ეკოტურიზმის სტრატეგიის პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში გაიმართა

ფოტო: ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე აქტიური მუშაობა გრძელდება. სტრატეგია 2020-30 წლების სამოქმედო გეგმებს მოიცავს, რომლის განხორციელება 2021 წლიდან დაიწყება.
ეკოტურიზმისა და ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით სტრატეგიის შექმნაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეროვნული სატყეო სააგენტო მუშაობენ. სტრატეგია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ დახმარებით მუშავდება.
სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია. ეკოტურიზმის სტრატეგიის პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელსაც სამთავრობო უწყებებთან ერთად კერძო სექტორის, გიდების, ტურისტული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, ასოციაციებისა და GIZ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
„დღეს ტურისტი მხოლოდ სანახაობრივი პროდუქტით არ კმაყოფილდება და უპირატესობას ანიჭებს შემეცნებით დასვენებას, სადაც უშუალოდ არის ჩართული პროცესში და კონკრეტულ გამოცდილებას იღებს ტურისტული შეთავაზებისგან. პოსტკოვიდურ პერიოდში კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნა უსაფრთხო, მაღალი სტანდარტის ტურისტულ პროდუქტზე. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ეკო ტურიზმი, რომელიც უფრო და უფრო განსაკუთრებულ როლს იძენს. ჩვენი მიზანია, არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, კონუკერნტუნარიანი, მაღალი ხარისხის, ოთხი სეზონის ეკო ტურისტული პროდუქტის განვითარება და სწორი პოზიციონირება საერთაშორისო და შიდა ბაზარზე - რაც გულისხმობს პოტენციალის მაქსიმალურ გამოყებებას და პროდუქტის არეალის გაფართოვებას, ადგილობრივი თემების და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკო ტურისტული პროდუქტის შეთავაზების ფორმირებასა პოპულარიზაციაში და რაც მთავარია გაზიარებული ხედვის ჩამოყალიბებას და თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯების განსაზღვრას, რათქმაუნდა ეკო ტურისტული რესურსის მაქსიმალური დაცვითა და შენარჩუნებით“, -განაცხადა ჯანიაშვილმა.
ეკოტურიზმის სტრატეგია ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე ახალი პროდუქტების ფორმირებას, შიდა ტურისტული ტურისტული ნაკადის გააქტიურებას, რაც, ამავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის, სოციალურ-ეკონომიკური და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშემწყობ მექანიზმს წარმოადგენს. სტრატეგიის სამუშაო ვერსიის გაცნობის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო შეხვედრაზე მოსაზრებებს წარმოადგენენ და შენიშვნებს შეიტანენ.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 12:42
მსოფლიო
BBC: გერმანიის მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას
საშობაო არდადეგების დაწყებამდე პარლამენტს მხოლოდ ერთი სესია დარჩა, მომდევნო წლის საბიუჯეტო კანონი კი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. კრიზისი 15 ნოემბერს დაიწყო, როდესაც გერმანიის კონსტიტუციურმა სასამართლომ მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი უკანონოდ ცნო. კერძოდ კი, ახალი ვალების აღების საკითხი, რომელსაც კონსტიტუციაში 2009 წელს ანგელა მერკელის მიერ ინიცირებული „ვალების მუხრუჭის“ კანონი არეგულირებს და რომლის თანახმადაც, მთავრობას ახალი ვალის აღება მხოლოდ გარკვეული ლიმიტით შეუძლია. მთავრობის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო პროექტში გადაცდომებთან დაკავშირებით სასამართლოს ოპოზიციურმა, კონსერვატიულმა პარტიამ მიმართა. ახლა ოლაფ შოლცის კაბინეტი ცდილობს, არსებულ მოკლე ვადაში კორექტირება შეიტანოს დოკუმენტში.

06 დეკემბერი 2023, 12:33
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ადეკვატური დონის ფარგლებშია
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.

06 დეკემბერი 2023, 12:32
მსოფლიო
„დემოკრატებმა“ სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების $111-მილიარდიანი პაკეტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს,

06 დეკემბერი 2023, 12:28
რეგიონი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ფარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხანის მიმართულებით, 1,6 კმ-იან მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი დაიგო. სრულად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა.

06 დეკემბერი 2023, 12:26
ეკონომიკა
ნათია თურნავა: 2023 წელს ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე დასტაბილურდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 12:25
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიაზე: საქართველოს პოლიტიკურმა ცხოვრებამ არაერთი პოლიტიკოსად წოდებულის დეგრადაციის ისტორია იხილა და ეტყობა ამჯერად მორიგი ასეთი ისტორიის მოწმე ვართ
გამოდი დაასახელე და თან დაამტკიცე! არც ერთს შვება და არც მეორეს, უფრო სწორად ვერ შვება იმის შიშით, რომ იქით არ ამოუქექონ რაღაცები- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმით, „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი“.

06 დეკემბერი 2023, 12:24
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები განიხილეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსზე, რომელიც კომპანიებს ტვირთის გაფორმებისას ახალ გამარტივებულ შესაძლებლობებს სთავაზობს

06 დეკემბერი 2023, 12:22
მსოფლიო
აშშ-ში უკრაინის ელჩმა განმარტა, რატომ გააუქმა ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ განმარტა, რატომ გააუქმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან.

06 დეკემბერი 2023, 12:17
საზოგადოება
ლილოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა, დიდ დიღომში კი ორი პროექტი მიმდინარეობს
ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცისმოწყობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 12:15
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები

06 დეკემბერი 2023, 12:11
მსოფლიო
ყირგიზეთის პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს მისთვის დაბადების დღეზე საჩუქრების ჩუქება აუკრძალა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საჯარო მოხელეებს მისთვის დაბადების დღეზე საჩუქრების ჩუქება აუკრძალა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ედილ ბაისალოვმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 12:10
პოლიტიკა
კახა კალაძე: ილიას ბაღის იერსახის აღდგენა მიმდინარე თვეში დაიწყება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიასა და შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 12:07
საზოგადოება
ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სამი ავარიული შენობა ახლით ჩანაცვლდა და შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდა
„აღნიშნული პროექტი 2020 წელს დაიწყო და სამუშაოები უკვე დასრულდა. განხორციელებული პროექტის შედეგად, რვა ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. მათ წლის ბოლომდე ჩაბარდება გარემონტებული ფართები. გარდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისა, განხორციელდა ფასადის სამღებრო სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

06 დეკემბერი 2023, 11:56
მსოფლიო
ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის ანექსირებული რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა. შესაბამისი კანონპროექტი მადურომ პარლამენტს გადაუგზავნა.

06 დეკემბერი 2023, 11:55
პოლიტიკა
ელექტროშოკური აპარატით თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.

06 დეკემბერი 2023, 11:51
პოლიტიკა
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს
გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს - მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალები. არც მე ვიცოდი, არც თქვენ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:50
რეგიონი
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლაშა შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში აცანასა და ჭანიეთში ფერმერთა რეგისტრაციას დაესწრო.

06 დეკემბერი 2023, 11:45
საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები პეკინში, ეროვნული სახალხო კონგრესის ვიცე-სპიკერს შეხვდნენ
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საპარლამენტო დიპლომატიასა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე.

06 დეკემბერი 2023, 11:27
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა - დიახ!
კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაცია და იმედი მაქვს მომავალ შაბათ- კვირას ევროპული საბჭო მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ - განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:27
რეგიონი
ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა. AIR FOOD პირველი ადგილობრივი ბიზნესია, რომელმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, AIR FOOD-თან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა.