imedi /  27 ნოემბერი 2020, 21:22 / სანდო წყარო

პირველად ისტორიაში საქართველო „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ მასპინძლობს

ევროპელ მკვლევართა ღამე

2020 წლის 27 ნოემბერს საქართველო პირველად უერთდება 29 ქვეყანას „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას. ღონისძიება მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მისი მიზანია მეცნიერებისა და ფართო საზოგადოების დაახლოება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

2005 წლიდან „ევროპელ მკვლევართა ღამე“ მხარს უჭერს მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მეშვეობით. 2019 წელს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი 2020-ის“ მიერ მხარდაჭერით გამართულმა ღონისძიებამ 1.6 მილიონ სტუმარს უმასპინძლა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ 400-ზე მეტ ქალაქში.

ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს მეცნიერების მრავალფეროვნება და მისი გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აგრეთვე, აამაღლოს ინტერესი კვლევასთან დაკავშირებული პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. წელს, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ოჯახებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ მკვლევარებს და პრაქტიკული ექსპერიმენტების, სამეცნიერო წარმოდგენების, თამაშების, თავსატეხების, კონკურსების, გამოფენებისა და ციფრული აქტივობების საშუალებით ეზიარონ კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებს.

წელს საქართველო პირველად შეუერთდა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას, რაც შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერ-მკვლევართა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ და გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.

კვლევა, ისევე როგორც განათლება, მნიშვნელოვანი სამომავლო ინვესტიციაა და იგი საფუძვლად უნდა დაედოს მდგრად, ინკლუზიურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველომ 2016 წელს მიიღო „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი, რამაც ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს მეცნიერებსა და მკვლევარებს. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წვლილს შევიტანთ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ათვისების საქმეში.

საქართველო უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს „ჰორიზონტი 2020“-ისა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდასა და შრომის ბაზრის განვითარებას, დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში და კიდევ უფრო განამტკიცოს ურთიერთობები ევროკავშირთან,“ - განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.

2020 წლის 27 ნოემბერს, „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს იმ მკვლევართა და მეცნიერთა დაჯილდოება, რომლებიც „ჰორიზონტი 2020“-ის სხვადასხვა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. მათ შორის:
-ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
-სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
-ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
-საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია (GALA)

სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

20 იანვარი 2021, 11:01

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება

არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. ასე გამოეხმაურა „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში.

20 იანვარი 2021, 10:59

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

20 იანვარი 2021, 10:59

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 745 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

20 იანვარი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

20 იანვარი 2021, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 212 თბილისში, 61 იმერეთში, 33 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო - ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსი

20 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2021, 10:40

მსოფლიო

WSJ: ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის შესაძლებლობას განიხილავდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის უფლებამოსილების ვადაც დღეს იწურება, ბოლო კვირების განმავლობაში თავის თანამოაზრეებთან ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხს განიხილავდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

20 იანვარი 2021, 10:36

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 62,094 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 62,094 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,192 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8,573,864 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 211,491 ადამიანი გარდაიცვალა.

სტივ ბენონი

20 იანვარი 2021, 10:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი შეიწყალა

ტრამპმა ეს თავისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენონი „კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ლიდერი იყო“, მისთვის ბრალდების წარდგენა კი ბენონის პოლიტიკურ პროექტში ჩართულობას უკავშირდება.

20 იანვარი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში 1,148 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 15,974 ადამიანს დაუდგინეს, 1,148 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,068,002 შემთხვევა გამოვლინდა, 48,770 ადამიანი გარდაიცვალა.

მადრიდის ცენტრი

20 იანვარი 2021, 09:56

მსოფლიო

ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ესპანეთის დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო ხელისუფლებამ კატასტროფის ზონად გამოაცხადა. შედეგად, მიყენებული ზარალის კომპენსირება უფრო მარტივად მოხდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

თეა წულუკიანი

20 იანვარი 2021, 09:40

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი

მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

20 იანვარი 2021, 09:29

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 20 იანვარს ქუთაისში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +1 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 კი გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ენგურჰესი

20 იანვარი 2021, 09:03

ეკონომიკა

„ენგურჰესი“ დღეიდან სამი თვით ჩერდება

20 იანვრიდან, „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება. გადაწყვეტილება გვირაბში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ამით ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ენერგო სისტემა არ დაზიანდება, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მომარაგდება „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი - ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას მიიღებს, ანაზღაურება კი აფხაზური მხარის უზრუნველსაყოფი იქნება.

20 იანვარი 2021, 08:58

საზოგადოება

დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისათვის მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. .

სალომე ზურაბიშვილი

20 იანვარი 2021, 08:48

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

20 იანვარი 2021, 08:36

რეგიონი

კობი-გუდაურის ავტომაგისტრალი უამინდობის გამო მე-10 დღეა ჩაკეტილია

თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კობი-გუდაურის მონაკვეთზე შესაძლოა დღეს შუადღემდე აღდგეს. საავტომობილო მაგისტრალის გაწმენდა როგორც გუდაურის, ასევე კობის მხრიდან, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კობი-გუდაურის ავტომაგისტრალი უამინდობის გამო მე-10 დღეა ჩაკეტილია.

მაკა ბოჭორიშვილი

20 იანვარი 2021, 08:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე იქნება საუბარი, თუ როგორ მიმდინარეობს კონსულტაციები და პოლიტიკური პროცესი საქართველოში

ევროპარლამენტარები დაინტერესებულები არიან საქართველოში არსებული სიტუაციით და მიმდინარე მოვლენებით, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 იანვარი 2021, 08:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უმნიშვნელოვანესია ვესაუბროთ ევროპარლამენტარებს ჩვენს გეგმებზე ევროკავშირთან მიმართებით

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ევროპარლამენტარები განიხილავენ ევროკავშირის წინაშე მდგარ გამოწვევებს, საქართველოსაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

ენტონი ბლინკენი

20 იანვარი 2021, 03:36

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.