imedi /  31 დეკემბერი 2020, 20:54 / სანდო წყარო

2020 წელს მეხანძრე-მაშველებმა 15 000-ზე მეტი სახანძრო და 30 000-ზე მეტი სამაშველო დავალება შეასრულეს და რამდენიმე ასეული სიცოცხლე გადაარჩინეს

2020 წელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და მთელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მეხანძრე-მაშველებმა შეასრულეს 45 000-ზე მეტი დავალება. მათ შორის - 15 000 მეტი სახანძრო და 30 000 მეტი სამაშველო. გადაარჩინეს რამდენიმე ასეული სიცოცხლე ხანძრების, ავტოსაგზაო შემთხვევისა თუ საზღვაო სეზონის დროს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველები აქტიურად იყვნენ ჩართულები კოვიდ - პანდემიასთან ბრძოლაში: მარნეულში ერთ ღამეში მოაწყვეს, 100 მოქალაქეზე გათვლილი, საველე ჰოსპიტალი, ეხმარებოდნენ ექიმებს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების გადაადგილებაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კი, მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩების დეზინფექციაში.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოწვევების პარალელურად განაგრძობს ყოველდღიურ გაძლიერებას და განვითარებას. 2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალები გაძლიერდა 50-ზე მეტი ერთეული ახალი ტექნიკით, ხოლო 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო სპეც მანქანა განახლდა, რითაც გაიზარდა რეგიონებში შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანობა. აშენდა სამი ახალი შენობა ბორჯომში, ანაკლიასა და წალენჯიხაში. ზაფხულში ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი, შემოდგომაზე სახანძრო-სამაშველო ძალების პირად შემადგენლობას სრულად მიენიჭა ოფიცრის წოდება. შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ცვლაში მყოფ პირად შემადგენლობას დაენიშნა ყოველდღიური კვება, 100 პროცენტით გაიზარდა მყვინთავი მაშველების ხელფასი.

2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მსხვერპლი არ ყოფილა, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. ასევე, საამაყოა სახანძრო-სამაშველო ძალების შევსება, ჩვენს რიგებს არაერთი ახალი მეხანძრე-მაშველი შეემატა.

განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები არის იმის საფუძველი, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეული თანამშრომელი მომავალშიც თავდადებით გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვას“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

06 მარტი 2021, 11:38

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 508 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 174,257 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,219 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,654.

06 მარტი 2021, 11:36

საზოგადოება

ძლიერი ქარი, თოვლი და თოვლჭყაპი - როდის გაუარესდება ამინდი საქართველოში

„ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. თი დღეს დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხვალ მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა და მხოლოდ 3-8 გრადუსი იქნება დაბლობში. დასავლეთ საქართველოში უნდა ველოდოთ თოვლს, შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ქარი გაძლიერდება“.

დიეგო კოლასი

06 მარტი 2021, 11:33

პოლიტიკა

დიეგო კოლასი: ეუთო-ოდირის დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ

ჩვენ მანამდეც არაერთგზის გვითქვამს, რომ მთლიანობაში ვეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, ახალი იდეები წარმოადგინონ და კომპრომისი გამონახონ, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა განაცხადა. კოლასის თქმით, შეთანხმება აუცილებლი და მისივე თქმით, შესაძლებელიცაა.

ირაკლი ზარქუა

06 მარტი 2021, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე

დაჭრილი, დამონტაჟებული, სიცრუის ტირაჟირება და კიდევ ერთი დემონსტრირება უკანონო მოსმენის. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა.

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 11:13

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება და ფაბრიკაცია იყო სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა

უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საურისას.

ანზორ ჩუბინიძე

06 მარტი 2021, 11:12

პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია

„თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია. როგორმე მოსდონ ჩირქი და თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით დასდონ მათ რაიმე, თუნდაც აბსურდული ბრალი“, - აცხადებს ჩუბინიძე.

06 მარტი 2021, 11:00

COVID19

რამდენი მძიმე პაციენტია ამ ეტაპზე საქართველოში

საქართველოში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.

06 მარტი 2021, 11:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

06 მარტი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.6 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.44%.

ლაშა ნაცვლიშვილი

06 მარტი 2021, 10:55

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: არ გასვენებთ "ნაცებო" ბნელი წარსული და ითხოვთ, რომ არც ხალხს დაავიწყდეს?

არ გასვენებთ, ნაცებო, ბნელი წარსული და ითხოვთ, რომ არც ხალხს დაავიწყდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელი, ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ში წერს. ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით აღმაშენებლის სიტყვებს ახსენებს.

06 მარტი 2021, 10:52

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 79 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.

თამთა მეგრელიშვილი

06 მარტი 2021, 10:50

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სიბინძურე, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერები, ხალხის შანტაჟი, ადამიანების ჩაგვრა, წამება და მკვლელობა „ნაცრეჟიმისგან“ არ გვიკვირს

„ცხადია, ამ სიბინძურეს არავინ დაიჯერებს, მაგრამ საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად ქცეული სახალხო დამცველი თუ მოახდენს რეაგირებას გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკაზე და რა პასუხს გასცემს მის ხელმძღვანელებს ეკა გიგაური, რომელიც „უფლებადამცველის“ მანტიაში გახვეული, საკუთარი ფეისბუქიდან უკეთებს ამ წარმოუდგენელ ცილისწამებას ტირაჟირებას“, - წერს მეგრელიშვილი.

06 მარტი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 176 თბილისში, 48 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233.

კორონავირუსი

06 მარტი 2021, 10:48

COVID19

Stopcov.ge-ზე კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა განახლდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი

06 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 617-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266 344-ს.

06 მარტი 2021, 10:46

საზოგადოება

აბიტურიენტების მიერ ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები

შენახვის ღილაკის გამოყენების შემდეგ ეკრანზე დაინახავთ წარწერას: შეინახეთ ან ამობეჭდეთ თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი, ასევე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. არ გადასცეთ სხვას თქვენი პაროლი, ის არაერთხელ დაგჭირდებათ პროგრამების შეცვლის, დამატებისა თუ შედეგების ნახვის დროს.

ჯაბა კანკავა

06 მარტი 2021, 10:40

სპორტი

ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ 2 თვეა, რაც საფრანგეთის „ლიგა2“-ის კლუბს ყაზახური „ტობოლიდან“ შეუერთდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა, რასაც აღნიშნული ჯილდოც მოწმობს. 34 წლის ფეხბურთელს „ვალენსიენთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა თუკი ფრანგულ გამოცემებს დავუჯერებთ შესაძლოა კონტრაქტი გახანგრძლივდეს.

ლექსიკონი ფემინიზმი სექსიზმი

06 მარტი 2021, 10:40

მსოფლიო

იტალიელი აქტივისტები ლექსიკონიდან სიტყვა „ქალის“ სექსისტური სინონიმის ამოღებას ითხოვენ

აქტივისტები ინსტიტუტის მიერ გამოცემული ლექსიკონიდან სიტყვა „ქალის“ სინონიმის ამოღებას მოითხოვენ. „ქალის“ სინონიმად ლექსიკონში სიტყვა puttana არის მოხსენიებული, რაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ნიშნავს. ამავე ლექსიკონში „ქალის“ სინონიმად სექს-მუშაკების აღმწერი 30 სიტყვაა გამოყენებული, მაშინ როცა სიტყვა „კაცი“ პოზიტიურ ტერმინებთან არის ასოცირებული, მაგალითად „ბიზნესმენთან“.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 მარტი 2021, 10:33

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო

სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად, - ასე ეხმაურება გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი. ანალიტიკოსი აუდიოჩანაწერებს ყალბს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის რუსული სცენარისა და გეგმის ნაწილია.

06 მარტი 2021, 10:28

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 9,557 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 300 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,492,079 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,804 ადამიანი გარდაიცვალა.