imedi /  06 ნოემბერი 2020, 11:47 / სანდო წყარო

თსუ-ისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით ლევილის მამულის ისტორიის შესახებ გამოცემა მომზადდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ არქივთან ერთად ლევილის მამულის ისტორიასთან დაკავშირებულ ორენოვან (ქართულ-ფრანგული) წიგნს გამოსცემს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნი ქართული ემიგრაციის 1921-2016 წლების პერიოდს მიეძღვნება და მასში აღწერილი იქნება ლევილის ქართული მამულის ისტორია - პირველი ემიგრაციის ჩასვლიდან, მამულის საქართველოსთვის გადმოცემამდე პერიოდში. წიგნის ავტორია საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალი ტიერი ბერიშვილი და მისი საშუალებით, მკითხველი ქართველთა მამულში განვითარებულ პოლიტიკურ თუ ყოველდღიურ ისტორიებს გაეცნობა.

წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოიცემა, რომელსაც ხელი თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.

თსუ-მა ეროვნულ არქივთან ერთად არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის იყო ნოე რამიშვილის სამენოვანი - ქართულ-ფრანგულ-ინგლისური ალბომი, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. დღევანდელი მემორანდუმის ფარგლებში კი, ვაპირებთ გამოვცეთ ლევილის მამულთან დაკავშირებული ორენოვანი წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოცემა იქნება და მკითხველი ბევრ სიახლეს აღმოაჩენს ჩვენს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თსუ-ის რექტორმა.

საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, გაფორმებული მემორანდუმი იმ მრავალწლიანი ურთიერთობის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს.

„ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა არაერთი წიგნი, ჩატარდა კონფერენციები და გამოფენები. დღეს კი, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის კონკრეტული მიზანიც კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, ორენოვანი წიგნის გამოცემაა“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

ლევილის მამული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და მომდევნო პერიოდის შესახებ უამრავ მოგონებას, ინფორმაციას ინახავს. მათი გაცნობა უმნიშვნელოვანესია როგორც პირველი რესპუბლიკის თემის შემსწავლელი მკვლევრებისთვის და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ასევე, ამ პერიოდის ისტორიის პოპულარიზაციისთვის.

თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, გამოცემა, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა, საკმაოდ მოცულობითი იქნება, როგორც ისტორიული ფაქტებით, ისე ფოტო დოკუმენტებით.

„წიგნში მოთხრობილი იქნება ლევილის მამულის ისტორია იმ დღიდან მოყოლებული, რაც ის ემიგრაციაში წასულმა საქართველოს მთავრობამ შეიძინა, დამთავრებული დღევანდელობამდე, როდესაც იგი ემიგრანტების შთამომავლების ნებით, საქართველოს გადმოეცა. ლევილის მამული საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტთა ცხოვრებასთან გადაჯაჭვულია, აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ ერთი მამულის ისტორია. გამოცემა უაღრესად საინტერესო იქნება ემიგრანტული ისტორიით დაინტერესებული მკვლევრებისათვის,“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა „ლევილის შატოსა და მამულის“ საქართველოსთვის გადმოცემის აქტს, რომლითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული საქართველოს გადმოეცა.

ყველა სიახლე

06 მაისი 2021, 23:45

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: არსებობს პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობისთვის

მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველი დეპუტატები ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 23:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა. 20 ივნისის მძიმე და რთული დღე უნდა გადავფურცლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ლევან იზორია

06 მაისი 2021, 23:30

პოლიტიკა

ლევან იზორია: ჩვენი ამოცანაა ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში

სულ რაღაც ერთ კვირაში მაზარ-ი- შარიფში ჩვენი კონტიგენტი დატოვებს მისიას და გაემგზავრება საქართველოში. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა გასწიეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

ილია II

06 მაისი 2021, 22:53

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აცხადებს პატრიარქი.

06 მაისი 2021, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 219 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 160 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:26

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.

06 მაისი 2021, 22:18

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 304 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

06 მაისი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია

შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.

მამა გიორგი ჩაჩავა

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

მამა გიორგი ჩაჩავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით მამა გიორგი ჩაჩავა აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანია და ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც განსხვავებული ძალის მქონე დასაყრდენ პოლიტიკურ აქტორს რეგიონში

საქართველო ევროკავშირისთვის და განსაკუთრებით გერმანიისთვის, რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით სრულიად ახალი და განსხვავებული მოთამაშე ხდება. საქართველო მთავარი დასაყრდენი ძალაა დემოკრატიის გაძლიერებისთვის რეგიონში, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

06 მაისი 2021, 21:29

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს: სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან თუნდაც ავადმყოფის საწოლთან, რათა გავარკვიოთ ვინ, ვინ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მცხოვრებ ექიმ ნანა გეგეჭკორს პასუხობს. როგორც ცერცვაძე განცხადებაში აღნიშნავს, ნანა გეგეჭკორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

06 მაისი 2021, 21:26

მსოფლიო

აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ყირიმზე სრული კონტროლი დაუბრუნოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

შალვა პაპუაშვილი

06 მაისი 2021, 21:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ასევე სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებასა და სტანდარტებთან.

06 მაისი 2021, 21:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 847 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 847 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 777 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:03

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: წარმოუდგენელია, ადამიანის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დასატოვებლად გასაღები და არ გამოდიოდეს ციხიდან

ნონსენსია, როდესაც ადამიანი თავს ასაღებს პოლიტიკოსად, აქვს ამბიცია პარტიის თავმჯდომარეობაზე, მის ხელში იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება და არ გამოდიოდეს. დასავლეთში ამას ხმამაღლა და ვერ იტყვიან , თუმცა ფაქტია ყველასთვის იწვევს გაკვირვებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.