imedi /  05 დეკემბერი 2020, 12:48 / სანდო წყარო

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე

5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წელს 5 დეკემბერი კონკურენციის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.

„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განაცხადებით, მიუხედავად პანდემიური ვითარებისა 2020 წელი საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის გამორჩეული იყო.

„დღეს, 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კოვიდ19-ის გამო შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, დაგეგმილი რიგი აქტივობები ვერ განხორციელდა. იმედს ვიტოვებ, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, კონკურენციის სფეროში მოღვაწე საზოგადოება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. მიუხედავად პანდემიური ვითარებისა 2020 წელი საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის გამორჩეულია – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მათი მხარდაჭერით იქნა მომზადებული, შედეგად დღეს საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა. გარდა ამისა, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კიდევ ორი კანონპროექტი, რომლის აღსრულებაც 2021 წლიდან საააგენტოს ეკისრება - 1.„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონი“ და 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დავების განხილვის საბჭო კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურაში გადმოდის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია როგორც ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებების გაზიარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მისი ქართულ რეალობასთან თანხვედრაში ასახვა, რაც შედეგზე ორიენტირებული, სწრაფი, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას, ვინც კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, საჯარო და კერძო სექტორის, მედიისა და დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: საერთაშორისო კონკურენციის ქსელი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია; სოფიას კონკურენციის ფორუმი; ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია.

2014 წლიდან დღემდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მათ შორის, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში მომზადდა კონკურენციის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ასევე, 2015 - 2019 წლები საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გაფორმდა 30-მდე მემორანდუმი -საჯარო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, დარგობრივ მარეგულირებლებთან და კონკურენციის საერთაშორისო უწყებებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს აღდგენიდან, 2014–2020 წლებში - განხორციელდა 15 ბაზრის მონიტორინგი, 30 მოკვლევის საქმე, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაიცა 11 თანხმობა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 ბაზრის მონიტორინგი და 3 საქმის მოკვლევის პროცესი.

ყველა სიახლე

15 მარტი 2025, 18:31

საზოგადოება

ფოლკლორის ცენტრი წელს მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალურ გამოცემას გეგმავს, რომელიც პირველ ქართველ ქალ ეთნომუსიკოლოგს თამარ მამალაძეს ეძღვნება

ფოლკლორის ცენტრი წელს მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალურ გამოცემას გეგმავს, რომელიც პირველ ქართველ ქალ ეთნომუსიკოლოგს თამარ მამალაძეს ეძღვნება. ამის შესახებ ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

ლევან მაჭავარიანი

15 მარტი 2025, 18:27

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: უკვე პირდაპირაა საუბარი, რომ გამორიცხულია უკრაინის რაიმე სახით ნატოში გაწევრება. უკრაინა გამოყენებული იყო ინსტრუმენტად „პროქსი ომში“, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა. ეს ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო

დღეს უკვე პირდაპირ არის საუბარი, რომ გამორიცხულია უკრაინის რაიმე სახით ნატოში გაწევრება. ასევე, დღეს უკვე აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებითაა განცხადებები, რომ უკრაინა გამოყენებული იყო ინსტრუმენტად პროქსი ომში, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შეფასებისას.

15 მარტი 2025, 18:25

საზოგადოება

ფოლკლორის ცენტრი 2025 წელს პრიორიტეტულ მიმართულებად სალოტბარო სკოლებს ასახელებს

ფოლკლორის ცენტრი 2025 წელს პრიორიტეტულ მიმართულებად სალოტბარო სკოლებს ასახელებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ სალოტბარო სკოლებში 2000-მდე მოსწავლე ქართულ მრავალხმიანობას, ტრადიციულ გალობას, ქორეოგრაფიას და ზეპირსიტყვიერებას სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება.

გურამ მაჭარაშვილი

15 მარტი 2025, 18:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ის ფაქტი, რომ თავად შეერთებული შტატების ელჩი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ვერ მოხდებოდა

ის ფაქტი, რომ თავად შეერთებული შტატების ელჩი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, თავისთავად ეს არ ხდება და რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

15 მარტი 2025, 17:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს

ოპოზიცია არის ძალიან რთულ ვითარებაში, ისინი საბაბებს ეძებენ, რომ თავიდან აიცილონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებული, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

15 მარტი 2025, 17:56

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანამ ე.წ. „შათდაუნი“ თავიდან აიცილა

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანამ ე.წ. „შათდაუნი“ თავიდან აიცილა.

მიშო ჯავახიშვილი

15 მარტი 2025, 17:40

საზოგადოება

მიშო ჯავახიშვილი მარიამ შენგელიას მიმართ ბულიგზე: საქართველო დგას სცენაზე - გარკვეული მასა ებრძვის ეროვნულობას

დღევანდელი არსებული მდგომარეობა შესაძლოა, შეფასდეს ასე - რაღაც მომენტში გარკვეული მასა ებრძვის ეროვნულობას, - განაცხადა ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიშო ჯავახიშვილმა მარიამ შენგელიაზე სოციალურ ქსელებში განხორციელებულ ბულინგზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

15 მარტი 2025, 17:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან

კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

15 მარტი 2025, 17:32

მსოფლიო

კირ სტარმერი: ჩვენ არ შეგვიძლია ნება დავრთოთ პრეზიდენტ პუტინს ითამაშოს პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებით

ჩვენ არ შეგვიძლია ნება დავრთოთ პრეზიდენტ პუტინს ითამაშოს პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებით.

ბაბი კირკიტაძე

15 მარტი 2025, 17:25

საზოგადოება

ბაბი კირკიტაძე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგზე: მიკვირს, გული მტკივა და საწყენია. ეს ქვეყანა არის ყველასი და მგონია, რომ ამ დროს ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა შენმა ქვეყანამ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგას

მიკვირს, გული მტკივა და საწყენია, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ბაბი კირკიტაძე ევროვიზიის მონაწილე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს.

ზურა მანჯავიძე

15 მარტი 2025, 17:20

საზოგადოება

ზურაბ მანჯავიძე: სოლიდარობა მარიამ შენგელიას და გამძლეობა! ყურადღება არაფერს მიაქციოს. ერთი კითხვა მიჩნდება - ასე რატომ სძულთ საკუთარი ქვეყანა?

სოლიდარობა მარიამ შენგელიას და გამძლეობა! ყურადღება არაფერს მიაქციოს, - განაცხადა მომღერალმა, ზურაბ მანჯავიძემ მომღერლის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში მარიამ შენგელიას წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების გამო.

15 მარტი 2025, 17:08

პოლიტიკა

ფსევდოლიბერალების მხრიდან ბულინგის სამიზნე ამჯერად ევროვიზიის კონკურსანტი მარიამ შენგელია გახდა

ფსევდოლიბერალების მორიგი შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. ამჯერად მათი სამიზნეა მარიამ შენგელია. მომღერალი, რომელიც ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს.

15 მარტი 2025, 17:01

მსოფლიო

გადაუღებელმა წვიმამ იტალიის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ იტალიის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

მარკ კარნი

15 მარტი 2025, 16:36

მსოფლიო

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა.

15 მარტი 2025, 16:27

მსოფლიო

სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემთხვევას ევროკავშირის პროკურატურა იძიებს

სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემთხვევას ევროკავშირის პროკურატურა იძიებს.

ტულსი გაბარდი

15 მარტი 2025, 16:21

მსოფლიო

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლას ამკაცრებს

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლას ამკაცრებს.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2025, 16:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის დროს აშშ-ის ნამდვილი პრეზიდენტი იყო ის, ვინც ავტოკალამს აკონტროლებდა

ბაიდენის დროს აშშ-ის ნამდვილი პრეზიდენტი იყო ის, ვინც ავტოკალამს აკონტროლებდა.

15 მარტი 2025, 16:11

საზოგადოება

მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახი კახიაშვილი

15 მარტი 2025, 15:45

სპორტი

კახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღარ უხელმძღვანელებს

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამგეობის სხდომაზე პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რიგგარეშე არჩევნები 3 აპრილს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2025, 15:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, ისინი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ. კორუმპირებულები არიან და უკანონოდ მოქმედებენ

CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, ისინი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ. კორუმპირებულები არიან და უკანონოდ მოქმედებენ.