imedi /  28 ნოემბერი 2020, 16:15 / სანდო წყარო

ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, მწერალთა სახლთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული კონკურსები ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა. მან მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა, თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა სამეცნიერო კონკურსში მონაწილეობისთვის და შემდგომი წარმატება უსურვა.

მუსიკალური კონკურსის „მეცნიერება მუსიკაში“ ფარგლებში, რომელიც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოაცხადა, სტუდენტებს სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური ნაწარმოები უნდა შეექმნათ. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების ნომინაციაში „ჰიმნი მეცნიერებას“ გამარჯვებული კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მათინ ფეიმანი გახდა. საუკეთესო ელექტრონული მუსიკალური ნაწარმოების ნომინაციაში კომპოზიციის მიმართულების სტუდენტმა ჯონი ასიტაშვილმა გაიმარჯვა. ხოლო საუკეთესო სოლო ინსტრუმენტული მუსიკალური ნაწარმოების ნომინაციის გამარჯვებული ასევე კომპოზიციის მიმართულების სტუდენტი გაგი სიხარულაშვილი გახდა.
მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული მოთხრობების კონკურსი „O Captain! My Captain! Our Scientific trip here starts“ ფარგლებში, გამარჯვებულები სამ საპრიზო ნომინაციაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელი ნინო ჯინჭარაძე გახდა მოთხრობით „იპოვე პატერნი“; მეორე ადგილი თამარ კიზივაძემ მოიპოვა ნამუშევრით „იგივე, მაგრამ უკეთესი“; ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გიორგი ფარეხელაშვილი გახდა მოთხრობით „გენეზისი“.

რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსს „ფერით დანახული მეცნიერება“, ორი მიმართულებით, საუკეთესო ესკიზებისა და ნახატების გამოვლენისთვის ჩატარდა. კონკურსის მიზანი სახვითი ხელოვნების ნიმუშებში სამეცნიერო აღმოჩენების, ტექნოლოგიური გამოგონებების ან მეცნიერული მოვლენების აღბეჭვდა წარმოადგენდა.

ნახატების კონკურში გამარჯვებულები სამი საპრიზო ადგილისთვის გამოვლინდნენ. პირველი ადგილი ხვიჩა წენგუაშვილმა მოიპოვა ნამუშევრით „სიცოცხლე სიცოცხლისთვის“; მეორე ადგილის მფლობელი მარი კაშანსკი გახდა ნამუშევრით “Infrared”; ხოლო მესამე ადგილი ვაჟა კავლელაშვილის ნამუშევარმა „პეპლის ეფექტი - The Butterfly effect“ მოიპოვა.
ესკიზების კონკურსის მიმართულებით, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული: ელისაბედ ლეფსვერიძე, ვაჟა კავლელაშვილი (ორი გამარჯვებული ესკიზი), ლაშა ბაკაშვილი (ორი გამარჯვებული ესკიზი), მარიამ დოლიძე, ლიკა წერეთელი და ნატა აბდალაძე (ჯგუფური ნამუშევარი) და ხვიჩა წენგუაშვილი.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში პროექტის „მეცნიერება კაპიტანიას“ ფარგლებში ევროპული სივრცეები მოეწყო, რომლებიც გამარჯვებული ესკიზების მიხედვით მოიხატება. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე ესკიზები ლოტოტრონის სისტემით გადანაწილდა თბილისის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ქუთაისის (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ბათუმის, ახალციხის, თელავისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებისათვის. ევროპულ სივრცეებს თავად გამარჯვებული სტუდენტები მოხატავენ.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა მარუაშვილი, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, მწერალთა სახლისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.

საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 9,997 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,997 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 394 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,424,684 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 69,519 ადამიანი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 09:46

საზოგადოება

„სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ „სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ მოაწერეს.

იუსტიციის სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:29

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განათლების სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:22

საზოგადოება

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ ონლაინ შეხვედრა გამართა

სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

კოვიდპასპორტი

26 თებერვალი 2021, 09:13

COVID19

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ, რაც მათივე განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყოს ხელს.

საქართველოს რკინიგზა

26 თებერვალი 2021, 08:52

ეკონომიკა

ბილეთების შეძენა რკინიგზის სალაროებში დღეიდან იქნება შესაძლებელი

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანას განაახლებს. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მგზავრობისას COVID19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება არ ექნებათ.

ამინდი

26 თებერვალი 2021, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 26 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნივერსიტეტი

26 თებერვალი 2021, 08:15

საზოგადოება

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო სივრცეებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მონიტორინგზე იმსჯელეს.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 08:15

COVID19

ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727, გარდაცვლილია - 3475, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1553 პაციენტი რჩება, კლინიკურ სასტუმროში 180 ადამიანი იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძე

26 თებერვალი 2021, 08:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თუ გინდათ, შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე

სპეციალისტები პირბადის ტარებასა და რეკომენდაციებზე უარის თქმას ყველაზე დიდი საფრთხედ მიიჩნევენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ზაფხულში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის რისკის ქვეშ დადგება.

ერგნეთი

26 თებერვალი 2021, 07:57

რეგიონი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას ერგნეთში გამართავს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას სოფელ ერგნეთში გამართავს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე წარადგენენ ანგარიშს. ანგარიშში განხილული იქნება საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ანგელა მერკელი

26 თებერვალი 2021, 01:15

COVID19

მერკელი: ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება.

ლოკი

26 თებერვალი 2021, 00:57

კულტურა

Disney-მ სერიალ „ლოკის“ პრემიერის თარიღი დაასახელა

სერიალი Marvel-ის ფილმის „თორი“ სპინოფი იქნება. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სერიალის რეჟისორი კეიტ ჰერონია. ლოკის როლს ტომ ჰიდლსტონი დაუბრუნდება. მასთან ერთად სერიალში ოუენ უილსონი, გუგუ მბატა-როუ, სოფია დი მარტინო, რიჩარდ ე. გრანტი და სხვები შეასრულებენ.

26 თებერვალი 2021, 00:52

მსოფლიო

აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს

აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 00:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 261 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:31

ტაბლოიდი

აშშ-ში 3 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნდა

3 წლის შემდეგ ქალმა Facebook-ზე ცხოველთა ადგილობრივი თავშესაფრის ფოტოები ნახა, რომლებშიც მისი დაკარგული ძაღლი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, რამდენიმე კვირით ადრე უცნობმა ადამიანმა როკი ქუჩაში იპოვდა და თავშესაფარში წაიყვანა. იქ ვეტერინარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლი ავადაა და ადგომა არ შეუძლია.

26 თებერვალი 2021, 00:23

ეკონომიკა

2020 წელს საქართველოდან 21,7 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა

2020 წელს, საქართველოდან 21,7 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 15,3 ტონით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემომოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია.

26 თებერვალი 2021, 00:20

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 421 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 421 407 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 508 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:11

საზოგადოება

თბილისის მეტროს ელექტროსისტემის მოდერნიზაცია განხორციელდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროში გასულ წელს დასრულდა ელექტროსისტემის მოდერნიზაციის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

26 თებერვალი 2021, 00:07

COVID19

ევროკავშირის სამიტი: ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია, რის გამოც მკაცრი შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს

ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სერიოზული რჩება, რის გამოც მკაცრი შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.