Imedi /  21 ნოემბერი 2020, 18:01 / სანდო წყარო

24 ნოემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

24 ნოემბრამდე საქართველოს მთაში თოვლი და ქარბუქია მოსლოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, დღის ბოლოდან, 24 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2020, 17:33

ეკონომიკა

სავაჭრო ცენტრები საქმიანობის განახლების უფლებას 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან ითხოვენ

როგორც კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა განცხადებით, მათი მოთხოვნა არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, არამედ მყიდველთა ნაკადის გაკონტროლების აუცილებლობიდანაც გამომდინარეობს. ისინი აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველთა ნაკადების მართვა გაუჭირდებათ.

30 ნოემბერი 2020, 17:33

სამართალი

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა დასრულდა. დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ამაზე დაყრდნობით, სასამართლომ ბრალდებულებისთვის პატიმრობის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

30 ნოემბერი 2020, 17:30

ეკონომიკა

1-28 დეკემბერს, RS CAR-ი გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 17:29

COVID19

გიორგი გახარია: აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა კრიტიკული პაციენტებისთვის შეფერხებები არ იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას.

30 ნოემბერი 2020, 17:24

საზოგადოება

ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მოვალეობის შემსრულებელი, ნინო კვეტენაძე.

რემდესივირი

30 ნოემბერი 2020, 17:22

COVID19

„რემდესივირი“ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდება

„ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის. შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

იენს სტოლტენბერგი

30 ნოემბერი 2020, 17:20

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ

„საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს, როგორც ნატოს ღირებული პარტნიორის მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“, - ნატოს გენერალური მდივნის ეს განცხადება ალიანსის ვებგვერდზე გავრცელდა.

30 ნოემბერი 2020, 17:18

საზოგადოება

სოციალურად დაუცველთათვის „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ კომპანია „კარფურთან“ ერთად საქველმოქმედო კამპანია დაიწყო

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დღეიდან „თბილისი მოლის“ „კარფურის“ ფილიალის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი „საქართველოს წითელი ჯვრის“ მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღონ. საქველმოქმედო კამპანიას ეტაპობრივად შეურთდება კარფურის სხვა ფილიალებიც. აღნიშნულ ღონისძიების შესახებ განცხადებები „საქართველოს წითელი ჯვრის“ პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, კრისტოფ ორსეიმ გააკეთეს.

30 ნოემბერი 2020, 17:17

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე, ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

30 ნოემბერი 2020, 17:08

სამართალი

პროკურატურამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 17:02

COVID19

Moderna აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის ნებართვისთვის დღეს მიმართავს

ამ ეტაპზე Moderna-ს პრეპარატი Pfizer-სა და AstraZeneca-სთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ლიდერთა სამეულში შედის. ამ სამიდან ყველაზე იაფი AstraZeneca-ს ვაქცინაა, რომლის ერთი დოზის ღირებულება 4 აშშ დოლარია. Pfeizer-ის ვაქცინის დოზის ფასი 20 დოლარს შეადგენს, Moderna-თი აცრა კი მსურველს სულ მცირე 33 დოლარი დაუჯდება.

30 ნოემბერი 2020, 16:51

მსოფლიო

საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო, ცენტრალური ლონდონის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

„შენობის ირგვლივ 200-მეტრიანი კორდონი შევქმენით, მიმდებარე ქუჩები საავტომობილო მოძრაობისა და ქვეითებისთვის გადაკეტილია. გთხოვთ, მოერიდოთ ამ ტერიტორიას“ , - აღნიშნულია ლონდონის პოლიციის მიერ Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

30 ნოემბერი 2020, 16:35

მსოფლიო

ინდონეზიაში, ვულკანის გააქტიურების გამო, მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს

ინდონეზიაში, ილ-ლევოტოლოკის ვულკანის გააქტიურების გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლები ათასობით ადამიანმა დატოვა. ვულკანური კვამლისა და გაზის ამოფრქვევის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ლავის ამოფრქვევის შესახებ გააფრთხილა.

იაგო ხვიჩა

30 ნოემბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არსებობს პოტენციალი ან რაღაცაზე შევთანხმდეთ, ან ვერაფერზე და ბოლომდე იყოს პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიცია ქუჩაში, ხელისუფლება მარტო პარლამენტში

„საცობში რომ მანქანა მოყვება, ყველა მანქანამ უნდა იმოძრაოს, რომ სხვა მანქანებისთის სივრცე გააჩინოს, ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენს პოლიტიკაში. სანამ ხელისუფლება არ „ამოძრავდება“, ეს ჩიხი მანამდე იქნება. შეიძლება მარტო ხელისუფლების „მოძრაობაც“ არ იყოს საკმარისი, მაგრამ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩიხი დაიძრას და რაღაც გამოჩნდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

30 ნოემბერი 2020, 16:21

COVID19

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკის 5 მედიკოსს, მათ შორის ერთ ორსულს, კორონავირუსი დაუდასტურდა. გეგმიური ტესტირების შედეგები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან. კოვიდ-კლინიკა ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს. საავადმყოფოში მოწყობილია ბოქსირებული განყოფილება, რომელიც ყველა საჭირო აპარატურით არის აღჭურვილი.

ნინო ტალიაშვილი

30 ნოემბერი 2020, 16:19

რეგიონი

ნინო ტალიაშვილი: „ევროპის უნივერსიტეტი" სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე მუშაობს

„ევროპის უნივერსიტეტი" სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე მუშაობს, - ამის შესახებ „ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გადაცემა „იმედის დღეში" სტუმრობისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2020, 16:18

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტმა“ სტუდენტებს, რომლებსაც პერსონალურ კომპიუტერთან წვდომა არ ჰქონდათ, ლეპტოპები გადასცა

„ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-რექტორი ნინო ტალიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებას უნივერსიტეტი მიმდინარე სემესტრში უფრო ადაპტირებული და მობილიზებული შეხვდა.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2020, 15:55

COVID19

ნათია თურნავა: სამედიცინო ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნის 90 პროცენტს უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს

ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2020, 15:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ულტიმატუმების შესრულებას არ აპირებს

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ, შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

30 ნოემბერი 2020, 15:37

რეგიონი

ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

მისი გაყვანის დროს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხვირკვია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიაა. ის პარტიიდან ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავების შემდეგ გარიცხეს.