გადაადგილების შეზღუდვის გამო, დორტმუნდი-ქუთაისის რეისის მგზავრებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მისამართებზე უფასოდ მიიყვანენ
ფოტო: shutterstock.com
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მგზავრების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„18 დეკემბერს, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს შეასრულებს. ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის საათი ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის, ქუთაისის და ბათუმისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ“ - აღნიშნულია განცხადებაში.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ავტობუსით მგზავრობისას, მგზავრებმა თან იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს, ერთჯერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1)-ზე.
ასევე, კომპანია Omnibus Express-ის ბილეთებზე ვრცელდება 30%-იანი საახალწლო ფასდაკლება.
ბილეთების წინასწარ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე: Georgianbus.com და Omnibusexpress.ge.
ქუთაისის აეროპორტში ყოფნისას, ბილეთების შეძენა მგზავრებს შეუძლიათ კომპანიების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, საახალწლო პერიოდში, დორტმუნდი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია WIzz Air 3 რეისს განახორციელებს. რეისები 18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.
18.12.2020 - მოფრენა 19:55 / გაფრენა 20:30
25.12.2020 - მოფრენა 18:25 / გაფრენა 19:00
08.01.2021 - მოფრენა 13:20 / გაფრენა 13:55
არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან.
ყველა სიახლე
18 იანვარი 2025, 19:07
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურამ, ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში სრულად გასცა კითხვებს პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენვე ვამბობდით, რომ ისინი არ ეფუძნებოდა არანაირ მტკიცებულებას
„ჩვენ ვიყავით ის უწყება, რომელმაც მივმართეთ პროკურატურას იმ მიზნით, რომ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შესაძლო მანიპულაციასა და გაყალბებასთან მიმართებაში საზოგადოებას ჰქონოდა ობიექტური, ჭეშმარიტი პასუხები. ასევე, რა თქმა უნდა, გადაცდომის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს ჰქონოდათ სათანადო რეაგირება“.
18 იანვარი 2025, 18:56
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შესაძლოა საქართველო არ არის იმ ზომის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე ან შეიძლება იყოს გლობალური პოლიტიკის ცენტრში, თუმცა რა რეგიონშიც ვართ, აქვს განსაკუთრებული როლი
ნამდვილად საინტერესოა, თვალყური ვადევნოთ გლობალურად მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა, საქართველო არ არის იმ ზომის ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე ან პირდაპირ შეიძლება იყოს გლობალური პოლიტიკის ცენტრში, თუმცა საქართველოს იმ რეგიონში, რა რეგიონშიც ჩვენ ვართ, აქვს განსაკუთრებული როლი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 იანვარი 2025, 18:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მტკიცედ გავაჟღერეთ, რომ საქართველოც და აზერბაიჯანიც პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სწორედ ამ პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას
ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ გავაჟღერეთ, რომ საქართველოც და აზერბაიჯანიც პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ერთმანეთის დამოუკიდებლობას და სწორედ ამ პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით ვაგრძელებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისკენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
18 იანვარი 2025, 18:35
პოლიტიკა
თემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა
ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება, - განაცხადა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ სხვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
18 იანვარი 2025, 18:33
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი დღეს საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის
„თუმცა, პოტენციალი არის ბევრად უფრო დიდი. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის მაღალ ნიშნულზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ პოზიტიური და კარგი, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პოტენციალი არის ბევრად დიდი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სწორად ავითვისოთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 იანვარი 2025, 18:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია შუა დერეფნის განვითარების საკითხში
„თუკი გლობალურ სცენარს და გლობალურად მიმდინარე პროცესებს შევხედავთ, განსაკუთრებულად კარგად ჩანს, თუ რა როლი შეუძლია შუა დერეფანს შეასრულოს. თუ ჩვენ სწორად ვპოზიციონირდებით, როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო, ჩვენ რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლის შესრულება შეგვიძლია შუა დერეფნის განვითარების საკითხში. ამისათვის მნიშვნელოვანია ის პარტნიორობა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს“.
18 იანვარი 2025, 18:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და ინაუგურაციას დაესწროს. ვაშაძე, ხაზარაძე და ზურაბიშვილი ახლა ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს, ტრამპის მიერ არიან მიწვეულები
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწროს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
18 იანვარი 2025, 18:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი განხორციელებულიყო მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ დავიწყეთ ტური აზერბაიჯანიდან
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის პირობებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი განხორციელებულიყო მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ დავიწყეთ ტური აზერბაიჯანიდან, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 იანვარი 2025, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს.
18 იანვარი 2025, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ
ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელია ამ საზოგადოებისთვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, - ასე აფასებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას, რომლის მიზანიც საქართველოში როკ ბენდის Guns N' Roses კონცერტის ჩაშლაა. კონცერტი არ უნდა გაიმართოს - ამ შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, რასაც სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს.
18 იანვარი 2025, 17:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ ტრამპის უარყოფითად შეფასების თაობაზე: საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან („აპრავებენ“) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები
მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო! – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და სალომე ზურაბიშვილის, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დონალდ ტრამპის შეფასებასა და არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებების ვიდეოებს აზიარებს.
18 იანვარი 2025, 17:46
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპანტების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ეს ფაქტი იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პუტინს არა მშვიდობა, არამედ ომი სურს
კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა.
18 იანვარი 2025, 17:44
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე ძალიან ფართოა და ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს
საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე ძალიან ფართოა და ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.
18 იანვარი 2025, 17:35
მსოფლიო
შოლცი აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაზე: მე არ ვიცი როგორი იქნება ეს თანამშრომლობა
შოლცი აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაზე: მე არ ვიცი როგორი იქნება ეს თანამშრომლობა.
18 იანვარი 2025, 17:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
ის სისტემური დანაშაულები რაც ხდებოდა, რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
18 იანვარი 2025, 17:19
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს დაიწყება
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს დაიწყება.
18 იანვარი 2025, 17:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: აზერბაიჯანთან არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ფასეულობების კუთხით ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს. ეს ვიზიტები ემსახურება სწორედ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას
ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის ვიზიტი შეაფასა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ძალიან ბევრი რამ აერთიანებს.
18 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც „ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა, საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა, მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს
ის, რაც „ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა, საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა, მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
18 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა - ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს
რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შეჯამებისას.
18 იანვარი 2025, 17:15
მსოფლიო
თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა
თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა.