ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
ფოტო: დევნილთა სააგენტო
ზუგდიდში, ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ გადასცეს.
ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა.
ამასთან, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.
ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება.
დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
ყველა სიახლე
22 იანვარი 2025, 15:25
საზოგადოება
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა.
22 იანვარი 2025, 15:24
ეკონომიკა
ტავ ჯორჯია: მგზავრთნაკადის მატების ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ინფრასტრუქტურას ავითარებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.
22 იანვარი 2025, 15:14
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ირაკლი რუხაძის ფანტასტიკური ინტერვიუ მოვისმინე. პრაქტიკულად, ეს ადამიანი ამბობს ქართველთა უდიდესი ნაწილის სათქმელს
დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
22 იანვარი 2025, 15:06
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში
ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში.
22 იანვარი 2025, 15:03
რეგიონი
საგარეჯოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა დასრულდა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა გახსნეს.
22 იანვარი 2025, 15:01
კულტურა
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის ფესტივალზე დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარმოადგენს
30 იანვარს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის ფესტივალზე დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარმოადგენს. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი რეპეტიციას დაესწრო.
22 იანვარი 2025, 15:01
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ამ ადამიანებს მარტივად შემიძლია ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში
„ეს [განცხადებები] არის ფაქტობრივად აღიარება, რომ იყვნენ აქ [საქართველოში], ერეოდნენ წინასაარჩევნო, შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს. ეს არ არის კანონიერი, მათ შორის იმიტომ, რომ ეს ევროპაშიც არ არის კანონიერი. წარმოუდგენელია იქ რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერიოს. თუ ასეთი ჩარევა არის, ხედავთ როგორი ხისტი დამოკიდებულება აქვთ ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილზე არაერთი ძალიან უხეში დეზინფორმაცია და ტყუილი იყო გავრცელებული. წინა რეზოლუციებიც ვნახეთ, სადაც სააკაშვილზე იყო საუბარი. ყველა შემთხვევაში, ამ ადამიანებს [ევროპარლამენტარებს] მარტივად შემიძლია ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა მახაშვილმა.
22 იანვარი 2025, 14:55
მსოფლიო
ტრამპის თქმით, ის არ იქნება წინააღმდეგი, თუკი ილონ მასკი ტიკტოკს იყიდის
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა ტიკტოკის შეძენას გადაწყვეტს, იგი ამას მხოლოდ მიესალმება.
22 იანვარი 2025, 14:53
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტზე: „ნაცებს“, როგორც ტოტალიტარულ სექტას, არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი მათთვის დამღუპველია
„ნაცები“ წერენ, რომ ირაკლი რუხაძემ მათ ჟურნალისტს გადაუარა და რომ ძალიან არამომგებიან მედია პოზაში აღმოჩნდა მთელი სანაცეთი. ახლა ცდილობენ ფიასკო ჟურნალისტს დააბრალონ. რასაკვირველია ინტელექტში განსხვავება ძალიან თვალშისაცემი იყო, - ასე ეხმიანება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის სტუმრობას.
22 იანვარი 2025, 14:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლორა თორნტონის პოსტზე: მეგობრებო ცოტა ხომ არ დაფიქრდებით, ისე არ წაიყვანოთ ახლა საქმე, რომ საქართველოში ამერიკის პრეზიდენტი ჩვენი დასაცავი გახდეს თქვენგან
ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კურატორი აქაური აგენტურის ამერიკიდან, რომელმაც პირდაპირ კრიმინალი უწოდა თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
22 იანვარი 2025, 14:46
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გენდერზე ტრამპის განცხადებასა და ოპოზიციის დაბნეულობაზე: სამწუხაროა, როდესაც ძალიან მარტივ აქსიომებთან ურთიერთობისას ასეთ კომენტარებს ვიგებთ
„სამწუხაროა, როდესაც ძალიან მარტივ აქსიომებთან ურთიერთობისას ასეთ კომენტარებს ვიგებთ. როდესაც ამ [ოპოზიციის წარმომადგენლებს] ადამიანებს, ორგანიზაციებს უჭირთ ასეთ მარტივ [რამდენი გენდერი არსებობს] აქსიომებთან ურთიერთობა, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ მათ შეიძლება რამე სამართლიანად შეაფასონ ან არჩევნები, ან შიდაპოლიტიკური პროცესები, ან სხვა განვითარებები.
22 იანვარი 2025, 14:44
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორსა და გენდერზე: მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორი პასუხს ვერ სცემს ამ კითხვას
მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორი პასუხს ვერ სცემს კითხვას გენდერზე.
22 იანვარი 2025, 14:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლორა თორნტონზე: მისი ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
22 იანვარი 2025, 14:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონი ამიტომ მივიღეთ, გვინდოდა იმიტომ, რომ შავი ფული არ გადმორიცხულიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ტრამპის ბრძანებაშიც ზუსტად ეს წერია
გამჭვირვალობის კანონი ამიტომ მივიღეთ, ამიტომ იყო ორჯერ ატეხილი აქ მთელი ამბავი, გამჭვირვალობის კანონი გვინდოდა იმიტომ, რომ შავი ფული არ გადმორიცხულიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
22 იანვარი 2025, 14:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში თხოვნას, რომ შეესწავლათ დაფინანსებები, რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია
აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში თხოვნას, რომ შეესწავლათ დაფინანსებები არანაირი რეაგირება მოჰყოლია და ფაქტია, რომ საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია ,- განაცხადა განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ამერიკული დაფინანსება შეუწყდება.
22 იანვარი 2025, 14:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ივანიშვილის ეს შემთხვევა, როგორც „კრედიტ სუისთან“, ასევე მეორე ბანკთან, არის მოგირი მტკიცებულება, როგორ ებრძვიან ნებისმიერ პირს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომელიც იცავს მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებებს
ეს შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის, როგორც „კრედიტ სუისთან“, ასევე ახლა მეორე ბანკთან, არის მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ებრძვიან ნებისმიერ პირს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომელიც იცავს მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებებს, - განაცხადა „ხალხის პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბანკ Julius Baer-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრკოლებების უსაფუძვლოდ შექმნასთან დაკავშირებით.
22 იანვარი 2025, 14:19
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის გარანტს წარმოადგენენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა არ შევიდა სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან
მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის გარანტს წარმოადგენენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა არ შევიდა სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან.
22 იანვარი 2025, 14:18
მსოფლიო
WSJ: ტრამპმა მის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში ომის 100 დღეში დასრულება დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგს 100 დღეში ომის დასრულება დაავალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
22 იანვარი 2025, 14:04
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ეს ნიშნავს საწინააღმდეგო პროპაგანდის აკრძალვას, რასაც ტაშს უკრავდნენ შორიდან ზურაბიშვილი და ხაზარაძე, საქართველოში მიღებულ კანონს კი ჰომოფობობა უწოდეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ.
22 იანვარი 2025, 14:03
პოლიტიკა
ბაჩიაშვილმა აღიარა, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციებს აფინანსებს
„პროკურატურის სპეცოპერაციას, რომ როგორმე ყველა ჩემი აქტივი იპოვოს, დაეუფლოს და უსაფუძვლოდ გაყინოს, მაგაში მონაწილეობა არ მივიღე და არც მივიღებ. შვეიცარიამ როგორც კი შეხედა რასთან ჰქონდა საქმე, რომ არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, მსგავს გამოძალვის ოპერაციაში არ ჩაერთო. არ ვარ მე ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის წევრი. ჩემი განცხადებები თუ ნახავთ, ყოველთვის დემოკრატიაზეა ორიენტირებული. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის პარტიასაც, ან ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდეს განცხადებები, რომლებიც გარკვეულწილად შეიძლება ემთხვეოდეს ჩემს განცხადებებს. ვეხმარები თანხებით იმ ფონდებს, რომლებიც ეხმარება სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს“, - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.