imedi /  29 დეკემბერი 2020, 18:43 / სანდო წყარო

პრემიერ-მინიტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სუს-ის უფროსმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსამსახურეთა შერჩევის, შეფასებისა და სპეცმომზადების ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც ევროკაშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

„სწორედ ამ მიზნით, სამსახურის სისტემაში შეიქმნა ახალი, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი სასწავლო ცენტრი, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომელი უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების მეშვეობით სრულად გადამზადდება.

გარდა ამისა, განხორციელებული რეფორმის შედეგად სამსახური შეძლებს, შეარჩიოს და მოამზადოს კვალიფიციური, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე, მოტივირებული კადრები, რომლებიც გაივლიან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სპეცმომოზადებას და ჩამოყალიბდებიან მაღალი დონის პროფესიონალებად.

სასწავლო ცენტრში დასაქმდება 50-მდე ადამიანი, რომლებიც სამსახურის კადრების პროფესიულ განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული. ცენტრის ინსტრუქტორთა კორპუსი შედგება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან, ასევე მოქმედი მოსამსახურეებისგან, რომლებიც მათ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ ცენტრის მსმენელებს.

ცენტრის ბაზაზე მოეწყობა უსაფრთხოების მუზეუმი, სადაც განთავსდება უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემები და უსაფრთხოების სამსახურში არსებული არტეფაქტები. მუზეუმი უმასპინძლებს სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებას და საჯარო ლექციებს სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.

სასწავლო ცენტრში ასევე მოწყობილია, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია უსაფრთხოების თემატიკაზე გამოცემული სხვადასხვა პერიოდის უცხოური და ქართული ლიტერატურა.

პროფესიული გადამზადების გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, შეიმუშავებს სამოქალაქო განათლების პლატფორმას სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფებისთვის. აღნიშნულის მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხოების სექტორის პოპულარიზაცია და მასში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

08 მარტი 2021, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, აწამეს, მოკლეს და დღეს ეს ადამიანები გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო

„მე არ ვარ ვალდებული პასუხი გავცე კითხვებს, იმ ადამიანების წინაშეც არ ვარ ვალდებული, ვინც მკვლელებს ედგნენ გვერდში. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, დაავალეს და მოკლეს, რეალურად აწამეს და მოკლეს ადამიანი. დღეს ეს ადამიანები დგანან და გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო. რაც შეეხება მურუსიძეს, მე მისი ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მას დაუწერეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ის შედეგი უნდა დამდგარიყო, რაც დადგა“.

კელი დეგნანი

08 მარტი 2021, 17:08

პოლიტიკა

კელი დეგნანი: საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია - ეს პრობლემაა

საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია. ეს პრობლემაა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემა კვლავ სერიოზულად დგას, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმის გახსნისას.

გიორგი ვოლსკი

08 მარტი 2021, 16:59

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მინდა ახალგაზრდებს მივმართო, ეს უბადრუკი სცენარი დაწერილია იმისთვის, რომ როგორმე გარეთ გამოგიყვანონ

ნაცებს არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კელი დეგნანი

08 მარტი 2021, 16:52

პოლიტიკა

კელი დეგნანი: გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს მიღწევები შთამბეჭდავია

დღეს, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული ქალთა გაძლიერების ფორუმი, რომელიც გაიმართა USAID–ის პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.

08 მარტი 2021, 16:51

რეგიონი

ჭიათურის მერმა 100 წლის ნატა შეყლაშვილს იუბილე და 8 მარტი ერთად მიულოცა

„საუკუნის იუბილეს და ქალთა დღეს ვულოცავ ქალბატონ ნატას. ჯანმრთელობას და თავისი დიდი ოჯახის დღეგრძელობას ვუსურვებ. ბედნიერებაა, რომ გვყვანან ასეთი ხანდაზმული და ძვირფასი ადამიანები", - განაცხადა ჭიათურის მერმა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

08 მარტი 2021, 16:34

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა, რითაც როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხო. ATP-ის განახლებული რეიტინგი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნინო ცაციაშვილი

08 მარტი 2021, 16:32

საზოგადოება

ნინო ცაციაშვილმა ,,ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021“-ში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში ,,ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალთა გაძლიერების ფორუმი USAID/PROLoG-ის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.

მაკა ბოჭორიშვილი

08 მარტი 2021, 16:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან რეგულარულად ინტერესდებიან საქართველოში არსებული ვითარებით

„ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან რეგულარულად ინტერესდებიან საქართველოში არსებული ვითარებით და ეს დებატები მათ შესაძლებლობას მისცემთ, იმსჯელონ საქართველოზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა..

ბაშარ ასადი და ასმა ასადი

08 მარტი 2021, 16:20

COVID19

სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 მარტი 2021, 16:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებისას კომპრომისები აუცილებელია.

გიორგი ხელაშვილი

08 მარტი 2021, 16:18

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„ხვალ ევროპარლამენტში დებატებზე ველოდებით ძალიან ფუნდამენტურად განხილვას. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირში ასე კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესები. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოთი და ყველა საუბარი საქართველოს თითქოს რადარებიდან გაქრობაზე, დაკარგვაზე ყალბია და ტყუილია. რეალურად ერთი კვირა დარჩა და დიდი იმედი მაქვს, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მიუხედავად, შეთანხმებას მივაღწევთ და ამისათვის ორივე მხარემ კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს“.

ანა ფოტიგა

08 მარტი 2021, 16:17

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: ცვალებადი დინამიკა სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის უფრო ძლიერ ჩართულობასა და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს

ცვალებადი დინამიკა ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, დასავლეთის უფრო ძლიერ ჩართულობასა და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ თანმიმდევრული მიდგომა საჭიროა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ინვესტიციები, მართვა და სამართლიანი არჩევნები.

08 მარტი 2021, 16:07

საზოგადოება

პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი სპორტსმენი ქალები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

08 მარტი 2021, 15:55

საზოგადოება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად მიმდინარეობს და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. პროცესი 12 მარტს გერმანული ენის ტესტირებით დასრულდება. ოლიმპიადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.

მაკა ბოჭორიშვილი

08 მარტი 2021, 15:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს

მმართველი გუნდი მზადაა დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მაქსიმალურ მზაობას, რათა დიალოგით ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს მივაღწიოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

08 მარტი 2021, 15:39

რეგიონი

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებს

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. ისინი დიაკვნების - კონსტანტინე გაბოსონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

08 მარტი 2021, 15:33

რეგიონი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

08 მარტი 2021, 15:25

რეგიონი

კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნა

დღეიდან, კურორტზე „გოდერძი“ სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.

ანა ბრნაბიჩი

08 მარტი 2021, 15:25

მსოფლიო

სერბეთის პრემიერმა პრეზიდენტის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

08 მარტი 2021, 15:25

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: თუ შარლ მიშელის მისია წარუმატებელი იქნება, სხვა ვერავინ დაგეხმარებათ - იმედია, ორივე მხარემ იცის, რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია

იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, გადაიჭრას საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება. ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს, - აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი.