IMEDI /  08 იანვარი 2021, 19:37 / სანდო წყარო

ვინ და როგორ მიიღებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას

გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით (განაცხადის როგორც წარდგენისთვის ასევე დაზუსტებისთვის), 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ, 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი დეკლარაციებით )
  • 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ამასთან, 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა, საქართველოს მთავრობის N 286 დადგენილებაში 2020 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული ცვლილება N 829 (გთხოვთ იხილოთ დანართი) და ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამინისტროს ვებ-გვერდზე.

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დისტანციურად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.

კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შესაძლებელია დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე [email protected]

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის დროულად მიაწოდონ უწყებას ზუსტი ინფორმაცია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

16 იანვარი 2025, 08:38

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მათი ნებისმიერი განცხადება, ვინც ამბობდა, რომ მიტაცებულია არჩევნები და ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი არჩევანი დაეფიქსირებინათ, აღმოჩნდა აბსოლუტური ტყუილი

მათი ნებისმიერი განცხადება, ვინც ამბობდა, რომ მიტაცებულია არჩევნები, აღმოჩნდა აბსოლუტური ტყუილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის შუალედურ დასკვნაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 იანვარი 2025, 08:29

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი პროკურატურის შუალედურ დასკვნაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნებზე არანაირი ტიპის გაყალბება და მანიპულაცია არ და ვერ მოხდებოდა, რაც დადასტურებულია ეუთო/ოდირის დასკვნაში

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის შუალედურ დასკვნას აფასებს.

16 იანვარი 2025, 08:19

რეგიონი

რუსთავის ბაგა-ბაღებში აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება, უკვე გადამზადებულია 600 აღმზრდელ-პედაგოგი

რუსთავის საბავშვო ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეებით დაიწყო. თანამედროვე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მიზნით, რუსთავის ბაგა-ბაღებში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება და უკვე 600 აღმზრდელ-პედაგოგია გადამზადებული.

16 იანვარი 2025, 08:12

საზოგადოება

„აგროსკოლაში“ აგრარული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სასწავლო კურსი დასრულდა

აგრარული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და დეფიციტური აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული სასწავლო კურსის სწავლება „აგროსკოლაში“ დასრულდა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2025, 08:06

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დელეგაცია დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

მაკა ბოჭორიშვილი

16 იანვარი 2025, 08:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი დღეს იწყება და ის ორდღიანია.

სურენ პაპიკიანი

16 იანვარი 2025, 02:25

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი და რუსეთი კვლავაც რჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად

2024 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და რუსეთი კვლავაც რჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

იცხაკ ჰერცოგი

16 იანვარი 2025, 01:54

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მთავრობას მოუწოდა, დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ზოლტან კოვაჩი

16 იანვარი 2025, 00:56

მსოფლიო

უნგრეთის მთავრობის სპიკერი: პრეზიდენტ ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები ინაუგურაციაზე

პრეზიდენტ ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები ინაუგურაციაზე, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა.

ჯო ბაიდენი

16 იანვარი 2025, 00:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ღაზაში ბრძოლა შეჩერდება და მალე მძევლები ოჯახებში დაბრუნდებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა შეთანხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.

16 იანვარი 2025, 00:35

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაზარალებულ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს შეხვდა, რომლებიც დროებით სასტუმრო "Green inn“-ში არიან დაბინავებული.

16 იანვარი 2025, 00:29

ტაბლოიდი

2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია

2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია.

დაჩი ცაგურია

16 იანვარი 2025, 00:28

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია საგამოძიებო კომისიაზე: ეგენი გამოსაძიებელი კი არა, ეგენი არიან გასასამართლებლები. ვის გვერდით დგახართ ხალხო, მაგათ სჭირდებით საზარბაზნე ხორცად

ახლა რა კამპანიაც დაიწყეს ჩაფურთხების საკვებში, ეს ნოუ ჰაუ არ არის. იმ პატარა გოგო-ბიჭებს მინდა ვუთხრა, ვინც ეს მოიწონა ეს სამარცხვინო, არაქართული, არაამქვეყნიური კამპანია, ვინც მოიწონეთ თუ არ მოიწონეთ, მინდა გითხრათ ჩემი ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ ციხეში პატიმარი, რომ ვიყავით ისიც გვიჭერდნენ ხოლმე, მოდიოდნენ და საჭმელი, რომ მოჰქონდათ უფურთხებდნენ საჭმელში პატიმრებს. ეს არ არის სიახლე, ძველი არის. მე ციხეში საჭმელი არ მიჭამია მაგათი არასოდეს. მხოლოდ შემოტანილი ე.წ. „დაჩკით“ ვიკვებებოდი, რაც შემოდიოდა საკვები იმას ვიზოგებდი. პირში აფურთხებდნენ პატიმრებს, სულში აფურთხებდნენ და ზემოდან აშარდავდნენ. აი ეგენი გამოსაძიებელი კი არა, ეგენი არიან გასასამართლებლები, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.

დაჩი ცაგურია

16 იანვარი 2025, 00:23

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია გაფიცულ კომპანიებს: გადაფარებული რომ არის ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაზე, მან და მისმა ხელისუფლებამ მოგიტანათ მშვიდობა, ეს გაზრდილი მოგებები - თემურ ჭყონიამ რუსეთის ბაზარი დაიპყრო და მე და შენ ვართ პრორუსები?!

ახალგაზრდებს მინდა მივმართო, თქვენ ამათთვის საზარბაზნე ხორცი ხართ. ლიაკა ხოშტარია, ლავროვის საყვარელი სტუდენტი რუსთაველზე ფეიერვერკის სროლით რომ გამოვარდა და ცაში ისროდა, სხვის შვილებს აიძულებდა, რომ პოლიციელებისთვის ესროლათ. თვითონ რატომ არ ესროდა იმ პოლიციელებს? სხვის შვილებს რატომ ახალისებდა ამისკენ?, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.

ანტონიო გუტერეში

16 იანვარი 2025, 00:14

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში მიესალმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიესალმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

ირაკლი კირცხალია

16 იანვარი 2025, 00:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ადამიანი თანამდებობის პირს ჭიქას ურტყამს სახეში და გამოდიან და რას გვთავაზობენ, რომ თავდასხმა მოხდა გახარიაზე. ზუსტად ესაა ის სცენარი, რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში

რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს, სასიამოვნო სანახავი არავისთვის არის ასეთი ფაქტები, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

დაჩი ცაგურია

16 იანვარი 2025, 00:06

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია: საფრანგეთის ელჩმა გაარტყას სილა პარიზში პოლიციელს, მე გადავიღებ და ვანახოთ მერე ყველას საქართველოში. მაინტერესებს რა რეაქცია ექნება ან საფრანგეთის, ან ბერლინის პოლიციას

„მინდა საფრანგეთის ელჩს მივმართო, რომელიც დღეს მედიის თავისუფლების საკითხზე წუხდა, ასევე გერმანიის ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს მინდა ვთხოვო გადაუთარგმნონ, რომ ეს სამარცხვინო გამოსვლები არის აბსოლუტურად უადგილო. ელჩებს ვთავაზობ, რომ მე ჩავალ პარიზში, ჩამოვიდეს ეს ქალბატონი ელჩი პარიზში უბრალოდ რომ პატრულირებს, მივიდეს იმ პოლიციელთან და ხელი გაარტყას. ცოტა შორს დავდგები და იქიდან გადავიღებ, მერე ამ ვიდეომასალას ჩამოვიტან და ვანახოთ ყველას. მაინტერესებს მერე რა რეაქცია ექნება საფრანგეთის პოლიციას, ან ბერლინის პოლიციას. წარმოდგენაც კი მზარავს, ამერიკელ პოლიციელს რომ სილა გაარტყა, რა მოხდება. 21-ე საუკუნეა, ქალბატონო ელჩო, რატომ გვთვლით ჩვენ მესამე დონის სახელმწიფოდ და „ბანანის რესპუბლიკად“?!“ - აღნიშნა ცაგურიამ.

16 იანვარი 2025, 00:05

პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ.

15 იანვარი 2025, 23:55

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია: უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?!

უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?! - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.

დაჩი ცაგურია

15 იანვარი 2025, 23:54

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია: საქართველოში გაცილებით მაღალია მედიის თავისუფლების სტანდარტი, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში ცილისწამებაზე უმკაცრესი კანონმდებლობა აქვთ, საქართველოში კი პირიქით, მედიისგან არის ხალხი დასაცავი

ჩვენ გვიყურებენ როგორც ბანანის რესპუბლიკას. იქსზე რაღაც დაწერა მასკმა და ეს ყოფილა თურმე გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევა და ეს მიხაილ როთი რომ დარბის ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა?, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.