imedi /  29 დეკემბერი 2020, 10:32 / სანდო წყარო

შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობის შესახებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, უწყება ავრცელებს ხშირად დასმული კითხვებზე პასუხებს საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

„უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან:​ ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის წესები; უვიზო მიმოსვლით დადგენილი 90-დღიანი ვადით სარგებლობის პირობები; ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.).

90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი შესაძლოა გაძევებულ იქნას ქვეყნიდან და აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით.

ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და შესაძლოა აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით: ტურისტული მოგზაურობა; ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

პანდემიის პირობებში დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები, დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2021, 01:30

ტექნოლოგიები

Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

სოციალურ ქსელ Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა. ამის შესახებ გამოცემა HypeBeast-ი წერს. ფუნქცია Collabs-ის საშუალებით პუბლიკაციის ავტორის სახით კიდევ ერთი მომხმარებლის მონიშვნა იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე გალდავა

21 ოქტომბერი 2021, 01:29

საზოგადოება

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ

ვიცით, რომ მამა ანდრია ჯაღმაიძე ძალიან მოზომილი პიროვნებაა და სიტყვებს უბრალოდ არ ისვრის. რადგან ის აკეთებს ამ განცხადებას, აქვს უტყუარი ინფორმაცია, - ასე უპასუხა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რომ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ბართლომეოს პირველის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გარდა საპატრიარქოს დელეგაციისა, ასევე იქნება თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც ბართლომეოსს სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას სთხოვს.

ჯო ბაიდენი

21 ოქტომბერი 2021, 01:27

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის ზებგერითი რაკეტით შეშფოთებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ზებგერითი რაკეტით შეშფოთებულია. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, ვაშინგტონმა პეკინს აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება დიპლომატიური არხების საშუალებით დაუფიქსირა.

21 ოქტომბერი 2021, 01:25

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდა, ყოველ არჩევნებზე შფოთი იქნება, სახელმწიფო წინ ვერ წავა

ბევრჯერ გაგიგონიათ და თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ შერიგება ხდება სინანულით, - ამის შესახებ დეკანოზმა, ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცახდა.

21 ოქტომბერი 2021, 01:25

ტაბლოიდი

ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Dior-ის სახე გახდა

ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ, რომელმაც მიმდინარე წლის სექტემბერში ამერიკის ღია პირველობა მოიგო, Dior-ის სახე გახდა.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა 

21 ოქტომბერი 2021, 01:14

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები დაიხვიეს და დაიწყეს აპელირება

კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები დაიხვიეს და დაიწყეს აპელირება, თანაც ისეთმა ოდიოზურმა პიროვნებებმა, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ სახარებასთან გარდა იმისა, რომ ალბათ ფორმალურად არიან მონათლულები, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი live“-ში დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ისაუბრა.

ნათელა სახოკია

21 ოქტომბერი 2021, 01:04

პოლიტიკა

ნათელა სახოკია: ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო გაუთავებელი რყევები, გაუთავებელი სირბილი საზღვარგარეთ და უცხოელებთან ქართველების დაბეზღება

ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო გაუთავებელი რყევები, გაუთავებელი სირბილი საზღვარგარეთ და უცხოელებთან ქართველების დაბეზღება, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის ექსპერტმა, ნათელა სახოკიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მიტროპოლიტი სტეფანე

21 ოქტომბერი 2021, 00:57

საზოგადოება

მეუფე სტეფანე: მეუფე შიომ იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა, მიტევება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს

მეუფე შიომ იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა. უჩვეულო და გაუგებარი რაღაცები დაიწყო ამის შემდეგ, იმიტომ, რომ ვერ გაიგეს, რა შინაარსი ჰქონდა მის ქადაგებას. მიტევება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე სტეფანე

21 ოქტომბერი 2021, 00:55

პოლიტიკა

მეუფე სტეფანე: უნდათ, რომ სააკაშვილს ვაპატიოთ და დიქტატურა წავახალისოთ

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მე ვერ მოვაწერდი ხელს, რადგან რას გვეუბნებიან ანუ, რომ თითქოს არ შეიძლება პირველი პირები დაისაჯონ იმ მოქმედებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს?, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნათელა სახოკია

21 ოქტომბერი 2021, 00:43

პოლიტიკა

ნათელა სახოკია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საქართველო უნდათ მხოლოდ მაშინ, თუ თვითონ არიან ხელისუფლებაში

ის 9 წელი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ათასჯერ არის შეფასებული და ვიცით, რა საშინელებაც ხდებოდა და ვიცით ყველაფერი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ციხესთან რომ აქცია გამართეს, ხალხმა ისეთი რაღაცები ილაპარაკა და გავიგე, რაც არ ვიცოდი, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის ექსპერტმა, ნათელა სახოკიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:40

საზოგადოება

კახა კალაძე: მე არასოდეს დამიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით, ვინც ჩემი მხარდამჭერი არ არის, ვპირდები, რომ მათი მერიც ვიქნები

„მე არასოდეს დამიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით. ვინც ჩემი მხარდამჭერი არ არის, ვპირდები, რომ მათი მერიც ვიქნები. ეს ჩემი მოვალეობაა და მე ამ პრინციპებით ვცხოვრობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ქალაქი იყოს ყველაზე განვითარებული, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე მწვანე, ყველაზე სუფთა, საცხოვრებლად კომფორტული და რაც მთავარია, კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

21 ოქტომბერი 2021, 00:36

მსოფლიო

ისტორიაში პირველად, ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს

ისტორიაში პირველად, ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ადამიანის ორგანიზმმა უცხო სხეული მიიღო.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:24

პოლიტიკა

კახა კალაძე: იპოდრომის ტერიტორია ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი სივრცეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა და ფონდი „ქართუ“ უზრუნველყოფს პარკის პროექტის განხორციელებას

იპოდრომის ტერიტორია ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი სივრცეა, დაახლოებით 30 ჰექტარზე მეტია. იცით, რომ ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უზრუნველყოფს პარკის პროექტის განხორციელებას. ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მაგარი პროექტი დედაქალაქში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება 30 ოქტომბერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში ძალადობა, ქაოსი, არეულობა და ბოროტება

„უბრალოდ ნახეთ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ თუნდაც ჩემს მიმართ, მაგრამ მოდი, ამ ყველაფერს თავი დავანებოთ: დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ დიდი ანგარიშით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს რომ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, პარკები, სკვერები დაყიდეს და კორპუსები ააშენეს - რა ნამუსით გველაპარაკებიან?

დღეს რომ გამოდიან აქ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, პარკები, სკვერები ვინ გაყიდა? „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო? 9 სართულიანი კორპუსები უნდა ეშენებინათ ვაკის პარკში. სპორტული მოედნები დაყიდეს და კორპუსები ააშენეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2021, 00:08

საზოგადოება

კახა კალაძე: დღევანდელი სტატისტიკით, 400 000-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველდღიურად და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება

მისივე თქმით, წლის ბოლომდე დედაქალაქში არცერთი ე.წ „ყვითელი მარშუტკა“ აღარ ივლის და იქნება მხოლოდ ახალი, ლურჯი მიკროავტობუსები.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:02

საზოგადოება

კახა კალაძე: ადამიანურად, კაცურად ვამბობ, უდიდესი სიხარულია, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 20-წლიანი პრობლემები მოვაგვარეთ

ადამიანურად, კაცურად ვამბობ, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად 20 წლიანი პრობლემები მოვაგვარეთ. ვერ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ოჯახები. 20 წლის განმავლობაში არანაირი იმედი, არანაირი მხარდაჭერა. 20 წელი ერთა და იმავ ე წრეზე ტრიალებდნენ. პირველად რომ შევხვდი, არავის არ სჯეროდა. ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამას შევძლებდით და გავაკეთებდით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კახა კალაძე

20 ოქტომბერი 2021, 23:55

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი დაპირებაა, რომ არც ერთი უსახლკარო არ გვეყოლება ქალაქში

ძალიან მაგარი პროგრამა გვაქვს უსახლ-კარო თბილისელებისთვის, 400 ოჯახი გვყავს ამ სტატუსის მქონე თბილისელი. ვპირდები ამ ოჯახებს, რომ მომდევნო წლიდან დავიწყებთ ბინების გადაცემას და ამ ოჯახებს ექნებათ თავიანთი საცხოვრებელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კახა კალაძე

20 ოქტომბერი 2021, 23:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: მთელი 2 თვე ვსაუბრობდი ავარიულ შენობა-ნაგებობზე, თუმცა ოპოზიუციური მედიასაშუალებები ბათუმის ტრაგედიამდე ამით არ დაინტერესებულან

ურბანული მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ავარიული შენობა-ნაგებობები, დაახლოებით 10 000 შენობა გვაქვს ქალაქში. საერთოდ არავინ დაინტერესებულა ამით აქამდე, მხედველობაში მაქვს ოპოზიციური მედიასაშუალებები. როდესაც ბათუმში მოხდა ეს სამწუხარო ტრაგედია, მას შემდეგ უცებ ყველა ალაპარაკდა, თურმე რა პრობლემები გვქონია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კახა კალაძე

20 ოქტომბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლებათ

დრეს სიახლე გავაცანით საზოგადოებას, ეს არის ყველაზე მოწყვლადი ფენის, პენსიონერთათვის 500 ლარიანი ვაუჩერი. ეს არის ის ოჯახები და ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.