imedi /  06 იანვარი 2021, 19:30 / სანდო წყარო

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მორიგი სიცრუეა ადვოკატის განცხადება, თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი COVID-19-ით პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა covid-19-ით და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოთავსდა.

უწყების ინფორმაციით, ადვოკატი კიდევ ერთხელ ცრუობს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით.

„სინამდვილეში ადვოკატ კობაიძის დაცვის ქვეშ მყოფი გ. გ, რომელიც სამართალდამცავებმა საქართველოს სსკ 126-ე (ძალადობა) მუხლით დააკავეს, N8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა. ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებული 2020 წლის 20 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში, საიდანაც 26 ნოემბერს, ფსიქიატრის რეკომენდაციით, გადაყვანილი იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში.

სამოქალაქო კლინიკიდან ბრალდებული 7 დეკემბერს გადაყვანილ იქნა N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დაფიქსირდა დადებითი პასუხი.

ამიტომ ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს ბრალდებული გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე.

შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის მტკიცება, რომ ბრალდებულს N8 დაწესებულებაში დაუდასტურდა covid-19, მორიგი სიცრუეა და მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითქმის ერთი წელია, კომპლექსურ სამუშაოებს ატარებს ციხეებში covid-19-ის პრევენციის მიზნით. ასევე მუდმივ რეჟიმში აწვდის საზოგადოებას სრულ, გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას სისტემაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, covid-19-ის პრევენციისა და მისი კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ“, - ნათქვამია სპეცილური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

სერგო ჩიხლაძე

19 იანვარი 2021, 12:23

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ეს ოპოზიციის ერთობას ხელს არ უშლი

„მათან განსხვავებით თავს არავის ვესხმით, არანაირი ეპითეტებით არ ვამკობთ, ჭორებს არ ვიგონებთ, მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ოპოზიციის ერთობას ეს ხელს არ უშლის. ეს არის 5 ადამიანი, თავიანთი გზა აქვთ, აქეთ ფლანგზე ვართ 50-55 ადამიანი, რომლებსაც ერთიანი პოზიცია გვაქვს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კით კრაჩი

19 იანვარი 2021, 12:19

COVID19

კით კრაჩი: უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნეს გეგმა“

უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნესგეგმა“ - ეს განცხადება „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილე კით კრაჩმა გააკეთა. კით კრაჩი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ 14 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგანგების მემორანდუმსაც შეეხო.

კორონავირუსი

19 იანვარი 2021, 12:06

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ვირუსის აქამდე უცნობი შტამი ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, 35 პაციენტს აღმოაჩნდა.

ქათამი

19 იანვარი 2021, 11:54

მსოფლიო

იაპონიაში დაფიქსირებული ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა

2020 წლის ნოემბერში იაპონიაში დაფიქსირებული ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ განაცხადა.

19 იანვარი 2021, 11:38

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.

19 იანვარი 2021, 11:31

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინსტრო ავრცელებს.

პაატა იმნაძე

19 იანვარი 2021, 11:30

COVID19

პაატა იმნაძე: საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ

„კოვაქს“ პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება „კოვაქს“ პლატფორმას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

19 იანვარი 2021, 11:29

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში 1000-მდე პაციენტი გარდაიცვალა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათი გერმანიაში კორონავირუსით 989 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 11 369 შემთხვევა გამოვლინდა. სულ გერმანიაში კოვიდ-19 2 052 028 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც დაახლობით 1 700 000 გამოჯანმრთელდა.

19 იანვარი 2021, 11:18

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

19 იანვარი 2021, 11:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებს, ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგისთვის, თოვლმავალი გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით - თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

19 იანვარი 2021, 11:05

რეგიონი

ქვეშეთი-კობის გზა და 9 კმ-იანი გვირაბი წელიწადის ნებისმიერ დროს უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია.

19 იანვარი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 494 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 235130, გარდაიცვალა 2 973 პაციენტი.

19 იანვარი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 249, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 95, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

19 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235 130-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 973 მოქალაქე.

დონალდ ტრამპი

19 იანვარი 2021, 10:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე დონალდ ტრამპმა პანდემიის გამო ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

19 იანვარი 2021, 10:48

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჯარიმა

19 იანვარი 2021, 10:45

სამართალი

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის კიდევ 822 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოვლინდა.

19 იანვარი 2021, 10:37

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაილი ჯუნ უილიამსი

19 იანვარი 2021, 10:30

მსოფლიო

დაკავებულია ქალი, რომელმაც ნენსი პელოსის კაბინეტიდან ლეპტოპი მოიპარა

ქალი, რომელმაც, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვერსიით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კაბინეტიდან ლეპტოპი მოიპარა, დაკავებულია. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი წერს.

გიორგი გახარია

19 იანვარი 2021, 10:22

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა გამართა

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო.