imedi /  28 ნოემბერი 2020, 16:01 / სანდო წყარო

საქართველოს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.

28 ნოემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, სადაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, მამუკა ხაბარელმა ფესტივალთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

შალვა გოგოლაძის თქმით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და აღიარებაა.

„ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და აღიარებაა, თუმცა ამავდროულად არის დიდი გამოწვევა რამდენიმე მიმართულებით. ქვეყანა ღირსეულად უნდა დახვდეს ამ უდიდეს სპორტულ ღონისძიებას, რისთვისაც სამინისტრო ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. პირველ რიგში, ბაკურიანში უნდა მოვაწყოთ შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, ჩვენს ახალგაზრდა ოლიმპიელებს კი მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა სრულფასოვნად მოემზადონ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ ამ სპორტულ ღონისძიებაზე. საქართველოს უკვე აქვს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება, მათ შორისაა 2015 წლის ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელმაც საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 2025 წელს კი ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე. ვულოცავ საქართველოს ამ დიდ აღიარებას“, - განაცხადა შალვა გოგოლოძემ.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მთავარი მოტივაცია და მიზანი, როგორც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის, ასევე მთავრობისათვის არის ის, რომ უმაღლეს დონეზე ჩატარდეს ფესტივალი.

„მთავარი მოტივაცია და მიზანი, როგორც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის, ასევე ჩვენი მთავრობისათვის გახლავთ არა მხოლოდ ის, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ფესტივალი, არამედ ის, რომ განვავითაროთ ზამთრის სპორტი ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ მიმართულებით. ეს პროექტი ასევე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ როგორც სპორტული ტურიზმი, ასევე ზოგადად ტურიზმი განვითარეს ჩვენს ქვეყნაში, ოლიმპური ფესტივალის პერიოდში მთელი ევროპის ყურადღება საქართველოსკენ იქნება მომართული, რაც უმნუშვნელოვანესი ფაქტორია.

სამთო-სათხილამურო მიმართულებით ბაკურიანის ტრასები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. დაგეგმილია ბაკურიანის ცნობილი ტრამპლინის რეაბილიტაცია, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება, ასევე დამუშავებულია პროექტი ბიატლონის ტრასის მშენებლობისთვის. ოლიმპიური ფესტივალისთვის საჭიროა ორი ყინულის მოედანი და შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთი მოედანი ბაკურიანში, ხოლო მეორე მოედანი თბილისში აშენდება“, - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის განცხადებით კი, საქართველო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა სათხილამურო სპორტის სახეობებში და ამ მიმართულებითაც დაწყებულია მზადება.

„ბოლო პერიოდში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხროციელდა და პროცესი ამ ეტაპზეც გძელდება. როგორც ცნობილია, საქართველო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა სათხილამურო სპორტის სახეობებში და ამ მიმართულებითაც დაწყებულია მზადება.

პანდემიის მიუხედავად, 3 ახალი საბაგირო რეკორდულ დროში დასრულდა, ასევე მიმდინარეობს სხვადასხა მოსამზადებელი სამუშაოები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ინფრასტრუქტურა საბოლოო ჯამში დარჩება ქვეყანას. მთის კურორტები ყალიბდება იმისათვს, რომ უმასპინძლოს ნებისმიერი დონის და რანგის საერთაშორისო შეჯიბრს, ხოლო ინფრასტრუქტურა შემდგომ მოხმარდეს ზამთრის კურორტების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ჭირაქაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ბაკურიანის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება 2019 წლის 30 ივლისს გამართულ აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. 2020 წლის თებერვალში, საქართველოში EOC -ის შემფასებელი კომისიის წევრების ვიზიტის და ოფიციალური შეხვედრების შემდეგ კი, კომიტეტის ხელმძღვანელობამ, წინასწარ დადგენილ ვადებში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს პროტოკოლით გათვალისწინებული დოკუმენტების პაკეტი წარუდგინა.

საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის სამინისტროებთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან მუშაობის შედეგად, ერთობლივი ძალისხმევით მთავარი მიზანი ამ ეტაპისთვის მიღწეულია - საქართველო 2025 წლის მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძელია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველომ წარმატებულად უმასპინძლა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც სპორტის 9 სახეობაში 50 ქვეყნის 3 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, აშენდა ახალი სპორტული დარბაზები და გარემონტდა არაერთი არსებული ობიექტი, საქართველომ კი განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

ამჯერად, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, აუცილებელია ბაკურიანში ზამთრის სპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, მასშტაბური თანამედროვე სასრიალო ტრასების გამართვა და ასევე, ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალი სპორტული მიზნებისთვის მომზადება ზამთრის სახეობებში.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2022, 18:01

სპორტი

„ბორჯღალოსნებისა“ და არგენტინა XV-ის შეხვედრა დაიწყო🏉

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინა XV-ს ეთამაშება. ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა.შეხვედრა ქუთაისში, „აია არენაზე“ მიმდინარეობს.

ნინო დოლიძე

03 ივლისი 2022, 17:33

პოლიტიკა

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12-პუნქტიანი მოთხოვნების გეგმის შესრულება შესაძლებელია

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12-პუნქტიანი მოთხოვნების გეგმის შესრულება შესაძლებელია. მათ მიერ წარდგენილ პუნქტებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, საუბარია საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე.

03 ივლისი 2022, 17:27

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ღარულას ადიდება გამოიწვია

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ღარულას ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემა შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს.

ბესიკ ტაბიძე

03 ივლისი 2022, 17:21

პოლიტიკა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანონიმური პირები ურეკავენ საჯარო მოხელეებს და ეკითხებიან, ხომ არ არიან გაფრთხილებული სუსიდან იმის შესახებ, რომ აქციაზე არავინ გაუშვან

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანონიმური პირები, მოგონილი ვინაობებით, ურეკავენ საჯარო მოხელეებს და ეკითხებიან, ხომ არ არიან გაფრთხილებული სუსიდან იმის შესახებ, რომ თბილისში აქციაზე არავინ უნდა გაუშვან. როგორც „ქრონიკას“ სატელეფონო ჩართვისას ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ განუცხადა, დღის განმავლობაში მასთან რამდენჯერმე დარეკეს მისთვის უცნობმა პირებმა ბრალდებით, თითქოს ის თანამშრომლებს აქციაზე გასვლას უკრძალავს.

ირაკლი ზარქუა

03 ივლისი 2022, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩიხში შეიყვანონ

საქართველოსთან მიმართებით თქვეს, რომ დიახ, არის გარკვეული რეკომენდაციები, რომ ჩვენ ახლა მოგვცემენ პერსპექტივას, ეს მნიშვნელოვანია. კონკრეტული 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შევასრულოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დათო ევგენიძე

03 ივლისი 2022, 16:52

კულტურა

დათო ევგენიძე: საოცარი მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც საოცარი ქართული კულტურა, ხალხური სიმღერები და ჩვენი პატრიარქის საგალობლები წარმოადგინეს

ჩვენს ვოკალურ მუსიკას მთელ მსოფლიოში საერთოდ ბადალი არ აქვს! საქართველოს გამარჯვება რომ არ უხარიათ ადამიანებს, ეგ ჩემთვის ძალიან უცნაურია!, - ამის შესახებ მუსიკოსი დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის მიერ ვატიკანში გამართულ კონცერტს ეხმიანება.

პიტერ ბრუკი

03 ივლისი 2022, 16:40

პოლიტიკა

რეჟისორი პიტერ ბრუკი გარდაიცვალა

ბრუკი დღეს, პარიზში გარდაიცვალა, სადაც 1974 წლიდან ცხოვრობდა. ის 97 წლის იყო. ბრუკის ფილმები „ბუზების მბრძანებელი“ და „7 დღე. 7 ღამე“ კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. მან ასევე გადაიღო სურათები „მაჰაბჰარატა“, „შეხვედრები არაჩვეულებრივ ადამიანებთან“ და მრავალი სხვა.

ნიკ ბერესფორდი

03 ივლისი 2022, 16:38

პოლიტიკა

ნიკ ბერესფორდი: ვუერთდები შსს-სა და მისი პოლიციის მიმართ გამოთქმულ მადლობებს „თბილისი პრაიდზე“ მყოფი ყველა პირის დასაცავად, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის

გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, გუშინ ჩატარებულ ღონისძიებას ეხმიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის.

ჰუბერტ ქნირში

03 ივლისი 2022, 16:25

რეგიონი

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-11 კილომეტრზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-11 კილომეტრზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე სტიქიის შედეგად, უხვი ნალექის ნაკადმა გამოიწვია საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ჰუბერტ ქნირში

03 ივლისი 2022, 15:55

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: დეპოლარიზაცია აუცილებელია და ეს უნდა უზრუნველყოს ყველა მხარემ

მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობა საქართველოში უკვე დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

მეუფე შიო

03 ივლისი 2022, 15:49

პოლიტიკა

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აბიტურიენტები დალოცა.

03 ივლისი 2022, 15:47

მსოფლიო

კიევი ანკარას სთხოვს, გადაადგილების უფლება არ მისცეს რუსულ გემს, რომელიც ოკუპირებული უკრაინიდან წაღებული მარცვლეულითაა დატვირთული

უკრაინა სთხოვს თურქეთს, შეაჩეროს რუსული დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელმაც ოკუპირებული ბერდიანსკის პორტიდან მარცვლეული გაიტანა.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 ივლისი 2022, 15:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მე მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში.

დიეგო კოლასი

03 ივლისი 2022, 15:19

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: მინდა, შევაქო საქართველოს შს სამინისტრო გაწეული სამუშაოსთვის, ქვეყნის კონსტიტუციისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მედგრად დაცვისთვის

საფრანგეთის ელჩი საქართველოში - დიეგო კოლასი, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, გუშინ ჩატარებულ ღონისძიებას ეხმიანება და „ტვიტერის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

03 ივლისი 2022, 15:17

მსოფლიო

უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უზბეკეთის ხელისუფლებამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა.

ივანე ჩხაიძე

03 ივლისი 2022, 15:05

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის კანმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა მისი თქმით, დაავადება უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2022, 14:58

COVID19

ამირან გამყრელიძე: მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება, ამიტომ აუცილებელია ავიცრათ

მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც ბათუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

03 ივლისი 2022, 14:35

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

„შინ ევროპისკენ“ ასე ჰქვია აქციას, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი და რომლის ორგანიზატორიც ოფიციალურად მოძრაობა „სირცხვილიაა“, თუმცა მათ უკან როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიებია.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 ივლისი 2022, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მმართველ პარტიას უკვე აქვს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ვადაში გაწერილი, კონკრეტული გეგმა და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ფრაქციასა და სამოქალაქო საზოგადოებას სთავაზობს, მისი რეალიზება აქტიური ჩართულობით მოხდეს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ მსჯელობაში ჩართვას სთავაზობს.

ბაჩო დოლიძე

03 ივლისი 2022, 14:21

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: დღეს არის მნიშვნელოვანი, რომ შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა და შესრულდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ

დღეს არის მნიშვნელოვანი, რომ შესრულდეს 12 პუნქტი და შესრულდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.