Imedi /  21 დეკემბერი 2020, 15:00 / სანდო წყარო

ლევან ჯღარკავა: საზოგადოება დეზინფორმაციის ქვეშაა და უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია მოქალაქეებს სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის

ლევან ჯღარკავა

ლევან ჯღარკავა

საზოგადოება დეზინფორმაციის ქვეშაა და უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს, - ამის შესახებ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის განცხადება აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახს ეხება. ლევან ჯღარკავამ ბრიფინგი ამ საკითხზე დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გამართა. მან ისაუბრა, თუ რა ქონებას ფლობს აღნიშნული დევნილი ოჯახი.

„ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება. აქედან გამომდინარე, საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ და უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს. არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, მათ შორის, 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც აფრიკის დასახლებაში, მიტაცებულ მიწაზე აქვს განთავსებული უკანონო ნაგებობა. ვინაიდან ამ ოჯახის ინტერესთა დამცველების მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები სარგებლობენ დევნილის სტატუსით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტომ მოიკვლია დამატებითი ინფორმაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სულ ახლახან, სახელმწიფომ მათ საკუთრებაში გადასცა სამოთახიანი ბინა ზუგდიდში. ამ ფაქტის შესახებ სრულ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსი ბესარიონ სიმონიშვილი მოგვაწვდის. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, მიიტაცოს სახელმწიფო მიწები და უკანონო ნაგებობები განათავსოს მასზე. ძირითად შემთხვევაში, ამ უკანონობის უკან დგანან მოქალაქეები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ თავზე ჭერი დედაქალაქსა თუ რეგიონებში და ისინი არ არიან უსახლკაროები. თქვენ იცით, რომ წინა კვირას გავაკეთეთ განცხადება სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებზე და მოვუწოდეთ სამართალდამრღვევებს 4 დღის ვადაში განახორციელონ დემონტაჟი. უკვე გამოგვეხმაურა რამდენიმე პირი, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოახდინონ დემონტაჟი. ჩვენი მხრივ, რასაკვირველია, დაწყებულია მოკვლევა კანონდარღვევის ფაქტებზე და გამოვლენილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სარგებლობენ დევნილის სტატუსით, შესაბამისად მათ აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული ქონება საკუთრებაში. მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე. მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი 2019 წელს, სახელმწიფოსგან, „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა. მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ქ.თბილისში, შუამთის ქუჩაზე. დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს: მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს არანაირ საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, აღმაშენებელის ქუჩაზე, 1148კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში. მოქალაქე ზ.ტ რეგისტრირებული თბილისში, სოფელ შინდისში, უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე მამას აქვს გაკეთებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. რასაკვირველია, ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა იმ კანონდამრღვევთა შესახებ, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო მიწებს და უკანონო მშენებლობებს აწარმოებენ. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გაამკაცრებს რეიდებს და ყოველ მსგავს სამართალდარღვევაზე გვექნება მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 08:46

COVID19

ბელგია კორონავირუსის მესამე ტალღის ზღვარზეა

ბელგიაში კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევებმაც იმატა და იმ პაციენტთა რიცხვიც გაიზარდა, რომელთა საავადყოფოში გადაყვანაც აუცილებელია. საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 53 % ე.წ. ბრიტანული შტამია. რეპროდუქციული მაჩვენებელი 1 დან 1.12 - მდე გაიზარდა.

შარლ მიშელი

28 თებერვალი 2021, 08:25

პოლიტიკა

დღეს საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს საქართველოს ეწვევა. ევროკავშირის საბჭოს განცხადების მიხედვით, ის ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას ორ მარტს დატოვებს. საქართველოში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

28 თებერვალი 2021, 08:05

სპორტი

კიევის ტურნირის პირველ საფინალო დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს

ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ) ხვდად წილად, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა (55 კგ) დაეუფლა.

28 თებერვალი 2021, 00:55

კულტურა

„სუპერმენის“ ახალ ფილმში მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი შეასრულებს

„სუპერმენის“ ახალ ფილმში მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ფილმს Warner Bros. Pictures-ი გადაიღებს, სცენარზე ნოველისტი ტა-ნეჰისი იმუშავებს, ხოლო პროდუსერი კი სავარაუდოდ ჯ.ჯ. აბრამსი იქნება.

ლექსო თამაზაშვილი

28 თებერვალი 2021, 00:49

საზოგადოება

ლექსო თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს

Facebook პოსტში ის წერ, რომ პირი, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, მისი უახლოესი მეგობრის ბიძაა ( მამის ძმა), დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში, საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ქვეყნის ათასობით სხვა მოქალაქის მსგავსად აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 თებერვალი 2021, 00:42

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე თანამშრომლობას წარმოადგენს

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის მიერ სწავლების ჩატარებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე ეხმაურება.

28 თებერვალი 2021, 00:40

ტაბლოიდი

8 წლის განმავლობაში ერთად მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ

აშშ-ში, 8 წლის განმავლობაში ერთ ბარში მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2021, 00:21

ეკონომიკა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინ ფორმატში გაიმართა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (IOM) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

28 თებერვალი 2021, 00:11

ტაბლოიდი

კატა რომელიც პატრონმა მარტო დატოვა „ატირდა“. ვიდეო

ვიდეო უსაფრთხოების კამერამ საოცარი მომენტი დააფიქსირდა, „სევდიანი კატა“, რომელიც პატრონმა სახლში მარტო დატოვა კამერაში თვალცრემილიანი იყურება. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ბრიტანული ჯიშის კატის ვიდეომ სოციალური ქსელები დაიპყრო და მილიონობით მოწონება დაიმსახურა.

ბრიტანული შტამი

27 თებერვალი 2021, 23:58

COVID19

ცნობილია, სულ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამი

საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. გამყრელიძის თქმით, ბაზარზე არსებული ვაქცინები ე.წ. ბრიტანულ შტამზეც მოქმედებენ.

27 თებერვალი 2021, 23:48

ტექნოლოგიები

Toyota იაპონიაში მომავლის ქალაქს აშენებს

​​​​​​​კომოანია Toyota-მ იაპონიაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ქალაქი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის დარგში მოწინავე ტექნოლოგიების გამოსაცდელი პოლიგონი იქნება, - ამის შესახებ Independent წერს.

ნიკოლ ფაშინიანი

27 თებერვალი 2021, 23:18

მსოფლიო

სომხეთის პრემიერმა პრეზიდენტს გენშტაბის მეთაურის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოსთხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

27 თებერვალი 2021, 22:55

მსოფლიო

შავ ზღვაში ნატოს სწავლება დაიწყო

შავი ზღვის პორტ კონსტანცაში ნატოს ეგიდით საერთაშორისო წვრთნა „პოსეიდონ 21“ დაიწყო. ინფორმაციას რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს. სამხედრო-საზღვაო წვრთნა 6 მარტს დასრულდება.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2021, 22:43

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია

„ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.

პეტერ არტურ გოტი

27 თებერვალი 2021, 22:22

მსოფლიო

ნიუ-იორკის მაფიის ბოსი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კაროლინის ფედერალურ ციხეში ნიუ იორკის მაფიის ბოსად წოდებული პეტერ არტურ გოტი გარდაიცვალა. ამის შესახებ CBS News იტყობინება. 81 წლის განგსტერის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. პეტერ გოტი გამბინოს მაფიოზურ კლანს სათავეში 2002 წელს, ძმის, ჯონ გოტის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა.

27 თებერვალი 2021, 22:18

სამართალი

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო

თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო. Imedinews-ის ინფორმაციით, დაშავდა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

აქცია საოკუპაციო ხაზთან

27 თებერვალი 2021, 22:10

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ტარდება საპროტესტო აქციები

ჩვენ ცალსახად ვიზიარებთ იმ საპროტესტო მუხტს, რაც ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება საპროტესტო აქციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 21:43

პოლიტიკა

სუსი: საოკუპაციო ძალები ყოველწლიურად უკანონოდ საქართველოს 80-დან 160-მდე მოქალაქეს აკავებენ

უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის შედეგი და 2008 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი დრამატულად არაა შეცვლილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

თამთა გოგუაძე

27 თებერვალი 2021, 21:21

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა ნაბიჯი და გამოყენებულია ყველა ბერკეტი მის გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

Washington Post

27 თებერვალი 2021, 21:18

საზოგადოება

The Washington Post-ი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი

2003 წელს ბატონი სააკაშვილი წინ მიუძღოდა რევოლუციას ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ კრიზისიდან. ამის ნაცვლად ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც ადრე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა, - ამის შესახებ The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.