imedi /  09 იანვარი 2021, 09:18 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

„ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს.

მათგან განუყოფლად, მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან.

მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს პრეზიდენტის განცხადების აფხაზური ვერსიაც.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2021, 20:47

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 497 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 497 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 603 ადამიანი გარდაიცვალა.

გია გაჩეჩილაძე

19 იანვარი 2021, 20:40

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამ დრომდე უცნობ დეტალებს იხსენებს

გია გაჩეჩილაძე 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამ დრომდე უცნობ დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ სააკაშვილმა მას იპოდრომზე შეკრებილი ხალხის დაშლა სთხოვა. სანაცვლოდ, გაჩეჩილაძემ მაუწყებლობის ლიცენზია მოითხოვა და პირობაც მიიღო, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. სააკაშვილის ტაქტიკა, გააჩუმოს ოპოზიცია, მისი ოპონენტებისთვის მოულოდნელი არც მაშინ იყო და არც დღეს არის, თუმცა ეროვნული საბჭოს წევრები, რომლებიც მაშინ პროცესებს მართავდნენ, გია გაჩეჩილაძეს ახსენებენ, რომ მისი როლი მაშინ მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა.

19 იანვარი 2021, 20:38

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 90 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 33 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 610 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი ხაინდრავა

19 იანვარი 2021, 20:32

პოლიტიკა

გიორგი ხაინდრავა: პატარა „გრეჩიხას“ სიხშირე თუ სჭირდებოდა და სააკაშვილთან ჩვენ ზურგს უკან ამაზე ლაპარაკობდა, ეს მის სინდისზე იყოს

„3 მარტივი ამბავია, რაც ამ სიცრუეს საფუძველს გამოაცლის. პირველი - ინაუგურაცია იყო დანიშნული 9 საათზე და მიტინგი იპოდრომზე იყო დანიშნული 12 საათზე. იპოდრომიდან რუსთაველამდე სულ მცირე 6 კილომეტრია და იქიდან რომ ხალხი მისულიყო რუსთაველამდე 5 საათი იყო საჭირო. მეორე - არც ერთხელ ეროვნულ საბჭოს და მაშინდელ ოპოზიციას, „შალიკოს ფანჩატურისგან“ განსხვავებით არანაირი ძალისმიერი მოქმედება არ განუხორციელებია. არც ერთი, 7 წლის მანძილზე. იმის მიუხედავად, რომ 100 ათას კაციანი აქციები გვქონდა მოწყობილი, იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილება თავში არასოდეს მოგვსვლია. ასე რომ, არ ვიცი რა დაესიზმრა და რა გარიგება ჰქონდა. თვითონ გასცეს პასუხი საზოგადოებას და თავის სინდისთან გაარკვიოს ურთიერთობა. მაშინდელ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს სიხშირე არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ სიხშირე თვითონ ვიყავით, ხალხი იყო სიხშირე. პატარა გრეჩიხას სიხშირე თუ სჭირდებოდა და სააკაშვილთან ჩვენ ზურგს უკან ამაზე ლაპარაკობდა, ეს მისი საქმეა და მის სინდისზე იყოს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ნატალი საბანაძე

19 იანვარი 2021, 20:32

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირთან COVID19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს

საქართველო უკვე მუშაობს ძალიან აქტიურად ევროკავშირთან ვაქცინასთან დაკავშირებით. ევროკავშირის საქართველოს ეხმარება სხვადსხვა სქემებში , - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

ნატალი საბანაძე

19 იანვარი 2021, 20:30

პოლიტიკა

ნატალი საბანაძე: COVID19 ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება

„ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს განსახილველი ევროპელ პარტნიორებთან და მათ შორის ის, რაც COVID19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციას შეეხება“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

ჟოზეპ ბორელი

19 იანვარი 2021, 20:29

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი ნავალნის დაკავებაზე: ევროკავშირი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუ წევრი სახელმწიფოები ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუ წევრი სახელმწიფოები ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

19 იანვარი 2021, 20:28

პოლიტიკა

ნატალი საბანაძე: მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტით იწყება

2021 წელი იწყება პრეზიდენტის ვიზიტით ბრიუსელში. ყველა მიმართულებით დავფარავთ ევროკავშირს, ეს არის საბჭო, კომისია და ევროპარლამენტი, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

19 იანვარი 2021, 20:19

რეგიონი

მერიის განმარტებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არის

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, ჩაკეტილ ტერიტორიაზე საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონი საბაგირო ხაზით მომარაგდება. „ადგილზე ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტია. ჯერჯერობით, რაიმე სირთულე არ არსებობს“ - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 იანვარი 2021, 20:12

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანაში პოსტკოვიდური კლინიკები უნდა გაჩნდეს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ პოსტკოვიდური კლინიკების შექმნაზე იზრუნოს. „პოსტკოვიდური კლინიკები უნდა გაჩნდეს. რამდენიმე ჩანასახი არსებობს, კერძო ინიციატივის სახით საქართველოში, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის პათოლოგიასთან მიმართებაში, მაგრამ იმ პაციენტებზე, რომელთაც ჰქონდათ მძიმე დაავადება ან კრიტიკული სიტუაცია, ინტენსიურ თერაპიაში იყვნენ და გამოჯანმრთელდნენ, მათზე ზედამხედველობა და მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

19 იანვარი 2021, 20:00

კულტურა

იტალიის პოლიციამ ლეონარდო და ვინჩის ტილოს მოპარული ასლი იპოვა

ტილო Salvator Mundi-ს ასლია, რომელიც სავარაუდოდ ლეგენდარულმა ლეონარდო და ვინჩიმ დაწერა. ექსპერტების აზრით, ასლის ავტორი და ვინჩის მოსწავლეა. ნახატი ნეაპოლში, ერთ-ერთი ბინაში იპოვეს. ის კარადაში იდო.

ჯო ბაიდენი და ჟოზეპ ბორელი

19 იანვარი 2021, 19:49

COVID19

ევროკავშირი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს

ევროკავშირის პირველი დიპლომატი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, სათავეში ჩაუდგეს გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას

დონალდ ტრამპი

19 იანვარი 2021, 19:45

მსოფლიო

ირანმა დონალდ ტრამპს სანქციები დაუწესა

ირანმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი სასანქციო სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2021, 19:39

ეკონომიკა

დავით ზალკალიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დონე უმაღლეს ნიშნულზე გვაქვს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დონე გვაქვს უმაღლეს ნიშნულზე. ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკური მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაში, უშუალოდ წლევანდელი წელი, ისევე როგორც გასული წელი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგის მომტანი იქნება. საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური განზომილება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც გაფორმებული მემორანდუმის თვალსაზრისით, ისე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა მინისტრმა.

ნიკოლოზ ანთიძე

19 იანვარი 2021, 19:19

კულტურა

ნიკოლოზ ანთიძე: ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს გელათში დროებითი სახურავი ჩამოინგრა - ეს სიმართლეს არ შეესაბამება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გელათში დროებითი სახურავი ჩამოინგრა. მისი განმარტებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ბაგრატ, ქრისტინე და იოანე ბაგრატიონები

19 იანვარი 2021, 19:14

ტაბლოიდი

იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ

„დღეს 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი. გილოცავთ ყველას ნათლისღებას!“ - ნათქვამია განცხადებაში.

19 იანვარი 2021, 19:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედროა მობილიზებული

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედროა მობილიზებული.

19 იანვარი 2021, 19:03

COVID19

სერბეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

სერბეთში ჩინური წარმოების ვაქცინით, Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. ესაა პირველი ქვეყანა, სადაც ჩინური ვაქცინა დაამტკიცეს. Sinopharm-ით სერბეთის სამხედრო ძალების ასობით წევრი აცრეს.

დათვი ჩიჩლაკი ზოოპარკი

19 იანვარი 2021, 19:01

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას ცხოველებისთვის ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მიტანის თხოვნით მიმართავს🎄

„გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

19 იანვარი 2021, 18:54

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: აშშ-ის ხელისუფლება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უკანონო აქციებს არ დაუშვებს

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯეფრი როზენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უკანონო აქციებს არ დაუშვებს.