imedi /  26 ნოემბერი 2020, 14:44 / სანდო წყარო

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და უმრავლეს სოციალურ ჯგუფზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები, როგორც ელექტროენერგიის, ასე ბუნებრივი აირის გადასახადი დაიფარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 15:23

პოლიტიკა

პრეზიდენტმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთანაც განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა

რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საზოგადოებისთვისაც მოძველდა

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც მოძველდა. მათი განცხადებებისა და ქმედებების ობიექტური ანალიზით, ყველა დავრწმუნდით, რომ მათი მიზანი განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის, შეთანხმება არც არასდროს ყოფილა, არასდროს ყოფილა კონსტრუქციულობა, არასდროს ყოფილა მოქმედება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველაზე ნაკლებად, პარლამენტში შემოსვლას „ნაცმოძრაობისგან“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსგან“ ველოდები

ყველაზე ნაკლებად, პარლამენტში შემოსვლას „ნაცმოძრაობისგან“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსგან“ ველოდები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 15:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარლამენტი არა უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია განიხილოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ დათქმული ვადის შემდეგ პირველსავე სხდომაზე, სხვა საკითხების განხილვამდე პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბოიკოტში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

23 იანვარი 2021, 15:06

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ სამდივნოს შემადგენლობა ცნობილია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის სამდივნოს შემადგენლობა გაასაჯაროვა.

23 იანვარი 2021, 14:24

რეგიონი

ბათუმში ბულვარში მიმდინარე აქციას ხმაური მოყვა

ბათუმში ბულვარში მიმდინარე აქციას ხმაური მოყვა. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. განაცხადეს რომ ჩავლეიშვილს არ აქვს უფლება გამოჩნდეს აქციაზე, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება.

23 იანვარი 2021, 14:18

პოლიტიკა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს

რომელ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუწყდებათ პარლამენტის წვერის უფლებამოსილება უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს. სწორედ ამ ვადაში უნდა გადახედონ ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარ გადაწყვეტილებას და მოლაპარაკების პირობებს. უფლებამოსილებაზე უარის განცხადებით პარლამენტს 50-ზე მეტმა დეპუტატმა უკვე მიმართა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 იანვარი 2021, 14:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციონერი დეპუტატების ვადა იწურება - კეთილი ინებონ და შეასრულონ ის სამუშაო, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა

„28-28 იანვარს დაგეგმილია რიგგარეშე სესია. აქედან გამომდინარე, იმ დეპუტატების საპარლამენტო ვადა, რომელთაც განაცხადი აქვთ შემოტანილი უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით, იწურება. კომიტეტი გაივლის შესაბამის პროცედურებს და ამ დეპუტატებთან დაკავშირებით, პარლამენტს წარვუდგენთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს“.

23 იანვარი 2021, 14:13

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის 186,891 შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 186,891 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3,655 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 24,818,779 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 414,004 ადამიანი გარდაიცვალა.

23 იანვარი 2021, 14:02

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ განახლებული პოლიტსაბჭოს 21-წევრიანი შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სხდომა დახურულ ფორმატში უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 13:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვინც პარლამეტში შესასვლელად, ხალხისგან მხარდაჭერა მიიღეს

ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 13:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ - ჩვენ მაინც არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს მხოლოდ პარტიული გამარჯვებაა - ეს საქართველოს გამარჯვებაა

„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოეროვნულია - ეს არის საქართველოს გამარჯვება - რომ შევადაროთ, რა იყო ჩვენი ოპონენტების და მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მან ფაქტობრივად თქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე გამარჯვებააო, თუმცა პირველი რომელი იყო ვერავინ გაიხსენა, როცა ბრიფინგზე ვიკითხე. ის თავის თავს უტიფრად აიგივებს სახელმწიფოსთან, თავის თავს აიგივებს სამართალთან“.

23 იანვარი 2021, 13:39

რეგიონი

ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებენ

აქცია ბათუმში - შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შეკრებილები საპროტესტო აქციების პარალელურად სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. „წლების შემდეგ ბულვარი ისევ დასაცავია. ერთადერთი ბერკეტია ხალხის ერთად დგომა მშენებლობის წინააღმდეგ. ბულვარში მრავალსართულიანი შენობის აშენებას კანონი კრძალავს“, - აცხადებენ აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

23 იანვარი 2021, 13:39

ეკონომიკა

მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმის შესაქმნელად, GITA -სა და Elven Technologies-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

პროექტის მიზანია მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმის შექმნა. „ელვენ ტექნოლოჯის"-ის გუნდმა GITA - ს გრანტის პარალელურად $95 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. საბოლოო ჯამში კომპანიამ პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000 დოლარის ოდენობით დახურა. რაუნდში მონაწილეობდა ცხრა ინვესტორი, მათ შორის ამერიკული ვენჩურული სტუდიო - Technovate, რომელიც შექმნილია აზერბაიჯანელი დამფუძნებლების მიერ.

23 იანვარი 2021, 13:23

საზოგადოება

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები ცნობილია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის, კი, ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს.

კრიშტიანუ რონალდუ

23 იანვარი 2021, 13:07

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის €6-მილიონიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ტურისტულ სარეკლამო რგოლში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პორტუგალიელ ვარსკვლავს ერთ გადაღებაში 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა რონალდომ ერ-რიადში ჩასვლისგან მაინც თავი შეიკავა.

23 იანვარი 2021, 13:04

ეკონომიკა

2020 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა

2020 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი, - აღნიშნულია საქსტატის 2020 წლის წინასწარ ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა მთლიანი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი).

23 იანვარი 2021, 12:56

ეკონომიკა

2020 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიმპორტო - თურქეთი

2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი), - აღნიშნულია საქსტატის 2020 წლის წინასწარ ანგარიშში.

23 იანვარი 2021, 12:47

ეკონომიკა

საქართველოს 2020 წლის საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია

2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით. დოკუმენტის თანახმად, სპილენძის მადნებმა და კონცენტრატების ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).