სახალხო დამცველი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ნინო ლომჯარია
ფოტო: Facebook
საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.
ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები.
ნინო ლომჯარის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექპერტთა ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებითაც.
„სამწუხაროდ, საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა, ასევე მაღალია ვირუსის შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პერიოდულად მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც გარდაცვლილთა ოჯახები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. იგივე პრობლემაზე საუბრობენ 29 ნოემბერს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის პაციენტის მშობლები.
ოჯახის წევრების განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადება, თუმცა, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, პაციენტი კლინიკაში დროულად არ გადაიყვანეს.
30 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური კომისია განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 სექტემბრის № 01-482/ო ბრძანებით, სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში COVID 19-ის შემთხვევების მართვის კლინიკურ აუდიტს მოწვეული ექსპერტების ჯგუფი ახორციელებს, რომელიც მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, ამზადებს რეკომენდაციებს COVID 19-ის შემთხვევების მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები. განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე.
კერძოდ, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე

14 ივლისი 2025, 13:58
პოლიტიკა
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

14 ივლისი 2025, 13:46
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

14 ივლისი 2025, 13:36
კულტურა
My Chemical Romance-მა ახალი ტურნე ჯგუფის ყველაზე ხანგრძლივი კონცერტით გახსნა
My Chemical Romance 2001 წელს, ნიუ-ჯერსიში ჩამოყალიბდა. მათი ყველაზე წარმატებული ალბომია Welcome to the Black Parade, რომელმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო. 12-წლიანი კარიერის შემდეგ ჯგუფი დაიშალა, თუმცა 2014 წელს გამოსულ მათ საუკეთესო ჰიტების ალბომში აქამდე უცნობი კომპოზიცია Fake Your Death მოხვდა.

14 ივლისი 2025, 13:15
რეგიონი
15 ივლისს, კურორტ ბეშუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმცაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია: კონცერტი, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ხალხური რეწვისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.

14 ივლისი 2025, 13:13
რეგიონი
დავით სონღულაშვილი მუხურის ბაზაზე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები, ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

14 ივლისი 2025, 13:01
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს
მეცნიერების თქმით, ასეთი მასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ჩვეულებრივი ევოლუციის შედეგად ვერ წარმოიქმნება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტები შესაძლოა უფრო მცირე შავი ხვრელების ადრეული შერწყმის შედეგი ყოფილიყო. გარდა ამისა, ორივე შავი ხვრელი უკიდურესად სწრაფად ბრუნავდა - დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე თითქმის 400 000-ჯერ სწრაფად.

14 ივლისი 2025, 12:25
მსოფლიო
კიტ კელოგი კიევში ჩავიდა
„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, იარაღი, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება - ბევრი თემაა სასაუბროდ,“ - დაწერა ერმაკმა.

14 ივლისი 2025, 12:17
მსოფლიო
ევროკომისარი იორგენსენი: 2024 წელს ევროკავშირმა გაცილებით მეტი ფული რუსულ გაზზე დახარჯა, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე
„2024 წელს რუსული გაზისთვის გაცილებით მეტი ფული დავხარჯეთ, ვიდრე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება იყო. მეტი ყურადღება გვმართებს, რათა არ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა და ერთი დამოკიდებულებიდან მეორეზე არ გადავერთოთ. ამიტომაც აუცილებელია ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია“, - განაცხადა იორგენსენმა.

14 ივლისი 2025, 12:15
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: 2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით დავასრულეთ
საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.

14 ივლისი 2025, 11:59
ეკონომიკა
2025 წლის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრებს მოემსახურნენ, ასევე რეკორდულია შესრულებული ავიარეისების ოდენობა
სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. 2025 წლის საწყის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 11:55
მსოფლიო
ტეხასში გრანდ კანიონთან ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ
ტეხასის შტატში, გრანდ კანიონთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი სიცხისა და ქარის გამო 4 ივლის გაჩენილი ხანძრის ფართობმა მოიმატა და დღეს უკვე 2 000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა.

14 ივლისი 2025, 11:51
მსოფლიო
კენტუკიში ბაპტისტურ ეკლესიასთან სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლი ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმას მოჰყვა, მანამდე კი უცნობმა კაცმა ცეცხლი პოლიციის ოფიცერს გაუხსნა, რომელმაც ის შესამოწმებლად ქალაქის აეროპორტთან ახლოს გააჩერა. ოფიცერი დაიჭრა, დამნაშავე კი ავტომობილით ბაპტისტური ეკლესიისკენ გაიქცა. სამათალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია სწორედ იქ შეძლეს

14 ივლისი 2025, 11:47
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიმდინარე კვირას გაფორმდება
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიმდინარე კვირაში შედგება. შტატების მიერ ინიცირებული, 60-დღიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, ღაზის სექტორის გარკვეულ ნაწილიდან ისრაელის არმიის გაყვანას და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ითვალისწინებს.

14 ივლისი 2025, 11:38
მსოფლიო
გერმანია უკრაინისთვის დამატებით Patriot-ის სისტემისა და Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას არ გეგმავს
„გერმანიის კუთვნილი Patriot-ის ტიპის 12 სისტემიდან 3 უკრაინას გადავეცით, 2 პოლონეთს იჯარით მივაწოდეთ, ერთს სწავლებისას ვიყენებთ. დარჩენილი 6 კი მართლაც ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ნატოს მიზნების გათვალისწინებით, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. ნამდვილად ვეღარ მივცემთ მეტს “, - განაცხადა მინისტრმა.

14 ივლისი 2025, 11:31
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის კომპლექსებს გაუგზავნის
„ჯერ არ შემითანხმებია რაოდენობა, მაგრამ კიევი მიიღებს Patriot-ის სისტემებს. ისინი უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება, რადგანაც პუტინის ქმედებები ბევრს აკვირვებს. დღისით ლამაზად საუბრობს, საღამოს კი უკრაინას ბომბავს. ეს პრობლემაა და მე ეს არ მომწონს“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

14 ივლისი 2025, 11:25
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი დონეცკის ოლქში კიდევ ორი სოფლის დაკავების შესახებ იუწყება, ოკუპანტი ქვეყანა აცხადებს, რომ ავიაიერიშები უკრაინის სამხედრო საწარმო კომპლექსზე, დრონების მართვის მოსამზადებელ ცენტრსა და დროებით დისლოკაციის პუნქტებზე მიიტანა, ასევე უკრაინისთვის მიწოდებული პატრიოტის ტიპის ორი სისტემა გაანადგურა.

14 ივლისი 2025, 11:25
საზოგადოება
2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით - 14 %-იანი ზრდით დაასრულეს
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი 14 %-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი - 16 %-ით. ჯამურად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

14 ივლისი 2025, 11:24
საზოგადოება
GCCA: საქართველოში 2025 წლის მეორე კვარტალში 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

14 ივლისი 2025, 11:18
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 11:14
სამართალი
შსს: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს
პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა.