ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა
ფოტო: თბილისის მერია
მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისს მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდა. ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, შეიცვალა ამორტიზებული ქანობიანი სახურავი და წყალსაწრეტი მილები.
დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.
„მთაწმინდის რაიონი ერთ-ერთი ძველი უბანია. შესაბამისად, მსგავსი პრობლემის წინაშე ბევრი სახლი დგას. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ და პირველ რიგში, მოსახლეობის შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. მიმდინარე წელს, 13 საცხოვრებელი სახლი გავამაგრეთ. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯა.
ყველა სიახლე
02 ნოემბერი 2024, 20:53
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ყოველდღიურად ვისმენთ ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა
დღეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან უკვე მეშვიდე დღეა. ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ყოველდღიურად ვისმენთ ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 20:47
არჩევნები 2024
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარე ჩარევებს გაუძლო, მაგრამ ეს აისახა შედეგზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უფრო მეტი იქნებოდა
„თითქმის ყველა განცხადებაში შეინიშნება უკან დასახევი გზა და ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ ის, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად არ ხდება ყველას მხრიდან აღიარება, ეს არის მათი მხრიდან დაკვირვების პერიოდის, თუ როგორ ფორმირდება ქუჩა მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. ვფიქრობ, რომ როგორც არჩევნებში გაუძლო გარედან ჩარევებს საზოგადოებამ, ასევ გაუძლებს, რომ ქუჩა ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ იქნება ფორმირებული“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
02 ნოემბერი 2024, 20:26
არჩევნები 2024
დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ გაყალბდა. ანუ, მათ რაც დაგეგმეს არჩევნებამდე, იმას აკეთებენ არჩევნების შემდეგაც
ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ხალხის“ ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მარცხთან დაკავშირებით.
02 ნოემბერი 2024, 20:25
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: ისინი სახიფათო და ასევე, არასერიოზულებიც არიან - ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება
„ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურას არ ენდობიან, რადგან ისინი საკუთარ საზოგადოებას და მის გადაწყვეტილებას არ ენდობიან. არასერიოზულია დამოკიდებულება, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტებად და ფაქტებად მოაქვთ რომ ვიღაცას ბეჭედი ეკეთა, ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, გაუღიმა, აპარატებიც დაადანაშაულეს პარტიულ მიკერძოებაში, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ როცა პროკურატურაში მიდიხარ, უნდა იცოდე რომ თავად ხარ მომჩივანი და არგუმენტები უნდა წარმოადგინო. მე ვჩივი და თავად მოიძიე არგუმენტები, ეს უკვე არასერიოზულობის ნაწილია. ამიტომ, ისინი სახიფათოები და ასევე არასერიოზულებიც არიან. ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
02 ნოემბერი 2024, 19:00
პოლიტიკა
მაია ომიაძე: მომავალ წელს ჩვენ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით შევდივართ. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზრდება
ინდოეთთან საერთაშორისო ფრენები აქტიურად მიმდინარეობს და ასევე, დამატებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, რათა ახალი ფრენების შესაძლებლობები იყოს. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობას გავზრდით, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
02 ნოემბერი 2024, 18:51
ეკონომიკა
მაია ომიაძე: გასტრონომიული კამპანიის ფარგლებში გამოვყოფდი ჯეიმი ოლივერის საქართველოში ვიზიტს. ცნობილი შეფ-მზარეულის მიმდინარე კამპანია მოიცავს როგორც სოციალურ არხებს, ისე 300 მილიონიანი აუდიტორიის მქონე BBC-ის ტელევიზიას
წლის განმავლობაში რამდენიმე კამპანია გვქონდა. გამოვყოფდი გასტრონომიულ კამპანიას, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
02 ნოემბერი 2024, 18:24
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებებზე: ეს იყო არადიპლომატიური, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა - საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა რომ იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა
„ეს იყო არადიპლომატიური განცხადებები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ იყოს და საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყოს ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მთელი დასავლეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგაა. წარმოუდგენელი ზეწოლაა, მსგავსი ალბათ არ ყოფილა არც გარედან და შიგნით მყოფებს კი პირდაპირ იმედი აქვთ, რომ უცხოელებმა ჩაატარონ ახალი არჩევნები. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:20
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში - ბრიტანეთის ავიახაზები მომავალი წლიდან 4 რეისს შეასრულებს, ასევე EasyJet-ი შეასრულებს დამატებით ფრენებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას სხვა საკითხებთან ერთად 2025 წლიდან საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებზეც ისაუბრა.
02 ნოემბერი 2024, 18:16
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, ანეკდოტურებიც კი გახდნენ. ზოგი პერსონაჟი „შემოულაწუნეს" მახსენებს,ზოგი „ბეთჰოვენას" „ღიმილის ბიჭებიდან“
ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა მაია ნიკოლეიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:12
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება და ბაზარზე ვითარება დამშვიდდება
ჩვენ ვნახეთ, რომ ლარის კურსი არაერთხელ იყო პანიკური ზეწოლის ქვეშ. არა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე რყევის ქვეშ, არამედ, პანიკური ზეწოლის ქვეშ. ცხადია, პანიკის დათესვა ყოველთვის მაღალი რისკის მატარებელია და ძალიან სწორ ხაზზე ფრთხილადაა გასავლელი, რომ პანიკამ არ იქონიოს გავლენა, რომელიც გამოიწვევს მოკლევადიან რყევებს. რა თქმა უნდა გრძელ ვადაში ყველაფერი დამშვიდდება, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი აბაშიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:02
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: დღეს, მათი ქმედებები ქვეყნისთვის საშიში აღარ არის, რადგან მათ უკან აღარ დგას დასავლეთის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა, რომ საკუთარ აგენტურას აქ უცხო ქვეყნების ინტერესები უნდა გაეტარებინა
მისი თქმით, დასავლეთი უკვე მიხვდა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოსთან შეიძლება მიდიოდეს, ეს არის გადატვირთვის პოლიტიკა. „ეს ულტიმატუმების ენა ძალიან მალე დასრულდება. ამერიკაში დასრულდება თუ არა არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ ამერიკა გადავა გადატვირთვის პოლიტიკაზე და მას მიჰყვება ყველა ევროპული ქვეყანა, რომლებიც ამერიკის გავლენის ქვეშ არიან“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
02 ნოემბერი 2024, 17:48
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე „ნაცმოძრაობაზე“: პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს - ქართველმა ხალხმა რეჟიმი გაასამართლა. ახლა დარჩა ხელისუფლებას ის, რომ სამართლიანობა აღადგინოს
რეჟიმი გასამართლდა ქართველი ხალხის მხრიდან და ფაქტობრივად, ისინი ოპოზიციურ ველსაც ჩამოშორდნენ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
02 ნოემბერი 2024, 17:47
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად რეგიონებში 10 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს აგზავნის
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დამატებით 10 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მისი თქმით, სტიქიის ზონაში 5 ათასი ჯარისკაცი და 5 ათასი პოლიციელი დამატებით იმუშავებს. ამ დროისთვის სტიქიური უბედურების ზონაში 1 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ისინი სამძებრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართულნი. ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ძალისხმევას არ დაიშურებს, თუმცა ვითარება ადგილზე კვლავ კატასტროფულია. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ ვალენსიასა და მის შემოგარენში 211 ადამიანი იმსხვერპლა.
02 ნოემბერი 2024, 17:46
არჩევნები 2024
ნანა კაკაბაძე: ამ არჩევნებმა სათქმელი არ დაუტოვა ოპოზიციას. მათთვის ყველა გზა მოჭრილია, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება, არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული
ამ არჩევნებმა სათქმელი არ დაუტოვა ოპოზიციას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.
02 ნოემბერი 2024, 17:25
არჩევნები 2024
გიორგი ვოლსკი: არჩევნებზე შეგნებით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული გამოსაძიებელია. მიმდინარეობს გამოძიება და განხილვები შესაბამის დონეებზე
შეგნებით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული გამოსაძიებელია. მიმდინარეობს გამოძიება და განხილვები შესაბამის დონეებზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებზე გამოვლენილი, რადიკალური ოპოზიციის შესაძლო დარღვევების ფაქტებზე საუბრისას.
02 ნოემბერი 2024, 17:20
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელსა და აშშ-ს გამანადგურებელი პასუხით ემუქრება
ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანისგან გამანადგურებელ პასუხს მიიღებენ, განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისლამური რევოლუციის 45 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „მტრები სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახით უსათუოდ მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმისთვის, რასაც ისინი ირანისა და ირანელი ხალხის, და აგრეთვე წინააღმდეგობის მოძრაობის წინააღმდეგ აკეთებენ“, - აღნიშნა ხამენეიმ. მანამდე საგანგებო განცხადება გაავრცელა ხამენეის მრჩეველმა, რომლის თანახმადაც, თეირანი სავარაუდოდ გაზრდის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსს და, შესაძლოა, ბირთვულ დოქტრინასაც გადახედოს.
02 ნოემბერი 2024, 17:13
არჩევნები 2024
ემიგრანტი სოფია ბასილაშვილი: მე ვარ საქართველოს მხარდამჭერი, ყოველთვის „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდი მხარს და რა თქმა უნდა, მისი გამარჯვება გამიხარდა. სერიოზული ბულინგი, მუქარა ხორციელდება ჩემზე
ბულინგის კამპანია რადიკალების და მათი თანამოაზრეების მხრიდან. ქართველი ემიგრანტი, რომელიც საფრანგეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არჩევნებს აკვირდებოდა „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან მასზე მუქარა და ბულინგი ხორციელდება.
02 ნოემბერი 2024, 16:50
მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ პუატიეში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლა მასშტაბური დაპირისპირების მიზეზი გახდა. დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი მოზარდი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებული მოზარდებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრუნო რეტაიოს თქმით, რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე პირი გამოვიდა, რომლებიც სხვადასხვა სახის იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში ჩაერთო. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს.
02 ნოემბერი 2024, 16:41
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა რასა იუკნევიჩიენეზე: ამ გორბაჩოვის პარტია „ზა პერესტროიკუ"-ს აგიტატორს რომ ვუსმენ საბჭოთა ეპოქა მახსენდება კონდუქტორები რომ გაიძახოდნენ: ფრთხილად! კარები იხურება! შემდეგი გაჩერება კომუნიზმი!
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
02 ნოემბერი 2024, 16:27
მსოფლიო
საიმონ შუსტერი: აშშ უკრაინას რუსეთთან პარტიზანულ ომს სთავაზობდა
აშშ-ის ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიზანული ომისთვის მომზადებას სთავაზობდა, - განაცხადა ჟურნალ Time-ის ჟურნალისტმა, ზელენსკის ბიოგრაფიული წიგნის, „შოუმენის“ ავტორმა საიმონ შუსტერმა.