imedi /  12 ნოემბერი 2020, 14:20 / სანდო წყარო

ევროკავშირის კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ იწყება

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს.

როგორც განათლების სამინისტრო იუწყება, აღნიშნული პროექტით საქართველო საერთო-ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020 ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ჩატარდება. ისტორიაში პირველად საქართველო გამოჩნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე, რომელიც ფესტივალის „ევროპელ მკვლევართა ღამე“ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

„პროექტით გათვალისწინებულია წინარე ღონისძიებებიც, კერძოდ, მოთხრობების კონკურსი სტუდენტებისთვის - O Captain! My Captain our Scientific trip here starts: პიესების კონკურსი მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის; კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად; „ღია ლაბორატორიებისა და მუზეუმების“ ორგანიზება სკოლის მოსწავლეებისთვის, ტრენინგი „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ Twinning-ის მხარდაჭერით და ა. შ.

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები.

„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება. სწორედ აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსის, „ევროპელ მკვლევართა ღამის“, გამარჯვებული გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ , რომლის საგრანტო ბიუჯეტი 197 500 ევროს შეადგენს“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ყველა სიახლე

28 ივნისი 2022, 12:49

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი სრულად არის აღდგენილი

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციების და აღდგენის შესახებ გააკეთა გაცხადება.

28 ივნისი 2022, 12:29

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს” ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

28 ივნისი 2022, 12:20

მსოფლიო

იორდანიაში ტოქსიკური ნივთიერებით სავსე კონტეინერი აფეთქდა, დაღუპულია 11 ადამიანი. ვიდეო

იორდანიაში, წითელი ზღვის სანაპირსთან მდებარე აკაბას პორტში, ტოქსიკური ქლორის აირის გარემოში მოხვედრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა.

28 ივნისი 2022, 12:17

თავდაცვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 6 წლის იუბილე აღნიშნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომელმაც წელს ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო, იუბილე თავდაცვის უწყების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

28 ივნისი 2022, 12:14

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის ოფიციალური პირები რწმენას კარგავენ, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთთან ომში დაკარგა

თეთრი სახლის ოფიციალური პირები რწმენას კარგავენ, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთთან ომში დაკარგა, იმ შემთხვევაშიც კი თუ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას მძიმე და თანამედროვე შეიარაღებას მიაწვდიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს.

28 ივნისი 2022, 12:01

COVID19

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

28 ივნისი 2022, 11:54

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

კახა კალაძე

28 ივნისი 2022, 11:43

საზოგადოება

მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება

„პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზურაბ აზარაშვილი

28 ივნისი 2022, 11:37

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლეს შეხვდა.

28 ივნისი 2022, 11:33

ეკონომიკა

ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველოში ლაშქრობის გლობალური პროექტი „HIGHLANDER“ გაიმართება

„HIGHLANDER-ის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში დღეს შევხვდით სათავგადასავლო ტურიზმის კომპანიებს, გავაცანით პროექტის დეტალები, დიდი იმედი გვაქვს, რომ დაინტერესდებიან თანამშრომლობით, რაც შეიძლება მეტ უცხოელ ტურისტს მიაწვდიან ინფორმაციას და 25-27 აგვისტოს ძალიან ბევრი უცხოელი მოლაშქრე გვეყოლება სვანეთში“,-აცხადებს HIGHLANDER GEORGIA-ს მენეჯერი თევდორე მაყაშვილი.

28 ივნისი 2022, 11:28

სამართალი

ვანდალიზმის შემთხვევები თბილისში - ვიდეოკადრები

თბილისის მერიამ გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც დედაქალაქში დაფიქსირებული ვანდალიზმის შემთხვევაა ასახული.

28 ივნისი 2022, 11:26

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

„N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნანა კაკაბაძე

28 ივნისი 2022, 11:25

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დავით არახამია მაქსიმალური მონდომებით ცდილობს არ ჩამორჩეს ევროპელ და ამერიკელ „ინსტრუქტორებს“ და არაარგუმენტირებული ბრალდებებით ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს

როგორც კაკაბაძე წერს, არახამიამ კუბილიუსი, კალიურანტი, ჟიგიმანტასი, კარლ ბილდტი, ფოტიგა, გალერი და ზოგიერთი სხვა ცნობილი ევრონაცი ინსტრუქტორებიც კი დაჩრდილა.

ირაკლი ბერაია

28 ივნისი 2022, 11:23

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მხარდაჭერის ახალ ზომებს

„ეს სამიტი თავისი დღის წესრიგით 5 ძირითად საკითხზეა ორიენტირებული და გადაწყვეტილებებით იქნება მომდევნო წლების განმავლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის მაფორმირებელი სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის ახალ ზომებს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

28 ივნისი 2022, 11:18

მსოფლიო

ტეხასში, მიტოვებულ სატვირთო ავტომობილში 50-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს

სახანძრო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი მზის დარტყმისა და ხანგრძლივი გადახურების შედეგად დაშავდნენ.

გიორგი ვოლსკი

28 ივნისი 2022, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნატოსთან თანამშრომლობა ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი მისი მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით

„საქართველოსა და ნატოს ქვეყნების საერთო ინტერესია - არ დაუშვან ტერორიზმის გავრცელება და მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოებას ფარად დაუდგნენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკი.

კახა კალაძე

28 ივნისი 2022, 11:12

საზოგადოება

კახა კალაძე: ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება - თუ რეაბილიტირებულ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, ყველაფერს აზრი ეკარგება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომა ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრით გახსნა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივნისი 2022, 10:53

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ვუთხარით პარტნიორებს, რომ თანამედროვე სარაკეტო თავდაცვა გვჭირდებოდა, ეს 24 თებერვლის შემდეგაც გავიმეორეთ - დღეს ჩვენ შესაბამისი სისტემების მიწოდებას ველით

უკრაინის პრეზიდეტნმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მორიგ მიმართვაში, აღნიშნა, რომ ქვეყანა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემების მოლოდინშია.

28 ივნისი 2022, 10:52

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა სპეციალური რეჟიმით

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება“.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ივნისი 2022, 10:49

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ნატოს სამიტზე გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.