IMEDI /  13 იანვარი 2021, 09:39 / სანდო წყარო

„საქართველოს ფოსტა“: გორის ფილიალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ფოსტა“ მედიაში, გორის ფილიალში შექმნილ ვითარებაზე გავრცელებულ ინფორმაციას, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

„ბოლო დღეებია, ცალკეული მედიასაშუალებებით მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ეროვნული საფოსტო ოპერატორის, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

საფუძვლად აღებულია წმინდა სამეურნეო პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კომპანიის გორის ფილიალში და ის ამჟამად წარმატებით არის დასრულებული საუკეთესო შრომითი ურთიერთობის პრაქტიკის შესაბამისად.

„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი საფოსტო ოპერატორი და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ამავე დროს, კომპანია, პანდემიის გავრცელების პირველივე თვეებიდან, მუშაობს ექსტრემალურ რეჟიმში, რაც არაერთხელ აღნიშნულა იმავე მედია საშუალებების მეშვეობით.

„საქართველოს ფოსტის“ თითოეულ თანამშრომელს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „საქართველოს ფოსტამ“ მაღალ დონეზე გაართვა თავი მნიშვნელოვან ვალდებულებებს, მათ შორის, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება და სხვა.

„საქართველოს ფოსტა“, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორი, პანდემიის და მისგან განპირობებული დაბრკოლებების მიუხედავად, დღესაც განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მათ შორის, ახორციელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის, დოკუმენტაციის, მედიკამენტების და პროდუქტის მიწოდება.

კომპანიის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომლის შრომითი უფლებები იყოს დაცული. ამავე დროს, კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც „საქართველოს ფოსტას“, როგორც ეროვნულ საფოსტო ოპერატორს აქვს ქვეყნისა და საფოსტო მომსახურების ბენეფიციარებს შორის. ამდენად, კომპანიაში სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი წყდება საფოსტო სერვისის უწყვეტობის გათვალისწინებით. ასე მოხდა, გორის ფილიალის შემთხვევაშიც. კურიერების მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგად, დაზარლდა 3 000 - ზე მეტი მომხმარებელი, რომლებმაც გზავნილები დაგვიანებით მიიღეს, რაც დაუშვებელად მიგვაჩნია.

ამასთანავე, „საქართველოს ფოსტას“ მიადგა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი. აღსანიშნავია, რომ კურიერების მხრიდან არ მომხდარა „საქართველოს ფოსტის“ მენეჯმენტის, მათ შორის, გორის ფილიალის ხელმძღვანელობის ინფორმირება გაფიცვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს გაფიცვის უფლება, იგივე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაფიცვის სურვილის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს დამსაქმებლის ინფორმირება საკუთარი განზრახვის შესახებ, რომ ამ ქმედებით ზიანი არ მიადგეს მომხმარებლებს. შედეგად, მოხდა საფოსტო სერვისებზე აბონენტების წვდომის შეწყვეტა.

„საქართველოს ფოსტამ“ გაფიცვის უკანონობასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი იქნა სასამართლოში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიასა და გაფიცული თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კურიერებმა უკვე შეწყვიტეს გაფიცვა, დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს და შესაბამისად გააგრძელეს მუშაობა „საქართველოს ფოსტასა“ და მათ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.

დღეს გორის ფილიალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას, თუმცა „საქართველოს ფოსტას“ ცალკეული მიკერძოებული მედია საშუალებების გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიადგა რეპუტაციული ზიანი. „საქართველოს ფოსტა“ იყო, არის და რჩება საქართველოს თითოეული მოქალაქის სამსახურში“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ვლადიმერ ბოჟაძე

14 ოქტომბერი 2024, 09:12

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია არის ყველაფრისთვის მზად და იმისთვის რომ როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ყველაფერზე არის წამსვლელი

„ბოლო ორი კვირა იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი - საარჩევნო პერიოდი მაქვს მხედველობაში და სამართალდამცავი ორგანოები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად, იმიტომ რომ საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია არის ყველაფრისთვის მზად და იმისთვის რომ როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ყველაფერზე არის წამსვლელი, მათ შორის არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე, სისხლისღვრაზე“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ირაკლი კირცხალია

14 ოქტომბერი 2024, 09:05

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ტექნიკური მთავრობის თემა არის ტრაგიკომედიის ჟანრი და უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება

„რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის თემას, ეს არის ტრაგიკომედიის ჟანრი და უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება და კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურად შექმნან რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც, რა თქმა უნდა, ფუჭია. აი ამ ყველაფერს, ამ სიბეცეს, საზოგადოების შეურაცხყოფას და თვალებში ნაცრის შეყრას პასუხი გაეცემა 26 ოქტომბერს“, - მიიჩნევს კირცხალია.

14 ოქტომბერი 2024, 08:56

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა. თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალს ლუკა კურტანიძე (130 კგ) დაეუფლა. იგივე წონაში ბრინჯაოს მედალი დავით ტყეშელაშვილმა მოიპოვა. ასევე ბრინჯაოს მფლობელი გახდა თემურ გელიტაშვილი (88 კგ)

14 ოქტომბერი 2024, 08:50

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს შეხვდნენ

2 ოქრო და 1 ვერცხლი - ამ შედეგით დაბრუნდნენ ქართველი სპორტსმენები ასტანაში გამართული გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატიდან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ოქტომბერი 2024, 08:44

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს ლიბანის ტერიტორიიდან სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანისკენ მოუწოდა

„დროა გაიყვანოთ ლიბანში მყოფი გაეროს დამემშვიდობეს „ჰეზბოლას“ დასაყრდენი ზონებიდან და საბრძოლო ტერიტორიებიდან. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს არაერთხელ ითხოვეს და ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. ბატონო გენერალურო მდივანო, ეს უნდა გაკეთდეს ახლავე, დაუყოვნებლივ. თქვენი უარი გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

14 ოქტომბერი 2024, 08:36

მსოფლიო

„ჰეზბოლას“ თავდასხმას ისრაელში 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა

BBC-ს ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე მოწყობილ თავდასხმებზე.

14 ოქტომბერი 2024, 08:25

საზოგადოება

მწერალთა სახლში წიგნის „პოლიტიკური ფილოსოფია“ ქართული თარგმანი წარადგინეს

მწერალთა სახლში როჯერ სკრუტონის წიგნის - „პოლიტიკური ფილოსოფია“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის თარგმნა კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ხელშეწყობით განხორციელდა.

14 ოქტომბერი 2024, 08:17

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

ამჯერად მოსახლეობას ლადო ბოჟაძე, კონსტანტინე ზარნაძე და ბესიკ კალაძე გაესაუბრნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ასევე გლდანულას მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებები.

14 ოქტომბერი 2024, 08:12

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა.

14 ოქტომბერი 2024, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☂️

თბილისში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:40

არჩევნები 2024

თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება

27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:35

კულტურა

თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური

ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“

ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.

ავთანდილ არაბული

14 ოქტომბერი 2024, 00:50

კულტურა

ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.

კონსტანტინე გამსახურდია

14 ოქტომბერი 2024, 00:23

კულტურა

კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.

14 ოქტომბერი 2024, 00:13

საზოგადოება

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

ზაზა აბაშიძე

13 ოქტომბერი 2024, 23:45

კულტურა

ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე

ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.

გიორგი აბაშიშვილი

13 ოქტომბერი 2024, 22:49

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთან არის დასაქმების ნაწილი. ამ პერიოდის განმავლობა ხელისუფლებამ შეძლო და უმუშევრობა შეამცირა ისტორიულ მინიმუმამდე, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მაია დათუნაშვილი

13 ოქტომბერი 2024, 22:49

არჩევნები 2024

მაია დათუნაშვილი წეროვანში გამართული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან: დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში

დღეს ისეთ ადგილზე ვიმყოფებით, სადაც მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ღირსებით, მშვიდობით დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, - განაცხადა წეროვანში გამართული, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებიდან მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა.

13 ოქტომბერი 2024, 22:36

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, წყნეთში, კერძოდ, მაია წყნეთელის II ჩიხში, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ასევე, დელეგატმა შეხვედრა გამართა ჭავჭავაძის N40-ში და შერვაშიძის ქუჩაზე.