www.imedi.ge /  12 იანვარი 2021, 18:18 / სანდო წყარო

ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ ანტისემიტიზმი სუნთქავდეს

იაკობ გაგულაშვილი

იაკობ გაგულაშვილი

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილის მოსახლეობისადმი მიმართვას ავრცელებს. ის საქართველოში და განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანტისემიტიზმის არსებობას გამორიცხავს და სასულიერო პირების ქადაგებების გამო არსებულ აჟიოტაჟს „კათხაში ატეხილ ქარიშხალს” უწოდებს და ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე წერს.

„რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. უკანასკნელად კი შარშან შევხვდი და გამიჭირდება სიტყვით გადმოგცეთ ის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, რომელიც გარშემო სუფევდა. ვისაუბრეთ წარსულსა და მომავალზე, შევთანხმდით, რომ შეიქმნება წარმომადგენლობითი ერთობლივი „მრგვალი მაგიდა“, რომელიც ბევრ საჭირბოროტო საკითხს გაერთიანებული ძალებით გადაწყვეტს.

მე სრულიად თამამად ვაცხადებ, რომ წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ – ანტისემიტიზმი სუნთქავდეს, ამიტომ ყოველთვის დარწმუნებული ვიქნები, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის ებრაელთა თემის მოძულე და ვერავის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზები და კათხაში ატეხილი ქარიშხალი ვერ შექმნის ამ ილუზიას, ამიტომ იყუჩე მტერო! არც ამ თემის საზოგადოებაში ტირაჟირებაა გონივრული, რადგან პირველ ყოვლისა, პროვოკაციების სამიზნედ ვხდით და ამავდროულად, ბევრ ლაპარაკში შეცდომასაც ბევრს ვუშვებთ და უნებურად შეიძლება უკვე შეხორცებულ ჭრილობას შევეხოთ და განა ტკივილი გვაკლია ჩვენ?“, - წერს რაბინი.

მისი თქმით, ქართველები და ებრაელები ორი უძველესი, ბრძენი ერია, საქართველო და ისრაელი კი უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიის მქონე ქვეყნებია, ამიტომაც მათს კავშირს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს.

„ამიტომ მე ვწყვეტ ამ თემაზე პოლემიკას. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ისტორიის მიერ და იგი ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში ძევს. მოვუწოდებ გონიერ საზოგადოებას, ნუ აყვებით ერთი და იმავე სცენარით დაწერილ პროვოკაციებს, ნუ გააღვივებთ შუღლს, სთესეთ მშვიდობა – ეს დიდი მადლია!”, – ნათქვამია მიმართვაში.

დეკანოზმა ილია კარკაძემ ქადაგებისას თქვა: „ჩვენ როცა ვსაუბრობთ გინდა ქართველებზე, გინდა სხვა მოძმე და განსაკუთრებით ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ებრაელებთან, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ცოტა შენ გიჭირდა და ჩვენ ჩაგიხუტეთ, შენ უნდა გესმოდეს, რომ არ უნდა გააკეთო ასე, სულხან-საბას იგავივით, კუ და მორიელივით". მთავრობის წევრებმა და სასულიერო პირებმა ანტისემიტური განხზადება დაგმეს.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 01:04

პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“

გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ემომალი რაჰმონი

23 იანვარი 2021, 00:55

ტაბლოიდი

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა დუშანბეში თავისი სახელობის მუზეუმი გახსნა

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა 22 იანვარს დუშანბეში თავისი სახელობის მუზეუმი გახსნა. ამის შესახებ გამოცემა Asia-Plus-ი წერს.

23 იანვარი 2021, 00:52

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 624 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 624 353 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 16 079 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი

23 იანვარი 2021, 00:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და მტკიცე და სასწრაფო ზომებია მისაღები

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და მტკიცე და სასწრაფო ზომებია მისაღები.

თენგიზ ცერცვაძე

23 იანვარი 2021, 00:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბევრია ისეთი პაციენტი, რომელსაც პოსტკოვიდური სინდრომი აქვს

პოსტკოვიდური სინდრომის მეორე ჯგუფია, როცა კოვიდისგან განკურნების შემდეგ იყო ნათელი პერიოდი, ერთი თვე პაციენტს არაფერი არ აწუხებდა და ერთი ან ორი თვის მერე დაეწყო იგივე სიმპტომები. ასეთი პაციენტები ჩვენთან ძალიან ბევრია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ჯერ დაზუსტებით არ არის ცნობილი, რამდენად საშიშია პოსტკოვიდური სინდრომი.

მაია ბუწაშვილი

23 იანვარი 2021, 00:14

COVID19

მაია ბუწაშვილი: B და C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა რომლთაც COVID19 დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსი არ უნდა შეწყვიტონ

იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ B და C ჰეპატიტი და COVID19 დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსის კორექცია არ სჭირდებათ, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

23 იანვარი 2021, 00:11

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 323 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯენ ფსაკი

23 იანვარი 2021, 00:01

მსოფლიო

თეთრი სახლი: ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

რუსეთის სათათბირო

22 იანვარი 2021, 23:59

ტაბლოიდი

კომაში მყოფმა რუსმა დეპუტატმა გარდაცვალების დღეს 8 კანონს „დაუჭირა მხარი“ 🤦‍♂️

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, „კომუნისტური პარტიის“ წევრის, ვახა აგაევის ხმა დაფიქსირებულია 8 კანონპროექტის კენჭისყრაში, მიუხედავად იმისა, რომ ის კომაში იმყოფებოდა და ხსენებული კანონპროექტების განხილვის დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს.

აშშ გვარდია

22 იანვარი 2021, 23:51

COVID19

6 იანვრის მოვლენების შემდეგ კაპიტოლიუმში განთავსებული ასობით გვარდიელი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასობით მებრძოლი, რომლებიც ვაშინგტონში, 6 იანვრის მოვლენების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობას იცავდნენ, კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 23:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქმე, რომელიც იყო დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, საგარეო პოლიტიკის კუთხით ბოლომდე იქნება მიყვანილი

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმ გაწეული სამუშაოსთვის, მხარდაჭერისთვის და ცვლილებებისთვის, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ჩვენ დღეს გვაქვს ხელშესახები პროგრესი როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მშვიდობის და უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

22 იანვარი 2021, 23:24

COVID19

ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

22 იანვარი 2021, 23:12

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა

​​​​​​​კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 23:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც მზად ვართ, პარლამენტში ოპოზიციასთან ვიმუშაოთ

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს – აშშ-ის და ევროკავშიორის ელჩებს. თავისთავად ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს შორის ინდივიდუალური კონსულტაციები ეხმარება პოზიციების დაახლოებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძე

22 იანვარი 2021, 22:56

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის

ის, რასაც საქართველომ 21 იანვარს მიაღწია, სწორედ საქართველოს გმირებსა და მათ სამშობლოს ეკუთვნის, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ კითხვას, რა შეიცვალა გიგა ოთხოზორიასა და საქართველოს სხვა ოჯახის წევრებისთვის, ასევე წეროვანში მცხოვრები დევნილებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ.

გოჩა ლორთქიფანიძე

22 იანვარი 2021, 22:42

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია

სტრასბურგის გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. მისივე განცხადებით, ის რაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა, არის იურიდიული ენა და შესაბამისად, ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

22 იანვარი 2021, 22:40

COVID19

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანისა და ქუთაისის დაწესებულებებში 7 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ. ამჯერად ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, მოცემული დაწესებულება არის დიდი ზომის, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

რაული

22 იანვარი 2021, 22:32

სპორტი

AS: ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მადრიდის „რეალს“ რაული გაწვრთნის

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში მის ადგილს რაული დაიკავებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

ბილ გეითსი

22 იანვარი 2021, 22:09

COVID19

ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

22 იანვარი 2021, 22:06

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით. შეხვედრის მთავარი თემები იყო ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.