imedi /  15 იანვარი 2021, 00:14 / სანდო წყარო

თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის, ახვლედიანის და ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ავშნის, ნუშის, ავალიშვილის, მონადირის, ფირცხალავას და ავეტიკ ისაკიანის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, მუხის, ტირიფების და ლისის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ფარნავაზის გამზირის, თოფურიძის, მუხრან მაჭავარიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ლატარია

05 ოქტომბერი 2022, 13:59

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: 2008 წელს, რა წამს ივანიშვილი მიშას განუდგა, ზუსტად იმ პერიოდიდან იწყება თანხის მოპარვა

რადგან ეს ყველაფერი ეხება შვეიცარიას და იმ საბანკო სისტემას, რომელზეც წესით უნდა იდგეს მთელი მსოფლიოს საბანკო სექტორის სანდოობა და გამჭვირვალობა, რას ვხედავთ? თურმე, თუ შენ უპირისპირდები დიქტატურის ნაწილს, სააკაშვილს და მის გუნდს, შეიძლება შვეიცარიაშიც კი მოგთხოვონ ამისთვის ნაწილობრივ პასუხი და ვიღაც და რაღაც შეეცადოს შენ ამისთვის დაგსაჯოს- წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს ეხმიანება.

თამთა მეგრელიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 13:56

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არ გადააყოლებდა არანაირ თანხას!

დავა ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის ამ კაცის წინააღმდეგ წინასწარ გათვლილი ბინძური თამაშია. ბიძინა ივანიშვილი ამ სამართლებრივ დავაში შანტაჟის ობიექტი იყო. ფაქტია, ამ კაცმა ქვეყნის ინტერესები აირჩია და სამართლებრივი ბრძოლის ხანგრძლივ გზას დაადგა და საქმეს საქმეზე იგებს - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.

გენრიეტა წიწავა

05 ოქტომბერი 2022, 13:55

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს კომიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი გააცნო.

05 ოქტომბერი 2022, 13:45

საზოგადოება

ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქ. N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. ამავე ქუჩის N32-ში არსებული შენობა კი კონსტრუქციულად გამაგრდა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და კეთილმოეწყო ეზო.

ანდრია გვიდიანი

05 ოქტომბერი 2022, 13:32

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ბიძინა ივანიშვილს და credit suisse-ის შორის დავა არის დავა შვეიცარიულ საბანკო სისტემასთან, რომელიც, როგორც აღმოჩნდა არც ისეთი პირნათელი და უმწიკვლოა, როგორიც გვეგონა

ექსპერტი ანდრია გვიდიანი იურიდიული ფირმა „MKD“-ის პრეს-რელიზს ეხმიანება სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ.

05 ოქტომბერი 2022, 13:27

პოლიტიკა

სოსო არჩვაძე: შვეიცარულმა ბანკმა თავის კლიენტს მასშტაბური დარტყმა ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში მიაყენა, შემდგომ მისმა მენეჯმენტმა არა თუ იზრუნა დაშვებული უკანონო ქმედების გამოსწორებაზე, არამედ სტრატეგიად გაიხადა მისი დაფარვა

როგორც არჩვაძე წერს, ხსენებული ბანკის მდგომარეობას, რეპუტაციას ამძიმებს ის გარემოება, რომ ბანკის მიერ თავისი კლიენტისათვის მასშტაბური დარტყმის მიყენება მოხდა ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში, თუმცა შემდგომ პერიოდში მისმა მენეჯმენტმა არა თუ იზრუნა დაშვებული უკანონო ქმედების გამოსწორება, არამედ სტრატეგიად გაიხადა მისი დაფარვა და პერსონალურად დამნაშავე პირებისთვის ხელის დაფარება, რაც ამ ბანკისადმი ნდობის მხრივ სერიოზული თვითდაზიანების ნიშანია.

05 ოქტომბერი 2022, 13:26

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: თუ ადამიანს ომში მონაწილეობა არ უნდა, გაიქცევა, სხვა რა გზა აქვს. რუსეთში დემოკრატია არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს ახლა, იქ ომის კანონები მოქმედებს

როგორც მწერალმა აღნიშნა, რეგიონში განვითარებული მოვლენები საქართველოს ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ან ირიბად ეხება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა საფრთხეები გაფილტრონ და შესაბამისად იმოქმედონ.

05 ოქტომბერი 2022, 13:24

ეკონომიკა

გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

დავით ქართველიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 13:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მედიამავნებლობისა და ფეიკინდუსტრიის ეპოქა საქართველოში უნდა დასრულდეს. სიმართლე არ შეიძლება ტაბუდადებულ „პროდუქციად“ იქცეს, ვინაიდან ხალხის ძალა სწორედ მასზეა დაფუძნებული

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის“ გაფართოების გუშინდელ ღონისძიებებზე, ყურადღება გავამახვილე სწორედ იმაზე, რომ საქართველოში წლების განმავლობაში საზოგადოებისადმი სიმართლის მიწოდების საინფორმაციო ველი „დანაღმული“ იყო დესტრუქციული ძალების მიერ - ფეიკებით, დეზინფორმაციით, სიცრუის ტირაჟირებით და ცილისწამებით, „უკეთეს“ შემთხვევაში კი - ინფორმაციის დამალვით და მისი გავრცელების უგულებელყოფით. ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - სწორედ ამ მანკიერი მონოპოლიის მოსპობა იქნება - წერს მოძრაობა "ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

05 ოქტომბერი 2022, 13:20

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძელით პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა ტურიზმისა და საავიაციო სექტორის მიმართულებით

ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, ამავე დროს, მგზავრთა გადაყვანის ანუ საავიაციო სექტორის იმ ნაწილის, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მეთიუ ბრაიზა

05 ოქტომბერი 2022, 13:05

პოლიტიკა

მეთიუ ბრაიზა: ვიმედოვნებ, ქართულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად უწყის, რას აკეთებს, რომ არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი და ისეთივე ფრთხილ პოლიტიკის გზას ირჩევს, როგორც თურქეთი

მეთიუ ბრაიზამ პარალელი გაავლო უკრაინასთან მიმართებაში თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებთან და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეწვის ხიდზე იარა - ერთის მხრივ, თურქეთმა ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, მეორე მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ფრთხილობდა, რომ არ დაეწვა რუსეთთან ის ხიდები, რომელიც შექმნა, გარკვეული მედიატორის როლს ასრულებდა და ამ მიმართულებით მკაცრ რიტორიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ ერიდებოდა.

05 ოქტომბერი 2022, 13:05

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „პულმან თბილისში“ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის ასოციაციების, ტუროპერატორების, ავიაკომპანიების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

05 ოქტომბერი 2022, 12:56

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები განიხილა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პარლამენტმა ცნოს გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

05 ოქტომბერი 2022, 12:52

კულტურა

სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გაიმართება

„სალხინოს კამერატა“ კამერული მუსიკის VIII ფესტივალი მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში - სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში გაიმართება.

დავით მაღრაძე

05 ოქტომბერი 2022, 12:52

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: იტალიის ახალი პრემიერის გახმოვანებულ ფასეულობებს ზუსტად ეხმიანება ქართული ტრადიცია ილიასეული ტრიადით, რომელიც მარადიულია: „მამული, ენა, სარწმუნოება„. ეს სამი რამ არასდროს ძველდება და არც განახლდება

ევროპას აქვს ყველანაირი კრიზისის გამკლავების უნარი. ამის დასტურია ის, რომ იტალიაში გაიმარჯვა პარტიამ, რომლის ლიდერმაც სახელმწიფოს მთავარ ფუნდამენტად ისევ ოჯახი დაასახელა, ვინაიდან საფრთხე გაჩნდა, რომ მორალურ ქაოსს რელიგიის სტატუსი მიეცეს და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. მოვალეობა უფლების გარეშე დიქტატურაა, უფლება მოვალეობის გარეშე კი - მორალური ქაოსი, ორივე ერთად კი, უფლება-მოვალეობა, ჰარმონიაა, - ამის შესახებ მწერალმა დავით მაღრაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუს დროს განაცხადა.

დავით მაღრაძე

05 ოქტომბერი 2022, 12:48

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: დაგვსაჯეს იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, რაც ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, საქართველოს ასეთი "დასჯა" სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს. მისი აზრით, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა.

05 ოქტომბერი 2022, 12:37

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 12:35

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: იყო მცდელობები მორიგებოდნენ ბიძინა ივანიშვილს მისივე კუთვნილი ფინანსების სანაცვლოდ, მაგრამ ვინც მას იცნობს, კარგად იცის მილიარდებზე ეს ადამიანი არც სამშობლოს გაცვლიდა, არც მშვიდობას და არც სტაბილურობას

„თუ ბიძინა ივანიშვილი მართალია, შესაბამისად სხვა მათ მიერ მოგონილ სიბინძურეებთან ერთად, მისი ოლიგარქობის თემაც საპნის ბუშტივით ქრება, და ეს ისედაც სახელგატეხილი ტელევიზიები თავის მეპატრონე-„ჟურნალისტებ“-რესპონდენტებიანად კიდევ ერთხელ გაბანძდებიან!“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს.

05 ოქტომბერი 2022, 12:35

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 6-17 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 6-17 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

05 ოქტომბერი 2022, 12:33

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის -