imedi /  17 დეკემბერი 2020, 11:24 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნოდ მაუწყებლებმა დაახლოებით 62.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ მაუწყებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში თითქმის 30,000 წუთი დაუთმეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დროში მაუწყებლებს რომ თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად მიეღოთ, მათი შემოსავალი ჯამში დაახლოებით 62.5 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 13.9 მილიონი ლარი შეადგინა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაუწყებლებმა ფასიან რეკლამას 9,620 წუთი დაუთმეს, რაც უფასოზე სამჯერ ნაკლებია.

უფასო პოლიტიკური რეკლამის გადანაწილება არხების მიხედვით ასეთია:

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 15% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,350 ლარი იყო. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაახლოებით 6.1 მილიონი ლარის რეკლამა განთავსდა უფასოდ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.7% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,235 ლარი იყო. შესაბამისად, აჭარის ტელევიზიაზე დაახლოებით 3.2 მილიონი ლარის რეკლამა განთავსდა უფასოდ.

„მთავარმა არხმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.1% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 5,583 ლარი იყო, მათ დაახლოებით 13.5 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ტვ პირველმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,978 ლარი იყო, მათ დაახლოებით 10.3 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ტელეიმედმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.3% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,902 ლარი იყო, მათ დაახლოებით 9.7 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3,672 ლარი იყო, მათ დაახლოებით 9.5 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ფორმულამ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1,787 ლარი იყო, მათ დაახლოებით 4.6 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„სტუდია მაესტრომ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.4% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 914 ლარი იყო, მათ დაახლოებით 2.3 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„პოს ტვ“-მ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 9.2% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 593 ლარი იყო, მათ დაახლოებით 1.6 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„პალიტრა TV“-მ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 5.9% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 395 ლარი იყო, მათ დაახლოებით 700,000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ევრონიუს ჯორჯიამ“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 1.2% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 888 ლარი იყო, მათ დაახლოებით 310,000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

„ობიექტივმა“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 4.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 60 ლარი იყო, მათ დაახლოებით 82,000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

სხვა არხებმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში ერთად სრული დროის 4.8% დაუთმეს, მათი ღირებულება კი დაახლოებით 615 000 ლარის ტოლია.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლები ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროის თაობაზე კომუნიკაციების კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და გაწეული მომსახურება. 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი სწორედ მაუწყებლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ასევე, უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისათვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს ჰქონდათ დადგენილი შესაბამის სამაუწყებლო გადაცემებში.

ყველა სიახლე

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი: პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენდნენ აშშ-ისა და ნატოს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 14:38

თავდაცვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ამერიკა დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს - ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა

„ამერიკა დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 14:34

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 14:33

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსისთვის ეკონომიკური სანქციების გაფართოებას განიხილავს

ევროკავშირი ბელარუსისთვის ეკონომიკური სანქციების გაფართოებას განიხილავს, მათ შორის ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესების საკითხს.

ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:29

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ ვართ აშშ-თან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე

მიმოვიხილეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რაც არის საფუძველი იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც დღეს ერთობლივად ხელი მოვაწერთ. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, შეკავებისა და ნატოსთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე

18 ოქტომბერი 2021, 14:27

COVID19

ამირან გამყრელიძე: თუ ყველა ავიცრებით, დასწრებით სწავლა არ შეჩერდება

მეხუთე ტალღის ყველა მონაცემი გვაქვს, უარესდება სიტუაცია. დელტა შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის, რომ დღეს კორონავირუსის შემთხვევების ნაკლები რაოდენობაა, განპირობებულია იმით, რომ კვირას მიმართვიანობა ნაკლებია და ნაკლები რაოდენობის ტესტი ტარდება.

ეკატერინე ტიკარაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს სოფელ კარალეთში განაცხადა, სადაც დღეს ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: სამწუხაროდ, არცერთი ჩემი ოპონენტისგან საზოგადოებას არ მოუსმენია ერთი ფასეული წინადადებაც კი თბილისის განვითარების შესახებ

სამწუხაროდ, არცერთი ჩემი ოპონენტისგან საზოგადოებას არ მოუსმენია ერთი ფასეული წინადადებაც კი თბილისის განვითარების შესახებ. ამის ნაცვლად, მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობისდამი ვიდეომიმართვაში.

18 ოქტომბერი 2021, 14:21

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებაა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

18 ოქტომბერი 2021, 14:13

სამართალი

სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე დაკავებულ „ნაცმოძრაობის“ წევრს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს, სექსუალური შევიწროების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბურჭულაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისსა და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და არეულობაზე

თბილისს და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა. მჯერა, 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს პროგრესი და სტაბილურობა რევანშსა და არეულობაზე. 30 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო!გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, - განცხადა კახა კალაძემ.

18 ოქტომბერი 2021, 14:09

სამართალი

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

ანასტასია შატალოვა გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახლის სადარბაზოსთან მოკლეს, მას იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლები ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა და ქალის ყვირილი გაიგონეს. ასევე შენიშნეს ადამიანი, რომელიც მკვლელობის ადგილიდან გარბოდა.

18 ოქტომბერი 2021, 14:08

COVID19

ევროკავშირმა 150-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდზე მეტი დოზა გააგზავნა

ევროკავშირმა 150-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდზე მეტი დოზა გააგზავნა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 14:04

პოლიტიკა

წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხის მოწესრიგების მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი სააგიტაციო მასალის განთავსების პრევენციასთან დაკავშირებული „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანულ კანონის პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება.

კახა კალაძე

18 ოქტომბერი 2021, 14:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში

მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ.

18 ოქტომბერი 2021, 14:00

პოლიტიკა

„ენგურჰესი“: ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობის შესახებ ბრალდება არის სრული სიცრუე და ცილისწამება

შპს „ენგურჰესი“, ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებას პასუხობს. „კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, - აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.

18 ოქტომბერი 2021, 13:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ივან კორჩოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ.

18 ოქტომბერი 2021, 13:47

ეკონომიკა

ნათია თურნავამ საქართველო - სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა და აღდგენის მაღალი ტემპი, რაც საქართველოს აქვს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება, განსაკუთრებული ინტერესი, ამ ეტაპზე, უკვე გამოითქვა უკვე IT სექტორის, ენერგეტიკის მიმართ, სლოვაკეთი ასევე ცნობილია თავისი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით და ვფიქრობთ, რომ აქაც შეიძლება თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით“ - აღნიშნა თურნავამ.

18 ოქტომბერი 2021, 13:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება

18 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

18 ოქტომბერი 2021, 13:41

პოლიტიკა

„ენგურჰესი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბრალდებებზე: დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ბრალდებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსის (და არა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, როგორც ქ-ნმა ანა წითლიძემ განაცხადა), ჯონი ჭანიასადმი სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს შეურაცხმყოფელია და პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება“.