ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმმა მედია ტურს უმასპინძლა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმში მედია ტური გაიმართა, რომელსაც პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მუზეუმის დაარსების იდეა ერთი წლის წინ, მე-9 მოწვევის პარლამენტში გაჩნდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღნიშნა. ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის კონცეფციამ 1919 წლიდან დღემდე არსებული პერიოდი გააერთიანა.
„პარლამენტი ღიაობით გამოირჩევა. მოქალაქეთა ჩართულობისთვის, არაერთი ღონისძიება უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში ღია მმართველობის საბჭოს ფორმატში, შემუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მიზნად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შექმნილიყო ქართული პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიის მუზეუმი, რომელიც გააღრმავებდა მოქალაქეების, მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ უცხოელი სტუმრების ინფორმირებულობას იმ პროცესების შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე საქართველოში პარლამენტარიზმის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტის ისტორია“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, მუზეუმი ქართველი საზოგადო მოღვაწის და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს.
„მუზეუმი ემსახურება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას პარლამენტის საქმიანობის და საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მისი მოღვაწეობის თაობაზე“,- აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
გივი მიქანაძის განმარტებით, მუზეუმი 5 დარბაზს აერთიანებს. თითოეული დარბაზი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს ეთმობა. ასეთია დარბაზი, სადაც ასახულია პერიოდი 1919 წლიდან 1921 წლამდე -აქ დამთვალიერებელი პირველი რესპუბლიკისა და დამფუძნებელი კრების ისტორიას გაეცნობა.
კიდევ ერთ დარბაზში, მუზეუმის სტუმრებს დამფუძნებელი კრების ემიგრაციაში წასული წევრების ცხოვრებისა და საქმიანობის, მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის ამსახველი მასალების გაცნობა შეეძლება.
საბჭოთა კავშირის პერიოდს და 1989 წლის 9 აპრილის ღამეს ეთმობა მუზეუმის კიდევ ერთი სივრცე, სადაც გამოფენილ ექსპოზიციებს შორის არის ის ეკიპირება, რომელიც საბჭოთა კავშირის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს. ამას გარდა, მუზეუმში მისული დამთვალიერებელი საბჭოთა რეპრესიების ამსახველ მასალასაც ნახავს.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის ამსახველ ექსპონატებს ეთმობა კიდევ ერთი დარბაზი, სადაც 1990-1991 წლების ისტორიაა ასახული.
პარლამენტის აპარატის უფროსი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მუზეუმი პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიის შესახებ სხვადასხვა პერიოდებს ასახავს.
„საზოგადოებაში ვრცელდება გარკვეული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტში საბჭოური მუზეუმი მოეწყო. ეს ასე არ არის - ეს არის სხვადასხვა პერიოდებთან დაკავშირებული პარლამენტარიზმის განვითარების ისტორია. მინდა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეული პერიოდი წარმოადგენს ჩვენი ისტორიის განუყოფელ ნაწილს და ჩვენ გვაქვს ქართული დემოკრატიის პირველ განსაკუთრებულ ჩანასახზე, ეს არის 1918-1921 წლების შესახებ ცალკე სპეციფიური დარბაზი, გვაქვს ემიგრაციაში მყოფი დამფუძნებელი საბჭოს წევრების შესახებ დარბაზი, ასევე, გვაქვს ეროვნული მოძრაობის დაწყების დარბაზი, ისევე, როგორც იმ 70 წლიანი სამწუხარო პერიოდის ამსახველი დარბაზი, სადაც გაშარჟებულიც კია ის პროცესები, როდესაც ერთპარტიული არჩევნები ტარდებოდა საქართველოში და ეს პერიოდი თავდება ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენით, როდესაც 9 აპრილს ოკუპანტი ჯარის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ჩვენი გულანთებული თანამემამულეების დარბევა და ვიცით, რომ არაერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა ამ ვანდალურ ღონისძიებას“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსის თქმით, მუზეუმის იდეასა და კონცეფციაზე მუშაობა სპეციალისტების ფართო ჩართულობით განხორციელდა, მათ შორის, მუზეუმზე იმუშავეს საქართველოს პარლამენტის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული არქივის, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, ასევე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა.
მედია ტურის მონაწილეებს ასევე ესაუბრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ყოფილი დირექტორი, ომარ თუშურაშვილი, დიზაინერი დავით ცვარიანი და IDFI- ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.
როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას გივი მიქანაძემ განაცხადა, მუზეუმის გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 09:51
სპორტი
ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფედერაციების ორგანიზებით, რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა
ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფედერაციების ორგანიზებით, რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა, სადაც ადგილობრივ გუნდებთან ერთად, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების კლუბებიც მონაწილეობდნენ.
18 აგვისტო 2026, 09:40
მსოფლიო
ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინიციატივის ავტორი, ფინეთის სოციალურ საკითხთა მინისტრი, მოტივად სოციალური მედიის მიერ გამოწვეული ზიანისგან მცირეწლოვნების დაცვას ასახელებს.
18 აგვისტო 2026, 09:31
მსოფლიო
მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქდა
მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქდა. ობიექტი ეროვნული არმიის სისტემებმა დააფიქსირეს. ინციდენტი მოლდოვის საგარეო უწყებამ დაგმო. თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება თუ რა ტიპის მოწყობილობამ დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე. მიმდინარეობს გამოძიება.
18 აგვისტო 2026, 09:22
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ეს ემსახურება ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ქვეყანაში არ იყოს განვითარება, თუკი რაიმე პერსპექტივა გაჩნდება ქვეყნის გაერთიანების, საძირკველშივე ეს პერსპექტივა იყოს ჩაკლული
წლების და ათწლეულების განმავლობაში ვხედავთ ამ ძალის მხრიდან ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. თუმცა, მათი მხრიდანაც კი სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელია იმ ტიპის მოღალატეობრივი განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, - ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.
18 აგვისტო 2026, 09:11
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რომლის დანიშნულება საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნაა
ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. რასაკვირველია, თუ თავს გაიმართლებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვათ ვიფიქროთ, რომ მას სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აფხაზეთი, როგორც ტრავმული მეხსიერება ისე მოიხსენია და ამ საკითხზე საუბრისას ფაშინიანის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც მისივე თქმით ყარაბაღის ტერიტორია დათმო.
18 აგვისტო 2026, 09:01
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 28-დან 33 გრადუსამდე იქნება.
18 აგვისტო 2026, 01:12
მსოფლიო
მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ილაპარაკა და საზოგადოებას ევროპული პროექტის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა.
18 აგვისტო 2026, 01:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.
17 აგვისტო 2026, 22:39
რეგიონი
დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
17 აგვისტო 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.
17 აგვისტო 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ
60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.
17 აგვისტო 2026, 21:49
კულტურა
19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.
17 აგვისტო 2026, 21:37
მსოფლიო
Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება
როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.
17 აგვისტო 2026, 21:34
სპორტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.
17 აგვისტო 2026, 21:19
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.
17 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
17 აგვისტო 2026, 21:00
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს
ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.
17 აგვისტო 2026, 20:52
ეკონომიკა
უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.
17 აგვისტო 2026, 20:40
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.
17 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.


