როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ფოტო: Shutterstock.com
სინოპტიკოსები 1-ელ დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +5. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშე დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +9 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
გორში იწვიმებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმა და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში თოვლი და +4 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმაა ნავარაუდევი თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+8 გრადუსი და მცირე ნალექია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა სიღნაღშიც. +6 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
წვიმაა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +8 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა სიახლე
07 დეკემბერი 2024, 22:14
მსოფლიო
ტრამპი სირიაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, არ უნდა ჩავერიოთ
„აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ამასთან [სირიაში განვითარებულ მოვლენებთან]. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. არ უნდა ჩავერიოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთს, რომელიც ჩართულია უკრაინაში, სადაც 600 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, როგორც ჩანს, არ შეუძლია შეაჩეროს სირიაში ოპოზიციური ძალების წინსვლა. „სირიაში რუსეთს დიდი სარგებელი არც არასდროს ჰქონია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც სირიაში ხდება, დიდი არეულობაა, მაგრამ [სირია] არ არის ჩვენი მეგობარი და აშშ-ს არაფერი საერთო უნდა ჰქონდეს ამ სიტუაციასთან“, - დასძინა მან.
07 დეკემბერი 2024, 22:08
პოლიტიკა
დავით კაჭარავა ევროკომისიის ანგარიშზე: ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩვენი ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მათი მხრიდან გამოყენებულია იარაღად და შანტაჟის მექანიზმად
პარლამენტის წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა ევროკომისიის ანგარიშს აფასებს. მისი თქმით გულდასაწყვეტია, რომ ევროკომისიის ანგარიში ქვეყნისა და ხელისუფლების შანტაჟისთვის გამოიყენება.
07 დეკემბერი 2024, 22:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ჩავიდა ახლა ეს მავნებელი ქალი საფრანგეთში, იქნებ აშშ არჩეული პრეზიდენტი, რაიმე სახის დეზინფორმაციით შეცდომაში შევიყვანოო-გამორიცხული თემაა
გიორგი გამსახურდია პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას ეხმიანება.
07 დეკემბერი 2024, 21:11
ეკონომიკა
ეკონომიკური ზრდა და Fitch-ის აღიარება - საკრედიტო სააგენტომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელი დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. საკრედიტო სააგენტო Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება.
07 დეკემბერი 2024, 21:06
სპორტი
„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე ფრანგული „ვანი“ დაამარცხა
ჩელენჯ თასის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში „შავმა ლომმა“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფრანგულ „ვანს“ უმასპინძლა და 22:19 დაამარცხა.
07 დეკემბერი 2024, 20:32
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლამ სივაკოვი, ლუკა ჯაბუა და გურამ მირცხულავა პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლამ სივაკოვი, ლუკა ჯაბუა და გურამ მირცხულავა პატიმრობაში დატოვა.
07 დეკემბერი 2024, 20:30
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ორი მილიონის პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა
რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ქართულ აქციებზე არასდროს არავის უსვრია, ახლა შეგვაჩვიეს ნელ-ნელა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
07 დეკემბერი 2024, 20:20
პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით მივიდნენ.
07 დეკემბერი 2024, 20:14
პოლიტიკა
ფული, რომელსაც ოპოზიციაში ვერ ხედავენ და არც კითხვებს უჩენთ - ელენე ხოშტარია მოსკოვიდან ოთხ მილიონზე მეტი რუბლით დაფინანსდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ოთხი მილიონ 448 ათას 108 რუბლი ხოშტარიების ოჯახის ანგარიშზეა. რუსეთიდან მორიგი ტრანში განხორციელდა. ელენე ხოშტარია დუმს.
07 დეკემბერი 2024, 19:45
პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიში: გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში
„თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გაუქმებული ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
07 დეკემბერი 2024, 19:35
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სამძიმარი ქალბატონის ოჯახს. წარმოიდგინეთ, შვილი რომ არ აღმოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იკადრა რაღაცები, რაც იკადრეს აქციის ორგანიზატორებმა, რა მოცემულობა შეიძლებოდა მიგვეღო
სამძიმარი ქალბატონის ოჯახს, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ავარიაში გარდაიცვალა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
07 დეკემბერი 2024, 19:24
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება და გვაქვს ძალიან უსიამოვნო მომენტები, მაგრამ ათასჯერ უსიამოვნო იქნებოდა 16-20 დეკემბრის რიცხვებში. ქალბატონი რასაც იქნებოდა აქ, ვინც ჩამოდიან და ვინც არ ჩამოდიან, ისინიც იქნებოდნენ
ჩვენ მართლაც თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება და გვაქვს ძალიან უსიამოვნო მომენტები, მაგრამ ათასჯერ უსიამოვნო, თუ ამას უსიამოვნო შეიძლება დაერქვას, იქნებოდა 16-20 დეკემბრის რიცხვებში. ქალბატონი რასაც იქნებოდა აქ, ვინც ჩამოდიან და ვინც არ ჩამოდიან, ისინიც იქნებოდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის დელეგაციის ხვალინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელსაც რასა იუკნევიჩიენე უხელმძღვანელებს.
07 დეკემბერი 2024, 18:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არის ხალხი, ვისაც მართლა სჯერა, რომ შეიძლება ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ. ამის პრაქტიკული, არც თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს ვინმეს ასეთი ბოროტი განზრახვა ჰქონდეს, გამორიცხულია, არ არსებობს, შეუძლებელია
წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, არის ხალხი, ვისაც მართლა სჯერა, რომ შეიძლება ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ. ამის პრაქტიკული, არც თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს, ვინმეს ასეთი ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდეს, გამორიცხულია, არ არსებობს, შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
07 დეკემბერი 2024, 18:57
პოლიტიკა
გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროპულობა არის ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის სროლა და ა.შ. და ამაზე ადეკვატური რეაქცია პოლიციის მხრიდან არის ძალადობა მათი მხრიდან, ეს არც ევროპელობაა და არც ობიექტურობა
„სამწუხარო სცენებს ვხედავთ, ძალადობის, რომელიც არის ჩვენს თვალწინ და ამ თვალსაზრისით პროპორციული ძალის გამოყენება პოლიციას ყოველთვის აქვს. რაც შეეხება რეჟისორებს, ერთი და იგივე სცენარია, თეორიულადაც და მეცნიერულადაც გამოკვლეულია როგორ უნდა ხდებოდეს „ფერადი რევოლუციები“. როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროპულობა არის ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, ბოთლების, პიროტექნიკის სროლა, ცეცხლის გაჩენა, და ა.შ. და ამაზე ადეკვატური რეაქცია პოლიციის მხრიდან არის ძალადობა მხოლოდ მათი მხრიდან, ეს არც ევროპელობაა და არც ობიექტურობა. ძალადობა არ უნდა იყოს არცერთი მხრიდან“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
07 დეკემბერი 2024, 18:27
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: კამერებში არ ჩანს შურდულებით გატყორცნილი - „ბოლტ გაიკებს“ რომ ვეძახით, თავები რომ უტყდებათ პოლიციელებს. გვეცოდება აქციის მონაწილეები და პოლიციელები არ გვეცოდება, რანაირი ამბავია?!
„ცალმხრივი დაგმობები და ცალმხრივი შეცოდებები არ არის ობიექტური, თორემ, კი ბატონო. ამ დროს პოლიციელებს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, არაფერი თურმე, ოღონდ ფეხები და ხელები და სახეები ეწვებათ ისე, რომ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი იყოს და „შრამები“ დარჩეთ, ცოცხლები გადარჩნენ მთავარია. უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, რომ პოლიციელს სახეში თუ ესვრის ქვას, იმ რაღაცებს, რომელიც არ ჩანს [კამერაში], [დაისჯება]. თქვენთან [ჟურნალისტებს მიმართავს] ჩანს პიროტექნიკა კამერებში, დიდი ნასროლი ქვები, გუშინ საოცარი კადრები ვნახეთ, მაგრამ არ ჩანს შურდულებით გატყორცნილი „ბოლტ გაიკებს“ რომ ვეძახით, ჭანჭიკები და თავები რომ უტყდებათ კრიმინალური, თუ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, ვისაც „შლემი“ არ ახურავს. აქეთ გვეცოდება [აქციის მონაწილეები] და იქით [პოლიციელები] არ გვეცოდება, რანაირი ამბავია?!
07 დეკემბერი 2024, 18:20
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ძალიან ვცდილობ ასეთი რაღაცები გარეთ არ გამოვიტანო, მაგრამ არავის სჭირდება ჩვენს რიგებში ასეთი მესიჯები - აი, პირადად შენ დიდ პატივს გცემ, მიყვარხარ და ა.შ. ოღონდ ისე მაბულინგებენ, რომ ვერ ვუძლებ და ეს უნდა გავაკეთო
რა გაიფიცნენ, ვინ გაიფიცა. რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული და სულ ეს არის, რაც გამოსდით მეტ-ნაკლები წარმატებით, ეს არის ბულინგი გარკვეული ადამიანებისა, ვინც სამწუხაროდ, ამ ბულინგს დაექვემდებარა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რადიკალებთან დაკავშირებით.
07 დეკემბერი 2024, 18:18
პოლიტიკა
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ბიძინა ივანიშვილის სიტყვებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე: ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ, რომელიც თავის დროზე ხაზარაძემ გაავრცელა. ბოროტი მატყუარა თაღლითები ხართ კოლექტიურო სანაცეთო
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სიტყვებთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა.
07 დეკემბერი 2024, 18:07
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „იმედის“ და სხვა ჟურნალისტების ბულინგი, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა არ დაგმო და ამ დროს გმობდე სხვა რაღაცებს, ეს არის პიარული თაღლითობა. თავხედობაა მათ შორის
„თუ ვგმობთ ძალადობას, ცალმხრივად კი არ უნდა დავგმოთ, მეც გიერთდებით დაგმობაში. არც მე მომეწონა და იმწამსვე ვთქვი, უკან არ დამიხევია, ჟურნალისტზე ძალადობა. დიახ, მეც დავგმე, დავდექი თქვენს წინაშე ტრიბუნასთან და გავკიცხე ფეხბურთის ილეთის სტილში ადამიანის ცემა ფეხით, წაქცეულის. რაც არ უნდა დაშავებული ჰქონდეს ხუთი წუთით ადრე, ეს არის წარმოუდგენელი და ამორალური.
07 დეკემბერი 2024, 17:55
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: რაშიც დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ არის ის, რომ კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო მოწმდება ვიზალიბერალიზაციის ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი
ის კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო მოწმდება ვიზალიბერალიზაციის ჭრილში, არის დამაკმაყოფილებელი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
07 დეკემბერი 2024, 17:48
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული
ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.