IMEDI /  06 ნოემბერი 2020, 17:43 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ვაჩვენოთ სოლიდარობის ძალა, ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. მან მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა ვირუსის მეორე ტალღის ეტაპს, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვედროდით და ქვეყანას ე.წ. ლოქდაუნის დაწესება არ დასჭირვებოდა.

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პანდემიის და ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, საქართველომ შეძლო ჩაეტარებინა უსაფრთხო არჩევნები, რომელიც მსოფლიომ აღიარა. ახლა მთავარია, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დადგეს კიდევ უფრო მომატებული რისკის ქვეშ. კიდევ უფრო არ დაზარალდეს კერძო სექტორი, არ დაზარალდნენ დამსაქმებლები და დასაქმებულები. სამწუხაროდ, ეს რისკი ყოველდღიურად და უფრო მეტიც, ყოველწუთიერად იზრდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პანდემია საერთო გამოწვევაა ყველასთვის - ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ხალხისთვის, ექიმებისთვის. პანდემია არის საფრთხე, რომელიც განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას გვემუქრება.ამიტომ, პანდემიის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, სხვაგვარად ამ უხილავ და ვერაგ მტერს ვერ დავამარცხებთ.

„თქვენ იცით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დაიხურა მუნიციპალური საბავშვო ბაღები და სახელოვნებო სასწავლებლები, პარალელურად, თბილისის მერია განაგრძობს საჯარო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესს, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა და ბავშვები უზრუნველყოფილები იქნებიან საკვები რაციონით. ამასთან, განსაკუთრებული ზომებია მიღებული თბილისის ხალხმრავალი მეტროსადგურების ჩასასვლელებში. ამ რთულ კონტექსტში, მინდა, მივმართო თბილისელებს, ჩვენს მოსახლეობას, ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს. დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად. გარდაუვლად და აუცილებლად უნდა დავიცვათ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია, ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები“, - აღნიშნა კალაძემ.

„განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ასაკოვან ადამიანებს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს - გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდებით ერთმანეთსაც! მჯერა, ერთობით, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, როგორც ამ მსოფლიო გამოწვევასთან გამკლავებას, ისე პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დაძლევას. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა“, - აღნიშნა კალაძემ.

ყველა სიახლე

კახი კახიშვილი

25 ივნისი 2022, 20:26

პოლიტიკა

კახი კახიშვილი ოპოზიციის მოთხოვნებზე: ვერ მივხვდი რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა

ნებისმიერმა ადამიანმა და იურისტმა იცის როგორ იცვლება ხელისუფლება, ეს არის უტოპიური განცხადება, მიკვირს ისეთი ადამიანებისგან ასეთი განცხადების გაჟღერება, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რადგან იურისტები არიან. მე ვერ მივხვდი რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა „ქრონიკაში“ 24 ივნისის აქციაზე ხელისუფლების მიმართ წაყენებულ ოპოზიციის მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.

25 ივნისი 2022, 19:56

მსოფლიო

აშშ-მ, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაცია შექმნეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაცია შექმნეს. ამის შესახებ თეთრის სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გარდცვლილი ქართველი მეომრის გადმოსვენება

25 ივნისი 2022, 18:54

საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს

ცხედრის ჩამოსვენებისას აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში გაიმართება. მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დავით ზალკალიანი; ჯო ბაიდენი

25 ივნისი 2022, 18:04

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჯო ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ხანმოკლე შეხვედრა ელჩსა და პრეზიდენტს შორის. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში.

ბადრი ჯაფარიძე

25 ივნისი 2022, 17:40

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული

„ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

25 ივნისი 2022, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, გახდნენ მინისტრები და პრემიერ მინისტრები. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?!

ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები და პრემიერ მინისტრები. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

დავით ქართველიშვილი

25 ივნისი 2022, 17:19

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ოპოზიციის მოთხოვნებზე: თუ 3 ივლისამდე პასუხს არ გასცემენ, ჩვენ ორივე სცენარისთვის მზად ვართ - 3-ში გაიგებთ რა იქნება უარყოფითი სცენარის შემთხვევაში

ძალიან სოლიდური და დეპოლარიზაციისკენ ორიენტირებული განაცხადი იყო გუშინ გაკეთებული აქციაზე, ეს არის ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 ივნისი 2022, 15:19

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე მორაგბეებს გელა აფრასიძესა და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს

„ჩვენს საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას!“, - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

25 ივნისი 2022, 14:53

რეგიონი

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას

ბათუმის საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში. აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად დააფინანსებს სტუდენტების სწავლებას გერმანიის უნივერსიტეტში.

25 ივნისი 2022, 14:40

სამართალი

ბიზნესმენი ლევან კაჭარავას მკვლელობის გამო, წყნეთში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

„ოჯახს ამ წუთებში არანაირი ვერსია არ გააჩნია. გუშინდელი ამბის შემდეგ ისეთი თავზარდაცემულები ვართ, რომ ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა. მას ასეთი კონკრეტული მტერი არ ყავდა. როგორც ვიცი შეხვედრაზე იყო და მისი მეუღლე ჰყავდა სადღაც წაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, რომელთან ერთადაც იმ შეხვედრიდან წამოვიდა“, - განაცხადა კაჭარავას ოჯახის ახლობელმა, სალომე კობალაძემ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

25 ივნისი 2022, 14:36

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: „სახალხო მთავრობის” მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია და ევროინტეგრაციაში ვერ დაგვეხმარება, ეს მხოლოდ საბაბია, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო

„სახალხო მთავრობის" მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია და ევროინტეგრაციაში ვერ დაგვეხმარება. თუმცა, შეიძლება, რომ ეს მოთხოვნა მთლად გაუაზრებლადაც არ იყო მოგონილი, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ევროინტეგრაცია არავის აინტერესებს და რომ ის მხოლოდ საბაბია, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. როგორც ყოველთვის, „ხალხის სახელით“, - ამის შესახებ Facebook-ზე „გირჩის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი წერს.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 ივნისი 2022, 14:18

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მიტინგს რომ ჩაატარებ და გულმხურვალე სიტყვით გამოხვალ, არ ნიშნავს, რომ ამით ლეგიტიმაცია გაქვს მთავრობის ჩამოყალიბებისა ან გადაყენებისა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბებული მოთხოვნები შეუსაბამოა იმ გზავნილთან და პერსპექტივასთან, რაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ უნდა შეასრულოს.

პაატა მანჯგალაძე

25 ივნისი 2022, 14:17

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ევროპამ ჩვენ შემოგვთავაზა 12-პუნქტიანი გეგმა. სამწუხაროდ, საქართველოში არავის გვჯერა, რომ ხელისუფლება ამას თავისი ნებით გააკეთებს

„იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის ნაწილი, ევროპამ ჩვენ შემოგვთავაზა 12-პუნქტიანი გეგმა. სამწუხაროდ, საქართველოში არავის გვჯერა, რომ ხელისუფლება ამას თავისი ნებით გააკეთებს. ამიტომ, მარტივი გამოსავალია, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას.

იაგო ხვიჩია

25 ივნისი 2022, 14:12

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ოპოზიციის მოთხოვნებზე: ორივე მოთხოვნა არასერიოზულია

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია 24 ივნისის აქციაზე ხელისუფლების მიმართ წაყენებულ ორივე მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს.

ედიშერ გვენეტაძე

25 ივნისი 2022, 13:34

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე აქციის ორგანიზატორებზე: ვითომდა, რუსეთის მიმართ გულიანადაც ბილწსიტყვაობენ და გაიძახიან: პუტინ-ს, პუტინ-ის მაგრამ ირკვევა, რომ სინამდვილეში არსებობენ პუტინ-ით

წარმოშობით ქართველ არახამიას რუსული ბიზნესებისა და შემოსავლების გამო, მშობლიურ რუსულ ენაზე საუბრის დათმობა არამც და არამც არ სურს. გრიგოლ ვაშაძეს ასევე რუსული კულტურის, ენისა და ფსბ-ს საბუთის დათმობა, ლიაკასა და მის ოჯახს რუსული რუბლებისა დათმობა თურმე, იმისთვის სურს, რომ ვოლოდიამ ტანკი არ იყიდოს (ამ დროს ტანკს კი არ ყიდულობს მოსკოვი იქით ყიდის)! გია მარქარაშვილს (მარქაროვს) კი რუსი ბიზნესმენი მინდიას ფულებით ბინების ყიდვა დაუწყია!, ხოლო „ნაცპარტიის“ თავმჯდომარე ნაყოფიას - მისი კრემლის გენერალთა წილებზე მოცდენა. ამ დროს სხვებს თავს დასჩხავიან ეს რუსის პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკური შვილები!, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „შინ ევროპისკენ“ აქციის მონაწილეებს.

25 ივნისი 2022, 13:03

რეგიონი

ყაზახეთში აჭარის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს გაეცნობიან

ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ინფლუენსერები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. Forbes-ის, Selfie Travel-ის, Tv31-ის წარმომადგენლებმა ბლოგერებთან ერთად უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე, არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმები. მათი ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც.

ზურაბ ქადაგიძე

25 ივნისი 2022, 12:45

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გუშინდელი აქცია „წინ ევროპისკენ“ უცებ გადაიქცა მოწოდებად „უკან ხელისუფლებაში“

ალბათ, გულწრფელი ადამიანების ის მცირე რაოდენობა, რაც გუშინ მივიდა რუსთაველზე, მალევე მიხვდა, რა პოლიტრევანშისტებთან მოხვდა და მაქარაშვილების, გაგარინების, მშვილდაძეების ღნავილს აღარც კი დალოდებია... - ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „შინ ევროპისკენ“ გამართულ აქციას.

25 ივნისი 2022, 12:40

თემა

მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი

მოკლედ - შექმნილი გარემოს შესახებ... ...რომელიც მეტად წინააღმდეგობრივი და არასტანდარტულია. ბოლო ხნის რამდენიმე მასშტაბური გამოწვევა - პანდემია, ომი, კლიმატი - სერიოზულად ცდის გლობალურ საერთაშორისო-სამართლებრივ და ეკონომიკურ ურთიერთობათა უკვე დაუძლურებულ სისტემას, მოითხოვს მის ჩანაცვლებას ახლითა და უფრო ქმედითით. ასეთი ჩანაცვლების აუცილებლობა ჯერ კიდევ პანდემიამდე გამოიკვეთა, თუმცაღა დაავადების გავრცელების სისწრაფე და არეალი მსოფლიო ეკონომიკისთვის აბსოლუტურად განსხვავებული სტრეს-ტესტი იყო. წარმოების დიდწილად შეფერხებამ, ბიზნესის პარალიზებამ, საზღვრების ჩაკეტვამ და მიწოდება-მომარაგების არტერიების რღვევამ, შემდგომ ეტაპზე კი მწვავე ინფლაციური პროცესის განვითარებამ ეკონომიკურ-სოციალური უთანაბრობა კიდევ უფრო გააღრმავა. თავი იჩინა როგორც გლობალურად არსებული ქცევის წესების უხეშად გადახედვის, ისე შიდა სტაბილურობის რყევის სახიფათო წინაპირობებმა. პოსტ-ცივი ომის დროინდელმა ავად თუ კარგად მოქმედმა სისტემამ უკრაინაში ომის შედეგად კიდევ უფრო მძაფრი დარტყმა მიიღო: საბოლოოდ მოიშალა ევროპაში არათუ უსაფრთხოების სისტემა, არამედ თვით უსაფრთხოების განცდაც კი. საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულების მოლოდინი, რომელიც თავდაპირველად გაჩნდა, თანდათანობით ტრანსფორმირდა და უკრაინაში რუსეთის ხელახალმა აგრესიამ ახლა „გამოფიტვაზე ომის“ ხასიათი შეიძინა. ჯერ პანდემიამ, ხოლო შემდეგ უკვე ევროპის შუაგულში მიმდინარე პროცესებმა პირდაპირ იმოქმედა მსოფლიო ეკონომიკის საფასო სტრუქტურაზე: პიკს მიღწეული ინფლაციის, შეზღუდული დაკრედიტებისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში ახალ წნეხად იქცა ენერგომატარებლებსა და სურსათზე მკვეთრად მომატებული ფასები. შედეგად, თვით უსაფრთხოების ტრადიციულმა, ერთობ ვიწრო - მეტწილად სამხედრო პრიზმაში აღქმამ გადახალისება და გადააზრება მოითხოვა. თანამედროვე თვითკმარი და კონკურენტუნარიანი სახელმწიფოს შინაარსი, ენერგეტიკულ და სასურსათო თვითკმარობასთან ერთად, დღეს უკვე სრულად მოიცავს ტექნოლოგიურ მდგენელსა და მინერალებზე წვდომას. არსებული ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა ჩინეთის ეკონომიკის სისტემურმა გამოწვევებმა. პანდემიამდე პერიოდში ეს, ძირითადად, ეკონომიკურ სტრუქტურაში ჭარბი წილის მქონე სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური გაუმჭვირვალობითა და მათი ფაქტობრივი ვალაუვალობით ხასიათდებოდა. პანდემიის პერიოდში კი „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკამ გლობალური მომარაგება-მიწოდება მძიმედ გამოცადა, შემცირდა ჩინეთის პორტებში ტვირთბრუნვის ნაკადი, შეიქმნა ლოგისტიკური სირთულეები, რასაც მოგვიანებით პეკინის მიერ კრიტიკულ პროდუქციაზე საექსპორტო შეზღუდვები დაემატა. ყოველივე ამან კი, ერთობლიობაში, მსოფლიო ეკონომიკაზე მავნე ეფექტი იქონია. შედეგად, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მასშტაბურ კლიმატურ რისკებთან ეფექტიანად დაპირისპირების შესაძლებლობაც. ომსა და პანდემიასთან დაკავშირებულმა პროცესებმა შეაფერხა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის წინათ დასახული ტემპი. მართალია, მწვანე ეკონომიკის სარგებელი უდავოა, მაგრამ მსოფლიოს ვრცელ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრების ხარისხის გაუარესებამ - რაც ისევ და ისევ ტრადიციული, ნახშირწყალბადზე დამყარებული ეკონომიკური ღონისძიებებით თუ მოითოკება - მწვანე ეკონომიკაზე გადაწყობას გეოპოლიტიკური საფასურიც გაუზარდა. „მოკლე“ შესავლის მიზნით ამით შემოვიფარგლებით, რათა არსებული ფონის მონიშვნით - ქართული სახელმწიფოს პერსპექტივის ჭრილში - მცირე სახელმწიფოს წინაშე რამდენიმე კონკრეტულ და აქტუალურ საკითხზე შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება. ახალი წესრიგი... საერთაშორისო ურთიერთობაში წესრიგს არცთუ იშვიათად აღნიშნავდნენ ლათინური ტერმინით -Pax. თუმცა ეს სიტყვა სემანტიკურად მხოლოდ ერთი შინაარსის მქონე არაა: კონტექსტიდან გამომდინარე, იგი აღნიშნავს როგორც „მშვიდობას“, ისე გარკვეული დომინანტი ქვეყნის/ქვეყნების გაერთიანების ან ცივილიზაციის გავლენით, - რბილი თუ ხისტი ძალის ზემოქმედებით დამკვიდრებული - ქცევის გლობალური ან რეგიონული წესების ერთობას, -„წესრიგს“. ამ ორი შინაარსიდან მეორე - „წესრიგი“, პრაქტიკულად იმგვარ ვითარებას გულისხმობს, როდესაც დომინანტი სხვებს ქცევის წესების დაცვისათვის აუცილებელ სტაბილურობას სთავაზობს. მეტიც, მოიშველიებს რა გარკვეულ რესურსს, დაწერილი თუ დაუწერელი ლეგიტიმაციით აღჭურვილი დომინანტი ამავე წესების აღსრულებასაც უზრუნველყოფს. შესავალში აღნიშნული პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ დღეს ფორმირებულ წესრიგს წინამორბედისაგან ორი მთავარი განმასხვავებელი ექნება. ერთია, განჭვრეტად მომავალში, საშუალოვადიან მონაკვეთში მაინც, მსხვილი გეოპოლიტიკური კოალიციების - ნორმატივისტული ბანაკების - იმგვარი კონფრონტაცია, რომელიც მცირე სახელმწიფოებს თავისუფალი არჩევანისათვის უმნიშვნელო სივრცეს დაუტოვებს. „მიუმხრობლობის“ ან საკუთარი თვითმყოფადი ხაზის გასატარებლად მათ დიდი ძალისხმევა, ცოდნა, გაბედულება და ... იღბალი დასჭირდებათ. მეორე ნიშან–თვისება, რომელზეც წინა პუბლიკაციებში ხშირად გვისაუბრია, არის ახალი ფორმაციის საერთაშორისო წესრიგის რეგიონული ნიშნით უფრო მეტად დაქსელვა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძლიერი რეგიონული მოთამაშეების გავლენით ავტონომიური რეგიონული „წესრიგები“ ჩამოყალიბდება. რა თქმა უნდა, შეცდომა იქნება იმაზე საუბარი, რომ ამგვარი რეგიონული ცენტრები საერთო გლობალური ფორმატიდან ამოგლეჯილი იქნება. არა. არც იმის მტკიცება იქნება სწორი, რომ ზერეგიონალიზაციით მსოფლიო წესრიგის ფრაგმენტაციას უნდა მოველოდეთ. არც ეს მოხდება. რეგიონული დაქსელვის ტერმინით იმის აღნიშვნა გვინდა, რომ ძლიერი რეგიონული მოთამაშეები კონკრეტული რეგიონის ფარგლებში იმგვარ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გრავიტაციას განაპირობებენ, რომლის უგულებელყოფა რეგიონის დანარჩენი ქვეყნებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ...და „მცირე სახელმწიფო“ მცირე სახელმწიფოზე საუბარი საკუთრივ „მცირე სახელმწიფოს“ განსაზღვრითაა დასაწყები. სტერეოტიპული და სიმართლეს აცდენილია იმგვარი გაგება, რომლის მიხედვითაც „სიმცირე“ პირდაპირ უკავშირდება რიცხობრივ პარამეტრებს, ვთქვათ, ტერიტორიის სიდიდეს თუ მოსახლეობის რაოდენობას. ზოგადად, რიცხვები მხედველობაშია მისაღები, თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირული და, მაშასადამე, მეტად სტერეოტიპული ინდიკატორებია, ის, რაც მცდარი წარმოდგენის შექმნას უწყობს ხელს. მეტიც, დღეს არაერთი ტერიტორიით თუ მოსახლეობით მცირე ქვეყანა ისეთ ფუნქციონალურ როლს ასრულებს, რომ კვადრატულ კილომეტრებს თუ მოსახლეობის სიდიდეს ვერანაირად ვერ დავუკავშირებთ. ამდენად, გაცილებით მნიშვნელოვანია ე.წ. „ხარისხობრივი მაჩვენებლები“, როგორებიცაა ამა თუ იმ „მცირე ქვეყნის“ ხელთ არსებული ეკონომიკური, დიპლომატიური და უსაფრთხოების რესურსი. საგულისხმოა არაერთი ისეთი მაგალითი - ეს უკვე აღვნიშნეთ კიდეც - როდესაც რესურსი არა მარტო საკუთარი თვითკმარობის უზრუნველყოფის, არამედ ეროვნულ საზღვრებს შორის რბილი ძალის პროეცირების შესაძლებლობასაც კი იძლევა. ვერცერთი თანამედროვე კვლევის საკითხი ხისტად დაყოფას ვერ იტანს და, ამ მხრივ, არც ამ სტატიაში განხილული თემა იქნება საგამონაკლისო. ასე მაგალითად, დასაშვებია ისეთი ვარიაციაც, როცა ესა თუ ის მცირე სახელმწიფო შიდაპოლიტიკური სიმტკიცით ხასიათდება, მაგრამ გარე ფაქტორების მიმართ მეტად მოწყვლადია. ასეთ შიდა სიმტკიცეს, უწინარესად, საზოგადოებრივი სოლიდარობა, კანონის უზენაესობა და გადაწყვეტილებათა კრეატიულობა („მოძრავი აზრი“, როგორც მას იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე მოიხსენიებს ხოლმე) განაპირობებს. იოლად დასაშვებია, თუმცა, რომ მიუხედავად შიდა სიმტკიცის დასახელებული კომპონენტების ერთობლიობისა, მცირე სახელმწიფო მაინც ვერ აბალანსებდეს გარე მოწყვლადობას. ამგვარ დისბალანსს კი მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – სტრატეგიულ იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით დაწყებული და რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოთი დასრულებული. ამდენად, „სიმცირის“ ძირითად განმსაზღვრელად მაინც გარე სამყაროსთან ქვეყნის სრულფასოვანი ურთიერთობის - შემხვედრი ინტერესების, ვალდებულებებისა და მოლოდინების სწორი ბალანსისათვის საჭირო რესურსი უნდა მივიჩნიოთ. რესურსზე საუბრისას არ კმარა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამხედრო თუ დიპლომატიური პარამეტრებით ოპერირება: საკითხავია ასევე, თუ რამდენად აქვს ქვეყნის საზოგადოებას მატერიალურ-ფიზიკური რესურსის ათვისებისათვის საჭირო ნებელობითი, ცოდნისა და თავმოყვარეობის პოტენციალი. ასევე რაციონალური განსჯის საგნად უნდა იქცეს ის, მოეპოვება თუ არა ეს რესურსი ქვეყანას მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ამოქმედებით, თუ სრული შედეგის მისაღწევად მას სხვა ქვეყნებთან სწორი თანამშრომლობა, პარტნიორობა და მოკავშირეობა ესაჭიროება. ასევე გასათვალისწინებელია, თუ რა სახის ობიექტური შეზღუდვები არსებობს ხსენებული რესურსის სრულად გამოსაყენებლად. „სიმცირის“ შესახებ საბოლოო დასკვნის გამოტანა სწორედ ასეთი ანალიზის საფუძველზე უნდა გაკეთდეს. ამდენად.. ქართული ქეისის ჭრილში მცირე სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობასა და ფუნქციონალურ სარგებელზე საუბრისას, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების სწორი პროცესი შემდეგი საკვანძო საკითხების გააზრებას მოითხოვს: არჩევანის თავისუფლების დიაპაზონი: რომელიც უშუალოდ უკავშირდება როგორც ჩვენ მიერ უკვე განხილული ეროვნული (შიდა) რესურსის თვითკმარობას, ისე საერთაშორისო ფორმატში წამყვან აქტორებთან უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სავაჭრო კონტაქტებში თვითმყოფადობის ბუნებრივ თუ ხელოვნურ ლიმიტებს. ამ მხრივ საჭირო წონასწორობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, რომლებიც რისკების, შესაბამისად კი - ქვეყნის შიგნით სტაბილურობისა და გარე საფრთხეების ადეკვატურად მართვაში შეგვიწყობს ხელს. მედეგობა: მიგვაჩნია, რომ ეროვნული მედეგობა არ არის ისტორიულად სამუდამოდ განპირობებული კონსტანტა. დრო გადის, მასთან ერთად იცვლება ურთიერთობათა საზოგადოებრივი და სოციალური სტრუქტურაც. ამიტომ, ეროვნულ მედეგობას, რომელიც ესოდენ კრიტიკული მცირე სახელმწიფოსათვის, განუწყვეტელი მოფრთხილება, ზრუნვა და შეშველება სჭირდება. თანამედროვე პირობებში თავისით არც არაფერი მოხდება და მით უმეტეს – მხოლოდ ისტორიულ-ეროვნული კოდის ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიზანმიმართული, ზეპარტიული, არაკონიუნქტურული და სისტემური სახელმწიფო პოლიტიკა - ე.წ. „საყოველთაო-საერო“ (all-out nation) მიდგომა შეიძლება იქცეს სასურველი შედეგის მიღწევის საფუძვლად. ზოგადეროვნული მიდგომის ფარგლებში კი, მედეგობის საკვანძო ელემენტებად ღია და ინსტიტუციურ მმართველობას, საზოგადოების მიერ საკუთარი სახელმწიფოსადმი თანამესაკუთრისა და თანამონაწილის დამოკიდებულებას, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, „ჭკვიანი“ რეგულირების ხარჯზე საბაზრო ეკონომიკას და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო პოლიტიკას (welfare state) დავასახელებდი. ეკონომიკური ქმედუნარიანობა: ეს განსაკუთრებულად აქტუალურია მცირე სახელმწიფოსათვის, ხოლო ერთ-ერთ ეფექტიან ფორმად მისი ეკონომიკის რეგიონულ ეკონომიკურ სისტემასთან ინტეგრირებაა. სწორედ რომ რეგიონული ინტეგრაცია გვესახება როგორც მაკროეკონომიკური რისკების შთანთქმის, ისე გლობალურ ბაზრებზე რეგიონის ქვეყნების კოლექტიური ეკონომიკური ინტერესების ადვოკატირების ერთ-ერთ მექანიზმად. ამავდროულად, როგორც ნებისმიერი ინტეგრაციის შემთხვევაში, აქაც რეკომენდებულია, რომ ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთდაკავშირება ზომიერი იყოს და ითვალისწინებდეს მცირე სახელმწიფოს ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკურ მოთხოვნილებებს. მეტი უსაფრთხოება მეტი დიპლომატიით: უსაფრთხოების განსამტკიცებლად კოლექტიური, მრავალმხრივი და ორმხრივი ფორმატების მნიშვნელობაზე წარსულში ვრცლად ვისაუბრეთ. ამჯერად მცირე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების იმპერატიული ამოცანის გადმოსახედიდან პროაქტიულ–პრევენციული და არა ფორმალისტურ-პროტოკოლური დიპლომატიის როლის საგანგებოდ აღნიშვნა გვსურს. ზოგადად, დიპლომატიის როლი საყოველთაოდ ცნობილია და თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ქვეყნისათვის. თუმცა შეზღუდული თავდაცვითი რესურსის პირობებში, კრეატიულ და კონკრეტულ შედეგზე მიმართულ დიპლომატიურ საქმიანობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - თუნდაც იმ ერთი შეცდომის თავიდან ასარიდებლად, რომელიც შესაძლოა ქვეყნისათვის საბედისწეროდ იქცეს და შედეგი დიდი ხნის განმავლობაში მისი ცხოვრების განმსაზღვრელი გახდეს. ქართული ქეისი: ამოცანები, შესაძლებლობები თანამედროვე კონტექსტში ქართული ქეისის ანალიზი ბოლო ათწლეულების საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური ხაზის როგორც თეორიული საწყისების, ისე დაგროვებული პრაქტიკისა და გაკვეთილების გააზრებას მოითხოვს. ამ აუცილებელი სამუშაოს მთავარი მიზანი მიმდინარე პროცესების ფონზე ეროვნული ინტერესების, არსებული გამოცდილების ახლებურად შეფასება, შესაბამისი დასკვნების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების საჭიროებებთან მისადაგებაა. ეს დაგვეხმარება არა მხოლოდ მოწინააღმდეგესთან საუბარში, არამედ პარტნიორთან გაწონასწორებული, ორმხრივად გასაგები და მისაღები ურთიერთობის აწყობაში. მტერთან თუ მოყვარესთან მიმართებით, ჩვენი გეოგანზომილების თუ საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი იმპერატივი ორ უმთავრეს მიზანს უნდა ემყარებოდეს: მეტი უსაფრთხოება და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა. ამ იმპერატივის უზრუნველსაყოფად, შესატყვისმა ქართულმა სტრატეგიამ ერთმანეთს ორგანულად უნდა დაუკავშიროს ზემოაღნიშნული მიზნები, მათი რეალიზების პრაქტიკული გზები და მათ მისაღწევად არსებული გონივრული რესურსები. უსაფრთხოების ნაწილში ქართული იმპერატივი უნდა მიემართოს: (1) ქვეყნის თავდაცვას; (2) რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას; (3) ჩვენი ქვეყნის მონაწილეობით უსაფრთხოების მრავალმხრივ ფორმატებთან თავსებადობას, ისე როგორც (4) სავაჭრო და ეკონომიკური არხების შეუზღუდავ ფუნქციონირებას. გვახსოვდეს ისიც, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საქმეში ჩვენს ხელთ არსებული რესურსი შეზღუდულია. ამიტომ ჩვენსავე ეროვნულ ინტერესშია ვიყოთ საერთაშორისო წესრიგის აქტიური მხარდამჭერი, მის განვითარებასა და სრულყოფაში აქტიური კონტრიბუტორი. საერთაშორისო ნორმების ურყეობა და საერთაშორისო ფორმატების მრავალმხრივობა ხომ მცირე სახელმწიფოს ინტერესების ერთ-ერთი დაცვითი ზღუდეა, ხოლო ამ ზღუდის მოშლა ან ძალისმიერი მეთოდების კარნახით გადაწერა – ფატალური. მიგვაჩნია, რომ პრაქტიკულად, სხვა კომპონენტებთან ერთად, ქართული უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისოსთან კავშირი აუცილებლად უნდა მოიცავდეს: (1) საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას; (2) საკუთარი შეზღუდული თავდაცვითი რესურსის გათვალისწინებით, სამხედრო მოქმედებაში მარტო - პარტნიორების კოალიციისგან დამოუკიდებლად - ჩაბმის მაქსიმალურად თავის არიდებას; (3) საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცების თაობაზე ქართული და საერთაშორისო აზრის კონსოლიდირებასა და უწყვეტ მხარდაჭერას. მხოლოდ დინამიკაში... თანაც უწყვეტ დინამიკაში საქართველომ, როგორც მცირე სახელმწიფომ, ახალ გლობალურ წესრიგში (თუ უწესრიგობაში) შესაძლებელია თავისი ხმა და დანიშნულება პოვოს. ქართული ეგო–სტანდარტიც - მეტი უსაფრთხოება, მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა – ხომ აქეთ მიმავალი არასტანდარტული გზების თუ ორიგინალური გადაწყვეტების სამსახურშია. ჩვენს ქვეყანას უფლება არა აქვს გაჩერდეს, გაშეშდეს, გაირინდოს: ნებისმიერი მოდუნება მისი ხმის ჩაკარგვას ნიშნავს. პოლიტიკურ-სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების სრულყოფა და განმტკიცება, საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიკურ და სოციალურ სრულფასოვნებაში უნდა აისახოს. ქვეყნის პოლიტიკური კურსიც - დღეს, ხვალ თუ ზეგ - სწორედ ასეთ განცდას უნდა ქმნიდეს: მართვის სისტემა ადამიანის სამსახურში და არა პირიქით. სახელმწიფო ინსტიტუტები ბოლომდე უნდა გათავისუფლდეს წარსულის სტერეოტიპებისაგან და მოქალაქეების თვალში მომსახურების გამწევად - სერვისის პროვაიდერად უნდა იქცეს: სასამართლო – მართლმსაჯულების განმახორციელებლად, უსაფრთხოების სისტემა – სტაბილურობის უზრუნველმყოფად, საკანონმდებლო ორგანო – პოლიტიკურ პროცესში მოქალაქისადმი კუთვნილების შეგრძნების გამაღვივებლად და ა.შ. და კიდევ ერთი: ახალი მსოფლიო, გარდა სხვა ნიშან–თვისებებისა, უფრო მეტად „სამომხმარებლო“ იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდ გლობალურ სამომხმარებლო ფორმატში შენ, როგორც ქვეყანა, შენთვის გამორჩეული ფუნქციონალური სარგებლის მატარებელი უნდა იყო. საქართველოს არცთუ შორეულ წარსულს ახსოვს ამ ხაზის ჩამოყალიბება - მას შევარდნაძის დოქტრინას ვუწოდებდით - როდესაც ტრანსსასაზღვრო პროექტებში ჩაბმით ჩვენი ქვეყანა რეგიონული ურთიერთობათა სქემაში ჩაეწერა. თუმცა დრო და გარემოებები სწრაფად იცვლება და მასთან ერთად „ჩვენი“ და „მათი“ მოლოდინებიც: წარსულით დაკმაყოფილება ვერ ივარგებს, ხოლო ახალი ფუნქციონალის ძებნა და დამკვიდრება ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის მუდმივი განახლების პირობაა. ამ და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, საჭირო და შეუქცევადი ეროვნული დინამიკისათვის აუცილებელი ფონის გამოყენება ჩვენი დროის იმპერატივია. ვიქტორ ყიფიანი თავმჯდომარე, „ჯეოქეისი“

თამთა მეგრელიშვილი

25 ივნისი 2022, 12:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი არახამიაზე: ალბათ უკრაინა ოცის (ოლიგარქის) ხელში რომ არის, ეს იგულისხმა და მათი ქვეყნის უბედურება ამ მხრივაც კარგად ესმის

მისი ერთ-ერთი ბოლო მომართვის ტექსტის შინაარსი - „ძალიან საწყენია, იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ“ ჩემში „ქურდს ქუდი ეწვის“ ასოციაციას იწვევს, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი რადას დეპუტატის დავით არახამიას ვიდეო მიმართვაზე.

ბორის ჯონსონი

25 ივნისი 2022, 12:31

მსოფლიო

ბორის ჯონსონი: ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინას შეიძლება ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შიშობს, რომ ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინაზე შეიძლება განხორციელდეს ზეწოლა რუსეთთან ისეთი სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით, რომელიც კიევის ინტერესებს არ პასუხობს. თუმცა, მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას ხანგრძლივი ეკონომიკური კატასტროფა მოჰყვება.