imedi /  20 იანვარი 2021, 12:36 / სანდო წყარო

ივანე ჩხაიძე: მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, კორონავირუსისგან განსხვავებით მსუბუქად მიმდინარეობს, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს

ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, სინდრომის მართვის პროტოკოლი, სხვადასხვა კლინიკის მიერ, უკვე შემუშავებულია და ჯანდაცვის სამინისტროს დღეს წარედგინება.

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად - ეს გართულება შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. პირველად ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა მაისის თვეში, როდესაც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 8 ბავშვთან კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მძიმე დაავადება, როდესაც დაავადების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ორგანო და სისტემა და მოგვიანებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ სინდრომს უწოდა ის სახელი, რომლითაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, ეს არის - მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ ეს არ არის ვირუსით გამოწვეული, განპირობებული და ითვლება, რომ ეს არის გამოწვეული ვირუსის ზემოქმედების შედეგად იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

ეს სინდრომი განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, განსხვავებით კორონავირუსისგან ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამ ბავშვების მართვა უნდა მოხდეს სტაციონარში და არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ მულტიპროფილურ სტაციონარში, ვინაიდან ამ ბავშვების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნევროლოგი. იმიტომ, რომ აზიანებს ნერვულ სისტემასაც, ნეფროლოგი იმიტომ, რომ შესაძლოა, საშარდე სისტემა დაუზიანდეს, ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი და ა.შ. ანუ ეს არის მულტისისტემური, რაც ავტომატურად გულისხმობს ამ ბავშვების მართვის ერთადერთ შესაძლებელ ადგილად მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარს. ამ სინდრომის პირველი შემთხვევა საქართველოში იაშვილის კლინიკაში დაფიქსირდა ეს იყო 2 ნოემბერი. ამ სინდრომის განვითარება და სიხშირე ქვეყანაში უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელს. ჩვენთან კორონავირუსის მაჩვენებლის პიკი სწორედ ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში იყო, შესაბამისად, აი, ამ პიკის გამო იანვრის პირველი და ბოლო კვირები იქნება სწორედ ამ სინდრომით ჰოსპიტალიზებული და გამოვლენილი ბავშვების რაოდენობა, ანუ კორონავირუსის პიკს ქვეყანაში ერთი თვის შემდეგ მოჰყვება ამ სინდრომის მატების პიკი.

ამჟამად იაშვილის კლინიკაში მკურნალობს 12 პაციენტი, მათგან 7 არის მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში შემოსული.

კორონავირუსის ვაქცინების შესწავლა პედიატრიულ პაციენტებზე არ მომხდარა და არც იგეგმება უახლოეს პერიოდში, ასე რომ ბავშვებში ვაქცინის გამოყენების საკითხი, გრიპის ვაქცინისგან განსხვავებით, არ დგას. ამ ვირუსის მართვის პროტოკოლი შემუშავებულია და დაახლოებით ერთ საათში იქნება წარდგენილი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში. ამ პროტოკოლის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე კლინიკა, კონკრეტულად ის კლინიკები, რომლებიც მართავენ პოსტკორონავირუსულ გართულებას. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და არ არის ეს პედიატრიული საავადმყოფოებისთვის, ეს მხოლოდ მულტიპროფილური პედიატრიული საავადმყოფოების სამართავია, ვინაიდან სინდრომი კომპლექსურია და აუცილებელია სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობა. გუშინ შემოსული 7 პაციენტიდან 2 მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია და საშუალო ასაკია 6-დან 11 წლამდე, ჩვენთან ყველაზე უფროსი პაციენტი 14 წლის არის, ყველაზე მცირე ასაკის 1 წლის. ლეტალური შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის ასეთი ჩანაწერი, რომ ყველა გარდაცვალების შემთხვევა კორონავირუსით უნდა იყოს განხილული, როგორც მულტიორგანული ანთებითი სინდრომის შედეგი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ყველა სიახლე

ბიძინა გიორგობიანი

13 იანვარი 2025, 18:19

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან და ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ

„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან და ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რითაც რესტორან „ბაბილოში“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

გივი მიქანაძე

13 იანვარი 2025, 18:15

პოლიტიკა

გივი მიქანაძე როთზე: ახლანდელი ვიზიტი სხვა არაფერია, თუ არა გამომშვიდობება ოპოზიციასთან. კიდევ ერთი მცდელობა, რომ კუდი მოიქნიოს, მისი მხრიდან კიდევ ერთხელ თავისი პიროვნების ლუსტრაცია ჩვენ ქვეყანასთან და საზოგადოებასთან მიმართებაში

მიხაილ როთის გზავნილებს ჩვენ სერიოზულად არასდროს აღვიქვამდით იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენ სახელმწიფოს და საზოგადოებას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის ვიზიტთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

13 იანვარი 2025, 18:07

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ სავარაუდოდ ახალი პარტიის შექმნაზე: საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და ეძებს ახალ დასაყრდენ ძალას

„ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადმინისტრაცია იყო ამერიკის ისტორიაში და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ დამაზიანებელ პოლიტიკას, რომელიც ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის მიერ წარმოებდა. რაც შეეხება სანქციების გაუქმებას, ეს აბსოლუტურად ლოგიკურად გვეჩვენება და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, თუმცა ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაახვედროს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტის საკითხს, გასაგები იყო, რომ მისი სტიპენდიატი სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, საზოგადოებას კარგად ახსოვს არჩევნებამდე ამ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც განიხილებოდა ვერსია იმის შესახებ, როგორ უნდა განვითარებულიყო პროცესები საქართველოში თუ მმართველი გუნდი, ან ოპოზიცია გაიმარჯვებდა.

გივი მიქანაძე

13 იანვარი 2025, 17:59

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: წარმოუდგენელი რამ ვიხილეთ გუშინ. ეს არის არა მარტო მორალს გაცდენილი საქციელი, არამედ ეს სცდება ყველანაირ ტრადიციებს თუ ადათ-წესებს, რომელიც ქართულ იდენტობასთან არის დაკავშირებული

წარმოუდგენელი რამ ვიხილეთ გუშინ. ეს არის არა მარტო მორალს გაცდენილი საქციელი, რომელიც საზოგადოების ერთმა ჯგუფმა წარმოაჩინა საჯაროდ, არამედ ეს სცდება ყველანაირ ტრადიციებს თუ ადათ წესებს, რომელიც ქართულ იდენტობასთან არის დაკავშირებული, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

გიდეონ საარი

13 იანვარი 2025, 17:57

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს

დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში, მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გივი მიქანაძე

13 იანვარი 2025, 17:48

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიაზე: არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კომისიის საქმიანობას შედეგად მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი

არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კომისიის საქმიანობას, შედეგად მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

ვახტანგ ცინცაძე

13 იანვარი 2025, 17:43

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

2024 წლის დეკემბერში ექსპორტი, დაახლოებით, 7 %-ით გაიზარდა და 550 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის ჭრილში რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები

რობერტ ფიცო

13 იანვარი 2025, 17:39

პოლიტიკა

რობერტ ფიცო: საქართველოს მთავრობას გარეშე ძალები მხოლოდ იმიტომ ესხმიან თავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველმა პარტიამ გაიმარჯვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, საქართველოს მთავრობას გარეშე ძალები, მხოლოდ იმიტომ ესხმიან თავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველმა პარტიამ გაიმარჯვა.

დავით მათიკაშვილი

13 იანვარი 2025, 17:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ის ყბადაღებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც მიგვითითებდნენ და ხაზს უსვამდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, საბოლოოდ მისი გაუქმების მომენტში აღმოჩნდა ნულოვანი ღირებულების მქონე

ჩვენ ვნახეთ, რომ ის ყბადაღებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც არაერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში მიგვითითებდნენ და ხაზს უსვამდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, საბოლოოდ მისი გაუქმების მომენტში აღმოჩნდა ნულოვანი ღირებულების მქონე იმიტომ, რომ რეალურად არც არაფერი შეცვლილა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

13 იანვარი 2025, 17:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: თუკი რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ დადგინდება და დადასტურდება ჯაშუშობის ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ შესაბამისი რეაგირება

თუკი რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ დადგინდება და დადასტურდება ჯაშუშობის ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

13 იანვარი 2025, 17:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვლი 16 იანვარს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 16 იანვარს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 იანვარი 2025, 17:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი

13 იანვარი 2025, 17:11

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირში შიშობენ, რომ ტრამპი უკრაინის საკითხზე პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს

ევროკავშირში შიშობენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს. სტატიას ამ შინაარსით Euractiv-ი ავრცელებს.

13 იანვარი 2025, 16:19

საზოგადოება

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

13 იანვარი 2025, 16:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაცია - საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა, აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო

ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაციული საქციელი- საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ამჯერად ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა. აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს სასტუმროს რესტორანში სრულიად შემთხვევით შეესწრო და ქართველ დეპუტატებს ემოციურად მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წვერი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

13 იანვარი 2025, 15:54

მსოფლიო

პოლონეთში IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს

პოლონეთში, ავეჯის მაღაზია IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: როდესაც გადადიხარ ძალადობაზე და გაქვს სურვილი, მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო

„დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ფაქტზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:49

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება

„ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელი ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის გამოვლინება. არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო აქციოს კოლონიად

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

კახა კალაძე

13 იანვარი 2025, 15:36

პოლიტიკა

კახა კალაძე: როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? საზოგადოებას და მითუმეტეს თანამშრომლებს არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ

როცა დასაქმებულთან ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას - ან ვაგრძელებთ, ან - არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. კახა კალაძემ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული სიის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.