ნათია თურნავამ საქართველოს ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

ნათია თურნავა
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 7 დეკემბერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა.
„ვულოცავ ამ სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ მილოცვაში.
მინისტრის განცხადებით, ავიაციის სექტორს COVID 19-ის პანდემიამ უპრეცენდენტოდ დიდი ზიანი მიაყენა. მისი თქმით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, დღის წესრიგში დადგა საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხი, რამაც ათასობით რეისის მოულოდნელი გაუქმება გამოიწვია.
„ამავე დროს, ავიაცია აღმოჩნდა ის დარგი, რომელმაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ეპიდემიის ეფექტურ მართვაში და საწყის ეტაპიდანვე აქტიურად ჩაერთო დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროულად შეზღუდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მაღალი რისკის ქვეყნებთან. პარალელურად ამოქმედდა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ჯანდაცვის უწყებების ინფორმირება აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამომსვლელი მგზავრების შესახებ,“ - განაცხადა მინისტრმა.
მთავრობის ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით გახორციელდა 40-მდე სპეციალური რეისი. აღნიშნული რეისებით მოხერხდა საქართველოს 6000-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩამოყვანა. არაერთი ფრენა განხორციელდა ასევე ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნით.
მინისტრის განცხადებით, „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აეროპორტებსა და საჰაერო ხომალდებზე საწყისი ეტაპიდანვე მიღებულ იქნა ყველა აუცილებელი ზომა მგზავრთა და პერსონალის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშავა წესებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ეხება ეკიპაჟის, პერსონალის სპეციალურ მომზადებას მგზავრთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე, მათ სათანადო ეკიპირებას, საჰაერო ხომალდის დეზინფექციას და ა.შ. ავიაკომპანიები და აეროპორტები პანდემიის გავრცელების პირველივე დღეებიდან უზრუნველყოფენ აღნიშნული მოთხოვნების და რეკომენდაციების დაცვას. შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მომსახურების გაწევას სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, ასევე ავიაციის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მსხვილი და მცირე ავიასაწარმოები.“
ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებამ. „ავიაციის სექტორი მზად დახვდა აღნიშნულ გამოწვევას. საჰაერო ტრანსპორტით PCR ტესტების, პირბადეების დასამზადებლად სხვადასხვა ნედლეულის, სამედიცინო დანიშნულების საშუალებებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირება და აღნიშნული ტვირთების მომსახურება ხდება დროულად და მაღალ დონეზე. აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთან კოორდინაციით, აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად ჩაერთვნენ ქართული სატვირთო ავიაკომპანიებიც,“ - აღნიშნა მინისტრმა.
„პანდემიამდე არსებულ ნიშნულებზე დასაბრუნებლად, ავიაციის სექტორს დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ვიმედოვნებთ, რომ ეტაპობრივად და ფრთხილად შევძლებთ ოპერირების ჩვეულ პროცესზე გადასვლას. აღნიშნულს ხელს უწყობს ის ფაქტორი, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ინტერესს კვლავაც აქტიურად გამოხატავენ ავიაკომპანიები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პანდემიის მიუხედავად, არ გაჩერებულა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
„მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ უწყებას, ავიასაწარმოს, ავიასპეციალისტს, ამ სექტორში დასაქმებულ ტექნიკურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს, მათი უსაზღვროდ დიდი წვლილისთვის ეპიდემიის მართვის პროცესში. თქვენი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომის და კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ პანდემიის პირობებშიც, ავიაცია რჩება ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებისთვის პროფესიული დღის მილოცვაში.
ყველა სიახლე

21 აპრილი 2025, 11:45
სპორტი
გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა.

21 აპრილი 2025, 11:42
მსოფლიო
რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანიდან მორწმუნეებს მიესალმა, სააღდგომო მიმართვა კი მის ნაცვლად არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა
სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა, მორწმუნეებს მიესალმა და სიტყვა არქიეპისკოპოსს გადასცა.

21 აპრილი 2025, 11:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებაზე რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებაზე, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ, რის შემდეგაც ორივე ქვეყანა, შეერთებულ შტატებთან ბიზნესის წარმოებას დაიწყებს.

21 აპრილი 2025, 11:28
მსოფლიო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, ტრამპის ადმინისტრაციას, უცხოელი მტრების შესახებ კანონის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია აუკრძალა
შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ, ტრამპის ადმინისტრაციას, უცხოელი მტრების შესახებ კანონის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია აუკრძალა.

21 აპრილი 2025, 11:21
მსოფლიო
The Wall Street Journal: დონალდ ტრამპი უკრაინას, ომის დასრულებისთვის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას შესთავაზებს
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას ითვალისწინებს.

21 აპრილი 2025, 11:19
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა პუტინის მიერ გამოცხადებული ზავი 2935-ჯერ დაარღვია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა პუტინის მიერ გამოცხადებული ზავი 2935-ჯერ დაარღვია. უკრაინის პრეზიდენტი დაეყრდნო არმიის სარდლის, სირსკის ანგარიშს და აღნიშნა, რომ უკრაინა სარკისებურ ქმედებებს განაგრძობს.

21 აპრილი 2025, 11:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა „ლე ფიგაროს“ სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ეწევიან ისლამის პროპაგანდას.

21 აპრილი 2025, 11:09
მსოფლიო
კიევის რუსულ ქალაქად მოხსენიების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „FOXNEWS“- ისგან ბოდიშს ითხოვს
უზუსტობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სააღდგომო ღვთისმსახურების ტრანსლაციისას მოხდა. თავდაპირველად ეთერში იყო წარწერა „უკრაინა, კიევი“, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა „კიევი, რუსეთი“ და ეს წარწერა დიდი ხნის განმავლობაში იყო ეთერში.

21 აპრილი 2025, 11:08
მსოფლიო
ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 აპრილი 2025, 10:43
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

21 აპრილი 2025, 08:35
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

21 აპრილი 2025, 08:00
საზოგადოება
მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ
ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

20 აპრილი 2025, 23:46
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში., - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 22:52
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო
პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბერს ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მოქმედებებს, კორდონში დგომის დროს მას მოხვდა აქციის მოძალადე წევრის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში, წაიქცა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება, - განაცხადა „იმედის კვირაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 22:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას
როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება - გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია გამოგვრჩეს რა ფორმა მისცეს კორუფციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:48
საზოგადოება
„ეთამაშე შაზამს“ - „იმედის“ ეთერში 25 აპრილიდან
კიდევ ერთი ახალი პროექტი - ყველაზე აზარტული, ყველაზე სახალხო ამერიკული შოუს ქართული ანალოგის ტელეპრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 25 აპრილს შედგება.

20 აპრილი 2025, 21:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გრანტების კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში
ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:23
პოლიტიკა
რადიკალიზმის მძიმე შედეგი - პოლიციელმა აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად, 29 ნოემბერს, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ექიმების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

20 აპრილი 2025, 21:16
პოლიტიკა
გამჭვირვალობის მტკივნეული ეფექტი რადიკალებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გამჭვირვალობა გამჭვირვალობის წინააღმდეგ - ასეთ აბსურდს სთავაზობს ეკა გიგაური საზოგადოებას, პოლიტიკოსი „ენჯეოს“ მანტიით.

20 აპრილი 2025, 20:56
პოლიტიკა
კორუფციული რვაფეხა - საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მოსმენილი ინფორმაცია სააკაშვილის ოჯახის გამდიდრების შესახებ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გასულ კვირას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოებამ მოისმინა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ოჯახი არა წინაპრების მემკვიდრეობით, არამედ სხვისი საკუთრების მიტაცებით გამდიდრდა.