imedi /  31 დეკემბერი 2020, 16:02 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამას გარდა, „ფორმულას“ დაევალა დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და უზრუნველყოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დროს სათანადო ნიშანდებით, რათა მოზარდებზე მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს.

„ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქე გ. ყიფიანმა მიმართა. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად კი დადასტურდა, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს” მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს უნივერსალური კატეგორია მაშინ, როდესაც პროგრამა 12 წლამდე პირებისათვის შეუფერებელ კატეგორიაში ექცევა. ამ კატეგორიის პროგრამა კანონის მიხედვით სამაუწყებლო ბადეში 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს, „ფორმულას“ კი იგი დღის საათებში ჰქონდა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლებმა 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ 6-დან 21 საათამდე დღის მონაკვეთში. ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან იცავს, მშობლებს კი, ეძლევათ მოქნილი მექანიზმი შვილები დაიცვან ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე არხის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა კომისიის წევრებს ფინანსური ჯარიმის ნაცვლად, გაფრთხილება გამოეყენებინათ, რაზეც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა.

„ჩვენი სურვილი არასდროს ყოფილა და არც ახლაა ჯარიმის გამოყენება სანქციის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კანონის შემუშავებაში პირდაპირ არ ვმონაწილეობდით, მთავარი შენიშვნა წერილობითაც გვაქვს დაფიქსირებული და ეს სწორედ ჯარიმის საკითხს ეხებოდა. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ჯარიმის თემა შეცვლილიყო, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონშია, რომ პირველ სამართალდარღვევაზე გაფრთხილება გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული და, როგორც იცით, პირველივე დარღვევაზე კანონი ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. ერთადერთი შემამსუბუქებელი არის ის, რომ კომისია აპირებს, ყველაზე მინიმალური ჯარიმა გამოიყენოს. რაც შეეხება სამომავლოდ როგორ უნდა მოიქცეთ, ის ფორმა, რაც მაუწყებლის წარმომადგენელმა ბრძანა, მისაღებია. გნებავთ გადაფარვა გამოიყენეთ, გნებავთ ამოჭერით ის მონაკვეთი, სადაც შეურაცხმყოფელი ლექსიკაა, ან დაიცავით საათობრივი ზოლი და 21:00 საათის შემდეგ განათავსეთ ასეთი გადაცემები და გაუკეთეთ სპეციალური ნიშანდება, რომ არ დაარღვიოთ კანონი“- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საჯარო სხდომაზე.

ყველა სიახლე

რან გიდორი

25 თებერვალი 2021, 11:34

პოლიტიკა

ისრაელის ელჩი: ჩემი ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის

საქართველოში ისრაელის საელჩო ელჩის, რან გიდორის მიეც მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ ელჩის ზოგიერთი ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოღებული და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.

25 თებერვალი 2021, 11:30

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია: დეპუტატი ინჯია კანონდარღვევის დამალვას რეესტრში დაჩქარებული ცვლილებით შეეცადა

საქართველოს პარლამენტის წევრის - ფრიდონ ინჯიას განცხადება, რომ კომუნიკაციების კომისიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თავად წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, აღნიშნულს კი საჯარო რეესტრის 24 თებერვლის ამონაწერი ადასტურებს. ამის შესახებ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას 2021 წლის 24 თებერვლამდე იკავებდა. სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ფრიდონ ინჯიამ არა დეპუტატობიდან კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში, არამედ მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის მიერ 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების შემდეგ დაჩქარებული წესით 24 თებერვალს განახორციელა. ცვლილების შეტანისთანავე ინჯიამ მორიგი შეცდომაში შემყვანი განცხადება გაავრცელა, თითქოს აღნიშნული არა 24 თებერვალს, არამედ მანამდე ჰქონდა გაკეთებული.

ოკუპაციის 100 წლისთავი

25 თებერვალი 2021, 11:29

პოლიტიკა

ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება

ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ, ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც მიმოიხილავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტებს. დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ეძლევა შეხვედრას თვალი ადევნოს სამინისტროს Facebook გვერდის მეშვეობით.

დავით ზილფიმიანი

25 თებერვალი 2021, 11:26

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა სწორი ნაბიჯია

„მე მიმაჩნია, რომ თავიდანვე არ უნდა გაერთიანებულიყო. იმდენად გიგანტი სამინისტრო. განათლებას და მეცნიერებას კიდევ სპორტი და კულტურა რომ დაუმატო, როგორ უნდა მართო? მე მიმაჩნია, რომ სწორია (სამინისტროს გაყოფა)“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

25 თებერვალი 2021, 11:24

რეგიონი

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი - ბათუმში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილი მეომრები გაიხსენეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღეა. „ამავე დროს არის ძალიან დიდი გმირობის და თავდადების დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენს ერთიან მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული თავისუფლება, დეოკუპაცია და ამ ყველაფერში ჩვენ ერთიანი ვართ და ერთიანია საზოგადოება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

25 თებერვალი 2021, 11:24

რეგიონი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის სავტომობილო გზის კმ20-კმ122 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

25 თებერვალი 2021, 11:21

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 8,147 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,147 ადამიანს დაუდასტურდა, 135 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,325,841 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 25,596 პაციენტი ემსხვერპლა, 1,159,311 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

25 თებერვალი 2021, 11:18

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 282 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 282 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 171,227 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,179 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 162,984.

შალვა პაპუაშვილი

25 თებერვალი 2021, 11:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მარტის ბოლოს ჩვენ უკვე ცალკე გვექნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კომიტეტში კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი მეორე მოსმენით განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 11:11

ეკონომიკა

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 11:10

სამართალი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 11:09

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს

ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ჩვენს მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დავით ზალკალიანი ივანე მაჭავარიანი

25 თებერვალი 2021, 11:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა

„ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი - ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 11:02

ეკონომიკა

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი თქმით, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება.

25 თებერვალი 2021, 10:58

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რუსლან აბაშიძე

25 თებერვალი 2021, 10:57

რეგიონი

რუსლან აბაშიძემ და თეა ახვლედიანმა აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის შემცირების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხეს.

25 თებერვალი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.28%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.25%.

მძიმე პაციენტი

25 თებერვალი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 104 პაციენტი იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული 289 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 104 იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 289, მათ შორის: თბილისში - 100, აჭარაში - 37, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 104 პაციენტი, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის: 105 - თბილისში, 69 - აჭარაში, 3 - იმერეთში. 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

25 თებერვალი 2021, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 თბილისში, 43 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 165 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

25 თებერვალი 2021, 10:52

რეგიონი

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომაგენლები პარასკევს დაგეგმილ აქციას უერთდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომაგენლები პარასკევს დაგეგმილ აქციას უერთდებიან და ქალაქის ცენტრში განთავსებულ კარავს რუსთაველის გამზირზე გადაიტანენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა გიგა შუშანიამ გააკეთა.