მანდატურის სამსახური 2020 წელს განხორციელებულ პროექტებს აჯამებს

ფოტო: მანდატურის სამსახური
2020 წელს, პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.
- საქართველოს 11 საჯარო სკოლაში, მათ შორის, სხვადასხვა ინტერნეტ-საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, აქტიურად გაგრძელდა ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის განხორციელება. პროექტი მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულების და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, თანასწორგანმანათლებლობის სისტემის დანერგვას, სასკოლო ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, საკლასო გარემოს მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებას და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.
- ფსიქოსოციალური ცენტრის მიერ მომზადდა ძალადობის და სარისკო ქცევების იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მოდული. შემუშავდა თანასწორგანმანათლებელთა სახელმძღვანელო ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის; ასევე, ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირების წესები და ფასეულობები. დაიწყო დისციპლინირების ეფექტიანი ზომების დანერგვაზე მუშაობა. მომზადდა მოსწავლის სოციალური მოწყვლადობის იდენტიფიცირების ინსტრუმენტი.
- ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის, დამზადდა საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდეორგოლები: ბულინგის, მხარდაჭერის მნიშვნელობის, მოსწავლეებში გაჯეტდამოკიდებულების, მშობლებსა და პედაგოგებს შორის ეფექტური კომუნიკაციის და სხვა აქტუალურ თემებზე.
- შემუშავდა სასკოლო მედიაციის კონცეფცია, რომლის მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა.
- საგანმანათლებლოდაწესებულებაშისოციალურიმუშაობისკომპონენტისგაძლიერებისმიზნით, მანდატურის სამსახურმა სკოლაში სოციალური მუშაობის მოდელის შექმნა დაიწყო. შემუშავდა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კონცეფცია და მომსახურების სტანდარტები.
- მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ისტორიაში პირველად, შემუშავდა სუპერვიზიის კონცეფცია და დაიწყო მისი განხორციელება როგორც ფსიქოლოგებისათვის, ისე სოციალური მუშაკებისათვის.
- დაინერგა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრინციპები, რომელიც ემყარება შემთხვევის შესწავლას, პრევენციული და ინტერვენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ფსიქო-სოციალურ ჭრილში.
- ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა შეიმუშავა მომსახურების ეფექტიანობის შეფასების ინსტრუმენტები გაწეული მომსახურების შედეგის შეფასების მიზნით.
- UNICEF-ის მხარდაჭერით, მანდატურის სამსახურისთვის, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა მოსწავლეთა ქცევის აღწერის ფორმისა და მოზარდთა თვითანგარიშის შეფასების ინსტრუმენტების (აშენბახი) ვალიდაცია.
- მანდატურის სამსახური დამატებით შევიდა 19 საჯარო სკოლაში.
- გაიხსნა მანდატურის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ახალი ოფისი.
- მანდატურის სამსახური ახალ ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთო. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში - erofficers.emis.ge აღრიცხავენ. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.
- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, არასრულწლოვანთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
- ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, მანდატურის სამსახურისთვის შეიქმნა ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა. აღნიშნული პროგრამით, მანდატურის სამსახურის 20 თანამშრომელი ტრენერად მომზადდა. მანდატურის სამსახური ასევე აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ თანასწორობის კვირეულში „მე ვირჩევ თანასწორობას“.
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ყველა მანდატური გადამზადდა კრიმინალური იდეოლოგიის გავლენის შემცირების კომპონენტში, თემაზე - „მოზარდთა ანტისოციალური ქცევა და სუბკულტურა“. ტრენერებად მომზადდნენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალში ახლადდანიშნულ მანდატურთა ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ თემაზე.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დისტანციურად გადამზადდა 380 მოქმედი მანდატური, რომლებსაც არ გაუვლიათ სწავლება ახალი უსაფრთხოების წესის შესაბამისად შექმნილი მოდულის მიხედვით.
- პანდემიის პერიოდში, მანდატურებს თავიანთი წვლილი შეაქვთ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებებში. სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის შემდეგ, სპეციალურად გადამზადებული მანდატურები მთავრობის ცხელი ხაზის - „144“ მუშაობაში ჩაერთნენ და მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან. 2020 წელს, მანდატურები ასევე უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე.
- მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ მომსახურებას აქტიურად განაგრძობს. ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88. საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებსა და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს კვალიფიციური ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქიატრების მიერ, სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით, ონლაინ-კონსულტაცია უტარდებათ.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 11:40
რეგიონი
ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს
3 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს

14 ივნისი 2025, 11:28
კულტურა
„მწერალთა სახლში“ ხელოვან ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის „ამბავს გეტყვი“ წარდგენა გაიმართა
ავტორმა წარადგინა საკუთარი წიგნი, რომელიც მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.

14 ივნისი 2025, 11:17
მსოფლიო
ირანული მედია ორი ებრაული F35 მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი ებრაული F35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:10
რეგიონი
რევაზ სოხაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

14 ივნისი 2025, 10:58
ჯანდაცვა
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა - ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი
14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა.

14 ივნისი 2025, 10:55
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: საქართველო, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა, სრულად აცნობიერებს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო „გაეროს 2025 წლის ოკეანეების კონფერენციის“ ფარგლებში გამართულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომლის თემაც იყო „თანამშრომლობის ყველა ფორმის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით - რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე“.

14 ივნისი 2025, 10:46
სამართალი
პოლიციამ აჭარაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 ივნისი 2025, 10:42
სამართალი
იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.

14 ივნისი 2025, 10:39
მსოფლიო
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი: ირანზე დარტყმები ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა თომერ ბარმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის ობიექტების დაბომბვა ისრაელისთვის ოპერატიული და ეროვნული მნიშვნელობისაა.

14 ივნისი 2025, 10:25
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას - ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს, დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე
მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას. კაცობრიობა შეიშალა. ამასობაში ევროკავშირი ღრმად არის გადაშეშფოთებული გვარამიას დაპატიმრებით, ვნერვიულობდი, გულის შეტევები არ დამართოდა ტუსკსა და მაკრონს, მაგრამ მათ წინასაინფარქტო მდგომარეობას ნიტროგლიცერინივით მიუსწრო ლატვიის მამაკაცი პრეზიდენტის გათხოვებამ, - წერს ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

14 ივნისი 2025, 10:24
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო პანელზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო პანელზე სიტყვით გამოვიდა. საერთაშორისო პანელის თემა „მდგრადი თევზჭერის მართვის ხელშეწყობა“ იყო.

14 ივნისი 2025, 10:08
ჯანდაცვა
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მინისტრი ბენეფიციარებს შეხვდა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრ „ანიკას“ ესტუმრა.

14 ივნისი 2025, 10:05
კულტურა
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა.
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო გაიმართა.

14 ივნისი 2025, 10:00
მსოფლიო
იორდანიამ საჰაერო სივრცე გახსნა
იორდანიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქვეყნის საჰაერო სივრცე გახსნა მას შემდეგ, რაც ის ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული საომარი მოქმედებების გამო დაკეტილი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 09:36
მსოფლიო
„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვის არმია ირანზე შეტევებს აგრძელებს
ისრაელის თავდაცვის არმიის (“ცაჰალის“) ინფორმაციით, მათი შეიარაღებული ძალები ირანზე შეტევების მიტანას აგრძელებენ.

14 ივნისი 2025, 09:23
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება 14 ივნისს საქართველოში
14 ივნისს ქუთაისში დღისით +26 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.

14 ივნისი 2025, 09:00
მსოფლიო
ირანმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მორიგი ტალღა გაუშვა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით კიდევ ერთი შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 08:37
მსოფლიო
ისრაელელი მედიკოსები: ირანის დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა - „მაგენ დავიდ ადომ“ ისრაელის ცენტრალური სანაპირო დაბლობის რეგიონზე ირანის შეტევის შედეგად დაშავებულთა მონაცემები განაახლა. მედიკოსების ცნობით, დახმარება 21 დაშავებულს აღმოუჩინეს, რომელთა შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რამდენიმე სერიოზულადაა დაჭრილი, დანარჩენების მდგომარეობა კი მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმისაა.

14 ივნისი 2025, 08:00
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს. უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში ღამის განმავლობაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ. საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის დრონები გაუშვეს.

14 ივნისი 2025, 05:28
მსოფლიო
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა დონალდ ტრამპთან ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განიხილა
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განიხილა.