ევროკავშირი: კლიმატის ცვლილების დაძლევა საქართველოს ეროვნული განვითარების შემადგენელი ნაწილი გახდება
ფოტო: Shutterstock.com
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, კლიმატის ცვლილების დაძლევა საქართველოს ეროვნული განვითარების შემადგენელი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს განვითარებამ როგორც კლიმატისადმი მედეგობა, ასევე ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა უნდა გაითვალისწინოს, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანამ დაბალემისიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მიიღოს. სწორედ ამ სტრატეგიის შემუშავების შესახებ იმსჯელეს სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (RECC) თანამშრომლობით.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს და ამავდროულად ხელს შეუწყობს სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებასა და მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებას.
მათ ასევე განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შედეგად საქართველო განსაზღვრავს დაბალემისიანი განვითარების ძირითად მიმართულებებს, შეაფასებს კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებსა და შესაბამისი ხარჯებს, რაც თავის მხრივ, საფუძვლად დაედება ეროვნული და სექტორული პოლიტიკის შემუშავებას.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.
„ახლა მასშტაბური გადაწყვეტილებების დროა", - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „პანდემიამ დაგვანახა, რომ ჩვენი პლანეტა ჩვეული მოდელებით ვეღარ იარსებებს. პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ხელს შეუწყობს საქართველოს, შექმნას ნახშირბად-ნეიტრალური მომავლის ხედვა, რომელიც 2050 წლისთვის, როგორც ეკონომიკურ წარმატებას, ასევე ჯანსაღ გარემოს მოუტანს ქვეყანას”, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა.
„დაბალემისიური განვითარების სტრატეგია უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
„სტრატეგიის მიღება და შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს დაბალემისიურ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, რაც თავის მხრივ, საფუძველს შექმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის მიმართ მედეგობისთვის“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
„პროგრამა EU4Climate ეხმარება საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს წარმატებით შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში აიღეს“, - აღნიშნა ალექსანდრე დარასმა,
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა. „მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას გრძელვადიანი დაბალემისიური განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ასეთი სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს კლიმატისადმი მედეგობის ინტეგრირებას ეროვნული განვითარების დღის წესრიგში“.
საქართველოს ემისიები ნახშირორჟანგის ექვივალენტში წელიწადში 17.6 მლნ ტონას შეადგენს (2.37 ტონა ერთ სულ მოსახლეზე), რაც სათბურის გაზების გლობალური ემისიების დაახლოებით 0.03 პროცენტია. საქართველოში ემისიების ყველაზე დიდი წილი (62 პროცენტი) ენერგეტიკის სექტორზე მოდის, რომელსაც სოფლის მეურნეობა (19 პროცენტი), წარმოება და ინდუსტრია (12 პროცენტი) და ნარჩენების სექტორი (7 პროცენტი) მოჰყვება.
საქართველომ დაბალემისიური განვითარების ეროვნულ სტრატეგიის შემუშავება 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დაასრულებს. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობა მას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს წარუდგენს. 2020 წლის ბოლოსთვის საქართველო განაახლებს პარიზის შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტს, რომელშიც დასახული იქნება ქვეყნის ახალი ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის ემისიების უპირობო შემცირება 35 პროცენტით 1990 წლის დონესთან შედარებით.
პროგრამა EU4Climate ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივაა, რომელსაც ექვსივე ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. პროგრამა EU4Climate 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.
12 აპრილი 2026, 18:52
სპორტი
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 აპრილი 2026, 18:51
სპორტი
კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


