imedi /  07 ნოემბერი 2020, 10:19 / სანდო წყარო

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტში მონაწილე სკოლებმა ანგარიში წარადგინეს

ეკატერინე დგებუაძე

ეკატერინე დგებუაძე

თბილისის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების საპილოტე სკოლის დირექტორებმა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ კონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ბულინგის პრევენციისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საპილოტე სკოლებში 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტი მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულების და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, საკლასო გარემოს მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: გადამზადდნენ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები და მოსწავლეები.

სასკოლო კლიმატის გაჯანსაღების მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდა ძალადობის, მათ შორის, ბულინგის, კიბერბულინგისა და სარისკო ქცევების იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მოდული. აღნიშნული მოდულით გადამზადდა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 12 და საპილოტე სკოლების 571 თანამშრომელი. შეირჩა 112 პედაგოგი მშობლებთან და მოსწავლეებთან სამუშაოდ.

მომზადდა ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირების წესები და ფასეულობები. ამ მიმართულებით გადამზადდა საპილოტე სკოლების 227 კლასის დამრიგებელი/მასწავლებელი. მათ მიერ, ცენტრის თანამშრომელთა მხარდაჭერით, გადამზადდა 2710 მოსწავლე.

გარდა ამისა, შემუშავდა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის გეგმა. გაიმართა 102 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 1630 მშობელი მონაწილეობდა.
„რთული ქცევის“ მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის გამოიკვეთა მასწავლებელთა საჭიროებები. მომზადდა ასევე კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების წესი და პროტოკოლი; შემუშავდა ჯგუფური ტრავმის მართვის, ასევე, რთული ქცევების იდენტიფიკაციისა და მხარდაჭერის საჭიროებების განსაზღვრის მოდულები და ა.შ.

ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის მიზნით, მომზადდა ნარკოპრევენციის პროგრამები 13 წელს ზემოთ ასაკისა და 13 წლამდე მოსწავლეებისათვის. აღნიშნული პროგრამების საფუძველზე გადამზადდნენ პედაგოგები და მანდატურები.

პროგრამის განხორციელების პროცესში მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონთან, ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)“, ფონდთან - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2022, 10:00

მსოფლიო

ჩინეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა. ვიდეო

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩაიძირა საინჟინრო გემი, რომელზეც 30 მეზღვაური იყო. მაშველებმა სამი მათგანის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენების ბედი ამ დრომდე უცნობია.

03 ივლისი 2022, 09:45

მსოფლიო

პოლონეთში, ქარიშხლის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. ვიდეო

პოლონეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ერთ დღეში, ძლიერი ქარის გამო, 3 000-ზე მეტი მოქალაქის შეტყობინება მიიღეს. დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან ორი მაშველია.

03 ივლისი 2022, 09:15

რეგიონი

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც რიონი გადავიდა, მოძრაობა უკვე აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ალექსანდრე ლუკაშენკო

03 ივლისი 2022, 09:00

მსოფლიო

Al Jazeera: ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინამ ბელარუსისკენ რაკეტები გაუშვა

„უნდა გითხრათ, რომ დაახლოებით სამი დღის წინ, შესაძლოა, უფრო მეტი ხნის წინაც, მათ [უკრაინელებმა] სცადეს უკრაინიდან ბელარუსის სამხედრო ობიექტებზე დარტყმა. მადლობა ღმერთს, ჩვენმა საზენიტო სისტემებმა უკრაინული ძალების მიერ გასროლილი ყველა რაკეტა შეაჩერეს“, - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.

03 ივლისი 2022, 08:48

მსოფლიო

BBC: უკრაინის საზღვართან მდებარე რუსულ ქალაქში აფეთქებები იყო, არის მსხვერპლი

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები იყო. რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქებებმა ნაწილობრივ გაანადგურა 11 საცხოვრებელი კორპუსი და სულ მცირე 39 კერძო საცხოვრებელი შენობა.

03 ივლისი 2022, 08:27

მსოფლიო

ნიგერიაში დააკავეს სასულიერო პირები, რომელთაც, მეორედ მოსვლის მოლოდინში, მრევლი ეკლესიაში 3 თვე გააჩერეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შტატში, ონდოში, ორი სასულიერო პირი დააკავეს. „ნიგერიის პოლიციამ ეკლესიიდან გაათავისუფლა 77 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ზოგიერთი მათგანი, სავარაუდოდ, იქ თვეების განმავლობაში იმყოფებოდა“, - წერს BBC.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ივლისი 2022, 08:05

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის აღდგენა ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში

უკრაინის პრეზიდენტმა, მორიგ ვიდეომიმართვაში, რუსების მიერ განადგურებული უკრაინული დასახლებების აღდგენის შესახებ ისაუბრა/

03 ივლისი 2022, 00:46

ტაბლოიდი

რიანა მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

მომღერალი რიანა მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა TMZ-ი წერს. რიანა შვილთან ერთად ლონდონში ჩავიდა, სადაც თავისი მეუღლის, A$AP Rocky-ს კონცერტს დაესწრო.

03 ივლისი 2022, 00:29

რეგიონი

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძე

03 ივლისი 2022, 00:12

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოზე: მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია და მერე განათდება

პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ყველაზე ანტიდასავლურ, პრორუსული, ბნელი ხედვების გამავრცელებელ ცენტრად მოიხსენიებს. როგორც ჯაფარიძე წერს, საქართველოს საპატრიარქო რუსული „გრუ“-ს ღია რეზიდენტურა თბილისში. თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მუხრუჭი.

პეტრ მიკისკა

02 ივლისი 2022, 23:34

პოლიტიკა

პეტრ მიკისკა: გვესმის რატომაც შეიძლება იკავებდეს საქართველოს მთავრობა სანქციების დაწესებისგან თავს, ვაფასებთ მთავრობის ჩართულობას იმაში, რომ ფიზიკურ ან სამართლებრივ პირს ქვეყნის გავლით არ აქვს ბიზნესის წარმართვის საშუალება რუსეთთან

მე არ მინახავს პირდაპირი კრიტიკა ქართული მთავრობის მიმართ, რადგან ჩვენ გვესმის საქართველოს სიტუაცია. გვესმის რატომაც შეიძლება იკავებდეს საქართველოს მთავრობა სანქციების დაწესებისგან თავს. ასევე, გვესმის მთავრობის ქმედების მოტივები, - განაცხადა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ეთერში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ.

იაირ ლაპიდი

02 ივლისი 2022, 23:32

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: რატომ არის ისრაელში პოლარიზაცია უფრო საშიში, ვიდრე ოდესმე ყოფილა? პოლიტიკური სფერო სულ უფრო და უფრო ძალადობრივი და მანკიერი ხდება - ეს უნდა შევწყვიტოთ, ეს ჩვენი გამოწვევაა

ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ისრაელისთვის გამოწვევაა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სფერო სულ უფრო და უფრო უკიდურესი, ძალადობრივი და მანკიერი ხდება.

02 ივლისი 2022, 22:45

საზოგადოება

აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

მიმდინარე აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. სატრანსპორტო საშუალებები კოჯორის, წავკისისა და კიკეთის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან.

მამუკა მდინარაძე

02 ივლისი 2022, 22:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობის ტელევიზიები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხვალ აქციაზე გავლენ, იმ მოძალადე სისტემის შეცვლაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხვალ აქციაზე გავლენ, იმ მოძალადე სისტემის შეცვლაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა - აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები“, - წერს მდინარაძე Facebook-ზე.

რატი იონათამიშვილი

02 ივლისი 2022, 22:13

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ანრის და სხვების ოჯახების მიმართ მუქარა და ამაზრზენი პროვოკაცია რომ გადაფარონ, ახალ, „საღადაო" ფეიკებს იგონებენ, თემის გადასაფარად, თუმცა, ეგაა ნაცის ბუნება

რატი იონათამიშვილი: ანრის და სხვების ოჯახების მიმართ მუქარა და ამაზრზენი პროვოკაცია რომ გადაფარონ, ახალ, „საღადაო" ფეიკებს იგონებენ, თემის გადასაფარად, თუმცა, ეგაა ნაცის ბუნება

კოკა კაციტაძე

02 ივლისი 2022, 21:49

სამართალი

კოკა კაციტაძე: პირველივე დღიდან, როგორც კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, ვამბობთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის ამ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

„ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები გვაქს. დაახლოებით 9 სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოებთ გამოძიებას და უკვე 6 პირის მხილება მოვახდინეთ დანაშაულში, რომელთა მხრიდანაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული ჟურნალისტების, გადამღები ჯგუფის თუ ოპერატორის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. სამსახური უმკლავდება ამ გამოწვევას და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალში ამ ტიპის საქმეების გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

გიორგი ამილახვარი

02 ივლისი 2022, 21:06

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი რადიკალურ ოპოზიციაზე: თუ მათ სურთ საზოგადოებას დაანახონ, რომ პროევროპულები არიან, მაშინ ხვალინდელ აქციაზე ენერგიის ხარჯვას, სჯობს ორშაბათიდან პარლამენტში მოვიდნენ

მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ არანაირი ევროკავშირისკენ მისწრაფების გაერთიანების იდეა არ არის ხვალინდელი თავყრილობა, ეს არის ვიწროპარტიული დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მორიგი მცდელობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

კოკა კაციტაძე

02 ივლისი 2022, 20:59

პოლიტიკა

კოკა კაციტაძე: სიამოვნებით ჩავერთვებით ნებისმიერ სამუშაო ფორმატში, რომელიც გულისხმობს და ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახური არის დამოუკიდებელი, ეს არის უზრუნველყოფილი კანონით და ის ექვემდებარე მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია. რაც შეეხება საკუთარი დამოუკიდებელი პროკურორების ყოლას, ასეთი მოდელი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს“, - განაცხადა კაციტაძემ.

გიორგი ამილახვარი

02 ივლისი 2022, 20:48

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: გავწერთ ყველა დეტალს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია და ვშიშობ, რომ ამ საკითხში არა ბიძინა ივანიშვლი, არამედ ბევრი ოპოზიციური პარტიის წევრი, წარმომადგენელი, დამფინანსებელი თუ უკან მდგომი აღმოჩნდება

„მე ასე მესმის დეოლიგარქიზაცია და თუ ამას გადავიტანთ იმ კონტექტში, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვოს ქვეყანა და მიხეილ სააკაშვილი კანონის ავლით გამოვიდეს ციხიდან და რევანშისტულად დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მაშინ ამაზე კომენტარი ზედმეტია და ქართველი ხალხი თავად გასცემს პასუხს“, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარი

02 ივლისი 2022, 20:33

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არის ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს და ისეთ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირისკენ მისწრაფება - შემოუერთდება

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში მარტო არ იქნება, მაგრამ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, მათი პირვანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ნაცვლად, პარლამენტის წინ კარვებში ჯდომა აირჩიონ. ეს არის მათი პოლიტიკური აწმყოც და წარსულიც“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.