imedi /  17 ნოემბერი 2020, 15:52 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგარიშს ავრცელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანო, პასუხისმგებელია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ფულის გათეთრების (მათ შორის, კონტრაბანდა, გადასახადებისაგან თავის არიდება და სხვა დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია საზღვრის კვეთასთან) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით, ხელს უწყობს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრედიკატული დანაშაულების გამოძიებას ქვეყანაში და აქტიურად მონაწილეობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა და რისკების შეფასების ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში.

დოკუმენტში საუბარია, ქვეყნის როლზე, განაგრძოს პარალელური ფინანსური გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულის იდენტიფიცირებისა და გამოძიების მიმართულებით.

რეკომენდაციის სახით ანგარიში მიუთითებს, საგამოძიებო სამსახურსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჭრილში.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების ხელშეწყობა, რომლის საფუძველზე ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებულმა გამოძიებამ უკანასკნელ წლებში (2017-2018) ბრალდებულ პირთა სტატისტიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, აღსანიშნავია შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანაზე მკაცრი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. ანგარიშში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ამ მიმართულებით განხორციელდა Moneyval-ის კომიტეტის მიერ 2012 წლის (მეოთხე რაუნდის) შეფასების შემდეგ. აღნიშნულის საფუძველზე, კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის შეფასება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 32-ე რეკომენდაციასთან მიმართებით, ორი საფეხურით გაუმჯობესდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პარალელური გამოძიების ხელშეწყობასა და ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

27 ივნისი 2022, 18:13

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში თავის საბრძოლო ჯგუფებს გააძლიერებს

ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში თავის საბრძოლო ჯგუფებს ბრიგადის დონემდე გააძლიერებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ხათუნა ბურკაძე

27 ივნისი 2022, 18:10

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: ჩვენ გვაქვს ნატოში წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი

„ჩვენ არაერთ სამშვიდობო ოპერაციასა თუ ჰუმანიტარულ მისიაში ვმონაწილეობდით. ასევე დავადასტურეთ, რომ წარმოვადგენთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშემწყობ ქვეყანას. მეტიც, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველო წარმოადგენდა უმსხვილეს კონტრიბუტორს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, რადგან საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის სანაპირო ქვეყანას, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. განხორციელებული რეფორმები, პრაქტიკული ინსტრუმენტები და გეოპოლიტიკური ფაქტორი ნამდვილად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დროა საქართველო ევროატლანტიკურ რუკაზე პოლიტიკურად უფრო მკაფიოდ იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა ბურკაძემ.

გივი მიქანაძე

27 ივნისი 2022, 18:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე „ლელოს“ განცხადებაზე: ყველას მოვუწოდებთ, რომ მსგავსი რადიკალური, შანტაჟის შემცველი, უსაფუძვლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ

სამწუხაროა, მაგრამ ეს განცხადებაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ განსაზღვრული გეგმის პირველ პუნქტთან, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, პარტია „ლელო საქართველოსთვის" მმართველი პარტიისადმი მიმართვას, რომ „დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრაში“.

გივი მიქანაძე

27 ივნისი 2022, 17:58

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ წლიდან წლამდე ვაღრმავებთ პარტნიორობას და ურთიერთობას ნატოსთან

ეს არიას ძალიან მაღალი რანგის სამიტი, რომლის ფორმატშიც განიხილება კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხები, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ მადრიდის სამიტზე საუბრისას განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

27 ივნისი 2022, 17:48

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი NATO-ს სამიტზე: ფრთხილი ოპტიმიზმი უნდა ვიქონიოთ

NATO-თან მიმართებაში მოლოდინებზე საუბარი ალბათ ყველაზე უმადური საქმეა იმიტომ, რომ მსოფლიო იმდენად აირია, წესრიგი, ამოყირავდა, რომ ბუნებრივია, ჩვენ არა მარტო მტკიცე განცხადებების მხარდაჭერის მოლოდინში ვყოთ, არამედ კონკრეტული მოქმედებების,- ამის შესახებ ანალიტიკური ჯგუფის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

27 ივნისი 2022, 17:44

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე პრაიდის კვირეულზე: უნდა მივეჩვიოთ ისე ცხოვრებას, რომ მოგვწონს თუ არა სხვა პირთა პოზიცია, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება თავს უფლება მივცეთ ამას ძალადობრივი ფორმებით აღვუდგეთ

„უნდა მივეჩვიოთ ისე ცხოვრებას, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს სხვა პირთა მიერ გამოხატული პოზიცია, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთარ თავს უფლება მივცეთ ამას ძალადობრივი ფორმებით აღვუდგეთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან დავითაშვილი

27 ივნისი 2022, 17:40

ტექნოლოგიები

ლევან დავითაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გახსნა

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წლების განმავლობაში ბევრი გააკეთა ქვეყანაში ციფრული და ზოგადად ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის. ლევან დავითაშვილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ვახტანგ კაპანაძე

27 ივნისი 2022, 17:30

პოლიტიკა

ვახტანგ კაპანაძე: ნატო გაცილებით აქტიური, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი იქნება - ვფიქრობ, ნამდვილად უნდა გაჟღერდეს საქართველოსთან მიმართებაში დამატებითი ნაბიჯები

ნატო ის ნატო არ იქნება, როგორც ადრე იყო. გაცილებით აქტიური იქნება, გაცილებით ენერგიული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი იქნება. ეს მომენტი გამოსაყენებელია და პროაქტიული, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, - ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის" მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

27 ივნისი 2022, 17:29

თავდაცვა

კადეტთა ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

მოსწავლეთა მიღების კოორდინირებისა და გამჭვირვალობის მიზნით, კომისიაზე მოვლინებულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

გიორგი ვოლსკი

27 ივნისი 2022, 17:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვართ ნატოს მოკავშირეები და სისხლითა და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობით დავადასტურეთ ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან

„ჩვენ ვართ ნატოს მოკავშირეები და სისხლითა და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობით დავადასტურეთ ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. მსოფლიოში სტაბილურობის შენარჩუნება, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების ბრუნვასთან ბრძოლა და ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში არის ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ-ერთი თითით საჩვენებელი. ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ჰერმან საბო

27 ივნისი 2022, 17:25

პოლიტიკა

ჰერმან საბო: ევროკავშირშიც და ნატოშიც თუ გაწევრიანება გვინდა, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დავამთავროთ

ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატო უფრო ტექნიკური გაერთიანებაა, სადაც ბევრად უფრო მომზდებულები ვართ, ვიდრე ევროკავშირში მიღებისთვის,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 ივნისი 2022, 17:19

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის რომ ნატოს სამიტზე პრემიერ-მინისტრი მიიწვიეს, ნიშნავს იმას, რომ ნატოსთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიური იქნება

ნატო აპირებს ამ სამიტთან დაკავშირებით მისი პოლიტიკის ძირეულ გადახედვას, ახალი მიდგომების შემოტანას და ვნახოთ, როგორ იქნება უფრო მეტი კონკრეტიკა მათი მხრიდან, ასევე ურთიერთობა და ახალი თანამშრომლობის ჰორიზონტები საქართველოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

27 ივნისი 2022, 17:17

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: როდესაც ლისაბონში წინა სტრატეგიული დოკუმენტი მივიღეთ, რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო. ამიერიდან, ეს ასე აღარ იქნება

„არსებითი დიალოგი, რომელსაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით, დღეს აღარ მუშაობს. ამის მიზეზი რუსეთის ქცევაა. მათ კონფრონტაცია არჩიეს დიალოგს. ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამის გამო, მაგრამ ნატო ამ რეალობასთან ადაპტაციას ახდენს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ თავდაცვის კუთხით ფუნდამენტური ცვლილებით ვაკეთებთ. მაინც საჭიროა კომუნიკაციის არხები, იმისთვის რომ ინციდენტების თავიდან აცილება მოხდეს. დიალოგი და პარტნიორობა, რომლისკენაც მივისწრაფოდით, დღეს აღარ გვაქვს. ლისაბონში, როდესაც წინა სტრატეგიული დოკუმენტი მივიღეთ, დმიტრი მედვედევი მონაწილეობდა შეხვედრაში და ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო. ამიერიდან, ეს ასე აღარ იქნება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შემოსავლების სამსახურის ლოგო

27 ივნისი 2022, 17:11

ეკონომიკა

ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

„თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე წლის 26 ივნისს შევიდა. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

იენს სტოლტენბერგი

27 ივნისი 2022, 17:03

პოლიტიკა

სტოლტენბერგი: ალიანსი მადრიდის სამიტზე საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მადრიდის სამიტზე საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს.

სვენია შულცე

27 ივნისი 2022, 17:02

პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთს ვიზიტით გერმანიის ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა

საელჩოს განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს, 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ივნისი 2022, 16:53

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილის მიერ გაშლილია ტოტალური შეტევაა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის ბოლო მაგალითია პორტში არასანქცირებული ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი

„ახლა კი მთავარი საკითხი: 1 - ვის აწყობს ის, რომ საქართველომ ვერ/არ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? პასუხი ცხადზე ცხადია. 2 - რა უნდა გაკეთდეს, რომ რეკომენდაციები ვერ შესრულდეს? ქვეყანა, უნდა ჩაიძიროს პერმანენტული დესტაბილიზაციის მორევში მინიმუმ 3-4 თვით. ვის აწყობს ეს? ვიცით 3 - ვისი საქმის გამკეთებლები არიან ისინი, ვინც ამას ამზადებს ჩვენს ქვეყანაში? -რუსეთის! შესაბამისად, 3 ივლისის აქციის მთავარი ბენეფიციარის ვინაობაც ცნობილია.” წერს ანჯაფარიძე Facebook- ზე.

27 ივნისი 2022, 16:43

პოლიტიკა

„ჯეოქეისის“ ოფისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებებთან და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ოფისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებებთან და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

27 ივნისი 2022, 16:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა.

27 ივნისი 2022, 16:21

კულტურა

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი" და მომღერალი მარი ხაჩიძე შვეიცარიაში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

28 ივნისს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი" და მომღერალი მარი ხაჩიძე შვეიცარიაში მიემგზავრებიან, სადაც ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ Volkskulturfest Obwald-ში მიიღებენ მონაწილეობას.