imedi /  20 იანვარი 2021, 11:40 / სანდო წყარო

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებელობა გაზაფხულზე დასრულდება

კახა კალაძე

კახა კალაძე

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი გზის, ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

„დავიწყეთ ახალი გზის მშენებლობა, რაც მაჭავარიანის ქუჩას მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. ბოლო წლების განმავლობაში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ძალიან განვითარდა. აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რაც მისასალმებელია, თუმცა, მისასვლელი გზები გადაიტვირთა. ამიტომ, გადაწყდა ახალი, ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის დაწყება. იგი იქნება, დაახლოებით, ორკილომეტრიანი სიგრძის, ოთხზოლიანი, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით, რაც ასევე, საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. არსებობდა მეწყრული ადგილები, რომლებსაც გარკვეული სამუშაოების ჩატარება დასჭირდა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ და სამომავლოდ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ეს სამუშაოები დღესაც გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, საპროექტო არეალში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენ მილებს ახალი ტრაექტორიით ათავსებენ.

„ამ ეტაპზე, უნდა მოხდეს საავტომობილო გზის გასწვრივ ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილების დაერთება არსებულ, მოქმედ მილსადენებზე, რის გამოც, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე) საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად - ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

თორნიკე შენგელია

25 თებერვალი 2021, 14:39

სპორტი

ტრავმით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია სათამაშოდ მზადაა

ტრავმით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია სათამაშოდ მზადაა. დღეს, ევროლიგის მორიგ ტურში მოსკოვის „ცსკა“ სტუმრად პირეოსის „ოლიმპიაკოსსს“ შეხვდება, შენგელია კი საბერძნეთშია და თანაგუნდელებთან ერთად ემზადება.

ნათია თურნავა

25 თებერვალი 2021, 14:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა:„OMV Petrom SA“-ის შემოსვლა საქართველოში სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი მდგრადია

საქართველოს მთავრობამ მოიწონა სახელმწიფოს და კომპანია „OMV Petrom SA“-ს შორის II სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

ხატია დეკანოიძე

25 თებერვალი 2021, 14:37

პოლიტიკა

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას 26 თებერვლის აქციაზე გამოაცხადებს

ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთ სამომავლო გეგმებს 26 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე გააჟღერებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 14:37

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებ - სამშობლოს არ დავტოვებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ნიკოლ ფაშინიანი რესპუბლიკის მოედანზე თავის მხარდამჭერებს შეუერთდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

ვახო სანაია

25 თებერვალი 2021, 14:36

სამართალი

ჟურნალისტი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

სანაიას თქმით, იგი აეროპორტში ახლობლებთან ერთად დახვდა მეუღლესა და შვილს, რომელიც თურქეთისი იმყოფებოდნენ. „ოჯახის ერთ-ერთი წევრი მივიყვანეთ წყნეთის ქუჩაზე და უკან ვბრუნდებოდით. ამ დროს იქ სამი ადამიანი გამოჩნდა იმ უბანში და ჩვენს ოჯახს თავს დაესხა“, - განაცხადა სანაიამ.

კელი დეგნანი

25 თებერვალი 2021, 14:34

პოლიტიკა

კელი დეგნანი: დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

„საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში. დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ელჩმა.

აშშ საელჩო

25 თებერვალი 2021, 14:28

საზოგადოება

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსი წაიკითხეს

„დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მაკა ბოჭორიშვილი

25 თებერვალი 2021, 14:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი არის იმის დიაგნოზი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის

ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი კიდევ ერთხელ არის იმის დიაგნოზი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პირველ რიგში საჭიროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული პოლარიზაცია დასრულდეს და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი გვქონდეს.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 14:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის სტილია, რომ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული საინფორმაციო ბადე

„სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის სტილია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რომ რაც არ მოსწონთ, იმას საერთოდ აიგნორებენ და შემდეგ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას ან აბზაცს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული მთელი საინფორმაციო ბადე“, - განაცხადა მდინარაძემ.

25 თებერვალი 2021, 14:19

სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ კაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

რატი იონათამიშვილი

25 თებერვალი 2021, 14:08

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვახო სანაიას და ანრი ოხანაშვილის შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს

საქართველოს პარლამენტი უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო. მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა ძალიან ჰგავს ანრი ოხანაშვილის შემთხვევას.

კახა კალაძე

25 თებერვალი 2021, 14:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: არის მხარდაჭერა და მოლოდინი, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი მოვახერხოთ

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის მხარდაჭერა და მოლოდინი, იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ, გარკვეულწილად, ერთმანეთთან საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.

რკინიგზა

25 თებერვალი 2021, 14:02

საზოგადოება

რა მიმართულებებით იქნება შესაძლებელი მატარებლით მგზავრობა 27 თებერვლიდან

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

დიმიტრი პესკოვი

25 თებერვალი 2021, 14:02

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: კრემლი სომხეთში მოვლენების განვითარებას შეშფოთებით აკვირდება

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი სომხეთში მოვლენების განვითარებას შეშფოთებით აკვირდება.

სემეკი კონფერენცია

25 თებერვალი 2021, 13:58

ეკონომიკა

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 13:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ამ ზეწოლიდან

ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მოუმატებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 13:54

საზოგადოება

სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

25 თებერვალი 2021, 13:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქართული თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,4-ჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და მხარდამჭერი აქტივობების შედეგები განიხილა. „სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, ერთად განვიხილოთ დარგში არსებული ყველა გამოწვევა, ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე, შევაფასოთ სექტორის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 13:46

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში აქციაზე სიტყვით გამოსვლა დააანონსა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს ერევანში აქციაზე სიტყვით გამოვა.

ან ლინდე

25 თებერვალი 2021, 13:36

პოლიტიკა

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრატეგიაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი უსაფრთხოების ევროპული წესრიგის გამოწვევად არის დასახელებული

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.