imedi /  28 ნოემბერი 2020, 12:32 / სანდო წყარო

გიორგი დოლიძე: საქართველომ საკუთარი მიზანი ათწლეულების წინ განსაზღვრა - საკუთარი ადგილის აღდგენა ევროპული ერების ოჯახში

გიორგი დოლიძე

გიორგი დოლიძე


ახალზელანდიური გამოცემა New Zealand International Review-ი აქვეყნებს საქართველოს ელჩის გიორგი დოლიძის ვრცელ სტატიას, რომლის საშუალებითაც ქართველი დიპლომატი მკითხველს საქართველოს აცნობს და ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ უამბობს.

სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოსა და ახალი ზელანდიის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ამ უკანასკნელის მხრიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

გიორგი დოლიძე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და მსოფლიოს მასშტაბით არსებული ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ქვეყნის მიერ ბოლო ათწლეულის მანძილზე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც საუბრობს და მაგალითად უკვე მრავლად არსებული მნიშვნელოვანი შეთანხმება მოჰყავს.

,,ჩემთვის, როგორც ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის, დიდი პატივია მივმართო „ახალი ზელანდიის საერთაშორისო მიმოხილვის“ გამომწერებს. ახალ ზელანდიაში და მის ფარგლებს გარეთ დაინტერესებულ საზოგადოებას სიამაყით მინდა გავაცნო ჩემ ქვეყანასთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ახალ ზელანდიას თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ ორ ქვეყანას, რომლებიც იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებს, მსგავსი პოზიციები აქვთ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხის მიმართ და ნაყოფიერად თანამშრომლობენ საერთაშორისო ფორმატებში. ახალი ზელანდიის ურყევი და ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ისევე როგორც მისი არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, განსაკუთრებულად ღირებულია. ქართული მხარის სურვილი, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ფონზე, ახალ ზელანდიასთან თანამშრომლობის განვითარებაა. ამ მიმართულებით კი ნამდვილად იმედისმომცემი შესაძლებლობები გვაქვს. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ სპეციფიური კულტურული მსგავსებები გვაქვს და ღვინო, ისევე როგორც რაგბის სიყვარული, არც თუ ისე უმნიშვნელოა მათ შორის. საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა, რომელიც ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს. დღეს ის ალბათ ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამოგზაურო ადგილი, უძველესი და მრავალფეროვანი მეღვინეობით - რომელიც 8000 წელს ითვლის საქართველოს ტერიტორიაზე, გემრიელი სამზარეულოთი, უმდიდრესი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. თუმცა, ის ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, სწრაფად და დინამიურად განვითარებადი ქვეყანა რეგიონში და მის მიღმა. მსურს გავაკეთო მოკლე ისტორიული ექსკურსი, რადგან აწმყოს სწორი აღქმა შეუძლებელია წარსულზე, თუნდაც ზედაპირული წარმოდგენის შესახებ: საქართველოს სახელმწიფოებრიობა (სხვადასხვა სახელით, მაგალითად კოლხას და იბერიის სამეფოები) ათასობით წელს ითვლის. ევროპისა და აზიის გზა-გასაყარზე მისი სპეციფიური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, (რაც დღემდე სტრატეგიულად აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს), საქართველო ყოველთვის იყო აქტიური და, არცთუ იშვიათად, მტრული პაექრობის კერა თავისი დროის დომინანტი რეგიონული თუ გლობალური ძალებისთვის. საქართველო მეტ-ნაკლები წარმატებით საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა დამპყრობლებთან გამკლავებას და ამა თუ იმ სახით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. თუმცა, 1801 წელს მოხდა ქვეყნის დიდი ნაწილის ანექსია და ის მეფის რუსეთის ნაწილი გახდა. მე გამოვტოვებ მე-19 საუკუნეს, რომელიც საკმაოდ დატვირთული იყო დაპყრობებით, ანექსიებით, ომებით, აჯანყებებით, რუსიფიკატორული პოლიტიკითა და ქართველი ხალხის წინააღმდეგობით და პირდაპირ მე-20 საუკუნეზე, კერძოდ კი, 1918 წლის 26 მაისზე გადავალ, როდესაც პირველი მსოფლიო ომის და რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად, საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაიბრუნა. სწორედ ამ დღეს საქართველოს ეროვნულმა კრებამ ქვეყნის დამოუკიდებლობა აღადგინა და დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა. დამფუძნებლები, რომელთა შორისაც იყვნენ ერის საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და მოძრაობას, მიზნად დაისახეს თანასწორობაზე და პლურალიზმზე დაფუძნებული თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა. მეამაყება, რომ მათ ეს შეძლეს. რესპუბლიკის საფუძვლებში ჩაიდო იმ დროის ყველაზე პროგრესული იდეები, მათ შორის - პარლამენტარიზმი და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, გენდერული თანასწორობა, უმცირესობების უფლებების პატივისცემა და მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა. სამწუხაროდ იმჯერად თავისუფლებამ და დემოკრატიამ დიდხანს ვერ გასტანა. 1921 წლის თებერვალში საბჭოეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ომმა მრავალი ქართველი პატრიოტი შეიწირა. თუმცა ქართველებს არასოდეს დაუკარგავთ უკეთესი მომავლის იმედი და არასოდეს შეგუებიან ტოტალიტარულ რეჟიმს. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენც საბოლოოდ აღვადგინეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალრიცხოვანი აჯანყებების, რეპრესიების, განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად. დასანანია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის შემდეგაც კი ჯერ კიდევ გვიწევს უცხოურ ოკუპაციასთან დაპირისპირება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. თუმცა, რაც ყველაზე უფრო მეტად აღსანიშნავია, მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენ მრავალკულტურულ ერს არასოდეს გადაუხვევია მიზნიდან, აგვეშენებინა წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იგივე პრინციპებზე და ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული, რომელზეც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დღეს სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ თანამედროვე საქართველო არამხოლოდ უძველესი კულტურის და ტრადიციების ქვეყანა, არამედ საინტერესო პერსპექტივების მქონე წარმატებული სახელმწიფოც არის, რომელმაც დამსახურებული ადგილი მოიპოვა საერთაშორისო თანამეგობრობაში.

როგორც ავტორი აცხადებს, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველომ მრავალი სირთულე გამოცადა.

მისი თქმით, როგორც დემოკრატიული რეფორმების კუთხით რეგიონის ლიდერ ქვეყანას, საქართველოს ღია, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოება და ენერგიული ეკონომიკა გააჩნია.

,,სამოქალაქო ომი 1990-იანების დასაწყისში, უცხო ძალების შემოჭრა და ჩვენი განუყოფელი ტერიტორიების ოკუპაცია, თანმდევი ეკონომიკური სიძნელეები. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ ერთხელ გამოძებნა შიდა რესურსი და ძალა მომავალი განვითარებისათვის. ამ მიზანდასახულობამ ხელშესახები შედეგებიც მოიტანა. არც თუ ისე ხანგრძლივ პერიოდში, საქართველო რეგიონსა თუ მის ფარგლებს გარეთ მისაბაძი მაგალითი გახდა გატარებული ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმებით. დამყარდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ტრადიცია, მკვიდრდება კიდევ უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემა. ძირეული რეფორმების გატარების შედეგად, საქართველო შეუერთდა რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებად ეკონომიკებს და ძალზედ რთულ გარემოცვაში სტაბილურობის კუნძულად რჩება. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, თუ რას ვაწყდებით ახალი ზელანდიიდან ერთი შეხედვით, შორეულ, თუმცა ღირებულებებით ახლო ქვეყანაში.

როგორც დემოკრატიული რეფორმების კუთხით რეგიონის ლიდერ ქვეყანას, საქართველოს ღია, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოება და ენერგიული ეკონომიკა გააჩნია. დღეისათვის ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ტურიზმისა და ინვესტიციებისთვის. საქართველო ჩართულია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც აკავშირებს კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებს დასავლეთის ბაზრებთან. ახალი საგზაო და სარკინიგზო კავშირები ჩენ ქვეყანას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბადაც აქცევს. შესაბამისად, სულ უფრო ძლიერდება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყნის როლი. გარდა ამისა აქტიურად ვმონაწილეობთ მსხვილმასშტაბიან რეგიონულ პროგრამებში ტრანსპორტის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და მწვანე ეკონომიკის, ენერგო-უსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის და ენერგო-ეფექტურობის, ისევე როგორც ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის სფეროებში. საქართველო ლიდერებს შორისაა ეკონომიკის ღიაობით და ბიზნესის კეთების სიმარტივით, რაც დამეთანხმებით, მიმზიდველია უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის. ეფექტური საჯარო სერვისები, კორუფციისაგან თავისუფალი მთავრობა, ევროპისა და აზიის გზა-გასაყარზე არსებული სტრატეგიული მდებარეობა, 2.3 მილიარდიან ბაზართან წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების მეშვეობით (ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი, უკრაინა, დსთ და ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის ქვეყნები), თანამედროვე და სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა, კვალიფიცირებული და კონკურენტულ-ფასიანი მუშახელი, ისევე როგორც სხვა სასარგებლო ფაქტორები იმედისმომცემ შესაძლებლობებს ქმნის მეტი ეკონომიკური ზრდისთვის. ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს წამყვან ქვეყნებს შორის ასახელებენ ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით. მაგრამ რაც ყველაზე უფრო მეტად აღსანიშნავია, საქართველომ დამსახურებული ადგილი დაიკავა საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისით ბუნებრივი მრავალფეროვნების, უძველესი კულტურის, იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლების, 8000 წლოვანი ღვინის კულტურის და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით“,- აღნიშნულია სტატიაში.

ელჩი აცხადებს, ისტორიულად ქართველი ხალხი პატივს სცემდა დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორც საზოგადოების განვითარების და დაწინაურების საფუძველს, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებს და გასაკვირი არაა, რომ ჩვენი მისწრაფებები და მთავარი პრიორიტეტები ყოველთვის გადაჯაჭვული იყო ევროპასთან.

,,საქართველომ საკუთარი მიზანი ათწლეულების წინ განსაზღვრა - საკუთარი ადგილის აღდგენა ევროპული ერების ოჯახში. აღნიშნულ მიზანს მოსახლეობის, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობა იზიარებს. დღევანდელი საქართველო უკვე ათწლეულებია ძლიერი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით გამოირჩევა. ის განსაკუთრებული ურთიერთობებით სარგებლობს ევროკავშირთან და ნატოსთან. ევროინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის და კეთილდღეობის მისაღწევად ყველაზე ბუნებრივ გზად მიიჩნევა. 2016 წლის ივლისიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაშია ასოცირების შესახებ შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის „ოთხი თავისუფლებით“. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობა 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ. ბუნებრივია, სხვების მსგავსად ჩვენც გვაფიქრებს ჩვენი უსაფრთხოება. მშვიდობა არის ჩვენი უპირველესი გამოწვევაც და პრიორიტეტიც. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ კომპლექსურ რეგიონში ვცხოვრობთ, კარგად ვიცით მშვიდობის ფასიც. მის გარეშე ვერც რეგიონულ და ვერც გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდებით. ამ მხრივ, საქართველო - ნატო-ს ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ეს ურთიერთობები ათწლეულებია დინამიურად ვითარდება და ყოვლისმომცველია. ნატო-ს არაერთი სამიტის მიერ იქნა დადასტურებული, რომ საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდება და მას პრაქტიკულად ყველა საჭირო მექანიზმი გააჩნია ამისათვის. კარგად ვიცით ასევე სოლიდარობის ფასიც. საქართველომ ბოლო 20 წელია დაამტკიცა, რომ ის სანდო და ერთგული პარტნიორია, რომელსაც სერიოზული წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ის პრაქტიკულად შეუერთდა უსაფრთხოების უზრუნველმყოფ სახელმწიფოებს ტრანს-ატლანტიკურ სივრცეში და მის მიღმა. ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის მისიებში, აფრიკაში. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გზით, საქართველომ დაამტკიცა საკუთარი პოლიტიკური მიზანდასახულობა და უნარი, სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარების მეშვეობით, წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, მიუხედავად იმისა თუ რამდენად შორს არის მისი საზღვრებიდან დაძაბულობის ესა თუ ის კერა“,- აცხადებს დოლიძე.

სტატიის ავტორი არსებულ გამოწვევებზე წერს და ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებას.

სამწუხაროდ, ბევრი მიღწევისა და წარმატების მიუხედავად, წარსულის აჩრდილები ჯერ კიდევ ახდენენ გავლენას ჩვენ აწმყოზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავარ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებად იქცა, რუსეთმა, ზეწოლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, არაერთხელ სცადა, აეძულებინა საქართველო გადაეხვია ამ არჩევანისგან. მან საქართველოს სამაგალითო დასჯაც კი განიზრახა იმ მოტივით, რომ ის მას თავისი „პრივილიგირებული ინტერესების ზონის“ ნაწილად მიაჩნია. 2008 წლიდან მოყოლებული ყოველ აგვისტოს ჩვენ პატივს მივაგებთ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. აღნიშნულმა ომმა რამდენიმე ასეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, 1700-ზე მეტი დაშავდა, ასობით სახლი დაიწვა და განადგურდა. შედეგად ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარი მეზობლების მიმართ მის აგრესიულ დამოკიდებულებაზე. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაციის მიზნით, მოსკოვი არ იშურებს მცდელობებს, რათა განავრცოს საქართველოს განუყოფელი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება. მიუხედავად რუსეთის უდიდესი ძალისხმევისა და დესტრუქციული ქმედებებისა, მას გაეროს 200 წევრიდან მხოლოდ ოთხი შეუერთდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების თვალსაზრისით. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სრულმასშტაბიანი სამხედრო ბაზა განათავსა, რომლებიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე შეტევითი შეიარაღებით და სადაც რეგულარულად იმართება ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები. დამეთანხმებით, ეს ყველაფერი საკმარისზე მეტია, ევროპა საკუთარი უსაფრთხოების გამო სერიოზულად შეშფოთდეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია უაღრესად რთული და მძიმეა. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოშია განთავსებული, სრულფასოვნად ვერ ახორციელებს საკუთარ მანდატს, ადგილზე დააკვირდეს სიტუაციას ოკუპირებულ რეგიონებში. 2009 წლის შემდეგ ეს ტერიტორიები სხვა საერთაშორისო მონიტორებისთვისაც დაიკეტა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-სა და ეუთო-ს მანდატებს. ფაქტია, რომ ოკუპაციის გზით რუსეთი დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკას ეწევა. არალეგალური ბორდერიზაცია, რაც გაყოფილ სოფლებსა და ნათესავებს გულისხმობს, საშუალებას არ აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების ნორმალურ წესს მისდიონ. 2008 წლის აგვისტოდან ოკუპანტებმა 125 სოფელზე მეტი ჩაიგდეს ხელში. მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების, ასევე ჯანდაცვისა და განათლების მიღების უფლებები. გამშვები პუნქტები ორივე რეგიონში ოკუპანტების სურვილისამებრ პერიოდულად იღება და იხურება, რაც დიდ ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. კოვიდ-19 პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ადგილზე სიტუაცია და რასაც ბორდერიზაციის მასშტაბების გაზრდაც მოჰყვა. ათწლეულების მანძილზე ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს (რომელთა რიცხვი დაახლოებით ნახევარი მილიონია) საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება არ ეძლევათ. ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა გატაცების და უკანონო დაკავების მუდმივი სამიზნეა ოკუპანტების მხრიდან. აქტიური რუსიფიკატორული პოლიტიკის გზით კი ადგილი აქვს მოსახლეობის იდენტობის წაშლის აქტიურ მცდელობას. ის, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს დამპყრობელს, დიდი ალბათობით, იმ ასეულობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირთა რიგებში აღმოჩნდება, რომლებიც დღემდე ვერ უბრუნდებიან საკუთარ კარ-მიდამოს. საკუთარი რევიზიონისტული პოლიტიკის სისრულეში მოყვანის მიზნით, რომელიც მიმართულია გავლენის სფეროების აღდგენისკენ, გარდა პირდაპირი სამხედრო აგრესიისა, მოსკოვი იყენებს ე.წ. ჰიბრიდული ტაქტიკის ნაზავს. აღნიშნული შერეული ტაქტიკა გულისხმობს პოლიტიკურ ზეწოლას, ეკონომიკურ ბლოკადას, ენერგო-საბოტაჟს და სხვა ტიპის ჰიბრიდულ ოპერაციებს. ჰიბრიდული ტაქტიკა ძლიერი ინსტრუმენტი გახდა რუსეთის ხელმძღვანელობის არსენალში. აღნიშნული ტაქტიკის მეშვეობით ისინი ცდილობენ საფრთხის ქვეშ დააყენონ მათ სამეზობლოში მყოფი პრო-დასავლური მთავრობები, რომლებსაც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გააჩნიათ. საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა და მისი რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც ყირიმის არალეგალური ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, წარმოადგენს საგანგაშო ტრენდს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, რაც, უდავოდ მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერ ცვლილებას“,- ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, ყველა ზემოჩამოთვლილი მოვლენის პასუხად, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პოლიტიკას ეწევა, რაც ერთი მხრივ მიმართულია რეგიონების დე-ოკუპაციისაკენ და მეორე მხრივ, კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ.

,,საქართველო ასევე ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. მეტიც, ჩვენ რამდენჯერმე დავადასტურეთ ლეგალური ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და იმავეს ველით რუსეთის მხრიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ დღემდე უშედეგოდ. საქართველოს მხრიდან უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული ძალის გამოუყენებლობაზე პროგრესის მისაღწევად და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების უზრუნველსაყოფად, რაც მიზნად ისახავს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეულ დაბრუნებას. რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის და პრაქტიკულად მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს მცდელობებს გამონახოს დიალოგისა და დე-ესკალაციის გზები. საქართველოს მიერ გადადგმული ერთ-ერთი სამაგალითო ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტის მოგვარებისკენ არის მიმართული, არის სამშვიდობო პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აღნიშნული პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას აძლევს ისარგებლოს ჯანდაცვისა და განათლების სფეროს მომსახურებებით (რა თქმა უნდა, თუ მათ ოკუპანტების მიერ შემოღებული გადაადგილების შეზღუდვა არ შეუშლით ხელს), ბიზნეს-შესაძლებლობებით და როგორც მონაწილეობა მიიღონ, ისე სარგებელი ნახონ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისგან“,- წერს გამოცება.

სტატიის ბოლოს, საქართველოს ელჩი კოვიდ პანდემიის დროს ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან და წარმატებულ ნაბიჯებზეც საუბრობს.

,,კოვიდ-19 პანდემიამ ზემოქმედება მოახდინა საქართველოზე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოზე, მაგრამ ამავე დროს გამოავლინა გლობალური გამოწვევების დროს საერთაშორისო საზოგადოების ერთად ყოფნის და მხარდაჭერის დიდი მნიშვნელობაც. დღევანდელმა ვითარებამ წარმოაჩინა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება და კეთილდღეობა განუყოფელი ცნებებია. კოვიდ-19 -ის ამ რთულ პერიოდში, საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯი უპირველესად მიმართულია ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, ისევე როგორც ეკონომიკის გაძლიერებისაკენ. პანდემიის პირველი ტალღისას საქართველომ სწრაფად და ეფექტურად უპასუხა გამოწვევას. სხვა ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო სამოგზაურო ქვეყნების სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, მალევე დაიწყო სხვადასხვა სფეროს გახსნაც. საქართველოს მთავრობამ წამოიწყო პროგრამა „დისტანციურად საქართველოდან“, რომელიც საშუალებას აძლევს 95 ქვეყნის მოქალაქეს, ე.წ. ფრილანსერებს, ბიზნესის მფლობელებს და ა.შ. იმოგზაურონ და იმუშაონ საქართველოდან. მოხარული და ამაყი ვარ, რომ მიუხედავად ძალიან რთული უსაფრთხოების გარემოსა და მასთან დაკავშირებული სიძნელეებისა, საქართველომ მოახერხა წარმატება მიეღწია სტაბილური, სწრაფად განვითარებადი, თანამედროვე სახელმწიფოს აშენებაში, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. საქართველოს მოქალაქეები თანმიმდევრულნი რჩებიან საკუთარ არჩევანში, ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში იხილონ. საქართველოს ძალისხმევას არ ზოგავს, საერთაშორისო არენაზე რაც შეიძლება მეტი აქტიურობით და მსგავსი ღირებულებების მქონე ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებით დაიცვას საკუთარი ლეგიტიმური ინტერესები. ამ კონტექსტში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარებას წყნარი ოკეანის ქვეყნებთან. თანამდროვე მსოფლიოს სირთულეებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც საერთო ღირებულებები გააჩნია, ფასდაუდებელია“,- წერს გამოცემა.

ყველა სიახლე

მიხეილ სადრაძე

09 მაისი 2021, 15:35

სამართალი

ნიკა მელიას საქმის პროკურორი: ჩვენ შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ, პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს

ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

09 მაისი 2021, 15:08

რეგიონი

მალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს, კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ მიულოცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილი

09 მაისი 2021, 14:45

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე: ეს ევროკავშირის „დაჩმორებას“ ნიშნავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთავის გირაოს გადახდა სამარცხვინოა. „ეს ნიშნავს ევროკავშირის „დაჩმორებას“, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მეუფე შიო

09 მაისი 2021, 14:43

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალი მოითხოვს ჩვენგან საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ

გვახსოვდეს, რომ უფალი თავისი დიდი სიყვარულით ყოველთვის ელოდება ჩვენს მობრუნებას და მასთან ურთიერთობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, სიყვარული მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, უფალიც მოითხოვს ჩვენგან ამ საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ.

09 მაისი 2021, 14:34

რეგიონი

უხვი ნალექის გამო, ატენში კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში. უხვი ნალექის გამო, ატენთან კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერი და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გზის გასაწმენდად, ადგილზე ​სპეცტენიკას ელოდებიან.

ნონა მამულაშვილი

09 მაისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი: იმისთვის, რომ ჩვენ გეგმები განვიხილოთ, საჭიროა, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ

როდესაც ნიკა მელია გამოვა, ჩვენ გვექნება თათბირი და კონსულტაციები მასთან. შემდგომ ნაბიჯებზე უკვე მას შემდეგ შევთანხმდებით, რაც ჩვენი თავმჯდომარე თავისუფლებაზე იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ განიხილავენ სამომავლო გეგმებს.

სერგო ჩიხლაძე

09 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: 90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა

„90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შეთანხმებას და პარლამენტში შევა. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ, 5-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი აიღებს პასუხისმგებლობას“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

09 მაისი 2021, 14:05

სამართალი

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

09 მაისი 2021, 14:03

საზოგადოება

რუსთავში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა - ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, დავით შანიძესთან და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, დიდების ხეივანში არსებული უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

09 მაისი 2021, 13:52

სამართალი

კახეთში, დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, თელავში დაკარგული ბიჭი, 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მისი ცხედარი ქალაქგარეთ, ტყეში აღმოაჩინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

09 მაისი 2021, 13:43

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული, ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსი თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, „ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან.

09 მაისი 2021, 13:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 157 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 157 703 626 შემთხვევა გამოვლინდა, 3 283 422 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 93 741 151 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 32 686 462 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 581 516 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრიუს კალინდრა

09 მაისი 2021, 13:24

პოლიტიკა

ლიეტუვის ელჩი: ძალა ერთობაშია - ერთად უფრო ძლიერები ვართ

„ევროპის დღეს, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ნათლად აცხადებს საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ სრული მხარდაჭერის შესახებ. შეგახსენებთ, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ძალა ერთობაშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – აღნიშნავს დიპლომატი და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას აზიარებს.

09 მაისი 2021, 13:21

რეგიონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სიუჟეტში მოცემული ინფორმაცია მიზანმიმართული ცილისწამებაა, რაც მის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის.

სალომე ზურაბიშვილი

09 მაისი 2021, 13:07

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.

09 მაისი 2021, 13:06

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის), მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს, ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

09 მაისი 2021, 13:04

მსოფლიო

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ავღანეთში, ქაბულში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. თავდასხმის მსხვერპლებს უკვე კრძალავენ. არსებული ინფორმაციით, სამი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ. სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობა გოგოა.

09 მაისი 2021, 13:02

რეგიონი

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს.

09 მაისი 2021, 12:49

მსოფლიო

ლიბანის ერთ-ერთი ტბის სანაპიროზე 40 ტონამდე მკვდარი თევზი გამოირიყა

ადგილობრივი გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მიზეზი გარემოს დაბინძურებაა. მათი განმარტებით, ტბა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე - სამრეწველო ნარჩენებით ბინძურდება. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მიზეზი, შესაძლოა, თევზებში გავრცელებული რომელიმე დაავადება იყოს.

09 მაისი 2021, 12:39

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.