IMEDI /  01 დეკემბერი 2020, 10:00 / სანდო წყარო

1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1988 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2020 წლის თემაა: „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.

საქართველო უკვე 29-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. COVID-19 პანდემიამ, ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც გამოავლინა ჩვენს საზოგადოებაში არსებული მრავალი პრობლემა. მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად აისხა საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებზე.

„დღეს, აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხის, დასრულება მრავალმხრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს მსოფლიო COVID-19 პანდემიას. ასე რომ, უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ COVID-19 და შიდსის ეპიდემია საქართველოში! ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ სტატუსი და თუ ხარ აივ ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია. ამიტომ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კვლავ აქტუალურია და კვლავ შეახსენებს საზოგადოებას და მთავრობებს აივ/შიდსის პრობლემის შესახებ, რომელიც ისევ მწვავედ დგას და ტვირთად აწევს ადამიანებს, საზოგადოებას და ქვეყნებს. ჯერ ისევ კრიტიკულად მნიშვენელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხი აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, რათა მოხდეს: ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის შესახებ; სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ნუ გადადებთ ხვალისთვის, ჩაიტარეთ აივ ტესტირება დღესვე!“, - ნათქვამია შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში:
2020 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8598 აივ ინფიცირებული პირი, 6422 – კაცი, 2176 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1781 გარდაიცვალა.
30 ნოემბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5379 (4779 + 600 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.3 % - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.2 % - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.2 % - კაცები რომელთაც სექსი აქვთ კაცთან; 1.3 % - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია: თბილისში (3216 შემთხვევა); სამეგრელოში 1172; იმერეთში 1026; აჭარაში 980; აფხაზეთში (530); კახეთში (431); ქვემო ქართლში (489); შიდა ქართლში (319); გურიაში (183); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2024, 08:11

საზოგადოება

გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის შენობის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს

გავრცელდა პარლამენტის შენობის ჩამსხვრეული შუშების ვიდეოკადრები გუშინდელი აქციის დროს. აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს. კადრებს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 დეკემბერი 2024, 08:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აქციის დასრულების შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ჩაატარეს.

09 დეკემბერი 2024, 02:07

პოლიტიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირდაპირი ჩართვისას რამდენიმე მონაწილემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და „რუსთავი 2-“ პროპაგანდისტი მედია უწოდა.

09 დეკემბერი 2024, 02:04

პოლიტიკა

პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა

საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა.

ნიკა გაბელია

09 დეკემბერი 2024, 01:39

პოლიტიკა

ნიკა გაბელია ნიღბების აკრძალვის ინიციატივაზე: ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია

ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ბლოგერმა ნიკა გაბელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ შეკრებაზე ნიღბების ტარების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

ნინო ნადირაძე

09 დეკემბერი 2024, 01:33

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ შეშფოთდნენ, ამაზე მეცინება

ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ, შეშფოთდნენ ამაზე მეცინება, - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და „იმედის“ ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

ნინო ნადირაძე

09 დეკემბერი 2024, 01:00

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს დასავლეთიდან სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო

მე ვუყურებ ამ შეიარაღებულ კადრებს და ჩემი ფიქრები წავიდა 1991 წლის 22 დეკემბრისკენ, როდესაც ზუსტად ასეთი ფორმირებები იქმნებოდა, მოხდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვწია უკან. შემდგომში ეს ბანდფორმირებები ყველას სახლებში უვარდებოდნენ , - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

ირმა ჭკადუა

09 დეკემბერი 2024, 00:55

პოლიტიკა

ირმა ჭკადუა: ჩემო შვილებო, მინდა ყველას მოგმართოთ, დაფიქრდით - დარწმუნებული ვარ, თქვენ გულწრფელად გახვედით, მაგრამ გახდით პროპაგანდის მსხვერპლი, გადაგიღეს, თქვენი ქმედებები აღბეჭდეს და ასეთი გამზადებული, ხონჩით მიართვეს ბრალდების მხარეს

ადვოკატი ირმა ჭკადუა გადაცემაში „იმედის კვირა“ გამოეხმაურა არსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მიზნით ჯგუფი შექმნეს, რათა მათი თქმით, მომიტინგეები „ტიტუშკებისგან“ დაიცვან.

09 დეკემბერი 2024, 00:25

პოლიტიკა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.

ცოტნე ანანიძე

09 დეკემბერი 2024, 00:20

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ძალიან აქტიურად, ფორსირებულად მიდის პარალელების გავლება 7 ნოემბერთან, 26 მაისთან, 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევასთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად კარდინალური სიტუაცია

ძალიან აქტიურად, ფორსირებულად მიდის პარალელების გავლება 7 ნოემბერთან დაკავშირებით, 26 მაისთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევასთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად კარდინალური სიტუაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ.

09 დეკემბერი 2024, 00:18

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მიზნით ჯგუფი შექმნეს, რათა მათი თქმით, მომიტინგეები „ტიტუშკებისგან“ დაიცვან. ვიდეო

„არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს ეს ხალხი, ვინც ახალა თქვენს უკან დგას, ეს არიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ იმათ საქმეს, ვინც დღეს არ იცავს საკუთარ ხალხს. ეს არიან ბიჭები, რომლებიც ქუჩა-ქუჩა ივლიან, დადგებიან, დაგეხმარებიან და თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დაცულები და ვერანაირი ტიტუშკა ვერაფერს დაგიშავებთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ნიღბიანმა ახალგაზრდამ.

ლალი მოროშკინა

08 დეკემბერი 2024, 23:51

პოლიტიკა

ლალი მოროშკინა ზურაბიშვილისა და ტრამპის შეხვედრის ამსახველ ვიდეოზე: სალომე ზურაბიშვილი იქ ვერ მოასწრებდა სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებას, არ იყო ამის დრო

სალომე ზურაბიშვილი იქ ვერ მოასწრებდა სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებას, არ იყო ამის დრო, - განაცხადა უფლებადამცველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს შეფასებისას.

ლალი მოროშკინა

08 დეკემბერი 2024, 23:43

პოლიტიკა

ლალი მოროშკინა: უნდა დასრულდეს ეს აქციები ან გადაიზარდოს ძალიან მშვიდობიან ფორმაში, რასაც სთავაზობს პრემიერი

უფლებადამცველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი განცხადებით, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების ფორმატი.

მაია ნიკოლეიშვილი

08 დეკემბერი 2024, 23:34

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: საქართველოში დღეს მიმდინარეობს ულიდერო მაიდანი

საქართველოში დღეს მიმდინარეობს ულიდერო მაიდანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.

თამთა მეგრელიშვილი

08 დეკემბერი 2024, 23:31

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „მთავარმა არხმა" „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა. მისი ოჯახის წევრები „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან

„მთავარმა არხმა" „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე მეორე პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა. ეს ადამიანი ვინმე ძნელაძეა და ის და მისი ოჯახის წევრები „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან, - წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ზურაბ აბაშიძე

08 დეკემბერი 2024, 23:30

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიან და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს, დანარჩენი ექსტრემისტული ძალები იყენებენ სათავისოდ, რომ ქვეყანაში მოახდინონ მაიდანიზაცია, მოახდინონ არეულობა და ქვეყანა დაღუპონ

იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიან და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს, დანარჩენი ექსტრემისტული ძალები იყენებენ სათავისოდ, რომ ქვეყანაში მოახდინონ მაიდანიზაცია, მოახდინონ არეულობა და ქვეყანა დაღუპონ, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

ზურაბ ქადაგიძე

08 დეკემბერი 2024, 23:27

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „მთავარმა არხმა" დადო თავდამსხმელების ფოტოები და ჰოი საოცრებავ, ორი ახალგაზრდა რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირშია - ერთის დედამ ისიც კი თქვა, ჩემი შვილი ძმაკაცს ახლდა და მხოლოდ გააშველა, არ უცემიაო

რა დონის და მასშტაბის ნაძირალები ხართ, რომ ყველანაირ სპექტაკლს გაითამაშებთ, ოღონდ ბინძური ეგო დაიკმაყოფილოთ?! - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

08 დეკემბერი 2024, 23:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ფაზლი ეტაპობრივად ლაგდება და დგინდება, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა, ოპოზიციის მიერ კარგად სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც სასარგებლო იდიოტებს შეასრულებინეს

„მთავარმა არხმა“, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე მეორე პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა, საინტერესოა რომ ძნელაძის ოჯახი, ისევე როგორც პირველი იდენტიფიცირებული პირის ოჯახი ნაციონალური მოძრაობის და კოლექტიური ოპოზიციის მყარი მხარდამჭერები არიან, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

08 დეკემბერი 2024, 22:59

საზოგადოება

თბილისის მერია: მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე

გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

08 დეკემბერი 2024, 22:36

პოლიტიკა

„გაიფიცე“ - ოპოზიციის მხარდასაჭერად დაწყებული კამპანია. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„გაიფიცე“ - ოპოზიციის მხარდასაჭერად დაწყებული კამპანია.