მეუფე იაკობი: საქართველო რომ უყვარდეთ, მოილაპარაკებდნენ, თუ ვერ მოილაპარაკეს, ჩათვალეთ, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საქართველო
მთავარეპისკოპოს იაკობი
ფოტო: არქივი
საქართველო რომ უყვარდეთ, მაშინ მოილაპარაკებდნენ, თუ ვერ მოილაპარაკეს, ჩათვალეთ, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საქართველო, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გამართვის საკითხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს იმისთვის სჭირდება გონიერი პოლიტიკოსები, რომ ერს ემსახურონ და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ ძალაუფლება გაიმყაროს.
„არჩევნები მართლაც რომ გადადებულიყო, რა იქნებოდა? რომ ჩავატარეთ, რა მივიღეთ. უცხოელები, ჩვენი პარტნიორებიც გვეუბნებოდნენ. მოდით, მარტივად შევხედოთ, ვთქვათ, მარტო 90 კაცი შევიდა და სხვა არავინ, რა პარლამენტი იქნება?! ან თუნდაც მინისტრები ან სხვები აირჩიონ, ხომ ვიცით, რომ ნდობა არ ექნებათ. ავიღოთ მეორე მხარე, ვთქვათ გარეთ დარჩა, მე არც შესვლისკენ მოვუწოდებ და არც გარეთ ყოფნისკენ, უბრალოდ დავფიქრდეთ ქართველები, რისთვის გვინდა ხელისუფლება. ჩვენ გვინდა 150 გონიერი ადამიანი, რომ ქვეყანა მართონ. იმისთვის ხომ არ გვინდა, რომ ვიღაცამ ძალაუფლება გაიმყაროს. გვინდა, რომ ჩვენს ერს ემსახუროს. აშშ ჩვენთვის მთავარი სტარტეგიული პარტნიორია. ფიქრობენ, რომ ნატოზე ადრე ევროკავშირში შევალთ. შე დალოცვილო, ერთიც გელაპარაკება და მეორეც, ნუთუ ასე რთულია მოლაპარაკებაზე წასვლა?! საქართველო რომ უყვარდეთ, მაშინ მოილაპარაკებდნენ. თუ ვერ მოილაპარაკეს, ჩათვალეთ, რომ არცერთ მხარეს არ უყვარს საქართველო. ვერ ვხედავ დამაბრკოლებელ მიზეზს იმისთვის, რომ ვერ მოილაპარაკონ. ჩვენთან ისეთი სისტემაა შექმნილი, ვინც სათავეში მოვა, მერე სათავისოდ იყენებს. ძალოვანი სისტემაა, სასამართლო თუ სხვა“, - აღნიშნა მეუფემ.
მისი თქმით, „მეორე ტური ვიღაცისთვის არჩევანი იყო და ვიღაცისთვის სეირი“.
„ხომ უნდა დაფიქრდნენ, ვისი სახელით ლაპარაობენ. რაღაცაზე ხალხი ორივე მხარეზე გაბრაზებულია. იქით „ნაციონალური მოძრაობაა“. თვითონ შეხედონ, ერი მზად არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოუშვან ხელისუფლებაში? კარგად გადახედონ. ხელისუფლებასაც ამდენი ბერკეტი რომ აქვს და თბილისში ერთ რაიონსაც ვერ იგებს. ეს ჩემთვის ბევრისმანიშნებელია და თვითონაც ხვდებიან“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მისი შეფასებით, უშედეგო მოლაპარაკების გამო სირცხვილია ფასილიტატორ ელჩებთანაც, რომლებიც „საქართველოში საბავშვო ბაღს უყურებენ“.
„ზოგი ამბობს, ჩვენ თვითონვე უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი საკითხიო. რაღაც რომ არის, რატომ გარბიხართ უცხოეთში, წერილები რომ წეროთ? ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება. რადგან ერთი მხარეც ამბობს არას და მეორეც, ელჩებთანაც სირცხვილია. ისინიც სახელმწიფოს წარმოადგენენ და აქ საბავშვო ბაღს უყურებენ, მიდის ვაჭრობა. ვისზე ვაჭრობთ, საქართველოსთვის? საქართველო ხომ მძიმე მდგომარეობაშია. რომ შემოვიდეს რუსი, ახლა ხომ გაგვყოფს. რამდენ კუთხეს ჩამოგაცილებს არ ვიცით? ამიტომ კეთილი ინებონ და რადგან არჩევნებმა ამდენი მსხვერპლი გამოიწვია და ამდენი დაავადებულია, აიღონ პასუხისმგებლობა და ისე გააკეთონ, რომ ერი არ დაზიანდეს. პასუხს მოვთხოვთ, ბოლოს და ბოლოს, რატომ არა?!“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ყველა სიახლე
16 აგვისტო 2026, 23:00
მსოფლიო
The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს
BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს მიმართეს ნებართვის მისაღებად, რათა დონალდ ტრამპ უმცროსს, ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს ოფიციალური უწყებები ჩააბარონ. ეს უწყებები მათ აიძულებს, ჩვენება მისცენ პრეზიდენტის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ცილისწამების სარჩელზე, რომელიც გადაცემა Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო აღიძრა.
16 აგვისტო 2026, 20:40
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს.
16 აგვისტო 2026, 19:51
სპორტი
საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: უსინათლოთა შორის გამოდიოდნენ (J1): საბა ბაღდავაძე; გიორგი გამჯაშვილი; გიორგი ბერიძე.
16 აგვისტო 2026, 19:41
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე
ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულებებს იხსენებს და ამბობს, რომ „სისხლიან ნაცბანდას პოლიტიკური საქმიანობა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს!“.
16 აგვისტო 2026, 18:23
საზოგადოება
ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან.
16 აგვისტო 2026, 18:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა
გიორგი გამსახურდია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და „ნაცმოძრაობას“ ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
16 აგვისტო 2026, 17:55
საზოგადოება
„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა
დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბანაკი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
16 აგვისტო 2026, 17:33
რეგიონი
ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა
მსმენელის წინაშე გიორგი შავლაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფები „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“ წარდგნენ.
16 აგვისტო 2026, 17:30
კულტურა
პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს
პოლონეთის სოფელ კონოტოპში ღვთისმშობლის ქანდაკება აღმართეს, რომლის სიმაღლეც კვარცხლბეკთან ერთად 55,6 მეტრს შეადგენს. ეს ევროპაში ღვთისმშობლის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.
16 აგვისტო 2026, 17:19
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა
სუს-ის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა სისხლის სამართლის ორ საქმეს მოიცავს. პირველი საქმის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე. ისინი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა გასდიოდა, 14500 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, რის შემდეგაც ამავე მოქალაქეს 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაეხმარნენ, კანონის გვერდის ავლით გაეხანგრძლივებინა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
16 აგვისტო 2026, 17:18
მსოფლიო
ირანელი დეპუტატი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს
„შესაძლოა შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, - დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს
გამოცემის ცნობით, მთავარ სამიზნეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები მოხვდა. ბრიტანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე, იაროსლავლის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ვოლგოგრადის ინფრასტრუქტურაზე.
16 აგვისტო 2026, 17:08
მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა დარტყმებს კრივი რიჰში 2 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმის ოლქში.
16 აგვისტო 2026, 17:06
მსოფლიო
ესპანეთის საჰაერო ძალებმა რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდეს
ესპანეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
16 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 16:59
მსოფლიო
ჰავაიზე ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა
ჰავაის ქარიშხალი „ლალა“ დაატყდა თავს. სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
16 აგვისტო 2026, 16:58
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა
აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
16 აგვისტო 2026, 16:44
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
16 აგვისტო 2026, 16:42
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს
პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით.
16 აგვისტო 2026, 15:42
პოლიტიკა
გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს
ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ჰო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ, - აცხადებს ექიმი გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.


