც „უნიკალური ღვინო“.

დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, მსგავს ონლაინ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით.

ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. პანდემიის პირობებშიც ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ბრიტანეთში ექსპორტირებულია 160 644 ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან

„იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 09:00-იდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ. რაც შეეხება იმ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ - დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ შაბათ-კვირას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გასცემს.

28 ნოემბერი 2020, 11:12

ტაბლოიდი

ავსტრიის სოფელ Fucking-ს სახელს გადაარქმევენ

სკანდალური სახელით ცნობილ ავსტრიის სოფელ Fucking-ს სახელს გადაარქმევენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. სოფლისთვის სახელის გადარქმევა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოითხოვეს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მუდმივად აბულინგებენ. განსაკუთრებული ცინიზმით კი ინგლისელი ტურისტები გამოირჩევიან, რომელიც სოფლის სახელწოდებიან აბრასთან ფოტოებს უხამს პოზებში იღებენ.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 11:09

COVID19

მაია ცქიტიშვილი: მხოლოდ საჯარიმო სანქცია ვერავის დაიცავს ვირუსის გავრცელებისგან

რა თქმა უნდა, პამდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების მექანიზმების აღსრულების ეფექტიანობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ალბათ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძვით, ეს არის მათ შორის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრ კეკულე

28 ნოემბერი 2020, 11:06

COVID19

გერმანელი ეპიდემიოლოგი: კორონავირუსმა მუტაცია იტალიაში განიცადა

კორონავირუსის შტამმა, რომელიც დღეს მსოფლიოში ვრცელდება, მუტაცია იტალიაში განიცადა, - ამის შესახებ გერმანელმა ეპიდემიოლოგმა ალექსანდრ კეკულემ განაცხადა. მისი მტკიცებით, კორონავირუსის გამომწვევი ვირუსი, SARS-CoV-2 ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, თუმცა პანდემიისთვის სასტარტო გასროლა არა ჩინეთში, არამედ ჩრდილოეთ იტალიაში განხორციელდა. კოვიდპაციენტთა 99% დღეს სწორედ იმ შტამით არის ინფიცირებული, რომელმაც მუტაცია იტალიაში განიცადა.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში სისტემური „ლოქდაუნი“ არ მოქმედებს

როდესაც კომუნიკაციაზე და პანდემიის მართვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის სიმართლის თქმა. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით ვერანაირ შეზღუდვას სექტემბერსა და ოქტომბერში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ამ დროს იმყოფებოდა აქტიურ პოლიტიკურ პროცესში. ასევე სიმართლე არის ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 11:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,784 თბილისში, 683 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 4,472 შემთხვევიდან, 1,784 თბილისში, ხოლო აჭარაში 683 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში-683, იმერეთში-662, ქვემო ქართლში-292, შიდა ქართლში-192, გურიაში-123, სამეგრელო-ზემო სვანეთში-247,კახეთში-228,მცხეთა-მთიანეთში-127, სამცხე-ჯავახეთში-93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 10:59

COVID19

მაია ცქიტიშვილი: პანდემიის დროს აუცილებელია სტაბილური განვითარება

როდესაც ბალანსზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მისი დაცვა არა მხოლოდ ეკონომიკასა და პანდემიას შორის, არამედ ასევე ქვეყნის სტაბილურ და გრძელვადიან განვითარებას შორის, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ გადავადდა 31 ოქტომბრის არჩევნები.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 10:56

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვეცადეთ გვეპოვა ბალანსი, რომელიც მიმართულია როგორც ეპიდემიის მართვისკენ, ისე დასაქმებული ადამიანების ინტერესების დაცვისკენ

რა თქმა უნდა, მთავარი პასუხიმგებლობა არის ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არ არის სტიქიის შედეგების რეაბილიტაცია, ეს არის პანდემია, რომელშიც ყველა ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შემოღებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 10:54

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ 1 195 ადამიანი გარდაიცვალა, 127 942 კი დაინფიცირდა.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 4 472 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 472 ადამიანს დაუდასტურდა, 4058 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

28 ნოემბერი 2020, 10:51

საზოგადოება

ვარკეთილში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.

28 ნოემბერი 2020, 10:50

COVID19

კახეთში კორონავირუსის 84 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3,430-მდე გაიზარდა. 8 მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა ასეთია: ახმეტა-29, გურჯაანი-7, დედოფლისწყარო-3, თელავი-10, ლაგოდეხი-27, საგარეჯო-0, სიღნაღი-5 და ყვარელი-3.

ჰასან როუჰანი

28 ნოემბერი 2020, 10:42

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: მოჰსენ ფახრიზადეს მოწამეობრივი სიკვდილი ჩვენს მიღწევებს ვერ შეანელებს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ქვეყნის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ავტორის, ფიზიკოს მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ისრაელის ხელისუფლება დაადანაშაულა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ როუჰანიმ ირანის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 10:38

სპორტი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ , ლოკომოტივის სტადიონზე „როსენგარდს“ დაუპირისპირდება

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრას შვედეთის „როსენგარდის“ წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გამართავს. ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ლანჩხუთში უეფას სტანდარტის შესაბამისი მოედნის არარსებობის გამო, გიორგი ჩხაიძის გუნდს ორი არჩევანი ჰქონდა - ვაკის სტადიონი, ან ბათუმის ახალი არენა.

28 ნოემბერი 2020, 10:28

რეგიონი

გაზსადენზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარის და გურიის რეგიონებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

„ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს დღეს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების მაქსიმალური მობილიზაციაა.

28 ნოემბერი 2020, 10:17

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 21,695 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 21,695 ადამიანს დაუდგინეს, 379 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1,028,089 შემთხვევა გამოვლინდა, 15,965 ადამიანი გარდაიცვალა.

28 ნოემბერი 2020, 10:17

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მალხაზ თორია

28 ნოემბერი 2020, 10:15

რეგიონი

მალხაზ თორია: მიზნობრივი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მიმართულია პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შეზღუდვების გამკაცრების აღსრულების საკითხები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში.

28 ნოემბერი 2020, 10:05

მსოფლიო

ტაივანის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

ტაივანის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ოპოზიციონერებმა კოლეგებს ღორის ნაწლავები ესროლეს. სიმბოლური ჟესტით მათ ადგილობრივ ბაზარზე ამერიკული ღორის ხორცის შესვლა გააპროტესტეს. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ამერიკული პროდუქტი ნივთიერება რაკტოპამინს შეიცავს, რომელიც ცხოველების ხელოვნურ ზრდას უწყობს ხელს და ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

28 ნოემბერი 2020, 10:05

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას: აიღეთ ფული, იმ ბაყაყებივით ნუ მოიქცევით, გუბე რომ დაუშრათ

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსების აღებისკენ მოუწოდებს. როგორც ის Facebook-ზე წერს, სახელმწიფო რომ ისე იყოს მოწყობილი, რომ თავისუფლად აფინანსებდნენ ოპოზიციური პარტიის იდეებს და შემდეგ, ხელისუფლების ანგარიშსწორების არ ეშინოდეთ - მაშინ პარტიების დაფინანსების არც საბიუჯეტო სქემა იარსებებდა.