imedi /  27 ნოემბერი 2020, 12:27 / სანდო წყარო

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უერთდება, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას. პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა - თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა.

„იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!! კრიზისული ცენტრ(ებ)ის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს) დარეკეთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე - 116 006 (ზარი უფასოა, კონსულტირება შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით), ანონიმურობა დაცულია).

დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, საქართველოს მაშტაბით, ფუნქციონირებს 5 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი.

კრიზისულ ცენტრის მომსახურებ(ებ)ი მიეწოდება:

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);

სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).

კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:

ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;

სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;

სამართლებრივი დახმარებით;

საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;

საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.

კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:

დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);

ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით;

პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);

სამართლებრივი დახმარებით (ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე);

საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით;

საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:15

COVID19

გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შეგვეძლება გახსნის გეგმა დავაჩქაროთ

როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:09

ეკონომიკა

გიორგი გახარია: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7 000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.

26 იანვარი 2021, 12:09

COVID19

ნიდერლანდებში COVID-19-ზე 90 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრიან

​ნიდერლანდებში დღეიდან COVID-19-ზე 90 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია იწყება. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაკორპორაცია NOS-ი ავრცელებს. ნიდერლანდებში 90 წელს გადაცილებული 45 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

გურამ მაჭარაშვილი

26 იანვარი 2021, 12:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი სამართლებრივი ბერკეტის მიცემის მიზანს ემსახურება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი სამართლებრივი ბერკეტის მიცემის მიზანს ემსახურება. მისი თქმით, ოპოზიციური ფრაქციების გარდა, იმ დეპუტატებს, რომლებიც უფრაქციო დეპუტატები არიან, საშუალება ექნებათ, საკუთარი კანდიდატურები ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარადგინონ.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:01

COVID19

გიორგი გახარია: როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დონალდ ტრამპი

26 იანვარი 2021, 11:56

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია სენატს გადასცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია სენატს გადასცა.

გოგა ბითაძე

26 იანვარი 2021, 11:52

სპორტი

გოგა ბითაძემ „ტორონტოსთან“ შეხვედრაში 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ეტაპის მეჩვიდმეტე ტურში „ინდიანამ“ „რეპტორსი“ 129:114 დაამარცხა. გოგა ბითაძემ 12 წუთში ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაცვაში თამაშისას მოხსნა და ორი დაფარებაც დააგროვა.

გურამ მაჭარაშვილი

26 იანვარი 2021, 11:43

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მუქარა და დამუნათება „ნაცმოძრაობის” სტილია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ

სამწუხაროდ, მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში ვერ ჩაერევიან.

26 იანვარი 2021, 11:38

თავდაცვა

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნითი მომზადების მიზნით გერმანიაში გაემგზავრნენ

ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში, ბაზა „შვარცენბორნზე” ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნით მომზადებას პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში 5 თვის განმავლობაში გაივლიან.

ჯანეტ იელენი

26 იანვარი 2021, 11:36

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა.

26 იანვარი 2021, 11:29

სპორტი

„რომამ“ და „ინტერმა“ ფეხბურთელების გაცვლა გადაწყვიტეს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის გუნდს ედინ ჯეკო დატოვებს და მის სანაცვლოდ „ჯალოროსო“ ნერიაძურიდან კრისტიან ერიქსენს მიიღებს, რომელსაც მილანურ გრანდში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა.

დონალდ ტრამპი

26 იანვარი 2021, 11:18

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისის გახსნა გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისის გახსნა გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

26 იანვარი 2021, 11:15

ეკონომიკა

GWP ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს დღეს იწყებს

წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

26 იანვარი 2021, 11:10

COVID19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: საქართველოში კორონავირუსის გადაცემის ინტენსივობა ამ ეტაპზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი საგრძნობლად შემცირდა და 0,62-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია (ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად) ხელმისაწვდომი.

26 იანვარი 2021, 11:02

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 426 თბილისში, 202 იმერეთში, 98 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 79, გურია - 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 98, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6“, - ნათქვამია stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

26 იანვარი 2021, 11:01

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1368 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1368 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს

26 იანვარი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 006 ადამიანს დაუდასტურდა, 1 050 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 006 ადამიანს დაუდასტურდა, 1 050 კი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსის 254 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 244 446. გარდაიცვალა 3 096 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით. კარანტინის რეჟიმშია 490, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 069. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 353 მოქალაქე

26 იანვარი 2021, 10:59

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა , - ინფორმაცია ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა. საქართველოში კორონავირუსის 254 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 244 446. გარდაიცვალა 3 096 პაციენტი.

26 იანვარი 2021, 10:56

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 420 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 147 254 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 758 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 იანვარი 2021, 10:52

სპორტი

„ინტერის“ მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„უდინეზესთან“ იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრის ბოლოს ანტონიო კონტემ და გაბრიელე ორიალიმ შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც მატჩის ოქმშიც აისახა. ამ ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.