imedi /  17 ნოემბერი 2020, 16:23 / სანდო წყარო

National Geographic-მა საქართველო 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.

National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია Dream Now, Go Later.

25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.

National Geographic-ის პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ.

„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4 დღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ“, -წერს National Geographic-ი.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 09:19

სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს გამოკითხავენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დღეს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს უნდა უპასუხოს. დავით გარეჯის საქმეზე სასაამართლო პროცესების პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება.

01 დეკემბერი 2020, 09:11

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად განთავსებული ჰქონდა და ამუშავებდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ დანადგარს.

გიორგი კვესელაძე

01 დეკემბერი 2020, 08:43

სპორტი

გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

კვესელაძემ 29 ნოემბერს, ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ლელო დადო და გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 ლელოა.

01 დეკემბერი 2020, 08:37

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ასლან ვაშაყმაძე

01 დეკემბერი 2020, 08:25

რეგიონი

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გაავრცელა

ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით და უცენზურო გამონათქვამებით, ვაშაყმაძე ხალხს მოუწოდებს „პოლიციელების აჩეხვას“ მოუწოდებს. მძიმე შინაარსის ხუთ წუთიან ვიდეოში ის ერთგვარ მსხვერპლ შეწირვაზე ამახვილებს ყურადღებას.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2020, 08:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში დღეს და ხვალ გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

01 დეკემბერი 2020, 01:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ირანელი ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა.

01 დეკემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

კანადელმა კაცმა ჯეკპოტი მოიგო, თუმცა ერთი თვე ამის შესახებ არაფერი იცოდა

კანადაში კაცმა, რომელმაც აგვისტოს დასაწყისში ლატარეის ბილეთი შეიძინა, მხოლოდ სექტემბერში შეიტყო, რომ ჯეკპოტი $75 000-ზე მეტი მოიგო. როგორც ირკვევა, გათამაშების ყურებისას მან მხოლოდ ძირითადი რიცხვები შეამოწმა, თუმცა, თითქმის თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბონუს რიცხვების წყალობით, ის $76 924-ის მფლობელი გახდა.

01 დეკემბერი 2020, 00:52

მსოფლიო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 დეკემბერი 2020, 00:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემია დასრულდება და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის დასრულებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება და მის დასრულებაში ყველამ გარკვეული როლი უნდა ითამაშოს.

01 დეკემბერი 2020, 00:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთან, 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 167 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 970 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 84 პაციენტი, 3 845 კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:52

ეკონომიკა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზადყოფნას ადასტურებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძონ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.

30 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 406 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრეი პლენკოვიჩი

30 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 63 029 075 შემთხვევა გამოვლინდა, 1 464 232 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 333 589 - გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:04

ტექნოლოგიები

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

მალხაზ თორია

30 ნოემბერი 2020, 22:22

COVID19

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: დაწესებული შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელებ

30 ნოემბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, აქბარ ყასემი ალიაბადიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

30 ნოემბერი 2020, 22:12

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 401 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე პირველიდან 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს.