imedi /  23 ნოემბერი 2020, 10:35 / სანდო წყარო

„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება დაიწყო

„თბილისი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტი თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტის პირველი ეტაპი ნუმერაციული თანმიმდევრობით მოიცავს თბილისის 62 საჯარო სკოლას. თითოეულ სკოლას 900 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცემა, რომლითაც საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციის წიგნებს შეიძენენ.

პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების უახლესი გამოცემებით შევსება, სკოლის მოსწავლეების თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან დაახლოება და წიგნიერების ხარისხის გაზრდა.
ვაუჩერიზაციის პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და წლის ბოლომდე, თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდება.

„თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ოფიციალურად 2021 წლის აპრილში გადმოიბარებს. მანამდე კი, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. საგანმანათლებლო მიმართულება თბილისის მერიისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ მოხარული ვარ, რომ პროექტის განხორციელებას კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი აქტივობით ვიწყებთ. მომავალი წლის ბოლომდე თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით გამდიდრდება და მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, მათთვის საინტერესო ლიტერატურას გაეცნონ“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

„თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. ვაუჩერიზაციის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ადგილობრივი გამომცემლებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ“, - განაცხადა თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ “თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

„ჩვენთვის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსება ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ, წლების განმავლობაში წიგნებით ვამარაგებდით საქართველოს რეგიონალურ ბიბლიოთეკებს. ამ პროექტმა მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, რომ, ამჯერად, თბილისის სკოლის ბიბლიოთეკები შევავსოთ. ეს მოგვცემს საშუალებას, ათასობით ბავშვისა და მათი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურა, სკოლა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესი დავაახლოვოთ ერთმანეთს, სკოლის ბიბლიოთეკა კი მოსწავლეებისთვის ბევრად მიმზიდველ სივრცედ გადავაქციოთ, სადაც ახალი წიგნი აუცილებლად მოიყვანს ახალ მკითხველს“, - აღნიშნა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავამ.

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

26 ივნისი 2022, 11:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი - ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია

„ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი-ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

26 ივნისი 2022, 11:37

საზოგადოება

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა.

26 ივნისი 2022, 11:36

მსოფლიო

Reuters: გაერთიანებული სამეფო, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ

გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

26 ივნისი 2022, 11:34

სამართალი

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 3 ადამიანი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 ივნისი 2022, 11:21

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 123-ე დღე

ომის123-ე დღე - უკრაინა ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებს. რუსების კონტროლქვეშ გადავიდა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. ომის მეთვრამეტე კვირას მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. პარალელურად, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

ევგენი კორნიჩუკი

26 ივნისი 2022, 11:17

მსოფლიო

ისრაელში უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს

უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს, - ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

26 ივნისი 2022, 11:08

საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მშობლიურ სოფელში, გომბორში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კახეთში დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელ გომბორში გუშინ საღამოს გადაასვენეს. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. 42 წლის ალუდა ზვიადაური სევეროდონეცკში საბრძოლო მოქმედებების დროს მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილის დახმარებას ცდილობდა. რუსეთ-უკრაინის ომს ჯამში 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

26 ივნისი 2022, 11:05

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

26 ივნისი 2022, 10:51

რეგიონი

სოფელ უწერასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

26 ივნისი 2022, 10:24

მსოფლიო

საფრანგეთში აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას გეგმავენ

ფრანგმა კანონმდებლებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს.

26 ივნისი 2022, 10:10

რეგიონი

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა.

26 ივნისი 2022, 10:01

მსოფლიო

BBC: რუსეთი ბელარუსს „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემების გადაცემას დაჰპირდა, რომელთაც ბირთვული ტიპის რაკეტების გასროლა შეუძლიათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ბელარუსს მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.

26 ივნისი 2022, 09:49

საზოგადოება

მსჯავრდებულებმა ტრენინგის ფარგლებში ინიცირებული ბიზნესიდეები წარადგინეს

კომერციული საქმიანობის განვითარების, ორგანიზებისა და მართვის შესახებ, #17 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა ცოდნა გაიღრმავეს.

26 ივნისი 2022, 09:43

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე რიონი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზეა გადმოსული, სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ინტენსიური წვიმის შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა და გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბონო

26 ივნისი 2022, 09:30

ტაბლოიდი

U2-ს წევრის, ბონოს განცხადებით, ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებ ათწლეულების განმავლობაში არაფერი იცოდა

ლეგენდარული ირლანდიური ჯგუფის, U2-ს წევრმა, ბონომ მორიგ ინტერვიუში პირველად თქვა, რომ ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებაც ათწლეულების განმავლობაში არ იცოდა.

26 ივნისი 2022, 09:14

მსოფლიო

Al Jazeera: შვეიცარიაში 3,1 ტონა რუსული ოქრო შეიტანეს

შვეიცარიის საბაჟო ორგანოები რუსეთში წარმოებული 3,1 ტონა ოქროს იმპორტის საკითხს განიხილავენ. ოქროს ღირებულება $202 მილიონია. ის შვეიცარიაში ბრიტანეთიდან მაისში შეიტანეს. ეს რუსული ოქროს შვეიცარიაში იმპორტის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

26 ივნისი 2022, 08:53

ტექნოლოგიები

კანადაში გამყინვარების ხანის მამონტი აღმოაჩინეს

ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, ბეწვიანი მამონტის გაყინული ნეშტი იპოვეს. ცხოველი დაახლოებით 30 000 წლის წინ ცხოვრობდა. მისი სხეული ოქროს მაღაროში აღმოაჩინეს.

26 ივნისი 2022, 08:39

მსოფლიო

BBC: ესპანეთის ქალაქ მელილიაში შეღწევის მცდელობისას ათობით ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ მელილიაში შეღწევის მცდელობისას, ათობით ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია სულ მცირე 23 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ზოგი სასაზღვრო ღობიდან ჩავარდა.

26 ივნისი 2022, 08:01

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

„ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები იყვნენ მობილიზებული. უფრო დეტალური ინფორმაცია - მოგვიანებით“, - წერს დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამზე“.

მიხეილ სარჯველაძე

26 ივნისი 2022, 00:38

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გარეშე, ეს იყო რეალურად, რაც გუშინ მათი მხრიდან ვიხილეთ

ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.