08 იანვარი 2021, 11:17 / სანდო წყარო

ამ დროისთვის, ცეცხლის ქრობის სამუშაოს 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვრის ხანძრის 7 კერაზე. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

სამსახურის ცნობით, არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოს. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში.

შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოს.

2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაო.

ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაო.

ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაო. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

24 იანვარი 2021, 12:43

COVID19

აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილები

„მსოფლიოში განსხვავებული შეხედულებებია იმასთან დაკავშირებით, უნდა გაიკეთონ თუ არა ვაქცინა კოვიდგადატანილებმა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 იანვარი 2021, 12:28

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ელის

„საქართველო თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის, სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს Pfizer-ის ვაქცინა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

24 იანვარი 2021, 12:27

რეგიონი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, მაშველებმა ხევში გადავარდნილი 21 წლის კაცი გადაარჩინეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიჩოდან, სოფელ ჭალის მიმართულებით, 21 წლის მოქალაქე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ახალგაზრდასთან ვერ ხერხდებოდა ტელეფონით დაკავშირება. დაკარგულის საძიებო სამუშაოები პოლიციამ დაიწყო, პროცესში, ასევე, ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

თენგიზ ცერცვაძე

24 იანვარი 2021, 12:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ადამიანებს, რომლებიც ახლო კონტაქტის მიუხედავად არ ინფიცირდებიან, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ

არსებობს 2 ტიპის იმუნიტეტი, თანდაყოლილი და შეძენილი. დიდი ალბათობით იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით ინფიცირება არ აღენიშნებათ, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ნედ პრაისი

24 იანვარი 2021, 12:20

პოლიტიკა

ნედ პრაისი: სტრასბურგის გადაწყვეტილება დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს,"-წერს ნედ პრაისი.

თენგიზ ცერცვაძე

24 იანვარი 2021, 12:15

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ახალი წლის „კლასტერს“ ავცდით

„ახალი წლის კლასტერს ავცდით. 24-დან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება, შემობრუნდეს ინფექციის მატება, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ავცდით“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 იანვარი 2021, 12:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სტაბილიზაციის ნიშნები საქართველოში შეიმჩნევა, მსოფლიოში - არა

„სტაბილიზაციის ნიშნები საქართველოში შეიმჩნევა, მსოფლიოში - არა, სადაც შემთხვევების პიკური და პერიოდულად, რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება“,- ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

24 იანვარი 2021, 12:06

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ოფიციალურად, საქართველოში კორონავირუსი მოსახლეობის 8%-მა გადაიტანა - არაოფიციალურად, ეს რიცხვი დაახლოებით 15% იქნება

„1-2 თვის წინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებულთა ბაზაში დარეგისტრირებული იყო მოსახლეობის 5%. ჩვენ ჩავატარეთ ანტისხეულების კვლევა და მან აჩვენა, რომ 10% აჩვენა. ახლა, ტესტირებით დადგენილია, რომ 8-9% დაინფიცირდა ვირუსით. ეს ნიშნავს, რომ ერთ ამდენს კიდევ ექნება გადატანილი კორონავირუსი. როცა მეკითხებიან. მოსახლეობის რამდენ პროცენს შეიძლება ჰქონდეს ვირუსი გადატანილი, ოფიციალურად დადასტურებული რიცხვია 8%, მაგრამ დაახლოებით 15%-ს ექნება გადატანილი“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ეკა ხოფერია

24 იანვარი 2021, 11:53

საზოგადოება

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი: ძალიან მინდა აფხაზური ენის პოპულარიზაცია - საქართველოს განათლების სამინისტროსგან ყველა პროექტში სრული მხარდაჭერა გვაქვს

ის, რომ ადამიანი აფხაზეთიდანაა, მინდა, წარმატებასთან, წინსვლასთან ასოცირდებოდეს. ამისთვის ძალასა და ენერგიას არ დავიშურებ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

24 იანვარი 2021, 11:51

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 3,915 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,915 ადამიანს დაუდასტურდა, 83 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,191,812 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,861 პაციენტი ემსხვერპლა, 947,514 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

24 იანვარი 2021, 11:37

საზოგადოება

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება სრულად აღუდგათ

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი სრული დატვირთვით მიეწოდებათ და ამ დროისთვის, რაიმე ხარვეზი აღარ ფიქსირდება, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ კომპანიაში განუცხადეს. 23 იანვარს, ტექნიკური სამუშაოების გამო, კომპანიის აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება ხარვეზით მიეწოდებოდათ.

ლევან დავითაშვილი

24 იანვარი 2021, 11:33

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მინისტერიალს, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მე-13 გლობალური ფორუმის (GFFA) ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საფრანგეთი

24 იანვარი 2021, 11:21

COVID19

ჩეხეთში ძაღლებს კოვიდინფიცირებულის ყნოსვით ამოცნობისთვის წვრთნიან

ჩეხეთში ძაღლებს კოვიდინფიცირებულის ყნოსვით ამოცნობას ასწავლიან. ტრენინგებს ერთ-ერთ სოფელში, საწვრთნელ ცენტრში ატარებენ. „კვლევა მიზნად ისახავს ძაღლების შესაძლებლობის გამოვლენას, რაც Covid-19-ის ამოცნობისა და მასთან ბრძოლის შესაძლებლობას მოგვცემს“, - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი გუსტავ ჰოტოვი, რომელიც პროექტის 95%-ით ეფექტურობაზე მიუთითებს.

24 იანვარი 2021, 11:08

პოლიტიკა

EURACTIV: ევროკავშირი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრად განიხილავს, თუმცა, ეს თბილისს ხელს არ უშლის, მიზნად დაისახოს სრული წევრობა

„საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21-22 იანვარს ეწვია სამივე ევროპულ ინსტიტუტს იმისთვის, რომ განამტკიცოს 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა. მისი ვიზიტი მოჰყვა ქვეყნის ახალი მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ იმის დადასტურებას, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია თბილისის მთავარი პრიორიტეტია“.

24 იანვარი 2021, 11:02

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 697 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 49, იმერეთში - 177. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 11:00

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, 30 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, 30 კი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 456, გარდაიცვალა კი 3 055 პაციენტი.

24 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 242 085-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 055 მოქალაქე.

24 იანვარი 2021, 10:40

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

24 იანვარი 2021, 10:22

მსოფლიო

ორი კვირის შემდეგ, ჩინეთში, შახტაში ჩარჩენილი პირველი მუშა ზედაპირზე ამოიყვანეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, მეშახტე, რომელმაც ბოლო ორი კვირა 600-მდე მეტრის სიღრმეში გაატარა, მაშველებმა მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. ჯერ კიდევ მიწის ქვეშ რჩება ათამდე მუშა. ისინი შახტიდან ამოსვლას აფეთქებისას ჩაკეტილი შესასვლელის გამო ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაუგეგმავი აფეთქება.