თანა ხიდაშელი: ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია

თინა ხიდაშელი
ფოტო: Facebook
ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას Facebook-ზე.
როგორც ხიდაშელი წერს, 13 წელიწადი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთმანეთი არ ენახათ.
„სულ ვკამათობდით მემარჯვენე-მემარცხენე ომი გვქონდა ოფისში. ის უსასტიკესი წლები, შიმშილი, ომები, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა, სწორედ ერთმანეთს ერთად ყოფნით გადავატანინეთ. თუ ვინმე უიმედობის უფსკრულისკენ გაექანებოდა, მაშინვე თმებში ვტაცებდით ხელს...
ინგაც ასოციაციაში გაიცნო კობამ, ისევე როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ იქ იმ კედლებში და იმ გარემოში იპოვა სამუდამო საყრდენი...
შემდეგ კობა პოლიტიკაში წავიდა და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, მერე ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ისე სულ ვკამათობდით, ვდაობდით... მერე იყო საზარელი 7 ნოემბერი, მისი ძებნის დაუსრულებელი საათები...
ბოლო 5-6 წელია არ მინახავს. პერიოდულად მესმოდა მისი ამბები, ხან ტელევიზორიდან. ხან საერთო მეგობრებისგან...
კობას გარდაცვალება რამდენიმე წუთის წინ აქ, facebook-ით რომ გავიგე, ისე რომ ასე მძიმედ თუ იყო ისიც არ ვიცოდი, თავზარდაცემულმა საჯაროდ ვიყვირე.
აქ ვიღაც არაჯანსაღი, მაინც მგონია ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან.
ვიღაც შლეგებს, საკუთარი სისუსტეებისა და სიპატარავის გამო, ალბათ, მართლა ყველა მათსავით მშიშარა და უხერხემლო ჰგონიათ.
ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია.
ამ უგუნურ შლეგებს ჰგონიათ არსებობს ამ ქვეყნად რამე ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი.
ალბათ, მართლაც ჰგონიათ, იმიტომ რომ საკუთარი თავის საზომი აქვთ ყველასთვის. არადა წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ ვინ არიან, ან იმ 7 ნოემბერს რომელ მხარეს იდგნენ, კობას სიკვდილისთვის გამეტებას ამართლებდნენ თუ აპროტესტებდნენ, ახლა გაბოროტდნენ თუ მაშინ იმ ხალხს შორის იყვნენ ვისაც სცემდნენ და ავიწროვებდნენ. საკუთარ სიპატარავესა და შიშებში ჩაკარგული, უგუნურებითა და გასაოგნებელი უნიჭობით შეიარაღებული ფეისბუქის ვეფხვები იმასაც კი ვერ ახერხებენ წონასწორობა დაგაკარგინონ, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ვინანებ ამ სტატუსს, ხვალ ისევ დამენანებით, ისევ თქვენი სიშლეგის რაციონალიზაციას დავიწყებ, მაგრამ დღეს, დღეს...
ამ მასშტაბის სიბეცის, სიბრიყვის რაციონალიზაცია არ შემიძლია. დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ამ ადამიანების ზიზღით დაავადების ასეთი მასშტაბი ძალიან სახიფათოა და სახელმწიფოდ შედგომის მთავარ მუხრუჭად მეჩვენება!“, - წერს თინა ხიდაშელი.
ყველა სიახლე

17 მარტი 2025, 22:47
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი რაფაელ გლუკსმანის განცხადებაზე: ჩემი რჩევა ამ დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება იმის შეხსენება, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ
თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლევიტი ფრანგი ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ამერიკამ თავისუფლების ქანდაკება უნდა დააბრუნოს, რადგან ის აღარ არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული“.

17 მარტი 2025, 22:15
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ წლების განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავუპირისპირდეთ ნარკოტიკების მოხმარებას. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდები ჩავრთოთ ამ კამპანიაში
ჩვენ ვაპირებთ, რომ წლების განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავუპირისპირდეთ ნარკოტიკების მოხმარებას. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდები ჩავრთოთ ამ კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ თქვას უარი სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

17 მარტი 2025, 22:14
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ხშირად მიმართულია იმ სტაბილურობის შესარყევად, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას
ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულწილად ნეგატიურ როლს თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-

17 მარტი 2025, 22:06
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „რადიო თავისუფლება“ იყო ის ორგანიზაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს 2014 წელს მოიხსენიებდა ელიტურ კორუფციად, 2025 წელს კი პიჯაკების საქმედ. ამ ერთი შემთხვევითაც კი დიაგნოზი არის დასმული
რადიო თავისუფლება იყო ის ორგანიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულს 2014 წელს (თუ არ ვცდები) მოიხსენიებდა ელიტურ კორუფციად 2025 წელს პიჯაკების საქმედ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

17 მარტი 2025, 22:05
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს, როგორც ამ მომენტში
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს, როგორც ამ მომენტში, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

17 მარტი 2025, 21:51
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე კაია კალასის განცხადებაზე: ეს არის უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება დღეს პოლიტიკოსმა გააკეთოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ანტიქართული განცხადებაა.

17 მარტი 2025, 21:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: არავინ იფიქროს და გაბედოს სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთნაირი სიმკაცრით შეიძლება მივუდგეთ ნარკორეალიზატორებსა და ნარკომომხმარებლებს
ყველა ნარკოტიკის მოხმარებას აქვს მძიმე შედეგი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არ გამოვალთ მოქალაქეზე ზრუნვის უპირატესი ინტერესიდან და განსაკუთრებული სიმკაცრით, როგორც მკვლელებს, დავსჯით ნარკორეალიზატორებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

17 მარტი 2025, 21:43
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ

17 მარტი 2025, 21:42
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰუსიტების“ შემდგომ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, ხოლო შედეგები სავალალო იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰუსიტების“ შემდგომ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, ხოლო შედეგები სავალალო იქნება.

17 მარტი 2025, 21:29
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით.

17 მარტი 2025, 21:20
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე დაყადაღებულ ფონდებზე: ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, იმიტომ, რომ საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

17 მარტი 2025, 20:59
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში
ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და იქნება სისხლის სამართლის კატეგორია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

17 მარტი 2025, 20:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მოხდება სიტყვა „გენდერის“ ამოღება ყველა კანონიდან. ასევე, აღარ იქნება სავალდებულო „ენჯეო“ სექტორის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში
მოხდება სიტყვა გენდერის ამოღება ყველა ნორმიდან და კანონიდან. ასევე, აღარ იქნება სავალდებულო „ენჯეო“ სექტორის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

17 მარტი 2025, 20:52
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე განმარტებით, ზოგადად ონლაინ მედიაზე ეს კანონმდებლობა არ გავრცელდება.

17 მარტი 2025, 20:27
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლობა სააკაშვილის მიმართ საკმაოდ სერიოზულ ადვოკატირების რეჟიმში იყო. ახლა რაც იქ ხდება, ეს პოლონეთის შიდა საკითხია და გამოიძიებენ
პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლობა - ძველიც და ახალიც, სააკაშვილის მიმართ საკმაოდ სერიოზულ ადვოკატირების რეჟიმში იყო მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ დანაშაულებებია ჩადენილი, - განუცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებს პოლონეთის მთავრობაში არსებულ სკანდალზე საუბრისას.

17 მარტი 2025, 20:20
სამართალი
7 ნოემბრის საქმეზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა
აქტიურ ფაზაშია სააკაშვილის კიდევ ერთი მძიმე ბრალდების საქმის განხილვა. 7 ნოემბრის ეპიზოდზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც უკანონო ბრძანების შესახებ ისაუბრა.

17 მარტი 2025, 20:15
სამართალი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზეც დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიმინალურ საქმეში მორიგი თავი 2021 წლის პირველ ოქტომბერს იწყება, როდესაც ქვეყნის ყოფილი, ბრალდებული და რიგ საქმეებში მსჯავრდადებული პრეზიდენტი არაჟნით დატვირთული კონტეინერით შემოიპარა.

17 მარტი 2025, 20:08
პოლიტიკა
უკანონო ქმედებების დაფინანსება - პროკურატურამ 5 ფონდი დააყადაღა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაყადაღებულია ფონდები, საიდანაც აქციაზე გამოსაყენებელ პიროტექნიკას და, როგორც დანიშნულებაში წერია, „ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობას“ ყიდულობდნენ, ასევე უზრუნველყოფდნენ უკანონო ქმედებებში მხილებულთა საჭიროებებს.

17 მარტი 2025, 20:02
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი სირიას 2.5 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სირიას 2.5 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს.

17 მარტი 2025, 20:02
სპორტი
„არმიელების“ გადაწყვეტილებით, „სარბიელის სინი“ სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რაგბის კლუბ „არმიას’’ უმასპინძლა. „არმიელები“, სამსახურში, მათ მიერ, რუსთავის „ხარებზე“ გამარჯვების შედეგად მოპოვებული „სარბიელის სინით“ მივიდნენ.