imedi /  14 ნოემბერი 2020, 08:52 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ნოემბერს დღისით ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მზიანი ამინდი იქნება ბათუმშიც, +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით + 5.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +16 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +6 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში იწვიმებს, +13 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში - დღე +10, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +11 გრადუსი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +3 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+11 გრადუსი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება გურჯაანში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 17:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: პოლიტსაბჭო იქნება ის ორგანო, სადაც გადაწყდება, რა სჭირდება პარტიას განახლებისა და გაძლიერებისთვის

„პარტიის ახალ თავმჯდომარეს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი, რომელიც თანაბრად უნდა იკისროს გუნდმა, მარტო თავმჯდომარე არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად გადაწყდა, რომ პოლიტსაბჭო გაფართოებულიყო და აქ თანაბრად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თბილისის მერი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

18 იანვარი 2021, 17:54

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება

ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატი, გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია კურორტ შოვამდე მისასვლელი გზა, ასევე სოფელ შქმერის, ბარისა და მრავალძლის შიდა სასოფლო გზებიც.

18 იანვარი 2021, 17:52

მსოფლიო

ტუნისში, ეკონომიკური კრიზისის გამო გამართულ აქციაზე 600-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

აქციებზე, რომელიც ზედიზედ სამი ღამე გრძელდებოდა, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. საჭირო გახდა პროცესში უსაფრთხოების ძალების ჩართვაც, თუმცა მოქალაქეებმა გზები მაინც გადაკეტეს და მათ ქვები დაუშინეს. ამასთან, წვავდნენ საბურავებსა და ნაგვის ურნებს, რათა სამართალდამცველებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 17:40

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილი შანტაჟისა და საბოტაჟის რეჟიმშია

„პარლამენტი ლეგიტიმურია და ის აღიარა მსოფლიო საზოგადოებამ. მაგრამ ის რომ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ შემოდის, კარგ სურათს არ ქმნის“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2021, 17:39

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ენგურჰესის რეაბილიტაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. აღნიშნული მასშტაბური პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.

გიორგი ვაშაძე

18 იანვარი 2021, 17:36

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, უკვე იქნებოდა გამოყენებული, თუ რამე იციან, თქვან, თუ არა დაანებობ თავი ჭორაობას

ჩემზე რომ რამე კომპრომატი ოყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც მან არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2021, 17:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ენგურჰესზე სარემონტო-სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება

20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

დონალდ ტრამპი

18 იანვარი 2021, 17:32

მსოფლიო

ხვალ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღეა

19 იანვარი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღე იქნება. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მმართველობის დასრულებამდე 100-მდე პატიმარს შეიწყალებს. მათ შორის - მაღალი სოციალურ-ეკონომიკური კლასის დამნაშავეებსა და რეპერებს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

18 იანვარი 2021, 17:30

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძის განცხადებაზე: არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას

„ჩვენ არა თუ გიორგისთან, არამედ ფაქტობრივად ყველასთან გვქონდა ეს საკითხი ახალ წლებამდე გავლილი. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც გადალახა ზღვარი, მათ შორის „ლელოსთან“, გიორგი ვაშაძესთან და ა.შ. ყველამ იცოდა. მე არ მესმის რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას და ადამიანებთან, რომლებთან გუშინ ამ ყველაფერზე ჩვეულებრივად შეიძლებოდა საუბარი, დღეს ისინი უბრალოდ უარს ამბობენ. თუ ეს სისულელეა, გამოვიდნენ და ახსნან, რომ ეს სისულელეა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

18 იანვარი 2021, 17:22

რეგიონი

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

18 იანვარი 2021, 17:19

რეგიონი

დიდთოვლობის გამო, ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები გუდაურში საბაგირო ხაზით გადაიყვანეს

უკვე მერვე დღეა, უხვი ნალექის და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური - კობის გზა ჩაკეტილია. ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები გუდაურის მიმართულებით საბაგიროთი, სულ რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს. პარალელურად, ადგილზე საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას.

აბაშა

18 იანვარი 2021, 17:16

სამართალი

აბაშაში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

აბაშაში თავისუფლების ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი დაშავებული გადაიყვანეს.

18 იანვარი 2021, 17:15

ტაბლოიდი

საჰარას უდაბნოში მოთოვა🌨️❄️

საუდის არაბეთის ნაწილებში ჰაერის ტემპერატურა -2C გრადუსამდე დაეცა. უარყოფითი ტემპერატურა უდაბნოშიც დაფიქსირდა, სადაც ზაფხულში ჰაერი +50 გრადუსამდე თბება.

ალეკო ელისაშვილი

18 იანვარი 2021, 17:14

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ

„ქართული ოცნებაც“ ამბობდა და ლოგიკა არის ამაში სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

18 იანვარი 2021, 17:01

სამართალი

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი იყო. პირველი საკითხი ეხებოდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში, კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციას.

18 იანვარი 2021, 16:59

საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: თამბაქოს პროდუქტი არცერთ სავაჭრო ობიექტში არ უნდა ჩანდეს

რეგულაცია 2017 წლის მაისში, კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის სახით დამტკიცდა და გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

18 იანვარი 2021, 16:56

რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა. საქმეზე გამოცხადდა შესვენება. მომდევნო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ალეკო ელისაშვილი

18 იანვარი 2021, 16:50

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია

„ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით და ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით და ორ დღეში იძახი, რომ ეს არის მიუღებელი. ამ ორ დღეში რა მოხდა ვაშაძის თავს, არ ვიცი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

18 იანვარი 2021, 16:46

საზოგადოება

„ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ 18 იანვრიდან მეორე სემესტრი დაიწყო.

ამსტერდამი

18 იანვარი 2021, 16:45

COVID19

პოლიციამ ამსტერდამში ლოკდაუნის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

პროტესტის ათასობით მონაწილე ამსტერდამის ცენტრში „თავისუფლების მოთხოვნით“ შეიკრიბა. მედიის ცნობით, მათ არ ეკეთათ პირბადეები და ცოტა თუ იცავდა სოციალური დისტანციის წესებს. ამის გამო მთავრობამ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა. პოლიციამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა აალებადი ნივთიერებების სროლა დაიწყეს.