imedi /  18 ნოემბერი 2020, 21:14 / სანდო წყარო

18-24 ნოემბერი ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულია

ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენება პროფილაქტიკის ან მკურნალობისთვის COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევების დროს, როდესაც შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობისაა და ბაქტერიული ინფექცია ნაკლებ სავარაუდოა, მიუღებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ანტიბიოტიკების ცნობიერების მსოფლიო კვირეულის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ავრცელებს.

მათივე ცნობით, COVID-19 საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომელთაც აქვთ პნევმონია, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნას არა ექვემდებარებიან.

„საქართველოში ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 2016 წლიდან აღინიშნება და აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეულის შესახებ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის 18-24 ნოემბერს აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს სლოგანით: ანტიმიკრობული პრეპარატები გამოიყენეთ სიფრთხილით და მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ COVID19 პანდემიის დროს.

კვირეული ფოკუსირებულია ღონისძიებების გატერებაზე, რომელიც მიმართულია ანტიმიკრობული პრეპარატების შენარჩუნებისკენ COVID19 პანდემიის დროს.
საქართველო თავიდანვე შეურთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის მონაწილეობა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ გააჩნია საზღვრები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შევუერთდეთ მსოფლიო საზოგადოებას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პროპაგანდაში.
საქართველოში მიმდინარე 2020 წლის WAAW კამპანია ეხმიანება COVID-19 პანდემიის გამოწვევას და პრობლემებს და ხორციელდება WHO ევროპული რეგიონის მხარდაჭერით.

2020 წლის კამპანიის მთავარი გზავნილებია:

COVID19-ის პანდემიამ შიეძლება მიგვიყვანოს ანტიბიოტიკების გაზრდილ მოხმარებასთან. ეს შეიძლება მივიღოთ ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენების შედეგად, რაც გამოიწვევს ახალი რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და მის გავრცელებას.

COVID19-ის პანდემიის გლობალური პასუხია გაძლიერდეს ჯანმრთელობის სისტემა, მ.შ. სპეციფკიური აქტივობები, როგორიცაა ანტიბიოტიკების მართვა, ინფექციური კონტროლი, ხელების დაბანა და იმუნიზაცია, რომლებიც ამცირებს და აკონტროლებს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და გავრცელებას.
ამრ ქმნის სერიოზულ საფრთხეს ჯანმრთელობის სისტემისთვის, შემდგომი ხანგძლივი რთული ჰუმანიტარული და ეკონომიკური შედეგებით. COVID19-ის პანდემიის დროს ამრ-ის სპეციფიკური აქტივობების სისტემატიური ჩავარდნა ანგრევს გლობალურ ბრძოლას ამრ-ის წინააღმდეგ.
საქართველოში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების შეკავებისა და მსოფლიო გამოწვევების კვალდაკვალ განხორციელდა:

ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის დანერგვა;
საქართველო ჩართვა ევროკავშირის ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ერთობლივ აქტივობებში;
აქტივობები ერთაინი ჯანმრთელობის მიდგომით;
სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მართვის პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი;
საავადმყოფოებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპების დანერგვა;
შემუშავდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ახალი გაიდლაინი;
ამრ რეფერენს ლაბორატორიაში (ლუგარის ცენტრი) გრძელდება რეზისტენტობის მექანიზმის ფონოტიპური და გენეტიკური დადასტურება და რეზისტენტული შტამების სექვენირება (WGS);
საქართველოს მიკორბიოლოგიურ ლაბორატორიების CAESAR ეროვნულ ქსელის 60%-ი ახორციელებს ანტიმიკრობული მგრძნობელობის განსაზღვრას EUCAST სტანდარტით;
საქართველო ჩართულია ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის გლობალურ სისტემაში (GLASS);

2017 წლიდან მიმდინარეობს ამრ მონაცემების (დაახლოებით 200 კლინიკიდან) შეგროვება-დამუშვება CAESAR-ის და GLASS ქსელისთვის;

რიგ ლაბორატორიებში გაუმჯობესდა ხარისხის სისტემის მართვა (QMS) და დაინერგა ხარისიხს გარე და შიდა კონტროლის პროგრამები;

გაფართოვდა ეროვნული ბაქტერიოლოგიური EQA პროგრამა - „GEOMICQUA“ და მიმდინარეობს ISO17043 აკრედიტაციისთვის მზადება;

მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული პროფილის შექმნა;
ჩატარდა CAESAR -ის ეროვნული ქსელის სამუშაო შეხვედრა (როგორც ადგილზე, ასევე Webinar);
მიმდინარეობს საკვებ პროდუქტებში ნარჩენი ანტიბიოტიკების განსაზღვრა;

მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი;
50-ზე მეტი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების პერსონალს ჩაუტარდა ტრეინინგი თემაზე „ინფექციების პრევენცია და კონტროლი COVID-19-ის პანდემიის პირობებში“;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრს (ICARS) შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ძირითადი მიზანია სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტრინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვა.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომ:

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ინფექციის ზოგიერთი სიმპტომი იმეორებს ბაქტერიული ინფექციის სიმპტომებს, პანდემიის დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება AMS გაიდლაინს, რომელიც, თავიდან აგვარიდებს ამრ სამომავლო უარყოფით შედეგებს.

არსებული კვლევებით, მხოლოდ COVID-19 ჰოსპიტალიზებული პაციენტების 8%-ს აღენიშნება ბაქტერიული ან ფუნგური ინფექცია; თუმცა, 72% პაციენტებისას, მაინც ენიშნებათ ანტიბიოტიკოტერაპია. ეს პრაქტიკა, არა მხოლოდ საფუძველია მსოფლიოში არასწორი მკურნალობის გავრცელებისა, არამედ ხელს უწყობს სამომავლოდ რეზისტენტობის ჩამოყალიბებასაც.

ამიტომ - ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენება პროფილაქტიკის ან მკურნალობისთვის COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევების დროს, როდესაც შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობისაა და ბაქტერიული ინფექცია ნაკლებ სავარაუდოა, მიუღებელია!

COVID-19 საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომელთაც აქვთ პნევმონია, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნას არა ექვემდებარებიან; თუ არ აღენიშნებათ ბაქტერიული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.

COVID-19 მძიმე პაციენტებსთვის, რომელთაც აქვთ ბაქტერიული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, რეკომენდებულია ანტიბიოტიკოტერაპია.

ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული
ანტიბიოტიკები არ გამოიყენება COVID-19-ის მკურნალობისა და პრევენციისთვის
ამრ & COVID-19
. გავერთიანდეთ რეზისტენტობის პრევენციისთვის
. გავერთიანდეთ რეზისტენტობის პრევენციისთვის
. გავერთიანდეთ რეზისტენტობის პრევენციისთვის
. შეწტვიტე ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება
. ჰიგიენა
. მიიღეთ ანტიბიოტიკი დანიშნულებისამებრ“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2021, 01:04

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორჯერადად აცრილების რიცხვი მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 00:53

მსოფლიო

ინდოეთში ლეოპარდი სკოლის შენობაში შევიდა და მოსწავლეს დაესხა თავს

ბავშვს მცირე დაზიანებები აქვს. ის იხსენებს, რომ საკლასო ოთახიდან გაიქცა, როცა დაინახა, რომ იქ ცხოველი იმალებოდა. 5 წლის ლეოპარდი კი 11-საათიან ოპერაციის შემდეგ, ტრანკვილიზატორის მეშვეობით დაიჭირეს.

04 დეკემბერი 2021, 00:33

კულტურა

„მატრიცა 4“-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿ვიდეო

„მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ პრემიერა კინოთეატრებსა და HBO Max-ზე 22 დეკემბერს შედგება. თავის როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). ფილმის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია.

04 დეკემბერი 2021, 00:24

სპორტი

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

ჯენ ფსაკი

04 დეკემბერი 2021, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

04 დეკემბერი 2021, 00:14

ტაბლოიდი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: ეს სიყვარულის დიდებული ისტორიაა, საყვარელ ქალს დავუბრუნდი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის აღდგენის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აფლეკმა მისი და ლოპესის ურთიერთობებს „სიყვარულის დიდებული ისტორია“ უწოდა.

03 დეკემბერი 2021, 23:59

კულტურა

Netflix-ი „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს

Netflix-ი სერიალ „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს, რომლის სახელწოდებაც „ბერლინი“ იქნება. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:54

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო

ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:44

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის

ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:32

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთი ძალიან სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ კონფრონტაციულ კურსს განაგრძობს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას არ გეგმავს და ოფიციალური მოსკოვი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ეკატერინე ტიკარაძე

03 დეკემბერი 2021, 23:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ არ გაიკეთა ამ დრომდე ვაქცინის მეორე დოზა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როდის გაიკეთებს აცრის მეორე დოზას. როგორც მინისტრი „რუსთავი 2“-ის ეთერში ამბობს, იმ პერიოდისთვის, როდესაც ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, ამ ტიპის ვაქცინით აცრა მისი ასაკისა და სქესისთვის დასაშვები იყო, თუმცა მეორე დოზის მიღების დრომდე ის კოვიდით დაინფიცირდა, ამასთანავე, ვაქცინების დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 23:11

საზოგადოება

კახა ბექაური: დღევანდელი მედიიდან დეზინფორმაციისა და სიძულვილის ნიაღვარი მოდის - არცერთი მედიასტანდარტი დაცული არ არის

„როდესაც ინფორმაციას უსმენ გგონია, რომ ფაქტის მოძიება კი არ უნდა ჟურნალისტს და სწორად გაუკეთოს ინფორმირება, პირიქით უნდა, რომ რამენაირად ფაქტი არ გააგებინოს და საკუთარი მოსაზრება გაასაღოს ფაქტად. მერე ეს წარმოშობს მეორე მხარეს. ერთი მედიასაშუალება რომ კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესს ატარებს და ცდილობს საკუთარი მოსაზრება ფაქტად გაასაღოს და დაამახინჯოს, მერე ეს წარმოშობს მეორე მხარესაც იგივე სურვილს - როცა ხედავს ამას, რომ ეს რეგულირებული არ არის და არავინ მომკითხავი არაა და ეს დარღვევა „მოსულა“, იგივე მეთოდით იწყებს ბრძოლას რაც იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 23:09

საზოგადოება

კახა ბექაური: ევროპის ყველა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია - ეს მარტო ქართული კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული

კახა ბექაურმა განმარტა, თუ რატომ დაჯარიმდა „მთავარი არხი“. „საქართველოს კანონი კრძალავს პოლიტიკური რეკლამის გაშვებას არასაარჩევნო პერიოდში. კანონში არის ჩანაწერი, რომ პოლიტიკური რეკლამის გაშვება შესაძლებელია არჩევნების დღემდე 50 დღით ადრე, რაც ყველა ნორმალური ადამიანი ამ ჩანაწერს რომ წაიკითხავს, ამოიკითხავს, რომ არ შეიძლება 51, 52, არც 200 და არც 100 დღით ადრე, მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაიწყო არჩევნებამდე 50 დღით ადრე. დანარჩენ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვება არ შეიძლება. ერთი წლის განმავლობაში იყო მე-4 შემთხვევა, ერთი და იგივე საკითხზე - პოლიტიკური რეკლამის გაშვებაზე არასაარჩევნო პერიოდში ამ კონკრეტული მაუწყებლის (მთავარი არხი) მხრიდან კანონის დარღვევა.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 23:02

პოლიტიკა

კახა ბექაური: თუ სიძულვილის ენის აკრძალვის საკითხზე საზოგადოებაში არ იქნება თანხმობა, ცალკე აღებული ხელისუფლება ვერაფერს იზამს

თუ საზოგადოების დაკვეთა არ იქნება, რომ სიძულვილის ენის აკრძალვა არ დააზიანებს ჩვენს დემოკრატიას, არამედ პირიქით წაადგება - ამაზე თუ საზოგადოებაში თანხმობა არ იქნება, ცალკე აღებული ხელისუფლება, რომელიც მაშინვე აგრესიის დიდი ტალღის ქვეშ მოხვდება, ვერაფერს იზამს, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმა განაცხადა.

03 დეკემბერი 2021, 22:45

სამართალი

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინი

03 დეკემბერი 2021, 22:40

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 22:32

საზოგადოება

კახა ბექაური: ევროპაში სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით აკრძალულია და არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი

ევროპული პრაქტიკა ამბობს, რომ აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით. არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი. ამაზე რეაგირებს სახელმწიფო და ასეთი ქმედება დასჯადია, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმა განაცხადა.

03 დეკემბერი 2021, 22:20

COVID19

ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა

ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მალხაზ ჯანელიძე

03 დეკემბერი 2021, 21:38

სამართალი

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე უკვე თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე უკვე თავისუფალია. ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში საღამოს გადასცეს, შემდეგ კი გორის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

03 დეკემბერი 2021, 21:17

საზოგადოება

„თბილისი ენერჯი“: ორი ადამიანი CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

„2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. აღნიშნული მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა. ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.