imedi /  01 იანვარი 2021, 13:28 / სანდო წყარო

რა ფერები უნდა ატაროთ, რომ წარმატებული წელი გქონდეთ. მიხეილ ცაგარელის რჩევები

აუცილებლად წითელი ფერი გამოიყენეთ, რადგან ხარი არის აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშანი და მას არანაირი პრობლემა არ აქვს წითელთან, ერევათ კუროსთან, რომელიც არის დასავლური ზოდიაქოს ნიშანი და ვერ იტანს წითელ ფერს, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ფერები, რომლებიც საახალწლო დღეებში გვჭირდება, რომ პატივი მივაგოთ წლის მბრძანებელს - ხარს, არის: თეთრი, ვერცხლისფერი-ნაცრისფერი, ლურჯი, ოქროსფერი-ყვითელი და შემდეგ წითელი. ამ ფერების შემდეგ აქსესუარებში შეგიძლიათ მწვანეც და ნარინჯისფერიც გამოიყენოთ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მან ასევე განმარტა, ვისთვის შეიძლება ხარის წელი იყოს რთული და ვისთვის - წარმატებული.

„ძაღლის წელიწადში დაბადებულს მეტი ყურადღება სჭირდება, იგი ხართან არ მეგობრობს, ცოტა მეტი სიფრთხილე მართებს ვეფხვს, რადგან მისი აგრესია ხარს არ უყვარს და ასევე ყურადღება ესაჭიროება თხას.

ახლა ვისთვის არის კარგი ეს წელი, ხარის გარდა. ეს წელი წარმატებულია: მამლის, გველის, კატის წელში დაბადებულისთვის და ასევე წარმატებული იქნება დრაკონისთვის“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაისის ბოლოსკენ კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად დაიკლებს.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 20:47

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 7 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 134 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 იანვარი 2021, 20:46

საზოგადოება

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-ი კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენებს 4 თებერვლიდან განაახლებს

4 თებერვლიდან SkyUp Airlines-ი განაახლებს რეგულარულ ფრენებს კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო გზაზე და ფრენებს ყოველ ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. აღნიშნული რეისებით ასევე შესაძლებელია ტრანზიტული ბილეთების შეძენაც იმ მიმართულებით, სადაც SkyUp Airlines-ი ასრულებს ფრენებს.

ლევან ბეჟაშვილი

26 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი მელია-ხვიჩიას დაპირისპირებაზე: მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს

მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა თავის თანაპარტიელ ნიკა მელიასა და „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

26 იანვარი 2021, 20:31

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 იანვარი 2021, 20:27

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო

მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

26 იანვარი 2021, 20:19

COVID19

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, - წერს ზალკალიანი.

26 იანვარი 2021, 20:17

COVID19

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

26 იანვარი 2021, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძის არჩევა არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

„საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ანალოგიურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რისი ნათელი დადასტურებაც არის ირაკლი კობახიძის მეორედ არჩევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

26 იანვარი 2021, 20:03

საზოგადოება

GWP: თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება

„მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ“.

რომან გოცირიძე

26 იანვარი 2021, 20:02

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: გია ბარამიძეს რომ ვუთხრა: „თქვენ ბრძანდებით „ბურიდანის ვირი“ ან „ტროას ცხენი“, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე

„წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ მეთქი - პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!“ - განაცხადა გოცირიძემ.

26 იანვარი 2021, 19:59

ეკონომიკა

ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა

2020 წლის დეკემბერში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 11.7 პროცენტიანი ზრდა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

26 იანვარი 2021, 19:55

პოლიტიკა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშს აქვეყნებს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ორგანიზაციაში საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშს აქვეყნებს.

მიხეილ ჩხენკელი

26 იანვარი 2021, 19:51

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს

ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული, - აცხადებს საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.

გიორგი ვოლსკი

26 იანვარი 2021, 19:23

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობამ“ რუსეთის წინააღმდეგ საჭირო მტკიცებულებები არ წარადგინა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებად შერაცხვის მცდელობა ამ პარტიის პოლიტიკური მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლენაა. გიორგი ვოლსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ყოფილი მმართველი პარტიის იმ ქმედებებზე წერს, რომელსაც 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი.

26 იანვარი 2021, 19:16

COVID19

მონაცემთა ნაკლებობის გამო, ჯანმო ორსულებს Moderna-ს ვაქცინის მიღებას არ ურჩევს

მონაცემთა ნაკლებობის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორსულებს Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას არ ურჩევს.

ინდოეთი ფერმერები აქცია

26 იანვარი 2021, 19:10

მსოფლიო

დელიში ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილი რეფორმები გააპროტესტეს

დემონსტრანტებმა პოლიციის ბარიკადები გადალახეს და დელის ისტორიულ წითელ ფორტში შეიჭრნენ. ისინი არც სამართალდამცველების მიერ გამოყენებულმა ცრემლსადენმა გაზმა შეაჩერა. ფერმერების ნაწილი აქციაზე ფეხით, ნაწილი კი ტრაქტორებით მივიდა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 1 დემონსტრანტი დაიღუპა.

სალომე ზურაბიშვილი

26 იანვარი 2021, 19:05

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: დავით წერედიანი საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, დავით წერედიანის ოჯახს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თავდასხმა

26 იანვარი 2021, 19:01

მსოფლიო

ფრანქფურტში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს დაესხა თავს

გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს დაესხა თავს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Frankfurter Rundschau წერს.

26 იანვარი 2021, 18:52

მსოფლიო

ნიდერლანდებში, შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციებზე კიდევ 180 ადამიანი დააკავეს

ნიდერლანდებში, სადაც მესამე დღეა, შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციები იმართება, კიდევ 180 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებმა რამდენიმე ქალაქში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, ისროდნენ ქვებს და ძარცვავდნენ მაღაზიებს.

26 იანვარი 2021, 18:45

ეკონომიკა

მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.