Imedi /  30 დეკემბერი 2020, 16:03 / სანდო წყარო

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადებული უქმე დღეების გამო სოფლის განვითარების სააგენტო განცხადებას აქვეყნებს

სოფლის განვითარების სააგენტო

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადებული უქმე დღეების გამო სოფლის განვითარების სააგენტო განცხადებას აქვეყნებს.

„საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეების მომსახურებას განახორციელებს შემდეგი განრიგით: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით, ელ.ფოსტის მისამართზე: documents@rda.gov.ge.

სოფლის განვითარების სააგენტო, პანდემიის პირობებში შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით, მუშაობას 2021 წლის 18 იანვრიდან განააახლებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ყველა სიახლე

ტურიზმის აღდგენა

02 მარტი 2021, 19:34

ეკონომიკა

საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მალხაზ დოულაშვილი

02 მარტი 2021, 19:33

სამართალი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია

„ბერშუეთის თავზე ვიყავი სანადიროდ,ძაღლი გამექცა და გავყევი რომ მომეძებნა. დამაკავეს რუსებმა და ჯერ ღრომში ბაზაზე გადამიყვანეს მერე ცხინვალში. საკანში მარტო ვიყავი სხვა ქართველები არ მინახავს. ჯარიმა არ ვიცი ალბათ გადაიხადეს. დღეს იყო სასამართლო და გამომიშვეს“, - განაცხადა დოლუაშვილმა

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 მარტი 2021, 19:31

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა გაამკაცროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა გაამკაცროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის დროს განაცხადა.

02 მარტი 2021, 19:31

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრება 10 მარტს გაიმართება

24 თებერვალს ჩანიშნული „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება, განმეორებით, 10 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება. 24 თებერვლის ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო (ხმის უფლების მქონე 42 დელეგატი ესწრებოდა ) ჩაიშალა. რეგლამენტის თანახმად, განმეორებითი არჩევნების გამართვას ახლა უფრო ნაკლები - 38 ხმა სჭირდება.

02 მარტი 2021, 19:24

სპორტი

სან რემოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სინიშა მიჰაილოვიჩი იმღერებენ

სან რემოს ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი იმღერებს. „სან-რემოს“ რიგით 71 - ე ფესტივალზე იბრაჰიმოვიჩისა და მიჰაილოვიჩის დუეტი შეასრულებს სიმღერას „Vagabondo”.

თენგიზ ცერცვაძე

02 მარტი 2021, 19:22

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე

ის, რომ ყველამ დაიწყო ვაქცინაცია, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების ნათქვამი. ვაქცინაცია 200-ზე მეტი ქვეყნიდან 103-მა დაიწყო. მათმა დიდმა უმეტესობამ - რუსული და ჩინური ვაქცინით და მხოლოდ მცირე ნაწილმა - ამერიკულ-გერმანული ვაქცინებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

უჩა სეთური

02 მარტი 2021, 19:19

ეკონომიკა

უჩა სეთური: გასაკვირი არაა მონოპოლისტი კომპანიების ტოპ მენეჯერების უსაფუძვლო დემარში კომისიის წინააღმდეგ, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს როგორც იქნა სწორი რეგულაციებით ბიზნესის კეთების საშუალება მოგვეცა

მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი ასევე „ოუფენნეტზე“ შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომიტეტზე დამსწრე კომპანიები იყვნენ აღნიშნული პროექტის განხორციელების წინააღმდეგი და სწორედ ისინი ქმნიდნენ ხელოვნურ ბარიერებს.

დავით ყაზარაშვილი

02 მარტი 2021, 19:05

სამართალი

პროკურორი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავთ, ცრუობენ

როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავთ, ცრუობენ. მისი განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრალდებულები მოტივირებულები არიან სასამართლოს თავისი სიცრუე დააჯერონ, თუმცა იქვე წინააღმდეგობაში მოდიან სხვა მტკიცვებულებებთან, ჩვენებებთან და ვიდეოჩანაწერებთან​, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 19:02

მსოფლიო

შარლ მიშელი: რუსეთი დონბასში კონფლიქტის მხარეა და არა შუამავალი

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს, რის გამოც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ძალაში რჩება.

სალომე ზურაბიშვილი

02 მარტი 2021, 18:42

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ნუთუ მართლა არ გვესმის, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო გუშინ და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

02 მარტი 2021, 18:41

სამართალი

სუსი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მალხაზ დოლუაშვილს დღეს გაათავისუფლებენ

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.

02 მარტი 2021, 18:37

მსოფლიო

ალექსეი ნავალნის საქმეზე აშშ-მა რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა.

02 მარტი 2021, 18:22

პოლიტიკა

2023 წლის 1-ელ იანვრამდე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ მოახდენს

კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას გავლენა არ ექნება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. უფრო ზუსტად, მიწის რეგისტრაცია სოციალურ ქულაზე არ აისახება.

ნინო თანდილაშვილი

02 მარტი 2021, 18:20

ეკონომიკა

ნინო თანდილაშვილი: დამაბინძურებელი საწარმო ვალდებული იქნება, თვითონვე აღმოფხვრას გარემოსთვის მიყენებული ზიანი

თუკი საწარმო თავისი საქმიანობის შედეგად დააბინძურებს გარემოს, ის თვითონვე იქნება პასუხისმგებელი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე და ვალდებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ეს არის პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გადმოვიტანეთ კანონმდებლობაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 18:18

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კერესელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

02 მარტი 2021, 18:14

საზოგადოება

​გენადი ბესტაევის მეზობლების განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლოს განაჩენი უსამართლოა

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ, სოფელში კი ამბობენ რომ ის უკანონოდ არის დაკავებული რადგან მისი სახლი გამყოფ ხაზზეა და ეზოს ერთი მხარე უკვე ოკუპირებულ ხელჩუაში გადის. თანასოფლელებს არც მეორე ბრალდების სჯერათ და ამბობენ, რომ ნარკოტიკების კონტრაბანდა რუსების მიერ მოგონილი ტყუილია.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 18:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დასკვნისთვის ODIR-საც გადაეგზავნება

საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დასკვნისთვის ODIR-საც გადაეგზავნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. პაპუაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიღებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ოპონენტების მხრიდან მანიპულაციის მცდელობა უწოდა.

02 მარტი 2021, 18:10

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 778 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 35 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 778 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 10 587 001 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 255 720 ადამიანი გარდაიცვალა.

გიგა ჭიკაძე

02 მარტი 2021, 18:00

სპორტი

UFC-ში გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე ცნობილია

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს 2 მაისს დაუბრუნდება და მისი მეტოქე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ცნობილი მებრძოლი ამერიკელი ქაბ სვონსონი იქნება. გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია. მას ხუთიდან ხუთი ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლოს ქართველმა მებრძოლმა ჯეიმი სიმონსს ნოკაუტით სძლია.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 17:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა

ოპოზიციისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა. იმუშაონ იმ საკითხებზე, რომელზეც აცხადებენ, რომ, თითქოს, მათი მიზნებია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამაში არ მონაწილეობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.