imedi /  27 ნოემბერი 2020, 16:58 / სანდო წყარო

2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით 2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2020) გაიმართება, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა თემატურ სესიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ ევროკავშირთან საქართველოს ციფრული ბაზრის ჰარმონიზების პროცესის მიმდინარეობაზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამებზე, მათ შორის სათემო ინტერნეტზე, ელექტრონულ კომერციასა და ინფრასტრუქტურის გაზიარების რეგულაციებზე და სხვ.

GeoIGF 2020-ში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი; საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, მომხმარებლის კიბერმზაობა; ზედა დონის დომენური სახელის .GE გამოწვევები და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს.

ფორუმში ასევე განხორციელდება ჩართვა საქართველოს მაღალმთიანი სოფლიდან არდოტიდან, რომლის დროსაც ადგილობრივი მკვიდრი ლევან არდოტელი ისაუბრებს, როგორ შეცვალა სათემო ინტერნეტიზაციის პროექტმა მისი და მისი სოფლის ცხოვრება.

ღონისძიება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ევგენი კორნიჩუკი

26 ივნისი 2022, 11:17

მსოფლიო

ისრაელში უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს

უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს, - ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

26 ივნისი 2022, 11:08

საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მშობლიურ სოფელში, გომბორში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კახეთში დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელ გომბორში გუშინ საღამოს გადაასვენეს. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. 42 წლის ალუდა ზვიადაური სევეროდონეცკში საბრძოლო მოქმედებების დროს მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილის დახმარებას ცდილობდა. რუსეთ-უკრაინის ომს ჯამში 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

26 ივნისი 2022, 11:05

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

26 ივნისი 2022, 10:51

რეგიონი

სოფელ უწერასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

26 ივნისი 2022, 10:24

მსოფლიო

საფრანგეთში აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას გეგმავენ

ფრანგმა კანონმდებლებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც აბორტის უფლების ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს.

26 ივნისი 2022, 10:10

რეგიონი

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა.

26 ივნისი 2022, 10:01

მსოფლიო

BBC: რუსეთი ბელარუსს „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემების გადაცემას დაჰპირდა, რომელთაც ბირთვული ტიპის რაკეტების გასროლა შეუძლიათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ბელარუსს მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.

26 ივნისი 2022, 09:49

საზოგადოება

მსჯავრდებულებმა ტრენინგის ფარგლებში ინიცირებული ბიზნესიდეები წარადგინეს

კომერციული საქმიანობის განვითარების, ორგანიზებისა და მართვის შესახებ, #17 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა ცოდნა გაიღრმავეს.

26 ივნისი 2022, 09:43

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე რიონი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზეა გადმოსული, სოფელ უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ინტენსიური წვიმის შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა და გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბონო

26 ივნისი 2022, 09:30

ტაბლოიდი

U2-ს წევრის, ბონოს განცხადებით, ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებ ათწლეულების განმავლობაში არაფერი იცოდა

ლეგენდარული ირლანდიური ჯგუფის, U2-ს წევრმა, ბონომ მორიგ ინტერვიუში პირველად თქვა, რომ ჰყავს ნახევარძმა, რომლის არსებობის შესახებაც ათწლეულების განმავლობაში არ იცოდა.

26 ივნისი 2022, 09:14

მსოფლიო

Al Jazeera: შვეიცარიაში 3,1 ტონა რუსული ოქრო შეიტანეს

შვეიცარიის საბაჟო ორგანოები რუსეთში წარმოებული 3,1 ტონა ოქროს იმპორტის საკითხს განიხილავენ. ოქროს ღირებულება $202 მილიონია. ის შვეიცარიაში ბრიტანეთიდან მაისში შეიტანეს. ეს რუსული ოქროს შვეიცარიაში იმპორტის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

26 ივნისი 2022, 08:53

ტექნოლოგიები

კანადაში გამყინვარების ხანის მამონტი აღმოაჩინეს

ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, ბეწვიანი მამონტის გაყინული ნეშტი იპოვეს. ცხოველი დაახლოებით 30 000 წლის წინ ცხოვრობდა. მისი სხეული ოქროს მაღაროში აღმოაჩინეს.

26 ივნისი 2022, 08:39

მსოფლიო

BBC: ესპანეთის ქალაქ მელილიაში შეღწევის მცდელობისას ათობით ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ აფრიკაში, ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ მელილიაში შეღწევის მცდელობისას, ათობით ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია სულ მცირე 23 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ზოგი სასაზღვრო ღობიდან ჩავარდა.

26 ივნისი 2022, 08:01

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

„ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და მაშველები იყვნენ მობილიზებული. უფრო დეტალური ინფორმაცია - მოგვიანებით“, - წერს დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამზე“.

მიხეილ სარჯველაძე

26 ივნისი 2022, 00:38

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გარეშე, ეს იყო რეალურად, რაც გუშინ მათი მხრიდან ვიხილეთ

ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩია

26 ივნისი 2022, 00:21

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მოთხოვნა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ეხება, საერთოდ ბუნდოვანია, ბევრად უფრო გასაგები უნდა იყოს იდეა, სინამდვილეში რისთვის აწუხებ ამ ადამიანებს

მოთხოვნა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ეხება, საერთოდ ბუნდოვანია, ვინ ნიშნავს მთავრობას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

იგორ ჟოვკვა

25 ივნისი 2022, 23:39

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე: ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები - ნატოში გაწევრიანების კუთხით სხვა არაფერს გავაკეთებთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანების კუთხით ნაბიჯების გადადგმაზე.

25 ივნისი 2022, 23:38

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ელენე ხოშტარია

25 ივნისი 2022, 23:38

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ჩარიცხულ რუბლებზე: არაფერი სკანდალური ამაში არ არის

„არაფერი სკანდალური ამაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტულ ტელეარხებს ასე უნდათ წარმოაჩინონ, ბიძინა ივანიშვილს, პირველ რიგში ამ სისტემას, რომელსაც მე ძალიან პრინციპულად ვებრძვი. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად საჯარო, ღია, როგორც მემკვიდრეობის ფაქტი, ასევე ამ მემკვიდრეობით მიღებული 25 წლის განმავლობაში თანხების ფაქტი“.

25 ივნისი 2022, 23:08

სამართალი

წალენჯიხის მერის თანაშემწე სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, წალენჯიხის მერის თანაშემწე, სამსახურეობრივი ავტომანქანით ავარიაში მოყვა. მერი გიორგი ხარჩილავა მერიის ავტომანქანით, თანაშემწესთან ერთად თბილისში აქციაზე იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას უკან დაბრუნებისას არაუფლებამოსილი პირი მართავდა, რა დროსაც სხვა მანქანას დაეჯახა.