imedi /  16 ნოემბერი 2020, 13:50 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი: თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, 16 ნოემბერს, საქართველო, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, ტრადიციულად აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს იმის დასტურად, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ღირებულებაა.

„ეს დღე გაეროს გადაწყვეტილებით 1996 წლიდან აღინიშნება, როგორც მსოფლიოს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურების მიმართ პატივისცემის, სხვადასხვა ეთნოსის მშვიდობიანი, სოლიდარული და ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებლობის აღიარება. ჩვენი ქვეყანა, სადაც ეთნიკური წარმომავლობით, კულტურით, მრწამსით და ტრადიციებით განსხვავებული საზოგადოების წევრები საუკუნეების განმავლობაში ღირსეულად თანაცხოვრობენ და ერთად იღწვიან სამშობლოს განვითარებისთვის, ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რამაც ჩვენი ქვეყნის მრავლეთნიკური მოსახლეობისთვის საქართველო სამშობლო გახადა და ამავდროულად უზრუნველყო მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნება. საქართველო როგორც ევროპული ქვეყანა პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით. საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტებით და დანერგილი მექანიზმებით უზრუნველყოფილია თანასწორობა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მცხოვრები ეთნოსების კულტურის მდიდარ მრავალფეროვნებას, თითოეული მოქალაქის ღირსებას და თავისუფლებას. სწორედ ამ ღირებულებებს და უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების ხედვა დემოკრატიული, ტოლერანტული და თანასწორი საზოგადოების შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებით. ამავე იდეას ატარებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იდენტობის და უფლებების დაცვას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოსა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცის მყარი საფუძველია. ყოველწლიურად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმიწიფო მინისტრის აპარატი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი პროგრამითა და აქტივობებით აღნიშნავდა, რისი სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობაც წელს, სამწუხაროდ, შეიზღუდა კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიის ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად ღირებული და არსებითად მნიშვნელოვანია თანადგომა, ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტული განწყობების უფრო მეტად გაძლიერება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ვულოცავ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს თანასწორობისა და ტოლერანტობის ყველა ქომაგს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის განაცხადებაში.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 21:11

რეგიონი

ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება. პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია.

02 დეკემბერი 2020, 21:09

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 20 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 684 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრუნო ფერნანდეში

02 დეკემბერი 2020, 21:03

სპორტი

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერის იუნაიტედის“ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფანების გამოკითხვის შედეგად პორტუგალიელმა ლეგიონერმა ფრედს და გუნდის კაპიტანს ჰარი მაგუაირს აჯობა.

02 დეკემბერი 2020, 21:00

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 648 ადამიანი გარდაიცვალა.

02 დეკემბერი 2020, 20:55

პოლიტიკა

ლევან იზორია საქსონიის ფედერალურ მიწაზე ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა საქსონიის ფედერალურ მიწაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს, მიქაელ კრეჩმერს შეხვდა. ელჩმა გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი

02 დეკემბერი 2020, 20:54

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია. ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს“,- წერს პრეზიდენტი.

მაიკ რაიანი

02 დეკემბერი 2020, 20:48

COVID19

ჯანმო: უახლოესი 3-6 თვის განმავლობაში, ვაქცინის საკმარისი მარაგი არ იქნება, რათა ინფიცირების ზრდა თავიდან ავიცილოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, უახლოესი 3-6 თვის განმავლობაში, ვაქცინის საკმარისი მარაგი არ იქნება, რათა ინფიცირების ზრდა თავიდან ავიცილოთ.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 20:45

საზოგადოება

კახა კალაძე: კობა დავითაშვილის სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი

თბილისის მერი, კახა კალაძე კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც დედაქალაქის მერი Facebook-ში წერს , კობა დავითაშვილის სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი, ნატოს წევრობა, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ

ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, ნატოს წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები.

02 დეკემბერი 2020, 20:33

COVID19

ბელგია,​ მოდერნას მიერ წარმოებული, კოვიდ19 -ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის 2 მილიონ დოზას მიიღებს

“დასაკარგი დრო არ გვაქვს.5 იანვრისთვის მზად ვიქნებით. ვაქცინას ევროპულმა სააგენტომ ავტორიზაცია უნდა მიანიჭოს. როგორც კი ვაქცინა დამტკიცდება, ბელგია იქნება მზად მოქალაქეები აცრას. გეგმაზე შეთანხმება და გრაფიკის შედგენა აუცილებელია . დღეს ამ თემაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენ გასულ კვირას გამოვაცხადეთ ეტაპობრივად ზომების მოხსნა, რაც გეგმის მიხედვით განხორციელდება და საშობაოდ ცვლილებები არ იქნება. საუკეთესო საჩუქარი საშობაოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,-განაცხადა ბელგიის პრემიერმა ალექსანდრე დე კრომ.

პოლ გობლი

02 დეკემბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

პოლ გობლი: ჯო ბაიდენის ინტერესებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ აშშ იქნება უფრო ღია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების იდეისადმი და აშკარა კანდიდატები ამ თვალსაზრისით, საქართველო და უკრაინა არიან

„რუსეთის მიერ, საერთაშორისო თამაშის წესების დარღვევამ საქართველოსა და უკრაინაში, გამოიწვია ამ წესების კიდევ ერთხელ დარღვევა მოსკოვის მიერ უკვე სხვა ადგილებში. 2008 წელს, რომ შეერთებული შტატები უფრო მკაცრი ყოფილიყო მოსკოვის მიმართ, ჩვენ ეხლა არ ვისაუბრებდით ყირიმის ანექსიაზე ან დონბასის მიმდინარე კონფლიქტზე. თუკი იკითხავთ მიაღწია თუ არა საქართველომ დიდ საქმეს, მე გიპასუხებთ, რომ დიახ, საქართველომ მიაღწია დიდ საქმეს“, - განაცხადა პოლ გობლმა.

ბენ ჰოჯესი

02 დეკემბერი 2020, 20:23

პოლიტიკა

გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთისთვის სასარგებლო იქნება თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება

იმის გამო, რომ ჩვენ სათანადო ყურადღება არ დავუთმეთ შავი ზღვის რეგიონს და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიას, ამიტომ ახლა რუსეთის ჯარი დგას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთისთვის სასარგებლო იქნება თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ისაუბრა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

02 დეკემბერი 2020, 20:12

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს.

02 დეკემბერი 2020, 20:02

საზოგადოება

პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული პირები გამოცდის ჩატარების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოგვიანებით მიიღებენ.

ვიქტორ დოლიძე

02 დეკემბერი 2020, 20:00

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ნატოს სამიტი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას წინ წაიყვანს

პანდემიის მიუხედავად საქართველოს ნატოსთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტერიალი იქნება. ჩვენ ნატოსთან გვაქვს არამარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური განზომილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.არსებითი პაკეტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 19:56

ეკონომიკა

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება

მათი ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მოამზადა მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 19:49

პოლიტიკა

კახა კალაძე: დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყველა პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებით დაფიქსირდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

02 დეკემბერი 2020, 19:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს: უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!

უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ , - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში უცხოეთში მცხოვრები ქართველი კოლეგების პასუხად განაცხადა. მისი თქმით, უცხოეთში წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას ერთხმად უმაღლეს შეფასებას აძლევენ და „კრიტიკას რატომღაც ქართველი ექიმების ნაწილი გამოთქვამს“.

02 დეკემბერი 2020, 19:31

COVID19

დავით სერგეენკომ კლინიკა „თიმის“ კოვიდგანყოფილებაში იმორიგევა

დავით სერგეეენკო კვლავ ექიმის ამპლუაში - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მორიგეობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკა „თიმის“ კოვიდ განყოფილებაში. დავით სერგეენკო კოლეგებს პაციენტების მოვლის პროცესში ეხმარებოდა. ყოფილი მინისტრი და ამჟამად უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საავადმყოფოში მთელი დღის განმავლობაში მორიგეობდა.

02 დეკემბერი 2020, 19:05

COVID19

საფრანგეთის საზღვარზე იმ მოქალაქეებს შეამოწმებენ, რომლებიც ქვეყანაში სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნდებიან

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, საზღვარზე იმ მოქალაქეების შემოწმება მოხდება, რომლებიც ქვეყანაში სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნდებიან.